სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოველ დილით საშინელი ტკივილებით ვიღვიძებ... ვინც ჭოჭმანობთ და აცრის გეშინიათ გეტყვით, რომ ნუ გაწირავთ თავს უმძიმესი ხვედრისთვის" - ხიდაშელი
"ყოველ დილით საშინელი ტკივილებით ვიღვიძებ... ვინც ჭოჭმანობთ და აცრის გეშინიათ გეტყვით, რომ ნუ გაწირავთ თავს უმძიმესი ხვედრისთვის" - ხიდაშელი

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და "სა­მო­ქა­ლა­ქო იდე­ის" თავ­მჯდო­მა­რე თინა ხი­და­შე­ლი, რო­მელ­მაც კო­რო­ნა­ვირუ­სი გა­და­ი­ტა­ნა, კო­ვი­დის­გან და­ტო­ვე­ბულ მძი­მე გარ­თუ­ლე­ბებ­ზე გერ­მა­ნი­ა­ში მკურ­ნა­ლობს. რო­გორც ამ­ბობს, ყო­ვე­ლი დღე მის­თვის ძა­ლი­ან მძი­მეა და სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლე­ბის გა­და­ტა­ნა უწევს.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში ექსმი­ნის­ტრი სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­დებს.

"ქვე­ყა­ნა ერთი დიდი სიკ­ვდი­ლის ქრო­ნი­კად იქცა. ყო­ველ­დღი­უ­რად, უფრო კი დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე მო­რიგ სუ­ლის­შემ­ძვრელ ის­ტო­რი­ას ვკი­თხუ­ლობ კო­ვი­დით გარ­დაც­ვლილ ადა­მი­ა­ნებ­ზე. ერთ ერთი ასე­თი ის­ტო­რია ჩე­მიც შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო. მე გა­დავ­რჩი! მაგ­რამ უკვე ექ­ვსი ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ემახ­ვერ­პლა ამ ვე­რაგ ვირუსს.არც სიკ­ვდილს და არც გა­დარ­ჩე­ნას ლო­გი­კა არ აქვს, ვე­რა­ვინ გე­ტყვით წი­ნას­წარ რო­გორ დას­რულ­დე­ბა თქვე­ნი კო­ვიდ ის­ტო­რია. ვერც ექი­მე­ბი, ვერც მეც­ნი­ე­რე­ბი, მით უმე­ტეს ვერც პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ან ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ტე­ლე­ვი­ზო­რი­დან …

მხო­ლოდ თქვენ თა­ვად წყვეტთ რო­გო­რი იქ­ნე­ბა თქვე­ნი ხვედ­რი კო­ვი­დით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ.რამ­დე­ნი­მე კვი­რაა ვცდი­ლობ რა­ღაც დავ­წე­რო ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე, მინ­და ჩემი ვედ­რე­ბა გა­გა­გო­ნოთ რომ აიც­რათ, არა­ვის მის­ცეთ თქვე­ნი სი­ცო­ცხლით თა­მა­შის უფ­ლე­ბა. დიახ, სი­ცო­ცხლით! ვე­რა­ფერს ვწერ­დი. აცრა რომ უალ­ტერ­ნა­ტი­ვოა ისე­თი მარ­ტი­ვი და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია ჩემ­თვის რომ არ ვიცი რო­გორ უნდა მო­გი­წო­დოთ, რო­გორ მოგ­მარ­თოთ.

ეხლა რო­დე­საც კო­ვიდ ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან 6 თვის შემ­დე­გაც მის გვერ­დით მოვ­ლე­ნებს ვებ­რძვი, ყო­ველ დი­ლით სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლე­ბით ვიღ­ვი­ძებ და ყო­ველ ღამე იმა­ზე ოც­ნე­ბით ვი­ძი­ნებ რომ ხვა­ლინ­დე­ლი დღე იქ­ნებ ოდ­ნავ მა­ინც უკე­თე­სი იყოს ყვე­ლას ვინც ჭოჭ­მა­ნობთ, გული გე­თა­ნაღ­რე­ბათ, აც­რის გა­ში­ნი­ათ მხო­ლოდ ის შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ- ნუ გა­წი­რავთ სა­კუ­თარ თავს ამ უმ­ძი­მე­სი ხვედ­რის­თვის.

- ნუ და­იმ­შვი­დებთ თავს იმით რომ ჯან­მრთე­ლი ხართ და ვერ მო­გე­რე­ვათ. ჩემ­ზე ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი ცოტა მე­გუ­ლე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ზე.

- ნუ იფიქ­რებთ, რომ თქვე­ნი მედ­გა­რი ხა­სი­ა­თი და სიძ­ლი­ე­რე ად­ვი­ლად მო­ე­რე­ვა ვირუსს. აქაც ძა­ლი­ან კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი ვი­ყა­ვი.მხო­ლოდ ის შე­მიძ­ლია გი­თხრათ რომ უნდა აირ­ჩი­ოთ სი­ცო­ცხლე! აც­რა­ზე თან­ხმო­ბა სწო­რედ სი­ცო­ცხლის არ­ჩე­ვაა!" - წერს ხი­და­შე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ს.ვ
1

თვალებს ვერ ვუჯერებ, ამ ქალს რომ ვუყურებ. როგორ შეცვალა ამ ინფექციამ. მართლა იმდენად მარტივია აცრის უალტერნატივობა, ნუთუ ასეთ ვერაგ ვირუსთან ბრძოლაში ამაზე დარწმუნებაში უნდა გვიწევდეს დროისა და რესურსების ხარჯვა?

ბარბარე
0

რა დღეში ჩააგდო კოვიდმა. მე მეგონა უკვე უკეთესობისკენ იყო საქმე. იმედია, თანდათან გამოჯანმრთელდება. ძალიან გულვშემატკივრობ. ამდენი გადაიტანა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ყოველ დილით საშინელი ტკივილებით ვიღვიძებ... ვინც ჭოჭმანობთ და აცრის გეშინიათ გეტყვით, რომ ნუ გაწირავთ თავს უმძიმესი ხვედრისთვის" - ხიდაშელი

"ყოველ დილით საშინელი ტკივილებით ვიღვიძებ... ვინც ჭოჭმანობთ და აცრის გეშინიათ გეტყვით, რომ ნუ გაწირავთ თავს უმძიმესი ხვედრისთვის" - ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი და "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარე თინა ხიდაშელი, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა, კოვიდისგან დატოვებულ მძიმე გართულებებზე გერმანიაში მკურნალობს. როგორც ამბობს, ყოველი დღე მისთვის ძალიან მძიმეა და საშინელი ტკივილების გადატანა უწევს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ექსმინისტრი საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

"ქვეყანა ერთი დიდი სიკვდილის ქრონიკად იქცა. ყოველდღიურად, უფრო კი დღეში რამდენჯერმე მორიგ სულისშემძვრელ ისტორიას ვკითხულობ კოვიდით გარდაცვლილ ადამიანებზე. ერთ ერთი ასეთი ისტორია ჩემიც შეიძლება ყოფილიყო. მე გადავრჩი! მაგრამ უკვე ექვსი ათასზე მეტი ადამიანი ემახვერპლა ამ ვერაგ ვირუსს.არც სიკვდილს და არც გადარჩენას ლოგიკა არ აქვს, ვერავინ გეტყვით წინასწარ როგორ დასრულდება თქვენი კოვიდ ისტორია. ვერც ექიმები, ვერც მეცნიერები, მით უმეტეს ვერც პოლიტიკოსები ან ცნობილი ადამიანები ტელევიზორიდან …

მხოლოდ თქვენ თავად წყვეტთ როგორი იქნება თქვენი ხვედრი კოვიდით ინფიცირების შემდეგ.რამდენიმე კვირაა ვცდილობ რაღაც დავწერო ვაქცინაციაზე, მინდა ჩემი ვედრება გაგაგონოთ რომ აიცრათ, არავის მისცეთ თქვენი სიცოცხლით თამაშის უფლება. დიახ, სიცოცხლით! ვერაფერს ვწერდი. აცრა რომ უალტერნატივოა ისეთი მარტივი და ჩვეულებრივი ამბავია ჩემთვის რომ არ ვიცი როგორ უნდა მოგიწოდოთ, როგორ მოგმართოთ.

ეხლა როდესაც კოვიდ ინფიცირებიდან 6 თვის შემდეგაც მის გვერდით მოვლენებს ვებრძვი, ყოველ დილით საშინელი ტკივილებით ვიღვიძებ და ყოველ ღამე იმაზე ოცნებით ვიძინებ რომ ხვალინდელი დღე იქნებ ოდნავ მაინც უკეთესი იყოს ყველას ვინც ჭოჭმანობთ, გული გეთანაღრებათ, აცრის გაშინიათ მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ- ნუ გაწირავთ საკუთარ თავს ამ უმძიმესი ხვედრისთვის.

- ნუ დაიმშვიდებთ თავს იმით რომ ჯანმრთელი ხართ და ვერ მოგერევათ. ჩემზე ჯანმრთელი ადამიანი ცოტა მეგულება ამ ქვეყანაზე.

- ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი მედგარი ხასიათი და სიძლიერე ადვილად მოერევა ვირუსს. აქაც ძალიან კონკურენტუნარიანი ვიყავი.მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ რომ უნდა აირჩიოთ სიცოცხლე! აცრაზე თანხმობა სწორედ სიცოცხლის არჩევაა!" - წერს ხიდაშელი.