მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-მა ე.წ. ბუსტერის დამატების ნებართვა გასცა - ვის ექნება მესამედ აცრის შესაძლებლობა?
აშშ-მა ე.წ. ბუსტერის დამატების ნებართვა გასცა - ვის ექნება მესამედ აცრის შესაძლებლობა?

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ - ის შე­სა­ბა­მის­მა სტრუქ­ტუ­რებ­მა სუს­ტი იმუ­ნი­ტე­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში მე­სა­მედ - ე.წ. ბუს­ტე­რი აც­რის ნე­ბარ­თვა გას­ცეს.

FDA-ს ახა­ლი რე­კო­მენ­და­ცია აშშ-ის და­ახ­ლო­ე­ბით 10 მი­ლი­ონ მო­ქა­ლა­ქეს შე­ე­ხე­ბა, მათ შო­რის ტრან­სპლან­ტა­ცი­ის მიმ­ღე­ბებ­სა და ისეთ პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც სიმ­სივ­ნეს ებ­რძვი­ან. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც აშშ -ის ჯან­დაც­ვის ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ კო­ვიდ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად “ბუს­ტე­რის“ და­მა­ტე­ბაა სა­ჭი­რო.

აშშ-ის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრე­ბის ჯგუ­ფის (CDC) გან­ცხა­დე­ბით, და­მა­ტე­ბი­თი დო­ზე­ბი კვი­რის ბო­ლოს იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

ექ­სპერ­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში Moderna-ს და Pfizer- ის ორმა დო­ზამ ან Johnson & Johnson - ის ერ­თმა დო­ზამ შე­საძ­ლოა, საკ­მა­რი­სი დაც­ვა არ უზ­რუნ­ველ­ყოს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ აშშ-ში სა­მი­ვე ვაქ­ცი­ნას ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს ავ­ტო­რი­ზა­ცია.

ამავდრო­უ­ლად, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ქვეყ­ნებს ე.წ. ბუს­ტე­რის და­მა­ტე­ბა­ზე სექ­ტემ­ბრის ბო­ლომ­დე მო­რა­ტო­რი­უ­მის გა­მო­ცხა­დე­ბის­კენ მო­უ­წო­და, რათა ყვე­ლა ქვე­ყა­ნამ შეძ­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის სულ მცი­რე 10% -ის აცრა მა­ინც.

ის­რა­ელ­მა კი 60 წელ­ზე უფ­რო­სი ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რე­ვაქ­ცი­ნა­ცია უკვე ჩა­ა­ტა­რა. ისი­ნი სულ მცი­რე, ხუთი თვის წინ იყ­ვნენ ორ­ჯე­რა­დად აც­რი­ლე­ბი.

ბრი­ტა­ნეთ­მა, საფ­რან­გეთ­მა და გერ­მა­ნი­ამ “ბუს­ტე­რის“ და­მა­ტე­ბა სექ­ტემ­ბრის­თვის გა­და­დეს. და­მა­ტე­ბი­თი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბას გეგ­მა­ვენ შვე­დე­თი, არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბი, ინ­დო­ნე­ზია, ტა­ი­ლან­დი და სამ­ხრეთ კო­რეა.

მო­ამ­ზა­და თე­ო­ნა რა­მა­ზაშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
jjj
0

ისე ვატყობ კორონა ტალღების და შტამების არ იყოს არ ამ ვაქვინაციის ფაზებს ექნება დასასრული.

beso
1

ილოცეთ, რომ დროზე მოხდეს ამერიკის სრულად ვაქცინირება, ან იმ ქვეყნებმაც დროზე დაასრულონ 80 პროცენტის ვაქცინირება, რომელსაც ბევრი არაფერი უკლია შევსებამდე, რომ მოგვეცეს დანახვაში თუ რა ხდება ცდაში. რას წარმოადგენს ეს გამოცდა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

აშშ-მა ე.წ. ბუსტერის დამატების ნებართვა გასცა - ვის ექნება მესამედ აცრის შესაძლებლობა?

აშშ-მა ე.წ. ბუსტერის დამატების ნებართვა გასცა - ვის ექნება მესამედ აცრის შესაძლებლობა?

ბოლო ინფორმაციით, აშშ - ის შესაბამისმა სტრუქტურებმა სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებში მესამედ - ე.წ. ბუსტერი აცრის ნებართვა გასცეს.

FDA-ს ახალი რეკომენდაცია აშშ-ის დაახლოებით 10 მილიონ მოქალაქეს შეეხება, მათ შორის ტრანსპლანტაციის მიმღებებსა და ისეთ პაციენტებს, რომლებიც სიმსივნეს ებრძვიან. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ -ის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კოვიდთან საბრძოლველად “ბუსტერის“ დამატებაა საჭირო.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ჯგუფის (CDC) განცხადებით, დამატებითი დოზები კვირის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი.

ექსპერტების განცხადებით, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებში Moderna-ს და Pfizer- ის ორმა დოზამ ან Johnson & Johnson - ის ერთმა დოზამ შესაძლოა, საკმარისი დაცვა არ უზრუნველყოს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში სამივე ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს ავტორიზაცია.

ამავდროულად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ქვეყნებს ე.წ. ბუსტერის დამატებაზე სექტემბრის ბოლომდე მორატორიუმის გამოცხადებისკენ მოუწოდა, რათა ყველა ქვეყანამ შეძლოს მოსახლეობის სულ მცირე 10% -ის აცრა მაინც.

ისრაელმა კი 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, რევაქცინაცია უკვე ჩაატარა. ისინი სულ მცირე, ხუთი თვის წინ იყვნენ ორჯერადად აცრილები.

ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ “ბუსტერის“ დამატება სექტემბრისთვის გადადეს. დამატებითი ვაქცინაციის დაწყებას გეგმავენ შვედეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ინდონეზია, ტაილანდი და სამხრეთ კორეა.

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა