პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კანონიერი ქურდები“, ანუ ფარული ხელისუფლების მუდმივობა საქართველოში" - რას წერს ფრანგული გამოცემა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების გავლენაზე
"კანონიერი ქურდები“, ანუ ფარული ხელისუფლების მუდმივობა საქართველოში" - რას წერს ფრანგული გამოცემა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების გავლენაზე

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ექს-პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის დროს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ზე­წო­ლით და­სუს­ტე­ბულ­მა "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის“ კრი­მი­ნა­ლურ­მა კას­ტამ (მათ სა­ხელ­წო­დე­ბას რუ­სუ­ლი ფეს­ვე­ბი აქვს) ისევ წა­მოს­წია თავი და ისევ აბან­დებს კა­პი­ტალს თა­ვის მშობ­ლი­ურ სამ­ხრეთ­კავ­კა­სი­ურ ქვე­ყა­ნა­ში, თან ეკ­ლე­სი­ას­თან და "ძლი­ერ­თა ამა სოფ­ლი­სა“-ნთან შე­თან­ხმე­ბით“, - ასე იწყე­ბა ფრან­გულ გა­ზეთ "ლე მონდ“-ში ("Le Monde") გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტია სა­თა­უ­რით "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი“, ანუ ოკულ­ტუ­რი [ფა­რუ­ლი] ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მუდ­მი­ვო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში."

გთა­ვა­ზობთ პუბ­ლი­კა­ცი­ას შე­მოკ­ლე­ბუ­ლი სა­ხით:

"დმა­ნი­სი, რო­მე­ლიც თბი­ლი­სი­დან ერთი სა­ა­თის სა­ვალ­ზეა და­შო­რე­ბუ­ლი, ბოლო დრომ­დე ცნო­ბი­ლი იყო რო­გორც მხო­ლოდ შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქა­ლა­ქი, იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის სი­ა­ში შე­ტა­ნი­ლი, თუმ­ცა ამ და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტში ამას წი­ნათ სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყ­ვნენ ჩა­სუ­ლე­ბი, რათა ად­გი­ლობ­რივ ქარ­თულ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა შე­წყვე­ტი­ლი­ყო“, - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

რო­გორც ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, დმა­ნის­ში მომ­ხდარ­მა კონ­ფლიქტმა სა­გან­გა­შო მო­მენ­ტე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა, რაც იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ მმარ­თველ პარ­ტი­ას და მის მთავ­რო­ბას, რო­მელ­საც ოლი­გარ­ქი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი აკონ­ტრო­ლებს, კავ­ში­რი აქვს მა­ფი­ას­თან, კრი­მი­ნა­ლებ­თან, რომ­ლე­ბიც "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბით“ არი­ან წარ­მოდ­გე­ნილ­ნი.

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ექს-დე­პუ­ტა­ტის კახა ოქ­რი­აშ­ვი­ლი­სა და თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მე­რის, გიგი უგუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნომ - ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ - დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თა კრი­მი­ნალ მო­ჰა­მად ყურ­ბა­ნოვს, მეტ­სა­ხე­ლად "მაგა რუს­ტავ­სკის“ - მა­ღა­ლი დო­ნის აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს“, რო­მე­ლიც თურ­ქეთ­ში ცხოვ­რობს. იგი ნა­დირ სა­ლი­ფო­ვის (მეტ­სა­ხე­ლად "გული“) ნა­თე­სა­ვია, რო­მე­ლიც იმა­ვე თურ­ქეთ­ში 2020 წელს მოკ­ლეს“.

"კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის“ როლი დმა­ნის­ში მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტის ჩა­სა­წყნა­რებ­ლად იმის ნი­შა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კვლავ არ­სე­ბობს ფა­რუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ორ­გა­ნუ­ლად არის ჩა­წე­რი­ლი ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის კონ­ტექ­სტში. ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ­ჟა­მად ორად არის გა­ყო­ფი­ლი - ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ოლი­გარქ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ბა­ნა­კად. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა თა­ვის დრო­ზე ომი გა­მო­უ­ცხა­და "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს“ და ისი­ნი, 2005 წელს მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნე­ბი­სა და სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის შე­დე­გად, ქვეყ­ნი­დან გა­ა­ძე­ვა. ამ ბრძო­ლას იდე­ო­ლო­გი­უ­რი ხა­სი­ა­თიც ჰქონ­და - სა­კი­თხი ეხე­ბო­და ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბი­დან პროს­ლა­ვუ­რი, პრო­რუ­სუ­ლი და პრო­სა­ეკ­ლე­სიო ტენ­დენ­ცი­ე­ბის აღ­კვე­თას.

ოპე­რა­ცი­ე­ბის წყა­ლო­ბით სა­ხელ­მწი­ფომ, სხვა ქო­ნე­ბას­თან ერ­თად, ხელთ იგდო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის“ ზა­ქა­რია (შაქ­რო) კა­ლა­შო­ვის (მეტ­სა­ხე­ლად "შაქ­რო მო­ლო­დოი“) ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი ვილა. ამ­ჟა­მად თვი­თონ შაქ­რო კა­ლა­შო­ვი სა­პყრო­ბი­ლე­ში ზის. დღე­ი­სათ­ვის მისი ვი­ლის ნა­წი­ლი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბას უკა­ვია, ნა­წი­ლი კი - ნე­ოკ­ლა­სი­ცის­ტუ­რი სტი­ლით აგე­ბუ­ლი შე­ნო­ბა, ტყე­ში მდე­ბა­რე­ობს და მა­ღა­ლი მე­სე­რი აქვს შე­მოვ­ლე­ბუ­ლი.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­ტე­ვის დროს "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის“ უმ­რავ­ლე­სო­ბამ მო­ას­წრო და თავს უშ­ვე­ლა - ზოგი უკ­რა­ი­ნა­ში, რუ­სეთ­ში და სომ­ხეთ­ში გა­იქ­ცა, ზო­გიც - სა­ბერ­ძნეთ­ში, თურ­ქეთ­ში, იტა­ლი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, სა­ე­მი­რო­ებ­ში და აშშ-შიც კი. თუმ­ცა გა­ძე­ვე­ბის შე­დე­გად ისი­ნი მხო­ლოდ და­სუს­ტდნენ და არ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლან.

  • თე­ო­რი­უ­ლად "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი“ აღ­თქმას დე­ბენ ხოლ­მე, რომ ღა­რი­ბუ­ლად იცხოვ­რე­ბენ და არ და­ო­ჯახ­დე­ბი­ან. ისი­ნი თა­ვი­ანთ ცხოვ­რე­ბა­სა და საქ­მი­ა­ნო­ბას კრი­მი­ნა­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბას უძღვნი­ან, მათ აკ­რძა­ლუ­ლი აქვთ ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში ამ­ჟა­მად ცნო­ბი­ლი 450 "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი­დან“ 60% ქარ­თვე­ლია. პო­ლი­ტო­ლო­გის, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის, თორ­ნი­კე გორ­და­ძის აზ­რით, "ასე­თი სი­ტუ­ა­ცია გა­მოწ­ვე­უ­ლია იმით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მე-19 სა­უ­კუ­ნი­დან და­წყე­ბუ­ლი, რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის დროს, ჩა­მო­ყა­ლიბ­და კა­ნო­ნი­სად­მი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის ერ­თგვა­რი რე­აქ­ცია, რო­მე­ლიც გა­უ­ა­რეს­და საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში. ეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო მხო­ლოდ მა­მა­კა­ცუ­რი კულ­ტით და შე­სა­ბა­მი­სად, "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის“ ფე­ნო­მე­ნი ქარ­თუ­ლი იდენ­ტუ­რო­ბის ტოლ­ფა­სი გახ­და“.

ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მომ­ხრე და მისი პარ­ტი­ის, "ერ­თი­ა­ნი ნაც­მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვის­ტია, თვლის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი“ დაბ­რუნ­დნენ, რად­გან მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ლი­დე­რებს მათი მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბათ, არ­ჩევ­ნე­ბის პრო­ცეს­ში. "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი“ სა­არ­ჩევ­ნო ურ­ნებ­თან ადა­მი­ა­ნე­ბის და­ში­ნე­ბას ეწე­ვი­ან, რაც 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დრო­საც გა­მოვ­ლინ­და.

ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძეს, რო­მე­ლიც 2007-2012 წლებ­ში პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო, არ სჯე­რა, რომ ამ­ჟა­მინ­დე­ლი მთავ­რო­ბა "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს“ ებ­რძვის. "დღე­ვან­დე­ლი პო­ლი­ცია მათ იჭერს, რად­გან არ­ჩევ­ნე­ბი ახ­ლოვ­დე­ბა, მაგ­რამ იმავდრო­უ­ლად პო­ლი­ცია მათ ურიგ­დე­ბა პრინ­ცი­პით - მე და­გეხ­მა­რე­ბი, თუ შენც და­მეხ­მა­რე­ბი, გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლებ ამას და ამას... გარ­და ამი­სა, ბან­დიტ­თა ჯგუ­ფე­ბის მე­თა­უ­რე­ბი დღეს ოლი­გარ­ქე­ბად იქ­ცნენ, ისი­ნი ქვეყ­ნის სა­მარ­თლებ­რი­ვი სის­ტე­მის ნა­წი­ლად ით­ვლე­ბი­ან.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძე ამ­ბობს, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მთავ­რო­ბამ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, ქურ­დე­ბის მი­მართ ტაქ­ტი­კა შეც­ვა­ლა. "მთავ­რო­ბამ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“ მიერ შე­მო­ღე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი სის­ტე­მა, მაგ­რამ როცა ის "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს“ იჭერს, მათ მი­მართ ნაკ­ლებ სიმ­კაც­რეს იჩენს, მათ მა­ნევ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს უტო­ვებს, რათა სა­ი­დუმ­ლოდ მო­ე­ლა­პა­რა­კოს ქვეყ­ნი­დან გაყ­ვა­ნა­ზე და გა­რან­ტი­ას აძ­ლევს, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ მის წი­ნა­აღ­მდეგ არა­ნა­ი­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა არ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა“.

სხვა­თა შო­რის, გავ­ლე­ნის დაბ­რუ­ნე­ბის მიზ­ნით, "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს“ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­დევ ერთი ძლი­ე­რი ფაქ­ტო­რის - ეკ­ლე­სი­ის მხარ­და­ჭე­რის იმე­დიც აქვთ. თე­ო­ლო­გი ბექა მინ­დი­აშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ ეკ­ლე­სია და კრი­მი­ნა­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს კარ­გად იც­ნო­ბენ: "სამ­ღვდე­ლო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს სა­პყრო­ბი­ლე­ებ­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბა აქვთ. ისი­ნი ურ­თი­ერ­თო­ბას ამ­ყა­რე­ბენ პა­ტიმ­რებ­თან. ნამ­დვილ­მა "კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა“ მი­ნი­მუმ ორი ეკ­ლე­სია მა­ინც უნდა აა­შე­ნოს, მათი სა­ხე­ლე­ბის წა­კი­თხვა ტაძ­რე­ბის კედ­ლებ­ზეც შე­იძ­ლე­ბა“.

"2021 წელს თბი­ლი­სის ეკ­ლე­სი­ებ­ში ჯერ კი­დევ შე­იძ­ლე­ბო­და მო­გეს­მი­ნათ ქა­და­გე­ბა, თუ რო­გორ ადი­დე­ბენ მღვდლე­ბი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის“ ვაჟ­კა­ცო­ბას“, - ამ­ბობს ბექა მინ­დი­აშ­ვი­ლი და იხ­სე­ნებს: "საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის მმარ­თვე­ლო­ბის დროს (1992-2003 წლებ­ში), "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს“ უფრო დიდი ძა­ლა­უფ­ლე­ბა ჰქონ­დათ, ვიდ­რე ეკ­ლე­სი­ას და ამი­ტომ ეკ­ლე­სი­ას მათი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­ლე­ნის და­საბ­რუ­ნებ­ლად, ახლა კი პი­რი­ქი­თაა - "ქურ­დებს ეკ­ლე­სი­ის თა­ნად­გო­მა ჭირ­დე­ბათ“.

დამ­ნა­შა­ვე­ო­ბის სამ­ყა­როს იდე­ო­ლო­გია მრა­ვალ რე­ლი­გი­ურ მითს მო­ი­ცავს: ქა­ლე­ბი­სა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სი­კე­თის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბას, ტა­ტუ­ი­რე­ბას ჯვრის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით, ზი­ა­რე­ბას, კო­რო­ნა­ცი­ას, ცოდ­ვის არსს (თუ ვინ­მე წე­სებს არ­ღვევს). გარ­და ამი­სა, ხში­რად ქურ­დე­ბის ლი­დერს "მღვდელ­საც“ უწო­დე­ბენ და ა.შ. ასე­თი ლე­გენ­დაც კი არ­სე­ბობს, რომ "ჯვარ­ზე ქრის­ტეს ფე­ხე­ბი მხო­ლოდ ერთი ლურ­სმნით არის მიკ­რუ­ლი, მე­ო­რე ლურ­სმა­ნი "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს“ აქ­ვთო“.

სა­ქარ­თვე­ლოს ომ­ბუდსმე­ნის მო­ად­გი­ლის გი­ორ­გი ბურ­ჯა­ნა­ძის აზ­რით, "კრი­მი­ნა­ლუ­რი სუბკულ­ტუ­რა ისევ ცო­ცხლობს. სამ­წუ­ხა­როდ, სა­პყრო­ბი­ლე­ე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია უარ­ყოფს იმას, რომ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში ქურ­დე­ბის მხრი­დან შიდა კონ­ტრო­ლი დაბ­რუნ­და, რო­მე­ლიც "დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის“ ფუნ­ქცი­ას შე­ად­გენს ("დამ­კვირ­ვე­ბე­ლი“ ერთ-ერთი პა­ტი­მა­რია, რო­მე­ლიც "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის“ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებს).

სა­ერ­თოდ კი, ყბა­და­ღე­ბუ­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის“ ღირ­სე­ბის კო­დექ­სი უკვე დიდი ხა­ნია აღარ მოქ­მე­დებს. ახლა საქ­მე მხო­ლოდ ფულს ეხე­ბა. ძარ­ცვი­თა და გა­მო­ძალ­ვით მი­ღე­ბუ­ლი ფუ­ლის ერთი ნა­წი­ლი ე.წ. ობ­შაგ­ში შე­დის, რი­თაც კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი ფი­ნანსდე­ბი­ან: კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი თვი­თონ სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს და იმ ოლი­გარ­ქს ჰგავს, რომ­ლე­ბიც ოდეს­ღაც რუ­სეთ­ში ლი­დე­რობ­დნენ - ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც უყ­ვართ ასე­თი გა­მოთ­ქმა: "დღი­სით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვლა­დი­მერ პუ­ტინს აქვს, ღა­მით კი კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს“. ამ­ჟა­მად რუ­სე­თის მთე­ლი ეკო­ნო­მი­კა "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის“ ხელ­შია“, - წერს ავ­ტო­რი.

ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძის აზ­რით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის“ იმი­ჯი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა­სა და გარე გავ­ლე­ნას­თან ბრძო­ლას გუ­ლის­ხმობს, კი­დევ ერთი პა­რა­დოქ­სი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ქარ­თვე­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი“ უცხო­ე­თის ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბა. "რუ­სე­თი ამ გზით უკვე ერე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს საქ­მე­ებ­ში, "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი“ მოს­კო­ვის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბად იქ­ცნენ სო­ცი­ა­ლურ კონ­ფლიქ­ტებ­ში და სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ში. "ესე იგი, რაც უფრო სუს­ტია მთავ­რო­ბა, მით უფრო ძლი­ე­რე­ბი არი­ან "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი“, - ას­კვნის სტა­ტი­ის ავ­ტო­რი, ჟაკ ფო­ლო­რუ.

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
1

სიმონ თანაავტორად დეკანოიძე რატომ არ მოიხსენიე ?!

არჩი
0

ყველაფერი კეთდება, რომ საქართველოს რეპუტაცია გაუფუჭდეს მსოფლიო მაშტაბით. ეს არის კაგებეს ჰიბრიდული ომის ერთი მიმართულება და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ქართველების საშუალებით კეთდება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"კანონიერი ქურდები“, ანუ ფარული ხელისუფლების მუდმივობა საქართველოში" - რას წერს ფრანგული გამოცემა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების გავლენაზე

"კანონიერი ქურდები“, ანუ ფარული ხელისუფლების მუდმივობა საქართველოში" - რას წერს ფრანგული გამოცემა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების გავლენაზე

"საქართველოში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს სამართალდამცველების ზეწოლით დასუსტებულმა "კანონიერი ქურდების“ კრიმინალურმა კასტამ (მათ სახელწოდებას რუსული ფესვები აქვს) ისევ წამოსწია თავი და ისევ აბანდებს კაპიტალს თავის მშობლიურ სამხრეთკავკასიურ ქვეყანაში, თან ეკლესიასთან და "ძლიერთა ამა სოფლისა“-ნთან შეთანხმებით“, - ასე იწყება ფრანგულ გაზეთ "ლე მონდ“-ში ("Le Monde") გამოქვეყნებული სტატია სათაურით "კანონიერი ქურდები“, ანუ ოკულტური [ფარული] ხელისუფლების მუდმივობა საქართველოში."

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

"დმანისი, რომელიც თბილისიდან ერთი საათის სავალზეა დაშორებული, ბოლო დრომდე ცნობილი იყო როგორც მხოლოდ შუასაუკუნეების ქალაქი, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი, თუმცა ამ დასახლებულ პუნქტში ამას წინათ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი იყვნენ ჩასულები, რათა ადგილობრივ ქართულ და აზერბაიჯანულ მოსახლეობას შორის დაპირისპირება შეწყვეტილიყო“, - ნათქვამია სტატიაში.

როგორც ავტორი აღნიშნავს, მოგვიანებით ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, დმანისში მომხდარმა კონფლიქტმა საგანგაშო მომენტები გამოავლინა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მმართველ პარტიას და მის მთავრობას, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს, კავშირი აქვს მაფიასთან, კრიმინალებთან, რომლებიც "კანონიერი ქურდებით“ არიან წარმოდგენილნი.

ოპოზიციონერი ექს-დეპუტატის კახა ოქრიაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო ორგანომ - შინაგან საქმეთა სამინისტრომ - დახმარებისთვის მიმართა კრიმინალ მოჰამად ყურბანოვს, მეტსახელად "მაგა რუსტავსკის“ - მაღალი დონის აზერბაიჯანელ "კანონიერ ქურდს“, რომელიც თურქეთში ცხოვრობს. იგი ნადირ სალიფოვის (მეტსახელად "გული“) ნათესავია, რომელიც იმავე თურქეთში 2020 წელს მოკლეს“.

"კანონიერი ქურდების“ როლი დმანისში მომხდარი კონფლიქტის ჩასაწყნარებლად იმის ნიშანია, რომ საქართველოში კვლავ არსებობს ფარული ხელისუფლება, რომელიც ორგანულად არის ჩაწერილი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების კონტექსტში. ქართული პოლიტიკური საზოგადოება ამჟამად ორად არის გაყოფილი - ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ბანაკად. მიხეილ სააკაშვილმა თავის დროზე ომი გამოუცხადა "კანონიერ ქურდებს“ და ისინი, 2005 წელს მიღებული კანონებისა და სამხედრო პოლიციის მიერ განხორციელებული ოპერაციების შედეგად, ქვეყნიდან გააძევა. ამ ბრძოლას იდეოლოგიური ხასიათიც ჰქონდა - საკითხი ეხებოდა ქართული საზოგადოების ცნობიერებიდან პროსლავური, პრორუსული და პროსაეკლესიო ტენდენციების აღკვეთას.

ოპერაციების წყალობით სახელმწიფომ, სხვა ქონებასთან ერთად, ხელთ იგდო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი "კანონიერი ქურდის“ ზაქარია (შაქრო) კალაშოვის (მეტსახელად "შაქრო მოლოდოი“) ფეშენებელური ვილა. ამჟამად თვითონ შაქრო კალაშოვი საპყრობილეში ზის. დღეისათვის მისი ვილის ნაწილი პოლიციის განყოფილებას უკავია, ნაწილი კი - ნეოკლასიცისტური სტილით აგებული შენობა, ტყეში მდებარეობს და მაღალი მესერი აქვს შემოვლებული.

მიხეილ სააკაშვილის შეტევის დროს "კანონიერი ქურდების“ უმრავლესობამ მოასწრო და თავს უშველა - ზოგი უკრაინაში, რუსეთში და სომხეთში გაიქცა, ზოგიც - საბერძნეთში, თურქეთში, იტალიაში, საფრანგეთში, საემიროებში და აშშ-შიც კი. თუმცა გაძევების შედეგად ისინი მხოლოდ დასუსტდნენ და არ განადგურებულან.

  • თეორიულად "კანონიერი ქურდები“ აღთქმას დებენ ხოლმე, რომ ღარიბულად იცხოვრებენ და არ დაოჯახდებიან. ისინი თავიანთ ცხოვრებასა და საქმიანობას კრიმინალურ საზოგადოებაში მომხდარი კონფლიქტების მოგვარებას უძღვნიან, მათ აკრძალული აქვთ ბიზნესის წარმოება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მსოფლიოში ამჟამად ცნობილი 450 "კანონიერი ქურდიდან“ 60% ქართველია. პოლიტოლოგის, საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, თორნიკე გორდაძის აზრით, "ასეთი სიტუაცია გამოწვეულია იმით, რომ საქართველოში, მე-19 საუკუნიდან დაწყებული, რუსეთის იმპერიის დროს, ჩამოყალიბდა კანონისადმი წინააღმდეგობის გაწევის ერთგვარი რეაქცია, რომელიც გაუარესდა საბჭოთა ოკუპაციის პირობებში. ეს წინააღმდეგობა წარმოდგენილი იყო მხოლოდ მამაკაცური კულტით და შესაბამისად, "კანონიერი ქურდების“ ფენომენი ქართული იდენტურობის ტოლფასი გახდა“.

ხატია დეკანოიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მომხრე და მისი პარტიის, "ერთიანი ნაცმოძრაობის" აქტივისტია, თვლის, რომ საქართველოში "კანონიერი ქურდები“ დაბრუნდნენ, რადგან მმართველი პარტიის ლიდერებს მათი მხარდაჭერა სჭირდებათ, არჩევნების პროცესში. "კანონიერი ქურდები“ საარჩევნო ურნებთან ადამიანების დაშინებას ეწევიან, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც გამოვლინდა.

ხატია დეკანოიძეს, რომელიც 2007-2012 წლებში პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელი იყო, არ სჯერა, რომ ამჟამინდელი მთავრობა "კანონიერ ქურდებს“ ებრძვის. "დღევანდელი პოლიცია მათ იჭერს, რადგან არჩევნები ახლოვდება, მაგრამ იმავდროულად პოლიცია მათ ურიგდება პრინციპით - მე დაგეხმარები, თუ შენც დამეხმარები, გავათავისუფლებ ამას და ამას... გარდა ამისა, ბანდიტთა ჯგუფების მეთაურები დღეს ოლიგარქებად იქცნენ, ისინი ქვეყნის სამართლებრივი სისტემის ნაწილად ითვლებიან.

როგორც ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, "ქართული ოცნების“ მთავრობამ, მიხეილ სააკაშვილისაგან განსხვავებით, ქურდების მიმართ ტაქტიკა შეცვალა. "მთავრობამ შეინარჩუნა "ნაციონალების“ მიერ შემოღებული სამართლებრივი სისტემა, მაგრამ როცა ის "კანონიერ ქურდებს“ იჭერს, მათ მიმართ ნაკლებ სიმკაცრეს იჩენს, მათ მანევრის შესაძლებლობებს უტოვებს, რათა საიდუმლოდ მოელაპარაკოს ქვეყნიდან გაყვანაზე და გარანტიას აძლევს, რომ საზღვარგარეთ მის წინააღმდეგ არანაირი სამართლებრივი დევნა არ განხორციელდება“.

სხვათა შორის, გავლენის დაბრუნების მიზნით, "კანონიერ ქურდებს“ საქართველოში კიდევ ერთი ძლიერი ფაქტორის - ეკლესიის მხარდაჭერის იმედიც აქვთ. თეოლოგი ბექა მინდიაშვილი განმარტავს, რომ ეკლესია და კრიმინალები ერთმანეთს კარგად იცნობენ: "სამღვდელოების წარმომადგენლებს საპყრობილეებში შესვლის უფლება აქვთ. ისინი ურთიერთობას ამყარებენ პატიმრებთან. ნამდვილმა "კანონიერმა ქურდმა“ მინიმუმ ორი ეკლესია მაინც უნდა ააშენოს, მათი სახელების წაკითხვა ტაძრების კედლებზეც შეიძლება“.

"2021 წელს თბილისის ეკლესიებში ჯერ კიდევ შეიძლებოდა მოგესმინათ ქადაგება, თუ როგორ ადიდებენ მღვდლები "კანონიერი ქურდების“ ვაჟკაცობას“, - ამბობს ბექა მინდიაშვილი და იხსენებს: "საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს (1992-2003 წლებში), "კანონიერ ქურდებს“ უფრო დიდი ძალაუფლება ჰქონდათ, ვიდრე ეკლესიას და ამიტომ ეკლესიას მათი დახმარება სჭირდებოდა ქართულ საზოგადოებაში გავლენის დასაბრუნებლად, ახლა კი პირიქითაა - "ქურდებს ეკლესიის თანადგომა ჭირდებათ“.

დამნაშავეობის სამყაროს იდეოლოგია მრავალ რელიგიურ მითს მოიცავს: ქალებისა და მატერიალური სიკეთის გარეშე ცხოვრებას, ტატუირებას ჯვრის გამოსახულებით, ზიარებას, კორონაციას, ცოდვის არსს (თუ ვინმე წესებს არღვევს). გარდა ამისა, ხშირად ქურდების ლიდერს "მღვდელსაც“ უწოდებენ და ა.შ. ასეთი ლეგენდაც კი არსებობს, რომ "ჯვარზე ქრისტეს ფეხები მხოლოდ ერთი ლურსმნით არის მიკრული, მეორე ლურსმანი "კანონიერ ქურდებს“ აქვთო“.

საქართველოს ომბუდსმენის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის აზრით, "კრიმინალური სუბკულტურა ისევ ცოცხლობს. სამწუხაროდ, საპყრობილეების ადმინისტრაცია უარყოფს იმას, რომ პენიტენციურ სისტემაში ქურდების მხრიდან შიდა კონტროლი დაბრუნდა, რომელიც "დამკვირვებლების“ ფუნქციას შეადგენს ("დამკვირვებელი“ ერთ-ერთი პატიმარია, რომელიც "კანონიერი ქურდის“ მოვალეობას ასრულებს).

საერთოდ კი, ყბადაღებული "კანონიერი ქურდების“ ღირსების კოდექსი უკვე დიდი ხანია აღარ მოქმედებს. ახლა საქმე მხოლოდ ფულს ეხება. ძარცვითა და გამოძალვით მიღებული ფულის ერთი ნაწილი ე.წ. ობშაგში შედის, რითაც კრიმინალური სამყაროს ხელმძღვანელები ფინანსდებიან: კანონიერი ქურდი თვითონ საზღვარგარეთ ცხოვრობს და იმ ოლიგარქს ჰგავს, რომლებიც ოდესღაც რუსეთში ლიდერობდნენ - ქვეყანაში, სადაც უყვართ ასეთი გამოთქმა: "დღისით ხელისუფლება ვლადიმერ პუტინს აქვს, ღამით კი კანონიერ ქურდებს“. ამჟამად რუსეთის მთელი ეკონომიკა "კანონიერი ქურდების“ ხელშია“, - წერს ავტორი.

ხატია დეკანოიძის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ "კანონიერი ქურდების“ იმიჯი ხელისუფლებისადმი წინააღმდეგობის გაწევასა და გარე გავლენასთან ბრძოლას გულისხმობს, კიდევ ერთი პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ქართველი "კანონიერი ქურდი“ უცხოეთის ინტერესებს ემსახურება. "რუსეთი ამ გზით უკვე ერევა საქართველოს საქმეებში, "კანონიერი ქურდები“ მოსკოვის ინსტრუმენტებად იქცნენ სოციალურ კონფლიქტებში და სეპარატისტული მოძრაობების მხარდაჭერაში. "ესე იგი, რაც უფრო სუსტია მთავრობა, მით უფრო ძლიერები არიან "კანონიერი ქურდები“, - ასკვნის სტატიის ავტორი, ჟაკ ფოლორუ.

ავტორი: სიმონ კილაძე