მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ვოლსკის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხზე ოპოზიციას არა ბოიკოტი, არამედ, დესტაბილიზაციის მცდელობა აქვს
გია ვოლსკის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხზე ოპოზიციას არა ბოიკოტი, არამედ, დესტაბილიზაციის მცდელობა აქვს

პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რის გია ვოლ­სკის გან­ცხა­დე­ბით, ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩე­ვის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ოპო­ზი­ცი­ას არა ბო­ი­კო­ტი, არა­მედ, დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მცდე­ლო­ბა აქვს.

რო­გორც ვოლ­სკიმ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მმარ­თველ გუნდში არც ჰქონ­დათ მო­ლო­დი­ნი, რომ ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩე­ვის სა­კი­თხზე შე­თან­ხმე­ბა შედ­გე­ბო­და.

"ვფიქ­რობთ, რომ ეს არ არის ბო­ი­კო­ტი, ეს არის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მცდე­ლო­ბა, რომ ყვე­ლა სა­კი­თხში შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბა იყოს. ისე­თი კან­დი­და­ტუ­რა წარ­მო­ად­გი­ნეს, რო­მელ­საც პა­რა­ლე­ლუ­რი დათ­ვლის გა­ყალ­ბე­ბა­ში აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი, მის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას. ასე რომ, თა­ვი­დან­ვე არ ყო­ფი­ლა შე­თან­ხმე­ბის სურ­ვი­ლი. ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის კან­დი­და­ტუ­რებ­საც არა­ფე­რი და­ე­წუ­ნე­ბათ. აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­გო­ნი­ლი აბ­სურ­დია, რომ ისი­ნი თით­ქოს კავ­შირ­ში არი­ან "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან", - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტი დღე­ვან­დელ რიგ­გა­რე­შე სხდო­მა­ზე ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რე­სა და ორ პრო­ფე­სი­ო­ნალ წევ­რს აირ­ჩევს. კენ­ჭისყრა ამ­ჯე­რად სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის კვო­რუ­მით ჩა­ტარ­დე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ცეს­კო­ში არ­სე­ბულ ვა­კან­ტურ თა­ნამ­დე­ბო­ბებს სულ მცი­რე 76 ხმით არ­ჩე­უ­ლი კან­დი­და­ტე­ბი და­ი­კა­ვე­ბენ.

ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე მმარ­თვე­ლი გუნ­დი მხარს გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვილს უჭერს, ხოლო ცეს­კოს წევ­რის პოსტზე ასარ­ჩე­ვად გია ცა­ცაშ­ვილ­სა და მაია ზა­რი­ძეს აძ­ლე­ვენ ხმას. სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კენ­ჭისყრა ორ­ჯერ 2/3-იანი კვო­რუ­მით და ერთხელ 3/5-იანი კვო­რუ­მით ჩა­ტარ­და, თუმ­ცა მმარ­თველ გუნდსა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის სა­ერ­თო კან­დი­და­ტებ­ზე შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბის გამო, მა­ღა­ლი კვო­რუ­მით არ­ჩე­ვა ვერ მოხ­და. სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბით არ­ჩე­უ­ლი ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რე და წევ­რე­ბი თა­ნამ­დე­ბო­ბას 6 თვის ვა­დით და­ი­კა­ვე­ბენ

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თედო
1

აჰა,,,ესეც სხვას გადააბრალეს->>>

ნანი
4

როდიდან იწყებთ 2012-ის დაპირებების შესრულებას?????/

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

გია ვოლსკის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხზე ოპოზიციას არა ბოიკოტი, არამედ, დესტაბილიზაციის მცდელობა აქვს

გია ვოლსკის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხზე ოპოზიციას არა ბოიკოტი, არამედ, დესტაბილიზაციის მცდელობა აქვს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციას არა ბოიკოტი, არამედ, დესტაბილიზაციის მცდელობა აქვს.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველ გუნდში არც ჰქონდათ მოლოდინი, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხზე შეთანხმება შედგებოდა.

"ვფიქრობთ, რომ ეს არ არის ბოიკოტი, ეს არის დესტაბილიზაციის მცდელობა, რომ ყველა საკითხში შეუთანხმებლობა იყოს. ისეთი კანდიდატურა წარმოადგინეს, რომელსაც პარალელური დათვლის გაყალბებაში აქვს მონაწილეობა მიღებული, მის ორგანიზაციას. ასე რომ, თავიდანვე არ ყოფილა შეთანხმების სურვილი. ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატურებსაც არაფერი დაეწუნებათ. აბსოლუტურად მოგონილი აბსურდია, რომ ისინი თითქოს კავშირში არიან "ქართულ ოცნებასთან", - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარესა და ორ პროფესიონალ წევრს აირჩევს. კენჭისყრა ამჯერად სრული შემადგენლობის უმრავლესობის კვორუმით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ცესკოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებს სულ მცირე 76 ხმით არჩეული კანდიდატები დაიკავებენ.

ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე მმართველი გუნდი მხარს გიორგი კალანდარიშვილს უჭერს, ხოლო ცესკოს წევრის პოსტზე ასარჩევად გია ცაცაშვილსა და მაია ზარიძეს აძლევენ ხმას. საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, კენჭისყრა ორჯერ 2/3-იანი კვორუმით და ერთხელ 3/5-იანი კვორუმით ჩატარდა, თუმცა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საერთო კანდიდატებზე შეუთანხმებლობის გამო, მაღალი კვორუმით არჩევა ვერ მოხდა. სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე და წევრები თანამდებობას 6 თვის ვადით დაიკავებენ