ატლანტის ოკეანის იქით, შეერთებულ შტატებს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. პრეზიდენტმა ბაიდენმა კვლავ დაამყარა კავშირი ევროკავშირში თავის კოლეგებთან და პრეზიდენტ პუტინსაც შეხვდა შეერთებული შტატების გლობალური ჩართულობის განახლებულ ფორმატში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე - "საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის არაერთხელ შეხვედრია პრეზიდენტ ბაიდენს.
"ის იცნობს საქართველოს და ამ რეგიონს. ეს დიდი უპირატესობაა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების კონტექსტში და, თავის მხრივ, პოზიტიური მოვლენაა მთელი რეგიონისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ანტონა მართლა მაგრად აოცნებებულა .... მის მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა ანტონ .... ღმერთო უშველე ამერიკას ..... 🇺🇸
საქართველოს ეკონომიკას ნაძებმა დაადეს დიდი საკანონმდებლო ნორმატიული ხუნდები, ერთიც არ აგიხსნიათ , არც წაგიკითხავთ , რაც წაიკითხეთ ვერ გაიგეთ, რეები აქვთ რუსის დავალებით ნაკეთები , ჯერ კიდევ მოქკავშირი რომ ერქვათ იმ დროიდან !