პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატარა მეფე" კადიროვი თავს უფლებას აძლევს, ვიღაც ბლოგერს ბიუჯეტიდან ძვირიანი საჩუქარი გაუკეთოს" - ჩეჩნეთის ლიდერის მორიგი ქმედება კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა
"პატარა მეფე" კადიროვი თავს უფლებას აძლევს, ვიღაც ბლოგერს ბიუჯეტიდან ძვირიანი საჩუქარი გაუკეთოს" - ჩეჩნეთის ლიდერის მორიგი ქმედება კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა

"ამ პან­დე­მი­ი­სა და მუდ­მი­ვი სან­ქცი­ე­ბის დროს, რო­დე­საც იხ­ტი­ბარს არ ვი­ტეხთ, მაგ­რამ პრობ­ლე­მე­ბი სულ უფრო მწვავ­დე­ბა, "მეფე პუ­ტი­ნის" თა­ნა­შემ­წე "პა­ტა­რა მეფე" კა­დი­რო­ვი თავს უფ­ლე­ბას აძ­ლევს, ვი­ღაც ბლო­გერს ბი­უ­ჯე­ტი­დან ძვი­რი­ა­ნი სა­ჩუ­ქა­რი გა­უ­კე­თოს... ეს რომ პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა იყოს, მი­ზეზ­თა გამო შე­იძ­ლე­ბა არა­ფე­რი გვეთ­ქვა, მაგ­რამ ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი ბი­უ­ჯეტს ისე ექ­ცე­ვა, რო­გორც სა­კუ­თარ ქი­სას. ჩვენ კი ვდუმ­ვართ, რად­გან თურ­მე ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბას გვი­ნარ­ჩუ­ნებს" - ასე ეხ­მა­უ­რე­ბი­ან რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კა­დი­რო­ვის მო­რიგ ქმე­დე­ბას.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მან ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში პო­პუ­ლა­რულ ბლო­გერს, და­ღეს­ტნელ ხას­ბიკს, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა აჩუ­ქა.

"კა­დი­რო­ვი ასე­თი შეხ­ვედ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას მისი კე­თილ­გან­წყო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად აკე­თებს" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ცნო­ბი­ლი ჩე­ჩე­ნი ბლო­გე­რი ტუმ­სო აბ­დუ­რახ­მა­ნო­ვი, რო­მე­ლიც კა­დი­რო­ვის მი­მართ მწვა­ვე ოპო­ზი­ცი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი და თა­ვის მხრივ, ჩეჩ­ნე­თის ლი­დერს მას­ზე ღია ნა­დი­რო­ბა აქვს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

უფრო ადრე, კა­დი­როვ­მა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი აჩუ­ქა სპორ­ტსმენ მა­გო­მედ რა­სულ ხას­ბუ­ლა­ევს, მა­გო­მედ ბი­ბუ­ლა­ტოვ­სა და არ­ტურს ბე­ტერ­ბი­ევს. ყვე­ლა მათ­გა­ნი მი­ლი­ონ რუბ­ლზე მეტი ღირ­და.

"ვი­დე­ო­ში, სა­დაც რამ­ზან კა­დი­რო­ვი და­ღეს­ტნელ ბლო­გერს, ხას­ბუ­ლა მა­გო­მე­დოვს, იგი­ცე ხას­ბიკს ხვდე­ბა, ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი მას ეკი­თხე­ბა - რო­გორ მო­ე­წო­ნა რეს­პუბ­ლი­კის დე­და­ქა­ლა­ქი, რა­ზეც ის პა­სუ­ხობს - "გროზ­ნო ბომ­ბაა". ისი­ნი სპორ­ტულ დარ­ბაზ­ში არი­ან და კა­დი­რო­ვი ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია" - წერს გა­მო­ცე­მა kavkaz-uzel.eu.

lenta.ru-ს მკი­თხვე­ლე­ბი კა­დი­რო­ვის გუ­ლუხ­ვო­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი ნი­უ­სის ქვეშ კო­მენ­ტა­რებ­ში ჩეჩ­ნე­თის ლი­დერს კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში ატა­რე­ბენ.

"იცო­დე, რუსო, ის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი "მერ­სე­დე­სი" და­ღეს­ტნელ ბლო­გერს, სა­კუ­თა­რი ჯი­ბი­დან აჩუ­ქე" - წერს ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი იგორ ნი­გარ­ბი.

"რა­ტომ და რო­დემ­დე უნდა ანი­ა­ვებ­დეს ჩვენს ბი­უ­ჯეტს კა­დი­რო­ვი, ესეც პუ­ტი­ნი­ვით მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გვე­ყო­ლე­ბა წყევ­ლა­სა­ვით? ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად აქვს ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვა­რე­ბუ­ლი, ვინც მოს­წონს, რა­მეს ჩუქ­ნის, მა­გა­ლი­თად, ხან­ჯალს, ნა­ბადს, ია­რაღს; ვინც ძა­ლი­ან მოს­წონს - რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი­ან მან­ქა­ნას, ხოლო ვინც არ მოს­წონს, მარ­ტი­ვია - კლავს! თუ გა­უ­მარ­თლათ, ბო­დი­შებს იხ­დი­ან საქ­ვეყ­ნოდ. მოგ­ვწონ­დეს პუ­ტი­ნის კა­დი­რო­ვი, გა­ვუფრ­თხილ­დეთ სი­ცო­ცხლეს!" - წე­რენ სხვე­ბი.

"რა აქვს ღი­რე­ბუ­ლი გა­კე­თე­ბულ იმ ბლო­გერს, ვინ­მემ ამიხ­სნას? რით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი, თა­ვი­სი ვი­ზუ­ა­ლის გარ­და? რა­ტომ იყო ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მისი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა გროზ­ნო­ზე, იმი­ტომ რომ გან­სვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვს? ხან­და­ხან გვერ­დი­დან ვუ­ყუ­რებ ამ ტრა­გი­კო­მე­დი­ას და მრცხვე­ნია. კა­დი­რო­ვი, ეს მას­ხა­რა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში იმ­დე­ნად მი­ღე­ბუ­ლი ფი­გუ­რაა, რომ წლე­ბია ვე­რა­ფე­რი მო­უ­ხერ­ხეს, არა­და, თა­ვი­სი იდი­ო­ტუ­რი ქმე­დე­ბე­ბით, თვით პუ­ტი­ნის ყვე­ლა­ზე ახლო გა­რე­მოცვსაც კი აღი­ზი­ა­ნებს, მაგ­რამ "მე­ფის" ში­შით ვინ დაძ­რავს სი­ტყვას? მა­შინ­ვე ბო­დი­შე­ბის მოხ­და მო­უ­წევს. ამი­ტომ კი­დევ დიდ­ხანს მოგ­ვი­წევს კა­დი­რო­ვის უნი­ჭო ხუმ­რო­ბე­ბი­სა და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბის გა­ჩუ­ქე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი "ამა­ღელ­ვე­ბე­ლი" ქმე­დე­ბის ყუ­რე­ბა.

მოს­კო­ვის გა­რე­უბ­ნებ­ში ხალ­ხი შიმ­ში­ლით იხო­ცე­ბა. უკონ­ტრო­ლო კო­ვიდ-პან­დე­მი­ის გამო, მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს ღამე მარ­ხა­ვენ, ტი­რა­ნი "კა­დი­როვ­ცე­ბის" მიერ და­ხო­ცი­ლი და მისი რე­ჟი­მის დევ­ნი­ლი ად­მი­ა­ნე­ბის გამო, რუ­სე­თის მუდ­მი­ვი კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლშია, მაგ­რამ მერე რა? კა­დი­რო­ვი ხომ გვყავს ბედ­ნი­ე­რი?.. მთა­ვა­რია ძა­ლა­უფ­ლე­ბა არ შე­ერ­ყეს" - წერს ოლგა სე­მი­ო­ნო­ვა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაზი
1

კადიროვი მაგარი კაცია რუსეთი ხარკს უხდის ჩეჩნებს , ადრე ჩვენ ვიყავით ახლა ისინი არიან ასე ეს აბა

კიკი
2

თუ დასავლეთს ზურგს შევაქცევთ, ჩვენს ქვეყანას კადიროვიზაცია ელოდება :) 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"პატარა მეფე" კადიროვი თავს უფლებას აძლევს, ვიღაც ბლოგერს ბიუჯეტიდან ძვირიანი საჩუქარი გაუკეთოს" - ჩეჩნეთის ლიდერის მორიგი ქმედება კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა

"პატარა მეფე" კადიროვი თავს უფლებას აძლევს, ვიღაც ბლოგერს ბიუჯეტიდან ძვირიანი საჩუქარი გაუკეთოს" - ჩეჩნეთის ლიდერის მორიგი ქმედება კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა

"ამ პანდემიისა და მუდმივი სანქციების დროს, როდესაც იხტიბარს არ ვიტეხთ, მაგრამ პრობლემები სულ უფრო მწვავდება, "მეფე პუტინის" თანაშემწე "პატარა მეფე" კადიროვი თავს უფლებას აძლევს, ვიღაც ბლოგერს ბიუჯეტიდან ძვირიანი საჩუქარი გაუკეთოს... ეს რომ პირველი შემთხვევა იყოს, მიზეზთა გამო შეიძლება არაფერი გვეთქვა, მაგრამ ჩეჩნეთის ლიდერი ბიუჯეტს ისე ექცევა, როგორც საკუთარ ქისას. ჩვენ კი ვდუმვართ, რადგან თურმე ჩრდილოეთ კავკასიაში სტაბილურობას გვინარჩუნებს" - ასე ეხმაურებიან რუსი ინტერნეტმომხმარებლები სოციალურ ქსელში კადიროვის მორიგ ქმედებას.

რამდენიმე დღის წინ, მან ინტერნეტსივრცეში პოპულარულ ბლოგერს, დაღესტნელ ხასბიკს, ძვირადღირებული ავტომანქანა აჩუქა.

"კადიროვი ასეთი შეხვედრების ორგანიზებას მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად აკეთებს" - წერს სოციალურ ქსელში ცნობილი ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი, რომელიც კადიროვის მიმართ მწვავე ოპოზიციური დამოკიდებულებითაა ცნობილი და თავის მხრივ, ჩეჩნეთის ლიდერს მასზე ღია ნადირობა აქვს გამოცხადებული.

უფრო ადრე, კადიროვმა ძვირადღირებული ავტომანქანები აჩუქა სპორტსმენ მაგომედ რასულ ხასბულაევს, მაგომედ ბიბულატოვსა და არტურს ბეტერბიევს. ყველა მათგანი მილიონ რუბლზე მეტი ღირდა.

"ვიდეოში, სადაც რამზან კადიროვი დაღესტნელ ბლოგერს, ხასბულა მაგომედოვს, იგიცე ხასბიკს ხვდება, ჩეჩნეთის ლიდერი მას ეკითხება - როგორ მოეწონა რესპუბლიკის დედაქალაქი, რაზეც ის პასუხობს - "გროზნო ბომბაა". ისინი სპორტულ დარბაზში არიან და კადიროვი ძალიან ბედნიერია" - წერს გამოცემა kavkaz-uzel.eu.

lenta.ru-ს მკითხველები კადიროვის გულუხვობის გამომხატველი ნიუსის ქვეშ კომენტარებში ჩეჩნეთის ლიდერს კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ.

"იცოდე, რუსო, ის ძვირადღირებული "მერსედესი" დაღესტნელ ბლოგერს, საკუთარი ჯიბიდან აჩუქე" - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი იგორ ნიგარბი.

"რატომ და როდემდე უნდა ანიავებდეს ჩვენს ბიუჯეტს კადიროვი, ესეც პუტინივით მთელი ცხოვრება გვეყოლება წყევლასავით? ძალიან მარტივად აქვს ყველაფერი მოგვარებული, ვინც მოსწონს, რამეს ჩუქნის, მაგალითად, ხანჯალს, ნაბადს, იარაღს; ვინც ძალიან მოსწონს - რამდენიმე მილიონიან მანქანას, ხოლო ვინც არ მოსწონს, მარტივია - კლავს! თუ გაუმართლათ, ბოდიშებს იხდიან საქვეყნოდ. მოგვწონდეს პუტინის კადიროვი, გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს!" - წერენ სხვები.

"რა აქვს ღირებული გაკეთებულ იმ ბლოგერს, ვინმემ ამიხსნას? რით არის გამორჩეული, თავისი ვიზუალის გარდა? რატომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი მისი შთაბეჭდილება გროზნოზე, იმიტომ რომ განსვავებული შეხედულება აქვს? ხანდახან გვერდიდან ვუყურებ ამ ტრაგიკომედიას და მრცხვენია. კადიროვი, ეს მასხარა ჩვენს ქვეყანაში იმდენად მიღებული ფიგურაა, რომ წლებია ვერაფერი მოუხერხეს, არადა, თავისი იდიოტური ქმედებებით, თვით პუტინის ყველაზე ახლო გარემოცვსაც კი აღიზიანებს, მაგრამ "მეფის" შიშით ვინ დაძრავს სიტყვას? მაშინვე ბოდიშების მოხდა მოუწევს. ამიტომ კიდევ დიდხანს მოგვიწევს კადიროვის უნიჭო ხუმრობებისა და ძვირადღირებული საჩუქრების გაჩუქებით გამოწვეული "ამაღელვებელი" ქმედების ყურება.

მოსკოვის გარეუბნებში ხალხი შიმშილით იხოცება. უკონტროლო კოვიდ-პანდემიის გამო, მიცვალებულებს ღამე მარხავენ, ტირანი "კადიროვცების" მიერ დახოცილი და მისი რეჟიმის დევნილი ადმიანების გამო, რუსეთის მუდმივი კრიტიკის ქარცეცხლშია, მაგრამ მერე რა? კადიროვი ხომ გვყავს ბედნიერი?.. მთავარია ძალაუფლება არ შეერყეს" - წერს ოლგა სემიონოვა.