პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
საზოგადოება
მოზაიკა
სამართალი
კონფლიქტები
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თითქმის არ მძინავს, თუ ჩამეძინა, თვალწინ ჯაბა მიდგას... გარეთ გასვლის შიშიც მაქვს" - როგორ ცხოვრობს ჯაბა ბოჯგუას დედა შვილის გარდაცვალების შემდეგ?
"თითქმის არ მძინავს, თუ ჩამეძინა, თვალწინ ჯაბა მიდგას... გარეთ გასვლის შიშიც მაქვს" - როგორ ცხოვრობს ჯაბა ბოჯგუას დედა შვილის გარდაცვალების შემდეგ?

2021 წლის 17 სექ­ტემ­ბერს ერთი წელი გახ­დე­ბა, რაც ჯაბა ბოჯ­გუა აღარ არის. ის 12-წლი­ა­ნი კო­მის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. თუმ­ცა ჯა­ბას დედა, მა­ნა­ნა გვა­სა­ლია, რო­მე­ლიც მთე­ლი იმ პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე ერ­თა­დერთ შვილს გვერ­დი­დან არ სცილ­დე­ბო­და, იმედს ერთი წუ­თი­თაც არ კარ­გავ­და, რომ ჯაბა კო­მი­დან გა­მო­ვი­დო­და და ამის­თვის დღე და ღა­მეს ას­წო­რებ­და,

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რო­გო­რი გრძნობს თავს და რო­გორ ცხოვ­რობს ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თავ­და­უ­ზო­გა­ვად კო­მა­ში მყოფ შვილს უვ­ლი­და...

- იმე­დი მქონ­და, ცუდს ერთი წუ­თით არ ვუშ­ვებ­დი და ვფიქ­რობ­დი, მაგ­რამ ასე არ გა­მო­ვი­და. ჯა­ბას ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ ბე­ბი­აც, ანუ დე­და­ჩე­მი შე­ი­წი­რა... უკვე ერთი წელი ხდე­ბა, რაც სრუ­ლი­ად მარ­ტო დავ­რჩი. მეც ვერ ვარ კარ­გად. ჩემი შვი­ლის სი­ცო­ცხლე­ში, როცა მას ვუვ­ლი­დი, ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ არა­ფერს ვუ­ჩი­ო­დი. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მქონ­და, გვერ­დით არა­ვინ მყავ­და, ჩემ მეტი, ჩემი შვი­ლის უშუ­ა­ლო მომ­ვლე­ლი არა­ვინ ყო­ფი­ლა. მოკ­ლედ, მას­ზე ვი­ყა­ვი მთლი­ა­ნად გა­დარ­თუ­ლი. ახლა ისე ვარ, რომ დიდ­ხანს ფეხ­ზე ვერ ვდგა­ვარ, ვერ ვჯდე­ბი და ვერ დავ­დი­ვარ. სულ ექი­მებ­თან ვარ, მაგ­რამ შე­დე­გი ჯერ არა­ფე­რი მაქვს. ხერ­ხე­მა­ლი უზო­მოდ მა­წუ­ხებს. ეტყო­ბა, ჯა­ბას რომ ვწევ­დი, ამან სა­ბო­ლო­ოდ თა­ვის კვა­ლი და­მა­ტყო. მტკი­ვა ფე­ხე­ბი, და­სი­ე­ბუ­ლიც მაქვს. წამ­ლებს ვსვამ, მაგ­რამ შვე­ბა არაა. ექი­მი მე­უბ­ნე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ხერ­ხემ­ლი­დან მო­დი­სო. მოკ­ლედ, ასე ვარ და ვწვა­ლობ...

ყო­ველ მე­ო­რე დღე საფ­ლავ­ზე ავ­დი­ვარ, აქვე გლ­და­ნის კერ­ძო სა­საფ­ლა­ო­ზეა ორი­ვე - დე­და­ჩე­მიც და ჯა­ბაც დაკ­რძა­ლუ­ლი... მყავ­და დედა და შვი­ლი და არ­ცერ­თი აღარ არის - ორი­ვე ერთ წე­ლი­წად­ში დავ­კარ­გე. დე­დის წლის­თა­ვი არ იყო გა­სუ­ლი, ჯაბა რომ გარ­და­იც­ვა­ლა.

იმ 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბოლო ერთი კვი­რა ძა­ლი­ან ცუ­დად იყო. ისე ცუ­დად არც ყო­ფი­ლა. შევ­ხე­დავ­დი თუ არა ჩემს შვილს, ვხვდე­ბო­დი, რო­დის რა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მისი ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცო­დი, მა­შინ კი ვერ გა­ვერ­კვიე, რა სჭირ­და. ხომ ვამ­ბობ, გარ­დაც­ვა­ლე­ბის წინა დღეს ძა­ლი­ან ცუ­დად იყო, სკამ­ზე ჩა­მოჯ­დო­მის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევ­და. ასე და­ქან­ცულ­მა დი­ლის 5 სა­ა­თამ­დე მი­ვაღ­წიე, მეც ცუ­დად გავ­ხდი, ფე­ხე­ბი და­მი­სივ­და, მე­გო­ნა, და­ვე­ცე­მო­დი და რამ­დე­ნი­მე წუ­თით სა­ვარ­ძელ­ზე ჩა­მოვ­ჯე­ქი, რო­გორც ჩანს, ჩამ­თვლი­მა. 20 წუთ­ში თვა­ლე­ბი გა­ვა­ხი­ლე და ჯაბა აღარ იყო... იმ ემო­ცი­ას, გან­ცდას ვერ გად­მოგ­ცემთ და აღვწერ, რა მჭირ­და და რა და­მე­მარ­თა. სა­ნამ ცო­ცხა­ლი ვარ, ჩემი თვა­ლე­ბი­დან და გო­ნე­ბი­დან ის ყვე­ლა­ფე­რი არ ამო­ვა.

- რო­გორც ვიცი, თქვენს და­ბა­დე­ბის დღე­ზე გარ­დაც­ვლი­ლა...

- კი, შარ­შან, 17 სექ­ტემ­ბერს, ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე გარ­და­იც­ვა­ლა... მალე წლის­თა­ვია. მი­ჭირს იმას­თან შე­გუ­ე­ბა, რომ აღარ არის... ამ ემო­ცი­ებს, რაც ახლა მაქვს, ისევ ის მდგო­მა­რე­ო­ბა მერ­ჩივ­ნა, ყო­ფი­ლი­ყო ისე, რო­გორც იყო და ისევ მო­მევ­ლო. თით­ქმის არ მძი­ნავს, თუ ჩა­მე­ძი­ნა, თვალ­წინ ჯაბა მიდ­გას. ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან ვერ გა­მოვ­დი­ვარ. ნერ­ვე­ბი მღა­ლა­ტობს, ვერ ვი­მორ­ჩი­ლებ. წა­მალს კი ვსვამ, მაგ­რამ ვერ მე­რე­ვა.

- სა­ო­ცა­რი მა­გა­ლი­თი აჩ­ვე­ნეთ. 12 წელი ასე უვ­ლი­დით შვილს, რომ­ლის მხო­ლოდ სუნ­თქვა გეს­მო­დათ... ის თქვენ აცო­ცხლეთ...

- კი, უფ­ლის დახ­მა­რე­ბით ვა­ცო­ცხლე. ამ ქვეყ­ნი­დან ისე გა­ვუშ­ვი, სხე­ულ­ზე ერთი წერ­ტი­ლიც არ ჰქო­ნია, არა თუ ნა­წო­ლი... ყო­ველ 2 სა­ათ­ში ვაბ­რუ­ნებ­დი. ყვე­ლას უკ­ვირ­და, თვი­თონ ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კი­დან მო­სულ ექი­მებ­საც კი, რომ­ლე­ბიც ჯა­ბას ხში­რად ნა­ხუ­ლობ­დნენ. კო­მა­ში მყო­ფი შვი­ლი წუ­თით არ მი­მი­ტო­ვე­ბია...

სულ მის ფერ­სა და სუნ­თქვას ვა­კონ­ტრო­ლებ­დი. ზოგ­ჯერ ექი­მის რჩე­ვა­საც არ ვუს­მენ­დი, როცა უი­მე­დოდ რა­ღა­ცას მე­ტყოდ­ნენ. არც მინ­დო­და იმის მოს­მე­ნა. შეჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი, ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცო­დი, რა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. თუ ძა­ლი­ან არ გა­უ­ჭირ­დე­ბო­და და მა­ინ­ცდა­მა­ინც ექი­მის ჩა­რე­ვა არ იყო სა­ჭი­რო, ყვე­ლა­ფერს თვი­თონ ვუ­კე­თებ­დი.

- მოკ­ლედ, ბოლო 12 წელი ასე­თი რთუ­ლი და მძი­მე აღ­მოჩ­ნდა თქვენ­თვის... მა­ნამ­დე რო­გორ ცხოვ­რობ­დით, როცა ჯაბა პა­ტა­რა იყო, ან მერე, როცა წა­მო­ი­ზარ­და? ისიც სა­ინ­ტე­რე­სოა, პრო­ფე­სი­ით ვინ ბრძან­დე­ბით და ჯა­ბას ავად­მყო­ფო­ბამ­დე თუ საქ­მი­ა­ნობ­დით?

- მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მაქვს, სა­ნამ ჯაბა ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­დე­ბო­და, ვსაქ­მი­ა­ნობ­დი. იმ წლებ­ში ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი. ჩემი შვი­ლი ცო­ცხა­ლი იყო, ჯან­მრთე­ლი, ყველ­გან ერ­თად დავ­დი­ო­დით. დედა მყავ­და გვერ­დით. ის იყო ჩემი სული და გული...

ჯა­ბა­ზე სამი თვის ოს­რუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ჩემ­მა ქმარ­მა, ჯა­ბას მა­მამ მე­ო­რე მო­იყ­ვა­ნა. შვი­ლი მუც­ლი­დან არ მო­ვი­ცი­ლე. არა­და, 17 წლის ვი­ყა­ვი, ჩე­მებს არ უნ­დო­დათ, რომ გა­მე­ჩი­ნა. მირ­ჩევ­დნენ, სწავ­ლა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა, ბე­დიც კი­დევ გა­მო­გიჩ­ნდე­ბაო... ჩემი გა­ვი­ტა­ნე და შე­ვი­ნარ­ჩუ­ნე. მაგ­რამ ახლა სა­მუ­და­მოდ დავ­კარ­გე...

ჩემი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი 83 წლის დე­დაც სი­ბე­რეს არ ნებ­დე­ბო­და, სულ გა­რეთ იყო, ოღონ­დაც, ჯა­ბას­თვის რამე მო­ე­ტა­ნა. ეგო­ნა, თუ რა­მეს იშო­ვი­და, იმით შვი­ლიშ­ვილს ეშ­ვე­ლე­ბო­და... ახლა ბე­ბია და შვი­ლიშ­ვი­ლი ერ­თად არი­ან...

- ისევ იმ სახ­ლში ცხოვ­რობთ, იმ ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში?

- კი, გლ­დან­ში ნა­ქი­რა­ვებ­ში და თან­ხას გამ­გე­ო­ბა მიხ­დის.

- რას აპი­რებთ?

- ჯერ არა­ნა­ი­რი გეგ­მა არ მაქვს, რად­გა­ნაც რო­გორც გი­თხა­რით, ჯან­მრთე­ლად არ ვარ. ამი­ტომ, ვე­რა­ფერს ვგეგ­მავ. გა­რეთ გას­ვლის ში­შიც მაქვს. პო­ლიკ­ლი­ნი­კაც ახ­ლო­საა და ექიმ­თან აქვე დავ­დი­ვარ. გა­რეთ გას­ვლა რომ შე­მეძ­ლოს, ვი­მუ­შა­ვებ­დი, რა­ღა­ცას გა­ვა­კე­თებ­დი, მაგ­რამ ჯერ არ შე­მიძ­ლია. მინ­და, ყო­ჩა­ღად ვიყო, მაგ­რამ არ გა­მომ­დის.

- ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ!

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სსსსს
3

ვახ, რა საცოდაობაა, მაგრამ ცოცხალმა ადამიანმა ყველაფერი უნდა შეძლოთ, ტუნდაც შვილუსა და დედის მოსახსენუებლად, გამზლეობას გისურვებთ! 

ქეთი
0

ეს ქალბატონი მართლა გმირია! ჩემი უდიდესი პატივისცემა, ქალბატონი. ღმერთმა ჯანმრთელობა და სულის სიმშვიდე მოგცეთ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უიშვიათესი კადრები - სათვალთვალო კამერამ, სახლის ზღურბლთან მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირა
ავტორი:

"თითქმის არ მძინავს, თუ ჩამეძინა, თვალწინ ჯაბა მიდგას... გარეთ გასვლის შიშიც მაქვს" - როგორ ცხოვრობს ჯაბა ბოჯგუას დედა შვილის გარდაცვალების შემდეგ?

"თითქმის არ მძინავს, თუ ჩამეძინა, თვალწინ ჯაბა მიდგას... გარეთ გასვლის შიშიც მაქვს" - როგორ ცხოვრობს ჯაბა ბოჯგუას დედა შვილის გარდაცვალების შემდეგ?

2021 წლის 17 სექტემბერს ერთი წელი გახდება, რაც ჯაბა ბოჯგუა აღარ არის. ის 12-წლიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა. თუმცა ჯაბას დედა, მანანა გვასალია, რომელიც მთელი იმ პერიოდის მანძილზე ერთადერთ შვილს გვერდიდან არ სცილდებოდა, იმედს ერთი წუთითაც არ კარგავდა, რომ ჯაბა კომიდან გამოვიდოდა და ამისთვის დღე და ღამეს ასწორებდა,

AMBEBI.GE დაინტერესდა, როგორი გრძნობს თავს და როგორ ცხოვრობს ქალბატონი, რომელიც 12 წლის განმავლობაში თავდაუზოგავად კომაში მყოფ შვილს უვლიდა...

- იმედი მქონდა, ცუდს ერთი წუთით არ ვუშვებდი და ვფიქრობდი, მაგრამ ასე არ გამოვიდა. ჯაბას ამ მდგომარეობამ ბებიაც, ანუ დედაჩემი შეიწირა... უკვე ერთი წელი ხდება, რაც სრულიად მარტო დავრჩი. მეც ვერ ვარ კარგად. ჩემი შვილის სიცოცხლეში, როცა მას ვუვლიდი, ჯანმრთელობის მხრივ არაფერს ვუჩიოდი. ალბათ იმიტომ, რომ დიდი პასუხისმგებლობა მქონდა, გვერდით არავინ მყავდა, ჩემ მეტი, ჩემი შვილის უშუალო მომვლელი არავინ ყოფილა. მოკლედ, მასზე ვიყავი მთლიანად გადართული. ახლა ისე ვარ, რომ დიდხანს ფეხზე ვერ ვდგავარ, ვერ ვჯდები და ვერ დავდივარ. სულ ექიმებთან ვარ, მაგრამ შედეგი ჯერ არაფერი მაქვს. ხერხემალი უზომოდ მაწუხებს. ეტყობა, ჯაბას რომ ვწევდი, ამან საბოლოოდ თავის კვალი დამატყო. მტკივა ფეხები, დასიებულიც მაქვს. წამლებს ვსვამ, მაგრამ შვება არაა. ექიმი მეუბნება, ყველაფერი ხერხემლიდან მოდისო. მოკლედ, ასე ვარ და ვწვალობ...

ყოველ მეორე დღე საფლავზე ავდივარ, აქვე გლდანის კერძო სასაფლაოზეა ორივე - დედაჩემიც და ჯაბაც დაკრძალული... მყავდა დედა და შვილი და არცერთი აღარ არის - ორივე ერთ წელიწადში დავკარგე. დედის წლისთავი არ იყო გასული, ჯაბა რომ გარდაიცვალა.

იმ 12 წლის განმავლობაში ბოლო ერთი კვირა ძალიან ცუდად იყო. ისე ცუდად არც ყოფილა. შევხედავდი თუ არა ჩემს შვილს, ვხვდებოდი, როდის რა უნდა გამეკეთებინა, მისი ყველაფერი ვიცოდი, მაშინ კი ვერ გავერკვიე, რა სჭირდა. ხომ ვამბობ, გარდაცვალების წინა დღეს ძალიან ცუდად იყო, სკამზე ჩამოჯდომის საშუალებას არ მაძლევდა. ასე დაქანცულმა დილის 5 საათამდე მივაღწიე, მეც ცუდად გავხდი, ფეხები დამისივდა, მეგონა, დავეცემოდი და რამდენიმე წუთით სავარძელზე ჩამოვჯექი, როგორც ჩანს, ჩამთვლიმა. 20 წუთში თვალები გავახილე და ჯაბა აღარ იყო... იმ ემოციას, განცდას ვერ გადმოგცემთ და აღვწერ, რა მჭირდა და რა დამემართა. სანამ ცოცხალი ვარ, ჩემი თვალებიდან და გონებიდან ის ყველაფერი არ ამოვა.

- როგორც ვიცი, თქვენს დაბადების დღეზე გარდაცვლილა...

- კი, შარშან, 17 სექტემბერს, ჩემს დაბადების დღეზე გარდაიცვალა... მალე წლისთავია. მიჭირს იმასთან შეგუება, რომ აღარ არის... ამ ემოციებს, რაც ახლა მაქვს, ისევ ის მდგომარეობა მერჩივნა, ყოფილიყო ისე, როგორც იყო და ისევ მომევლო. თითქმის არ მძინავს, თუ ჩამეძინა, თვალწინ ჯაბა მიდგას. ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვდივარ. ნერვები მღალატობს, ვერ ვიმორჩილებ. წამალს კი ვსვამ, მაგრამ ვერ მერევა.

- საოცარი მაგალითი აჩვენეთ. 12 წელი ასე უვლიდით შვილს, რომლის მხოლოდ სუნთქვა გესმოდათ... ის თქვენ აცოცხლეთ...

- კი, უფლის დახმარებით ვაცოცხლე. ამ ქვეყნიდან ისე გავუშვი, სხეულზე ერთი წერტილიც არ ჰქონია, არა თუ ნაწოლი... ყოველ 2 საათში ვაბრუნებდი. ყველას უკვირდა, თვითონ ღუდუშაურის კლინიკიდან მოსულ ექიმებსაც კი, რომლებიც ჯაბას ხშირად ნახულობდნენ. კომაში მყოფი შვილი წუთით არ მიმიტოვებია...

სულ მის ფერსა და სუნთქვას ვაკონტროლებდი. ზოგჯერ ექიმის რჩევასაც არ ვუსმენდი, როცა უიმედოდ რაღაცას მეტყოდნენ. არც მინდოდა იმის მოსმენა. შეჩვეული ვიყავი, ყველაფერი ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. თუ ძალიან არ გაუჭირდებოდა და მაინცდამაინც ექიმის ჩარევა არ იყო საჭირო, ყველაფერს თვითონ ვუკეთებდი.

- მოკლედ, ბოლო 12 წელი ასეთი რთული და მძიმე აღმოჩნდა თქვენთვის... მანამდე როგორ ცხოვრობდით, როცა ჯაბა პატარა იყო, ან მერე, როცა წამოიზარდა? ისიც საინტერესოა, პროფესიით ვინ ბრძანდებით და ჯაბას ავადმყოფობამდე თუ საქმიანობდით?

- მუსიკალური განათლება მაქვს, სანამ ჯაბა ასეთ მდგომარეობაში აღმოჩდებოდა, ვსაქმიანობდი. იმ წლებში ბედნიერი ვიყავი. ჩემი შვილი ცოცხალი იყო, ჯანმრთელი, ყველგან ერთად დავდიოდით. დედა მყავდა გვერდით. ის იყო ჩემი სული და გული...

ჯაბაზე სამი თვის ოსრული ვიყავი, რომ ჩემმა ქმარმა, ჯაბას მამამ მეორე მოიყვანა. შვილი მუცლიდან არ მოვიცილე. არადა, 17 წლის ვიყავი, ჩემებს არ უნდოდათ, რომ გამეჩინა. მირჩევდნენ, სწავლა გამეგრძელებინა, ბედიც კიდევ გამოგიჩნდებაო... ჩემი გავიტანე და შევინარჩუნე. მაგრამ ახლა სამუდამოდ დავკარგე...

ჩემი გაჭირვებული 83 წლის დედაც სიბერეს არ ნებდებოდა, სულ გარეთ იყო, ოღონდაც, ჯაბასთვის რამე მოეტანა. ეგონა, თუ რამეს იშოვიდა, იმით შვილიშვილს ეშველებოდა... ახლა ბებია და შვილიშვილი ერთად არიან...

- ისევ იმ სახლში ცხოვრობთ, იმ ნაქირავებ ბინაში?

- კი, გლდანში ნაქირავებში და თანხას გამგეობა მიხდის.

- რას აპირებთ?

- ჯერ არანაირი გეგმა არ მაქვს, რადგანაც როგორც გითხარით, ჯანმრთელად არ ვარ. ამიტომ, ვერაფერს ვგეგმავ. გარეთ გასვლის შიშიც მაქვს. პოლიკლინიკაც ახლოსაა და ექიმთან აქვე დავდივარ. გარეთ გასვლა რომ შემეძლოს, ვიმუშავებდი, რაღაცას გავაკეთებდი, მაგრამ ჯერ არ შემიძლია. მინდა, ყოჩაღად ვიყო, მაგრამ არ გამომდის.

- ჯანმრთელობას გისურვებთ!