მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენთანაც ტრაგიკულ სიტუაციაშია, სამივე ქვეყანა განსაკუთრებულ ფასს ვიხდით ჩვენი მიღწევებისთვის..." -  ზელენსკის მიმართვა
"ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენთანაც ტრაგიკულ სიტუაციაშია, სამივე ქვეყანა განსაკუთრებულ ფასს ვიხდით ჩვენი მიღწევებისთვის..." -  ზელენსკის მიმართვა

ჩვენს სა­ზღვრებ­თან მყა­რად უნდა დავ­დგეთ და ის ტკი­ვი­ლე­ბი გა­ვი­აზ­როთ, რაც გვაქვს - სა­მი­ვე ქვე­ყა­ნა - უკ­რა­ი­ნა, სა­ქარ­თვე­ლო და მოლ­დო­ვა, ვი­პო­ვით ჩვენს ად­გილს ევ­რო­კავ­ში­რის სის­ტე­მა­ში, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის გახ­სნა­ზე სი­ტყვით გა­მო­სავ­ლი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, ასო­ცი­რე­ბის ქვეყ­ნე­ბი ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე კი­დევ უფრო ახ­ლოს უნდა დად­გნენ.

„ჩვენ კი­დევ უფრო ახ­ლოს გვინ­და დავ­დგეთ ევ­რო­კავ­შირ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე. ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­წყე­ბუ­ლია, უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მი არ­სე­ბობს. ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი სრულ­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია ახორ­ცი­ე­ლებს სუ­ვე­რე­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­კა­ვე­ბას და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­დღაც შუ­ა­ში შევ­ხვდეთ და მხარ­და­ჭე­რა მი­ვი­ღოთ ევ­რო­კავ­ში­რი­დან.

მად­ლო­ბას ვუხ­დი პრე­ზი­დენტ მი­შელს 24 ივ­ნისს საბ­ჭოს შეხ­ვედ­რის გა­მარ­თვის­თვის. ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ, რომ ასო­ცი­რე­ბის პარტნი­ო­რო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ბრი­უ­სე­ლის ყვე­ლა და­ნა­პი­რე­ბი საქ­მედ ვაქ­ცი­ოთ. ამას­თან, კი­დევ ერთხელ ვა­ცხა­დებ, რომ სამი ასო­ცი­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა ჩვენს სა­ზღვრებ­თან მყა­რად უნდა დავ­დგეთ და ის ტკი­ვი­ლე­ბი გა­ვი­აზ­როთ, რაც გვაქვს.

დე­კემ­ბერ­ში კი­დევ ერთი პარტნი­ო­რო­ბის სა­მი­ტი იქ­ნე­ბა. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბაა იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის­თვის ეს ფორ­მა­ტი იქ­ნე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე. სა­მიტ­ზე უნდა ვთქვათ, რომ ხალ­ხს ვკარ­გავთ, გვჭირ­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტი, გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვა მო­მავ­ლის. ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გლებ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია ძა­ლის­ხმე­ვის გაძ­ლი­ე­რე­ბა. სხვა მხრივ ვერ ვხე­დავ ამ ძა­ლის­ხმე­ვის რე­ა­ლურ მო­მა­ვალს. ამ სა­მიტ­ზე უნდა და­ვი­ნა­ხოთ, რომ არ­სე­ბობს ხედ­ვა ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან. გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ჩვენს ევ­რო­პულ მის­წრა­ფე­ბებს. მი­ხა­რია, რომ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბას გზას ერ­თად ვუკ­ვა­ლავთ და ჩვენ გვექ­ნე­ბა ჩვე­ნი მიზ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა - სა­მი­ვე ქვე­ყა­ნა - უკ­რა­ი­ნა, სა­ქარ­თვე­ლო და მოლ­დო­ვა, ვი­პო­ვით ჩვენს ად­გილს ევ­რო­კავ­ში­რის სის­ტე­მა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

რო­გორც ზე­ლენ­სკიმ სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას აღ­ნიშ­ნა, გვაქვს სა­ერ­თო მიზ­ნე­ბი, რაც არის ევ­რო­კავ­ში­რის სრუ­ლი წევ­რო­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა, თა­ნას­წო­რო­ბა და დე­მოკ­რა­ტია.

„ეს არის ჩვე­ნი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ ამ მიღ­წე­ვე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ ფასს ვიხ­დით. ოკუ­პა­ცია, ანექ­სია და სხვა სა­კი­თხე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვაბ­რკო­ლებ­და.

ჩემი ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, რათა მე­ნა­ხა უსაფ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვე­ბის შე­სა­ხებ სა­კუ­თა­რი ყუ­რით მო­მეს­მი­ნა. უკ­რა­ი­ნა­ში სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან ყო­ველ­დღე მივ­დი­ვარ. ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ჩვენ­თა­ნაც მსგავ­სი ტრა­გი­კუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის მქო­ნეა. ჩვენ კარ­გად გვეს­მის, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნის მო­მავ­ლის­თვის სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა. უკ­რა­ი­ნა, სა­ქარ­თვე­ლო და მოლ­დო­ვა არის ქვეყ­ნე­ბი, რო­მელ­თაც არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თეს და დღეს ვართ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის შე­ფა­სე­ბით, „ასო­ცი­რე­ბის ტრიო“ ახა­ლი რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გან­ზო­მი­ლე­ბაა. მი­სი­ვე თქმით, „ევ­რო­პის დი­ზა­ი­ნი შექ­მნი­ლია და გვაკ­ლია სამი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფრაგ­მენ­ტი“.

„მა­ხა­რებს, რომ ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი შარლ მი­შე­ლი ამ მო­საზ­რე­ბას იზი­ა­რებს და აცხა­დებს, რომ „ასო­ცი­რე­ბის ტრიო“ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ეს არის იმის აშ­კა­რა გზავ­ნი­ლი, რომ ევ­რო­კავ­შირს ხვალ­ვე რომ შე­ვუ­ერ­თდეთ, უკ­რა­ი­ნა აც­ნო­ბი­ე­რებს, რა ამო­ცა­ნე­ბი გვაქვს შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი. ჩვენ ეს ამო­ცა­ნე­ბი არ გვა­ში­ნებს. ჩვენ სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ვი­ღეთ კა­ნო­ნი, გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის რე­ფორ­მა. მო­სა­მარ­თლე­თა მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია არის მო­თხოვ­ნა, რო­მელ­საც ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ. გა­ციფ­როვ­ნე­ბა, დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცია, პარ­ლა­მენ­ტის წევრთათ­ვის იმუ­ნი­ტე­ტის მოხ­სნა - ეს ის სა­კი­თხე­ბია, რა­ზეც ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ვი­კის­რეთ. ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლის­ხმე­ვა არის პი­რო­ბა, რაც ჩვენ დავ­დეთ“, - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არჩი
38

ეს კაცი კლოუნი იყო და მგონი ასევე დარჩა. მიუხედავად დასავლეთის უდიდესი დახმარებისა, უკრაინაში სასიკეთოდ არაფერი იცვლება. მისი ქვეყნის მოქალაქე და რაც მთავარია, მისი ჩინოვნიკი ძალადობრივად ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში - მოუწოდებს ხელისუფლების დამხობისკენ (ბოლო მოწოდება - ერთი სულის შებერვა უნდა და გაქრებიან შარშანდელი თოვლივით) და ამაზე რეაგირება არა აქვს. თუ მისი მოქალაქეები დააკავეს და საქართველოში პირველმა ინსტანციამ პატიმრობა მიუსაჯა (რამდენიმე დღის წინ), ჩვენი ქვეყნის ელემენტარული პატივისცემაა დაელოდოს დანარჩენი ინსტანციების გადაწყვეტილებას და ბუტია ბავშვივით დემარში არ მოაწყოს - მაშინ არ ჩამოვალო (თან ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე). ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ არასერიოზული პოლიტიკოსია და იმასაც, რომ უკრაინა ჩვენს მიმართ სათანადო პატივისცემით და მეგობრულად არ არის განწყობილი.

mama
38

 მიშა დანიშნე მთავარსარდლად და უცებ მოაგვარებს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემებს სამ დღეში ნახევარი უკრაინა რუსეთის იქნება აქ საქართველოში მარტო სამაჩაბლო და კოდორი მოასწრო,მისი ნიჭი უნდა გამოიყენო სანამ დროა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენთანაც ტრაგიკულ სიტუაციაშია, სამივე ქვეყანა განსაკუთრებულ ფასს ვიხდით ჩვენი მიღწევებისთვის..." -  ზელენსკის მიმართვა

"ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენთანაც ტრაგიკულ სიტუაციაშია, სამივე ქვეყანა განსაკუთრებულ ფასს ვიხდით ჩვენი მიღწევებისთვის..." -  ზელენსკის მიმართვა

ჩვენს საზღვრებთან მყარად უნდა დავდგეთ და ის ტკივილები გავიაზროთ, რაც გვაქვს - სამივე ქვეყანა - უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, ვიპოვით ჩვენს ადგილს ევროკავშირის სისტემაში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსავლისას განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ასოცირების ქვეყნები ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ უფრო ახლოს უნდა დადგნენ.

„ჩვენ კიდევ უფრო ახლოს გვინდა დავდგეთ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ასოცირების შეთანხმების განხორციელება დაწყებულია, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არსებობს. ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ვალდებულებები სრულდება. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია ახორციელებს სუვერენული ტერიტორიების დაკავებას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, სადღაც შუაში შევხვდეთ და მხარდაჭერა მივიღოთ ევროკავშირიდან.

მადლობას ვუხდი პრეზიდენტ მიშელს 24 ივნისს საბჭოს შეხვედრის გამართვისთვის. ჩვენ დავინახეთ, რომ ასოცირების პარტნიორობის მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელის ყველა დანაპირები საქმედ ვაქციოთ. ამასთან, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ სამი ასოცირებული ქვეყანა ჩვენს საზღვრებთან მყარად უნდა დავდგეთ და ის ტკივილები გავიაზროთ, რაც გვაქვს.

დეკემბერში კიდევ ერთი პარტნიორობის სამიტი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა იმდენად, რამდენადაც აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ეს ფორმატი იქნება გარდაუვალი მნიშვნელობის მქონე. სამიტზე უნდა ვთქვათ, რომ ხალხს ვკარგავთ, გვჭირდება პოლიტიკური კონტექსტი, გეოპოლიტიკური ხედვა მომავლის. ამ ინიციატივის ფარგლებში აუცილებელია ძალისხმევის გაძლიერება. სხვა მხრივ ვერ ვხედავ ამ ძალისხმევის რეალურ მომავალს. ამ სამიტზე უნდა დავინახოთ, რომ არსებობს ხედვა ევროკავშირის მხრიდან. განვახორციელებთ ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს. მიხარია, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებას გზას ერთად ვუკვალავთ და ჩვენ გვექნება ჩვენი მიზნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა - სამივე ქვეყანა - უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, ვიპოვით ჩვენს ადგილს ევროკავშირის სისტემაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გვაქვს საერთო მიზნები, რაც არის ევროკავშირის სრული წევრობა, თავისუფლება, თანასწორობა და დემოკრატია.

„ეს არის ჩვენი ფასეულობები. სამწუხაროდ, ჩვენ ამ მიღწევებისთვის განსაკუთრებულ ფასს ვიხდით. ოკუპაცია, ანექსია და სხვა საკითხები წლების განმავლობაში გვაბრკოლებდა.

ჩემი ვიზიტის ფარგლებში, საოკუპაციო ხაზთან ვიმყოფებოდი, რათა მენახა უსაფთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ საკუთარი ყურით მომესმინა. უკრაინაში საოკუპაციო ხაზთან ყოველდღე მივდივარ. ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენთანაც მსგავსი ტრაგიკული სიტუაციის მქონეა. ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის სწორი არჩევანის გაკეთება. უკრაინა, საქართველო და მოლდოვა არის ქვეყნები, რომელთაც არჩევანი გააკეთეს და დღეს ვართ გაერთიანებული“, - განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, „ასოცირების ტრიო“ ახალი რეგიონალური განზომილებაა. მისივე თქმით, „ევროპის დიზაინი შექმნილია და გვაკლია სამი მნიშვნელოვანი ფრაგმენტი“.

„მახარებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამ მოსაზრებას იზიარებს და აცხადებს, რომ „ასოცირების ტრიო“ მნიშვნელოვანია. ეს არის იმის აშკარა გზავნილი, რომ ევროკავშირს ხვალვე რომ შევუერთდეთ, უკრაინა აცნობიერებს, რა ამოცანები გვაქვს შესასრულებელი. ჩვენ ეს ამოცანები არ გვაშინებს. ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით მივიღეთ კანონი, განვახორციელეთ სასამართლო სისტემის რეფორმა. მოსამართლეთა მაღალი კვალიფიკაცია არის მოთხოვნა, რომელსაც ვაკმაყოფილებთ. გაციფროვნება, დეცენტრალიზაცია, პარლამენტის წევრთათვის იმუნიტეტის მოხსნა - ეს ის საკითხებია, რაზეც ჩვენ ვალდებულება ვიკისრეთ. ანტიკორუფციული მიმართულებით ძალისხმევა არის პირობა, რაც ჩვენ დავდეთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

"საჭიროა დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე" - რას წერს მამუკა ხაზარაძე?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"