პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიღაცამ სხვების სახელით, ბოროტად ისარგებლა... სავარაუდოდ ერთ-ორი ადამიანის დაწერილია" - ვინ გაუგზავნა მწერლების სახელით წერილი თეა წულუკიანს?
"ვიღაცამ სხვების სახელით, ბოროტად ისარგებლა... სავარაუდოდ ერთ-ორი ადამიანის დაწერილია" - ვინ გაუგზავნა მწერლების სახელით წერილი თეა წულუკიანს?

კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის­თვის მწე­რალ­თა აკ­დე­მი­ის წევ­რე­ბის მიერ გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლის ხელ­მომ­წე­რე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი პი­რე­ბის ნა­წი­ლი, აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­რი­ლის ში­ნა­არს სი­ძულ­ვი­ლის ენად მი­იჩ­ნევს და მას კა­ტე­გო­რი­უ­ლად ემიჯ­ნე­ბა. ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­ურ­მა და ელ­დი­ნო სა­ღა­რა­ძემ ამის შე­სა­ხებ პოს­ტე­ბი ფე­ის­ბუ­ქის სა­კუ­თარ გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნეს.

"მი­რე­კა­ვენ შეშ­ფო­თე­ბუ­ლი მე­გობ­რე­ბი, აინ­ტე­რე­სებთ რამ მი­მა­ღე­ბი­ნა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჩემ­თვის ამ სრუ­ლი­ად შე­უ­ფე­რე­ბელ საქ­მე­ში, რა­საც ქ. თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის მი­მართ მწე­რალ­თა აკა­დე­მი­ის მი­მარ­თვა ჰქვია. მე კი მხო­ლოდ მათ­გან გა­ვი­გე ამ მი­მარ­თვის შე­სა­ხებ... გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ... სრუ­ლად ვე­მიჯ­ნე­ბი წე­რი­ლის პა­თოსს და ვთხოვ ბა­ტონ კობა არა­ბუ­ლის, ჩემი ეს პოს­ტი მწე­რალ­თა აკა­დე­მი­ი­დან გას­ვლის გა­ნა­ცხა­დად ჩათ­ვა­ლოს, სა­დაც მხო­ლოდ იმ მო­ტი­ვით შე­ვე­დი, რომ ქარ­თუ­ლი საქ­მე მე­კე­თე­ბი­ნა. ასე არ კეთ­დე­ბა ქარ­თუ­ლი საქ­მე!" - წერს ელ­დი­ნო სა­ღა­რა­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე".

ელ­დი­ნო სა­ღა­რა­ძის თქმით, პოს­ტის ში­ნა­არსს იზი­ა­რებს წუ­ლუ­კი­ა­ნის მი­მარ­თვა­ში ერთ-ერთ ხელ­მომ­წე­რად მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი ლერი ალი­მო­ნა­კიც.

ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­უ­რი სა­კუ­თარ პოს­ტში საყ­ვე­დურს უცხა­დებს კო­ლე­გა მწერ­ლებს, მათ ვინც, წე­რილ­ში მისი სა­ხე­ლი მას­თან შე­უ­თახ­მებ­ლად მო­იხ­სე­ნია.

"განა ვინ­მე და­ი­ჯე­რებს, რომ ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­უ­რი, რო­მელ­მაც შვი­ლის მკვლე­ლის შე­ძუ­ლე­ბაც ვერ შეძ­ლო, ასეთ წე­რილ­ზე ხელს მო­ა­წერ­და?! არა, ბა­ტო­ნე­ბო!- ცდე­ბით... ასე არ მი­ცხოვ­რია, ეს არაა ჩემი ცხოვ­რე­ბის წესი. ჩემ­თვის ზი­ზღი­სა და სი­ძულ­ვი­ლის ენა მი­უ­ღე­ბე­ლი იყო წარ­სულ­ში, მი­უ­ღე­ბე­ლია ახლა, მი­უ­ღე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში, რად­გან მი­მაჩ­ნდა და მი­მაჩ­ნია,რომ მწერ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბაა იყოს შუ­ა­მა­ვა­ლი უფალ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შო­რის, და ამ სიყ­ვა­რუ­ლით ნაკ­ლულ წუ­თი­სო­ფელ­ში, ერ­თმა­ნეთ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სიყ­ვა­რუ­ლის ენით ისა­უბ­როს. ამ წე­რილ­ში კი, ჩემ­და გას­კვი­რად, ამას ვერ ვხე­დავ, ღვარ­ძლი­ა­ნი ენა, რო­გო­რა­დაც არ უნდა სა­მარ­თლი­ა­ნად მოგ­ვეჩ­ვე­ნოს, ვერ იქ­ნე­ბა და არც გა­მოდ­გე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის შემ­კვრე­ლად და გა­მა­ერ­თი­ა­ნებ­ლად...აი, კი­დევ ერთი და ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი, თუ რა­ტომ არ მო­ა­წერ­და ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­უ­რი ხელს ამ წე­რილს… 2013 წელს, 26 მა­ისს, სწო­რედ ერ­თმა­ნე­თის გა­უ­ცხო­ე­ბამ, ერ­თმა­ნე­თის მი­უ­ღებ­ლო­ბამ გა­მა­კე­თე­ბი­ნა გან­ცხა­დე­ბა მწე­რალ­თა კავ­ში­რის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ" - წერს ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­უ­რი.

მწე­რა­ლი გვან­ცა ჯო­ბა­ვა "ფე­ის­ბუქ­ზე" ვანო ჩხიკ­ვა­ძის სა­ხე­ლით წერს, რომ არც მის­თვის შე­უ­თან­ხმე­ბი­ათ წე­რი­ლის ში­ნა­არ­სი.

მწე­რალ­თა სახ­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ლელა შუ­ბი­თი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ სა­ჭი­როა და­გინ­დეს, ვინ ისარ­გებ­ლა ბო­რო­ტად მწერ­ლე­ბის სა­ხე­ლით.

"სა­ვა­რა­უ­დოდ ერთ-ორი ადა­მი­ა­ნის და­წე­რი­ლია მწე­რალ­თა აკა­დე­მი­ი­დან. რა კო­მე­ნატ­რი უნდა გა­ა­კე­თო სი­ძულ­ვი­ლის ამ ენა­ზე. ეს ყო­ველ­გვარ შე­ფა­სე­ბას სცდე­ბა. სი­ძულ­ვილს პრო­ფე­სია არ აქვს. სა­კუ­თა­რი თა­ვის ლუსტრა­ცია მო­ახ­დი­ნეს, მეტი არა­ფე­რი. რე­ა­ლუ­რად ვინ და­წე­რა ეს წე­რი­ლი და ვინ ისარ­გებ­ლა ბო­რო­ტად სხვე­ბის სა­ხე­ლით, ეს უნდა გა­ირ­კვეს, მაგ­რამ მწე­რალ­თა სახ­ლის კომ­პე­ტენ­ცია არ არის“ - უთხრა Ambebi.ge -ს ლელა შუ­ბი­თი­ძემ.

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი­სად­მი გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლის ხელ­მომ­წე­რე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია მწე­რა­ლი კობა არა­ბუ­ლი. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მწე­რალ­თა კავ­ში­რის რა­დე­ნი­მე წევ­რმა გა­მოთ­ქვა ვა­რა­უ­დი, რომ წე­რი­ლის ში­ნა­არ­სი სწო­რედ მას ეკუთ­ვნო­დეს.

სა­კუ­თა­რი ვა­რა­უ­დის გა­სამ­ყა­რებ­ლად მათ მოჰ­ყავთ "სა­ერ­თო გა­ზეთ­ში" წლე­ბის წინ, კობა არა­ბუ­ლის სა­ხე­ლით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი წე­რი­ლი, "დაბ­რუ­ნე­ბა, რო­გორც მე­ო­რედ მოს­ვლა" რო­მელ­შიც მწე­რა­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ წერ­და:

გთა­ვა­ზობთ მო­ნაკ­ვეთს აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­რი­ლი­დან:

"ივა­ნიშ­ვი­ლის მოს­ვლის მე­ო­რე ეტა­პი უნდა იქ­ცეს აღ­დგი­ნე­ბის და გა­ნახ­ლე­ბის პრო­ცე­სად, გა­ჩე­ნი­ლი "ხვრე­ლე­ბის და წაშ­ლი­ლი ზო­ნე­ბის გა­ნახ­ლე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბად.

ურ­თუ­ლე­სი დრო დგას კულ­ტუ­რის­თვის, მო­რა­ლის­თვის, ეკო­ნო­მი­კის­თვის, ერის დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი გა­დარ­ჩე­ნის­თვის…

ივა­ნიშ­ვილს დახ­ვდა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ერ­თგვა­რი ჩონ­ჩხი, რო­მე­ლიც თა­ვი­დან ასა­წყო­ბია. ეს სა­ვა­ლა­ლო რე­ა­ლო­ბაა!..

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა შე­ა­ჩე­რა სა­ა­კაშ­ვი­ლი და ახა­ლი პრო­ცე­სი და­ი­წყო – ეს იყო პირ­ვე­ლი ურ­თუ­ლე­სი ფაზა – რა­ღა­ცის დას­რუ­ლე­ბა და სხვა ეტაპ­ზე გა­დას­ვლა…

მაგ­რამ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი წა­ვი­და და პრო­ცე­სი შე­ჩერ­და…

იგი თა­ვი­სით არ გაგ­რძელ­და…

და აი, იგი კვლავ შე­მობ­რუნ­და და დად­გა იმ ად­გილ­ზე, სა­ი­და­ნაც წა­ვი­და!

და ეს ასეც უნდა მომ­ხდა­რი­ყო…

უნდა ით­ქვას, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის "არ­ყოფ­ნამ~ ბევ­რი რამ გა­ა­უ­ფე­რუ­ლა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში.

არ იქ­ნე­ბა რე­ფორ­მა საკ­მა­რი­სი მხო­ლოდ პარ­ტი­ა­ში და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, მთელ ქვე­ყა­ნა­ში, მის ყვე­ლა რგოლ­სა და სფე­რო­ში უნდა და­ი­წყოს რე­ფორ­მის ახა­ლი ფაზა, "სა­გან­თა და მოვ­ლე­ნა­თა მკვეთ­რი გა­და­ად­გი­ლე­ბა. ერის ეთნო-კულ­ტუ­რუ­ლი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სივ­რცის გა­ნახ­ლე­ბა…

უნდა და­ი­გეგ­მოს „ზნე­ობ­რი­ვი რე­ვო­ლუ­ცია“ რო­მე­ლიც ერს შე­აბ­რუ­ნებს ის­ტო­რი­უ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის წი­აღ­ში, ამას ელო­დე­ბა ჯან­სა­ღი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ინ­ტე­ლი­გენ­ცია, რო­მელ­საც ჯერ კი­დევ შე­უძ­ლია ივა­ნიშ­ვი­ლის გვერ­დზე დგო­მა…

და­ბო­ლოს, წერ­ტი­ლი უნდა და­ეს­ვას ლი­ბე­რას­ტე­ბის ლე­ყე­ტო­ბას: ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იმი­ტომ დაბ­რუნ­და, რომ კრებ­სი­თი სა­ა­კაშ­ვი­ლე­ბი ვე­ღა­რა­სო­დეს დაბ­რუნ­დნენ ერზე შუ­რის­ძი­ე­ბის­თვის.“ - წერ­და კობა არა­ბუ­ლი.

იხი­ლეთ კობა არა­ბუ­ლის წე­რი­ლი სრუ­ლად ..

"მწე­რალ­თა აკა­დე­მი­ის" წევ­რე­ბის სა­ხე­ლით, "მწე­რალ­თა სახ­ლის" მოქ­მე­დი ხელ­მძღვა­ნე­ლებ­სა და მწერ­ლე­ბის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ში­ნა­არ­სის მი­მარ­თვა, გუ­შინ 5 აგ­ვის­ტოს გავ­რცელ­და.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვოოტ
1

ისტორიაში უამრავი მაგალითი არსებობს იმისა, თუ როგორ სწერდნენ საკუთარ თავებს წერილებს უგზოუკვლოდ კრეატიული ადამიანები.... .... 

გიო
40

წულუკიანს იმდენი სიბოროტე აქვს გაკეთებული, მინიმუმ დასაჭერია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ვიღაცამ სხვების სახელით, ბოროტად ისარგებლა... სავარაუდოდ ერთ-ორი ადამიანის დაწერილია" - ვინ გაუგზავნა მწერლების სახელით წერილი თეა წულუკიანს?

"ვიღაცამ სხვების სახელით, ბოროტად ისარგებლა... სავარაუდოდ ერთ-ორი ადამიანის დაწერილია" - ვინ გაუგზავნა მწერლების სახელით წერილი თეა წულუკიანს?

კულტურის მინისტრის თეა წულუკიანისთვის მწერალთა აკდემიის წევრების მიერ გაგზავნილი წერილის ხელმომწერების ჩამონათვალში მითითებული პირების ნაწილი, აღნიშნული წერილის შინაარს სიძულვილის ენად მიიჩნევს და მას კატეგორიულად ემიჯნება. ტარიელ ხარხელაურმა და ელდინო საღარაძემ ამის შესახებ პოსტები ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნეს.

"მირეკავენ შეშფოთებული მეგობრები, აინტერესებთ რამ მიმაღებინა მონაწილეობა ჩემთვის ამ სრულიად შეუფერებელ საქმეში, რასაც ქ. თეა წულუკიანის მიმართ მწერალთა აკადემიის მიმართვა ჰქვია. მე კი მხოლოდ მათგან გავიგე ამ მიმართვის შესახებ... გაოგნებული ვარ... სრულად ვემიჯნები წერილის პათოსს და ვთხოვ ბატონ კობა არაბულის, ჩემი ეს პოსტი მწერალთა აკადემიიდან გასვლის განაცხადად ჩათვალოს, სადაც მხოლოდ იმ მოტივით შევედი, რომ ქართული საქმე მეკეთებინა. ასე არ კეთდება ქართული საქმე!" - წერს ელდინო საღარაძე "ფეისბუქზე".

ელდინო საღარაძის თქმით, პოსტის შინაარსს იზიარებს წულუკიანის მიმართვაში ერთ-ერთ ხელმომწერად მოხსენიებული ლერი ალიმონაკიც.

ტარიელ ხარხელაური საკუთარ პოსტში საყვედურს უცხადებს კოლეგა მწერლებს, მათ ვინც, წერილში მისი სახელი მასთან შეუთახმებლად მოიხსენია.

"განა ვინმე დაიჯერებს, რომ ტარიელ ხარხელაური, რომელმაც შვილის მკვლელის შეძულებაც ვერ შეძლო, ასეთ წერილზე ხელს მოაწერდა?! არა, ბატონებო!- ცდებით... ასე არ მიცხოვრია, ეს არაა ჩემი ცხოვრების წესი. ჩემთვის ზიზღისა და სიძულვილის ენა მიუღებელი იყო წარსულში, მიუღებელია ახლა, მიუღებელი იქნება მომავალში, რადგან მიმაჩნდა და მიმაჩნია,რომ მწერლის მოვალეობაა იყოს შუამავალი უფალსა და საზოგადოებას შორის, და ამ სიყვარულით ნაკლულ წუთისოფელში, ერთმანეთთან თანაცხოვრების აუცილებლობაზე სიყვარულის ენით ისაუბროს. ამ წერილში კი, ჩემდა გასკვირად, ამას ვერ ვხედავ, ღვარძლიანი ენა, როგორადაც არ უნდა სამართლიანად მოგვეჩვენოს, ვერ იქნება და არც გამოდგება საზოგადოების შემკვრელად და გამაერთიანებლად...აი, კიდევ ერთი და ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არ მოაწერდა ტარიელ ხარხელაური ხელს ამ წერილს… 2013 წელს, 26 მაისს, სწორედ ერთმანეთის გაუცხოებამ, ერთმანეთის მიუღებლობამ გამაკეთებინა განცხადება მწერალთა კავშირის დატოვების შესახებ" - წერს ტარიელ ხარხელაური.

მწერალი გვანცა ჯობავა "ფეისბუქზე" ვანო ჩხიკვაძის სახელით წერს, რომ არც მისთვის შეუთანხმებიათ წერილის შინაარსი.

მწერალთა სახლის დირექტორის მოადგილე ლელა შუბითიძე მიიჩნევს, რომ საჭიროა დაგინდეს, ვინ ისარგებლა ბოროტად მწერლების სახელით.

"სავარაუდოდ ერთ-ორი ადამიანის დაწერილია მწერალთა აკადემიიდან. რა კომენატრი უნდა გააკეთო სიძულვილის ამ ენაზე. ეს ყოველგვარ შეფასებას სცდება. სიძულვილს პროფესია არ აქვს. საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინეს, მეტი არაფერი. რეალურად ვინ დაწერა ეს წერილი და ვინ ისარგებლა ბოროტად სხვების სახელით, ეს უნდა გაირკვეს, მაგრამ მწერალთა სახლის კომპეტენცია არ არის“ - უთხრა Ambebi.ge -ს ლელა შუბითიძემ.

თეა წულუკიანისადმი გაგზავნილი წერილის ხელმომწერების ჩამონათვალში მითითებულია მწერალი კობა არაბული. სოციალურ ქსელში მწერალთა კავშირის რადენიმე წევრმა გამოთქვა ვარაუდი, რომ წერილის შინაარსი სწორედ მას ეკუთვნოდეს.

საკუთარი ვარაუდის გასამყარებლად მათ მოჰყავთ "საერთო გაზეთში" წლების წინ, კობა არაბულის სახელით გამოქვეყნებული წერილი, "დაბრუნება, როგორც მეორედ მოსვლა" რომელშიც მწერალი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ წერდა:

გთავაზობთ მონაკვეთს აღნიშნული წერილიდან:

"ივანიშვილის მოსვლის მეორე ეტაპი უნდა იქცეს აღდგინების და განახლების პროცესად, გაჩენილი `ხვრელების და წაშლილი ზონების განახლების ხელოვნებად.

ურთულესი დრო დგას კულტურისთვის, მორალისთვის, ეკონომიკისთვის, ერის დემოგრაფიული გადარჩენისთვის…

ივანიშვილს დახვდა „ქართული ოცნების“ერთგვარი ჩონჩხი, რომელიც თავიდან ასაწყობია. ეს სავალალო რეალობაა!..

ბიძინა ივანიშვილმა შეაჩერა სააკაშვილი და ახალი პროცესი დაიწყო – ეს იყო პირველი ურთულესი ფაზა – რაღაცის დასრულება და სხვა ეტაპზე გადასვლა…

მაგრამ ბიძინა ივანიშვილი წავიდა და პროცესი შეჩერდა…

იგი თავისით არ გაგრძელდა…

და აი, იგი კვლავ შემობრუნდა და დადგა იმ ადგილზე, საიდანაც წავიდა!

და ეს ასეც უნდა მომხდარიყო…

უნდა ითქვას, რომ ივანიშვილის `არყოფნამ~ ბევრი რამ გააუფერულა ქართულ პოლიტიკაში.

არ იქნება რეფორმა საკმარისი მხოლოდ პარტიაში და ხელისუფლებაში, მთელ ქვეყანაში, მის ყველა რგოლსა და სფეროში უნდა დაიწყოს რეფორმის ახალი ფაზა, `საგანთა და მოვლენათა მკვეთრი გადაადგილება. ერის ეთნო-კულტურული, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური სივრცის განახლება…

უნდა დაიგეგმოს „ზნეობრივი რევოლუცია“ რომელიც ერს შეაბრუნებს ისტორიული ცნობიერების წიაღში, ამას ელოდება ჯანსაღი საზოგადოება და ინტელიგენცია, რომელსაც ჯერ კიდევ შეუძლია ივანიშვილის გვერდზე დგომა…

დაბოლოს, წერტილი უნდა დაესვას ლიბერასტების ლეყეტობას: ბიძინა ივანიშვილი იმიტომ დაბრუნდა, რომ კრებსითი სააკაშვილები ვეღარასოდეს დაბრუნდნენ ერზე შურისძიებისთვის.“ - წერდა კობა არაბული.

იხილეთ კობა არაბულის წერილი სრულად ..

"მწერალთა აკადემიის" წევრების სახელით, "მწერალთა სახლის" მოქმედი ხელმძღვანელებსა და მწერლების შეურაცხმყოფელი შინაარსის მიმართვა, გუშინ 5 აგვისტოს გავრცელდა.