კულტურა/შოუბიზნესი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოქროს საპირფარეშო, სამზარეულო და ქრთამის სახით აღებული მილიონობით რუბლი - რა დანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართულნი რუსი პოლიციელები
ოქროს საპირფარეშო, სამზარეულო და ქრთამის სახით აღებული მილიონობით რუბლი - რა დანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართულნი რუსი პოლიციელები

რუს­მა გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა მო­ოქ­რო­ვი­ლი სა­პირ­ფა­რე­შო, სამ­ზა­რე­უ­ლო და სხვა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს სა­სახ­ლე­ში, რო­მე­ლიც კო­რუმ­პი­რე­ბულ პო­ლი­ცი­ე­ლებს ეკუთ­ვნო­დათ. რო­გორც BBC-ი წერს, სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა ვი­დეო, სა­დაც ნაჩ­ვე­ნე­ბია მდიდ­რუ­ლი, უზარ­მა­ზა­რი სა­სახ­ლის ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­ლი ინ­ტე­რი­ე­რი.

სა­სახ­ლე, რო­მე­ლიც და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ჯგუფს ეკუთ­ვნო­და

სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­სახ­ლე ერთ-ერ­თია იმ ად­გი­ლე­ბი­დან, სა­დაც ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში ჩხრე­კა ჩა­ტარ­და.

საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია სტავ­რო­პო­ლის საგ­ზაო პო­ლი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ალექ­სეი სა­ფო­ნო­ვი და კი­დევ ექ­ვსი პირი.

მო­ოქ­რო­ვი­ლი სა­პირ­ფა­რე­შო

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საგ­ზაო პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, სხვა­დას­ხვა ბიზ­ნე­სის­თვის ყალ­ბი ნე­ბარ­თვე­ბის გა­ცე­მის სა­ნაც­ვლოდ, დიდი ოდე­ნო­ბით ქრთამს იღებ­დნენ. ამ ნე­ბარ­თვე­ბით მძღო­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ო­დათ არა­ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი ტვირ­თი პო­ლი­ცი­ის კონ­ტრო­ლის გა­რე­შე გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ.

მო­ოქ­რო­ვი­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო

წარ­დგე­ნილ ბრალ­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვად ბრალ­დე­ბულ­თა პო­ზი­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. გა­მო­ძი­ე­ბის ცნო­ბით, ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში ჩხრე­კა ჩა­ტარ­და 80-მდე ად­გი­ლას, მათ შო­რის, სტავ­რო­პო­ლის საგ­ზაო პო­ლი­ცი­ის ოფი­სებ­ში, ამო­ღე­ბუ­ლია ფული და ასე­ვე ძვირ­ფა­სი მან­ქა­ნე­ბი.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მა რამ­დე­ნი­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მოქ­მე­დებ­და და სა­ერ­თო ჯამ­ში, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ქრთა­მის სა­ხით 19 მი­ლი­ო­ნი რუ­სუ­ლი რუბ­ლი მი­ი­ღეს.

ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ალექ­სეი სა­ფო­ნოვს 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა. და­კა­ვე­ბულ­თა შო­რის არის ასე­ვე მისი წი­ნა­მორ­ბე­დი ალექ­სან­დრ არ­ჟა­ნუ­ხი­ნი. ზო­გი­ერ­თი ცნო­ბით, 35 პო­ლი­ცი­ე­ლია და­კა­ვე­ბუ­ლი, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყო­ფენ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ttt
31
ჩვენი ხელისუფლება გადაქექეთ და არანაკლები სიმდიდრე აქვთ.
goga
8

ნეტა რა დააშავეს ამისთანა ესენი რომ ამოირჩიეს მაინცდამაინც? ალბათ პუტინის სადღეგრძელო დალიეს მეორე სადღეგრძელოდ და ვიღაცამ დააბეზღა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

ოქროს საპირფარეშო, სამზარეულო და ქრთამის სახით აღებული მილიონობით რუბლი - რა დანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართულნი რუსი პოლიციელები

ოქროს საპირფარეშო, სამზარეულო და ქრთამის სახით აღებული მილიონობით რუბლი - რა დანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართულნი რუსი პოლიციელები

რუსმა გამომძიებლებმა მოოქროვილი საპირფარეშო, სამზარეულო და სხვა ძვირადღირებული ნივთები აღმოაჩინეს სასახლეში, რომელიც კორუმპირებულ პოლიციელებს ეკუთვნოდათ. როგორც BBC-ი წერს, საგამოძიებო კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია მდიდრული, უზარმაზარი სასახლის ექსტრავაგანტული ინტერიერი.

სასახლე, რომელიც დანაშაულებრივ ჯგუფს ეკუთვნოდა

სამართალდამცველთა ცნობით, აღნიშნული სასახლე ერთ-ერთია იმ ადგილებიდან, სადაც ანტიკორუფციული ოპერაციის ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა.

საქმეზე დაკავებულია სტავროპოლის საგზაო პოლიციის ხელმძღვანელი, ალექსეი საფონოვი და კიდევ ექვსი პირი.

მოოქროვილი საპირფარეშო

გამოძიების ინფორმაციით, საგზაო პოლიციის წარმომადგენლები წლების განმავლობაში, სავარაუდოდ, სხვადასხვა ბიზნესისთვის ყალბი ნებართვების გაცემის სანაცვლოდ, დიდი ოდენობით ქრთამს იღებდნენ. ამ ნებართვებით მძღოლებს შესაძლებლობა ეძლეოდათ არალიცენზირებული ტვირთი პოლიციის კონტროლის გარეშე გაეტარებინათ.

მოოქროვილი სამზარეულო

წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით თავად ბრალდებულთა პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. გამოძიების ცნობით, ანტიკორუფციული ოპერაციის ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა 80-მდე ადგილას, მათ შორის, სტავროპოლის საგზაო პოლიციის ოფისებში, ამოღებულია ფული და ასევე ძვირფასი მანქანები.

მათივე ინფორმაციით, კორუფციული სქემა რამდენინიმე წლის განმავლობაში მოქმედებდა და საერთო ჯამში, პოლიციელებმა ქრთამის სახით 19 მილიონი რუსული რუბლი მიიღეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ალექსეი საფონოვს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დაკავებულთა შორის არის ასევე მისი წინამორბედი ალექსანდრ არჟანუხინი. ზოგიერთი ცნობით, 35 პოლიციელია დაკავებული, თუმცა ოფიციალური პირები ამ ინფორმაციას უარყოფენ.

აგვისტოდან იტალიაში "მწვანე საშვის" გარეშე თავშეყრის ადგილებში მოქალაქეებს აღარ დაუშვებენ - რა რეგულაციებს აწესებს ქვეყნის მთავრობა

ინდონეზიაში, კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი თავს თავისივე ცოლად ასაღებდა და თვითმფრინავში ასვლას ცდილობდა - რა მოხდა ბორტზე

რატომ ამბობს ჩინეთი უარს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოიძიების მეორე ეტაპზე - "ჩინეთის ქმედება უპასუხისმგებლო და სახიფათოა"