არ შეიძლება ამ ფორმის ძალადობის გამოყენება ჟურნალისტებზე - დილით, მე გავიარე ქაშვეთის ეკლესიის წინ და ვნახე, რომ ხალხი, სალოცავად ნამდვილად არ იყო მოსული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 5-6 ივლისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც ხელისუფლება ხარ წესრიგის დაცვა აუცილებელია.
„საერთოდ გაუგებარია, არ შეიძლება ამ ფორმის ძალადობის გამოყენება ჟურნალისტებზე. მგონი, ამის აღკვეთა შეიძლებოდა. როგორც კი გამოცხადდა, რომ ქაშვეთში იქნებოდა შეხვედრა, 2 პარაკლისი, რა პარაკლისი?! მე გავიარე ეკლესიის წინ დილით და ვნახე, რომ ეს ხალხი, ვინც იქ იყო თავმოყრილი სალოცავად ნამდვილად არ იყო მოსული. როდესაც ხელისუფლება ხარ და შესაძლებელია ეს გადაიზარდოს სხვა რამეში, ამის აკრძალვა, წესრიგის დაცვა აუცილებელია. სამწუხაროა, რომ ეკლესიის ზოგმა წარმომადგენელმა ამაში მიიღო მონაწილეობა, თუნდაც, განცხადებებით.
კიდევ უფრო სამწუხაროა, როდესაც ვიცით, რომ პატრიარქის მთელი ცხოვრება მიძღვნილი იყო იმისკენ, რომ დაპირისპირება არ მომხდარიყო, არც შიგნით ეკლესიაში და არც საზოგადოებაში. რაც მისგან მესმის, ეს მისი მთავარი წუხილი და ზრუნვაა. ალბათ, ეს რომ ხდება ეკლესიაში მისთვის დიდი ტკივილია“, - აღნიშნავს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, 5 ივლისს, სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისები დაარბიეს. ამასთან, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა 2-ჯერ ჩამოხსნეს. ისინი აგრესიულობით გამოირჩეოდნენ მედიის წარმომადგენლების მიმართაც. 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების დროს სულ 53 ჟურნალისტი დაშავდა.
ძლივს სიმართლეს ღაღადებს პრეზიდენტი,მხოლოდ ამის გასააზრებლად ერთი თვე დასჭირდა!!!
სინდისის წინააღმდეგ მიდიხართ რომ სიმართლეს არ(ვერ) ამბობთ; ერის ფასეულობებზე ძალადობაც დაუშვებელია. ეკლესიამ მოგიწოდათ, გაგაფრთხილათ შესაძლო გართულებების შესახებ და ყურად არ იღეთ. და როცა გინდათ კი დიდ სანთლებს დაიჭერთ და სახალხოდ ეკლესიურობანას თამაშობთ.არ იქნებოდა დაგეგმილი პრაიდი არ ექნებოდა ცუდი დასასრული. იმედია მომავლისთვის გაითვალისწინებთ. არავინ არავის არასდროს არ უშლიდა და არც ეხლა შეუშლიან ხელს, სახლში ვისაც უნდა და რაც უნდათ ის აკეთონ და ასე სახალხოდ, მომავალი თაობის,- ბავშვების წინაშე სიბილწეთა დემონსტრირება უდიდესი დანაშაულია და ყველა პასუხს აგებს შემოქმედის წინაშე.