მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძვლის ტვინის გადანერგვისთვის საზღვარგარეთ წასვლა საჭირო აღარ არის – ჰემატოლოგი თამარ კვაჭაძე მომსახურებაზე, რომლის მიღებაც საქართველოშია შესაძლებელი
ძვლის ტვინის გადანერგვისთვის საზღვარგარეთ წასვლა საჭირო აღარ არის – ჰემატოლოგი თამარ კვაჭაძე მომსახურებაზე, რომლის მიღებაც საქართველოშია შესაძლებელი

ძვლის ტვი­ნის ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­და­ნერგვა ჰე­მა­ტო­ლო­გი­უ­რი და ონკო-ჰე­მა­ტო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის ეფექ­ტუ­რი მე­თო­დია, რომ­ლის­თვი­საც პა­ცი­ენ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან ხში­რად სა­ზღვარ­გა­რეთ მი­დი­ან. ბევ­რის­თვის არ არის ცნო­ბი­ლი, რომ ძვლის ტვი­ნის ტრან­სპლან­ტა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­შიც წარ­მა­ტე­ბით კეთ­დე­ბა და ამის­თვის თვე­ო­ბით სამ­შობ­ლო­დან წას­ვლა სა­ჭი­რო აღა­რაა. ქვე­ყა­ნა­ში პირ­ვე­ლად ძვლის ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი უჯრე­დე­ბის მო­ცი­ლე­ბა და მათი ახა­ლი, ჯან­მრთე­ლი უჯრე­დუ­ლი მა­სით ჩა­ნაც­ვლე­ბა 2017 წელს მოხ­და. 2019 წელს კი „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ ონკო-ჰე­მა­ტო­ლო­გი­ი­სა და ძვლის ტვი­ნის ტრან­სპლან­ტა­ცი­ის ცენ­ტრი გა­იხ­სნა, სა­დაც პირ­ვე­ლი ტრან­სპლან­ტა­ცია 2020 წელს ჩა­ტარ­და. დღემ­დე 20–ზე მეტ ადა­მი­ანს გა­ე­წია სრუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა.

„ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ონკო-ჰე­მა­ტო­ლო­გი­ი­სა და ძვლის ტვი­ნის ტრან­სპლან­ტა­ცი­ის ცენ­ტრს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლი­სა და ძვლის ტვი­ნის ტრან­სპლან­ტა­ცი­ის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ჰე­მა­ტო­ლო­გი თა­მარ კვა­ჭა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობს, რო­მე­ლიც ტრან­სპლან­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბა.

რას წარ­მო­ად­გენს ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი და რას ნიშ­ნავს ძვლის ტვი­ნის ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის ტრან­სპლან­ტა­ცია?

ძვლის ტვი­ნის ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის ტრან­სპლან­ტა­ცია ჰე­მა­ტო­ლო­გი­უ­რი და ონ­კო­ჰე­მა­ტო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის ერთ–ერთი ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მე­თო­დია, რო­მე­ლიც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი უჯრე­დე­ბის მო­ცი­ლე­ბას, ელი­მი­ნა­ცი­ას და მათი ახა­ლი, ჯან­მრთე­ლი უჯრე­დე­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბას გუ­ლის­ხმობს. ძვლის ტვი­ნი არის ერ­თა­დერ­თი ქსო­ვი­ლი, რო­მე­ლიც ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის ანუ CD34 + -ის ყვე­ლა­ზე მეტ რა­ო­დე­ნო­ბას შე­ი­ცავს.

ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დი არის უჯრე­დი, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე მო­ნა­წი­ლე­ობს ქსო­ვი­ლე­ბი­სა და ორ­გა­ნო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და რე­გე­ნე­რა­ცი­ა­ში. მათი გამ­რავ­ლე­ბის, და­ყო­ფის და დი­ფე­რენ­ცი­რე­ბის შე­დე­გად პე­რი­ფე­რი­ულ სის­ხლში ვი­ღებთ თეთრ უჯრე­დებს – ლე­ი­კო­ცი­ტებს, წი­თელ უჯრე­დებს – ერით­რო­ცი­ტებს და შე­მა­დე­დე­ბე­ლი ფუნ­ქცი­ის მქო­ნე უჯრე­დებს – თრომ­ბო­ცი­ტებს. შე­სა­ბა­მი­სად, ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დი თუ არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, პე­რი­ფე­რი­ულ სის­ხლში არ ხდე­ბა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა.

რო­მე­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებს სჭირ­დე­ბათ ძვლის ტვი­ნის ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის ტრან­სპლან­ტა­ცია?

ეს და­ა­ვა­დე­ბე­ბია: ლე­ი­კე­მია, მი­ე­ლო­მუ­რი და­ა­ვა­დე­ბა, ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბი, აპ­ლას­ტი­უ­რი ანე­მია და ა.შ. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს, ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით სხვა­დას­ხვა სა­ხის ტრან­სპლან­ტა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბაა სა­ჭი­რო. ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის ტრან­სპლან­ტა­ცია იყო­ფა სამ ძი­რი­თად ჯგუ­ფად: აუ­ტო­ლო­გი­უ­რი, ანუ რო­დე­საც სა­კუ­თა­რი ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­და­ნერგვა ხდე­ბა; ალ­ლო­გე­ნუ­რი, ანუ სხვი­სი ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­და­ნერგვა და ჭიპ­ლა­რის ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­და­ნერგვა. აუ­ტო­ლო­გი­უ­რი გა­და­ნერგვა ხდე­ბა მა­შინ, თუ პა­ცი­ენტს ძვლის ტვი­ნი არ აქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს, ისე და­ვას­ტი­მუ­ლი­როთ ძვლის ტვი­ნი, რომ სა­კუ­თა­რი ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­დას­ხმა მოხ­დეს.

სა­ი­დან ვი­ღებთ ღე­რო­ვან უჯრედს, რომ­ლის გა­და­ნერგვაც ხდე­ბა?

ონკო-ჰე­მა­ტო­ლო­გი­ა­ში ღე­რო­ვან უჯრე­დებს ვი­ღებთ სამი ძი­რი­თა­დი წყა­რო­დან: ძვლის ტვი­ნი­დან, პე­რი­ფე­რი­უ­ლი სის­ხლი­დან ანუ ვე­ნი­დან აღე­ბუ­ლი სის­ხლი­დან და და­ბა­დე­ბის მო­მენ­ტში შე­ნა­ხუ­ლი ჭიპ­ლა­რი­დან. რო­მე­ლი ტი­პის ტრან­სპლან­ტი ეკუთ­ვნის პა­ცი­ენტს, და­მო­კი­დე­ბუ­ლია და­ა­ვა­დე­ბის ფორ­მა­ზე, დი­აგ­ნოზ­ზე, მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე, რე­ცი­დი­ვის არ­სე­ბო­ბა­სა და უამ­რავ სხვა ფაქ­ტორ­ზე. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც პა­ცი­ენტს აუ­ტო­ლო­გი­უ­რი ტრან­სპლან­ტა­ცია სჭირ­დე­ბა, სხვა შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ჯერ აუ­ტო­ლო­გი­უ­რი იყოს სა­ჭი­რო, შემ­დეგ კი – ალ­ლო­გე­ნუ­რი, ან პირ­და­პირ ალ­ლო­გე­ნუ­რი;

ალო­გე­ნუ­რი ტრან­სპლან­ტა­ცი­ის დროს რო­გორ ხდე­ბა დო­ნო­რის მო­ძი­ე­ბა?

სა­უ­კე­თე­სოა, თუ დო­ნო­რად ოჯა­ხის წევ­რი გა­მოდ­გე­ბა. ეს უნდა იყოს: და ან ძმა. ნა­წი­ლობ­რი­ვი თავ­სე­ბა­დო­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს დედა ან მამა. თუმ­ცა თუ ოჯა­ხის წევ­რი არ შე­თავ­სდა, მა­შინ მსოფ­ლი­ოს დო­ნორ­თა ბან­კში გა­ნა­ცხა­დის გაგ­ზავ­ნა და დო­ნო­რის იქ მო­ძი­ე­ბა ხდე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო - პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა, ჩვენ­თან ჯერ არ არის დო­ნორ­თა ბან­კი, რო­მე­ლიც ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა მსოფ­ლიო დო­ნორ­თა სის­ხლის ბან­კში. ამი­ტომ, ქარ­თვე­ლის­თვის თავ­სე­ბა­დი დო­ნო­რის მო­ძი­ე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა მარ­ტი­ვი არაა.

რო­გორ ხდე­ბა პა­ცი­ენ­ტის მომ­ზა­დე­ბა ძვლის ტვი­ნის ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის ტრან­სპლან­ტა­ცი­ის­თვის?

პირ­ვე­ლი ეტა­პი არის წინა სატ­რან­სპლან­ტა­ციო კვლე­ვე­ბი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს სრუ­ლი სპექტრის ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ და ვირუ­სუ­ლო­გი­ურ გა­მოკ­ვლე­ვებს, ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­ურ ანა­ლი­ზებს, ინ­სტრუ­მენ­ტულ კვლე­ვებს - კარ­დი­ოგ­რა­მას, გუ­ლის ექოს­კო­პი­ას, ფილ­ტვე­ბის გა­მოკ­ვლე­ვას, მუც­ლის ღრუს გა­მოკ­ვლე­ვას, თა­ვის ტვი­ნის გა­მოკ­ვლე­ვას. ტარ­დე­ბა მაგ­ნი­ტურ რე­ზო­ნან­სუ­ლი (MRT) კვლე­ვა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია (CT) და სხვა მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბი. პა­ცი­ენტს აუ­ცი­ლებ­ლად სა­ნი­რე­ბუ­ლი უნდა ჰქონ­დეს პი­რის ღრუ, რომ გა­მო­ი­რი­ცხოს კა­რი­ე­სი­სა და ინ­ფექ­ცი­ის არ­სე­ბო­ბა.

ამ კვლე­ვე­ბით მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ჯამ­დე­ბა და ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, შე­საძ­ლე­ბე­ლია ჩა­ტარ­დეს ტრან­სპლან­ტა­ცია თუ ჯერ გარ­კვე­უ­ლი თე­რა­პია ან რა­ი­მე პა­თო­ლო­გი­ის კო­რექ­ცი­აა სა­ჭი­რო.

პრო­ცე­დუ­რუ­ლად რამ­დე­ნად რთუ­ლია ძვლის ტვი­ნის ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­და­ნერგვა და რა ტექ­ნო­ლო­გი­ურ მხარ­და­ჭე­რას სა­ჭი­რო­ებს ის?

ძვლის ტვი­ნის ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­და­ნერგვა არ არის ოპე­რა­ცია, რაც ძა­ლი­ან ბევ­რს ეშ­ლე­ბა. ეს არის უჯრე­დე­ბის შემ­ცვე­ლი მა­სის გა­დას­ხმა ცენ­ტრა­ლურ ვე­ნა­ში. ჩვენ არ გვჭირ­დე­ბა სა­ო­პე­რა­ციო და ანეს­თე­ზია, მაგ­რამ გვჭირ­დე­ბა სტან­დარ­ტე­ბის უმ­კაც­რე­სი დაც­ვით მო­წყო­ბი­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტი. ეს არის ევ­როს­ტან­დარ­ტი, რო­მელ­საც თუ ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებ, პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა უბ­რა­ლოდ არ გაქვს. სტან­დარ­ტე­ბი მო­ი­ცავს იზო­ლი­რე­ბულ პა­ლა­ტებს, პლი­უს წნე­ვის არ­სე­ბო­ბას, წნე­ვის, ჟანგბა­დის და ტე­ნი­ა­ნო­ბის გა­ჯე­რე­ბის ხა­რის­ხის მე­ქა­ნი­ზე­ბულ კონ­ტროლს. თი­თო­ე­უ­ლი დე­ტა­ლის, მათ შო­რის სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბის ხა­რის­ხიც კი გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა.

რა­ტომ არის გა­რე­მო ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

ტრან­სპლან­ტა­ცი­ის შემ­დეგ, პა­ცი­ენტს სის­ხლის ანა­ლი­ზი ეც­ვლე­ბა, მა­გა­ლი­თის­თვის, არის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ლე­ი­კო­ცი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ნუ­ლის ტო­ლია, თუ არ არის ლე­ი­კო­ცი­ტე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, ორ­გა­ნიზმს არ აქვს დამ­ცვე­ლო­ბი­თი უნა­რი და ის ნე­ბის­მი­ე­რი ბაქ­ტე­რი­ი­სა და ვირუ­სის მიმ­ღე­ბია. სწო­რედ ამი­ტომ, აქვს უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა გა­რე­მო­ში თი­თო­ე­უ­ლი დე­ტა­ლის ხა­რისხს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ნუ­ლო­ვა­ნი ფაზა, ვიდ­რე ძვლის ტვი­ნი და­ი­წყებს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას, არის ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კუ­ლი მო­მენ­ტი და ამ პე­რი­ოდ­ში პა­ლა­ტე­ბის სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია მოვ­ლის ხა­რის­ხიც. სწო­რედ ამ ფა­ზის­თვის ვამ­ზა­დებთ პა­ცი­ენტს წი­ნას­წა­რი სრუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვით და პრობ­ლე­მე­ბის აღ­მო­ფხვრით. მის ორ­გა­ნიზ­მში მი­ნი­მა­ლუ­რი ვირუ­სუ­ლი თუ ფუნ­გა­ლუ­რი გარ­თუ­ლე­ბის რის­კიც კი უნდა აღ­მოვ­ფხვრათ, ვიდ­რე გა­და­ნერგვას ჩა­ვა­ტა­რებთ.

ასე­ვე არა­ნაკ­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა სა­მე­დი­ცი­ნო გუნ­დის მზა­ო­ბა, რომ­ლის თი­თო­ე­უ­ლი რგო­ლი: ექი­მი, ექთა­ნი თუ ექთ­ნის თა­ნა­შემ­წე უმაღ­ლეს დო­ნე­ზე უნდა იყოს მომ­ზა­დე­ბუ­ლი.

მოგ­ვი­ყე­ვით გუნ­დზე, რო­მე­ლიც „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ ძვლის ტვი­ნის ტრან­სპლან­ტა­ცი­ა­ზე მუ­შა­ობს

„ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ ჩვე­ნი დე­პარ­ტა­მენ­ტი 2019 წელს გა­იხ­სნა. პირ­ვე­ლი ტრან­სპლან­ტა­ცია კი 2020 წელს ჩა­ტარ­და. მას შემ­დეგ 20–ზე მეტ პა­ცი­ენტს გა­და­ვუ­ნერ­გეთ ძვლის ტვი­ნის ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი. კლი­ნი­კის­თვის ეს საკ­მა­ოდ სა­ა­მა­ყო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რა­შიც დიდი წვლი­ლი სწო­რედ ჩვენს გუნდს მი­უ­ძღვის.

ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ექი­მე­ბის, ექთ­ნე­ბის და ექთ­ნის დამ­ხმა­რე­ე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას. ჩვე­ნი გუნ­დი გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლია იტა­ლი­ის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში, სა­დაც მათ შე­სა­ბა­მი­სი სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი გა­და­ე­ცათ. გუნ­დის წევ­რებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მოც­დი­ლე­ბა უკვე ჰქონ­დათ, თუმ­ცა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის უმაღ­ლეს დო­ნე­ზე ამაღ­ლე­ბა მოხ­და.

რო­გო­რია გა­და­ნერგვის შემ­დგო­მი პე­რი­ო­დი პა­ცი­ენ­ტის­თვის? რამ­დე­ნი ხანი ჩერ­დე­ბა კლი­ნი­კა­ში?

აუ­ტო­ლო­გი­უ­რი გა­და­ნერგვის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტი და­ახ­ლო­ე­ბით 1 თვე ყოვ­ნდე­ბა კლი­ნი­კა­ში, შემ­დეგ კი 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კვი­რა­ში ერთხელ ან ორ­ჯერ მო­დის კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე, ანა­ლი­ზებ­სა და სხვა­დას­ხვა სა­კონ­ტრო­ლო კვლე­ვა­ზე;

ალ­ლო­გე­ნუ­რი გა­და­ნერგვის შემ­თხვე­ვა­ში - კონ­ტრო­ლის პე­რი­ო­დი 6 თვი­დან 18 თვემ­დე, ან მეტი დრო გრძელ­დე­ბა. რო­დე­საც სხვის (ალ­ლო­გე­ნურ) ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის მა­სას ვას­ხამთ, გარ­თუ­ლე­ბე­ბის რის­კი უფრო მა­ღა­ლია. ამ დროს სის­ხლის ჯგუ­ფი­სა და მთე­ლი მისი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შეც­ვლა ხდე­ბა. ორ­გა­ნიზ­მში გა­და­სა­ნერგ მა­სა­ლას მიჰ­ყვე­ბა დო­ნო­რის სის­ხლში არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, მათ შო­რის ვირუ­სე­ბი, ბაქ­ტე­რი­ე­ბი... ამი­ტომ პა­ცი­ენ­ტი სხვა­დას­ხვა გარ­თუ­ლე­ბის წი­ნა­შე დგას, რომ­ლის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლა­დაც უწყვე­ტი კონ­ტრო­ლი და სპე­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბია სა­ჭი­რო. პრო­ცესს, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტის ორ­გა­ნიზ­მი ტრან­სპლან­ტან­ტის გა­მო­დევ­ნას ცდი­ლობს ჰქვია „ტრან­სპლან­ტან­ტი მას­პინ­ძლის წი­ნა­აღ­მდეგ“, გა­და­ნერ­გი­ლი მა­სა­ლის შეთ­ვი­სე­ბა თა­ვი­დან შე­იძ­ლე­ბა კარ­გად მოხ­დეს, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გაჩ­ნდეს „გა­მო­ძე­ვე­ბის რის­კი“, ამას­თან ხში­რია სხვა­დას­ხვა ვირუ­სუ­ლი, ბაქ­ტე­რი­უ­ლი ან სო­კო­ვა­ნი გარ­თუ­ლე­ბე­ბი.

ძვლის ტვი­ნის ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­და­სა­ნერ­გად ხში­რად სა­ზღვარ­გა­რეთ მი­დი­ან. სა­ზღვარ­გა­რეთ სხვა ტექ­ნო­ლო­გი­ით, უკე­თე­სად კეთ­დე­ბა თუ რა­ტომ გვხვდე­ბა ეს პრაქ­ტი­კა?

ქვეყ­ნის­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და ად­გი­ლობ­რი­ვად ძვლის ტვი­ნის ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის ტრან­სპლან­ტა­ცი­ის და­ნერგვას 2017 წელს. პირ­ვე­ლად აუ­ტო­ლო­გი­უ­რი გა­და­ნერგვა გა­კეთ­და, შემ­დეგ კი ეტა­პობ­რი­ვად გან­ვი­თარ­და. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა რო­გორც აუ­ტო­ლო­გი­უ­რი, ისე ალ­ლო­გე­ნუ­რი გა­და­ნერგვა. ამი­ტომ სრუ­ლი­ად არას­წო­რია, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტე­ბი ამ მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად სა­ზღვარ­გა­რეთ მი­დი­ან. ამ დროს ძა­ლი­ან დიდი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი გა­ე­დი­ნე­ბა ქვეყ­ნი­დან. მე­ო­რე მხრივ, არა­ნაკ­ლებ რთუ­ლია იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ოჯა­ხის წევ­რებს გა­ყო­ფა და 6 თვი­დან –1 წლით სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რე­ბა უწევთ.

დღეს, ძვლის ტვი­ნის ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის ტრან­სპლან­ტა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ღალ დო­ნე­ზე კეთ­დე­ბა და ამის­თვის სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლა სა­ჭი­რო არაა, თუმ­ცა ჯერ კი­დევ არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც აუ­ცი­ლე­ბე­ლია გამ­გზავ­რე­ბა და სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რაც უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა დო­ნო­რის არ არ­სე­ბო­ბის, მისი ბან­კში მო­ძი­ე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე და და­ა­ვა­დე­ბის ფორ­მა­ზე არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

რა სა­ხის და­ფი­ნან­სე­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ პა­ცი­ენ­ტებს, ვი­საც ძვლის ტვი­ნის ტრან­სპლან­ტა­ცია სჭირ­დე­ბა?

ტრან­სპლან­ტა­ცია არის ძა­ლი­ან ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რა, რო­მე­ლიც სრუ­ლად ფი­ნანსდე­ბა თბი­ლი­სის მე­რი­ი­სა და აჭა­რის მთავ­რო­ბის მიერ ად­გი­ლობ­რი­ვად ჩა­წე­რი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის. და­ფი­ნან­სე­ბა მო­ი­ცავს კვლე­ვებს, ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას, ანა­ლი­ზებს, ტრან­სპლან­ტა­ცი­ას და ტრან­სპლან­ტა­ცი­ის შემ­დგომ მოვ­ლას.

კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე ჩა­სა­წე­რად და­უ­კავ­შირ­დით ნიუ ჰოს­პი­ტალსს 032 2 190 190

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ძვლის ტვინის გადანერგვისთვის საზღვარგარეთ წასვლა საჭირო აღარ არის – ჰემატოლოგი თამარ კვაჭაძე მომსახურებაზე, რომლის მიღებაც საქართველოშია შესაძლებელი

ძვლის ტვინის გადანერგვისთვის საზღვარგარეთ წასვლა საჭირო აღარ არის – ჰემატოლოგი თამარ კვაჭაძე მომსახურებაზე, რომლის მიღებაც საქართველოშია შესაძლებელი

ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ჰემატოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებების მკურნალობის ეფექტური მეთოდია, რომლისთვისაც პაციენტები საქართველოდან ხშირად საზღვარგარეთ მიდიან. ბევრისთვის არ არის ცნობილი, რომ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია საქართველოშიც წარმატებით კეთდება და ამისთვის თვეობით სამშობლოდან წასვლა საჭირო აღარაა. ქვეყანაში პირველად ძვლის ტვინის დაზიანებული უჯრედების მოცილება და მათი ახალი, ჯანმრთელი უჯრედული მასით ჩანაცვლება 2017 წელს მოხდა. 2019 წელს კი „ნიუ ჰოსპიტალსში“ ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი გაიხსნა, სადაც პირველი ტრანსპლანტაცია 2020 წელს ჩატარდა. დღემდე 20–ზე მეტ ადამიანს გაეწია სრული მომსახურება.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრს საქართველოს სისხლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ასოციაციის პრეზიდენტი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჰემატოლოგი თამარ კვაჭაძე ხელმძღვანელობს, რომელიც ტრანსპლანტაციის შესახებ თავად გვესაუბრება.

რას წარმოადგენს ღეროვანი უჯრედები და რას ნიშნავს ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია?

ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ჰემატოლოგიური და ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მკურნალობის ერთ–ერთი ფართოდ გავრცელებული მეთოდია, რომელიც დაზიანებული უჯრედების მოცილებას, ელიმინაციას და მათი ახალი, ჯანმრთელი უჯრედებით ჩანაცვლებას გულისხმობს. ძვლის ტვინი არის ერთადერთი ქსოვილი, რომელიც ღეროვანი უჯრედების ანუ CD34 + -ის ყველაზე მეტ რაოდენობას შეიცავს.

ღეროვანი უჯრედი არის უჯრედი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე მონაწილეობს ქსოვილებისა და ორგანოების განვითარებასა და რეგენერაციაში. მათი გამრავლების, დაყოფის და დიფერენცირების შედეგად პერიფერიულ სისხლში ვიღებთ თეთრ უჯრედებს – ლეიკოციტებს, წითელ უჯრედებს – ერითროციტებს და შემადედებელი ფუნქციის მქონე უჯრედებს – თრომბოციტებს. შესაბამისად, ღეროვანი უჯრედი თუ არ ფუნქციონირებს, პერიფერიულ სისხლში არ ხდება მიზანმიმართული დიფერენცირება.

რომელი დაავადებების მქონე პაციენტებს სჭირდებათ ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია?

ეს დაავადებებია: ლეიკემია, მიელომური დაავადება, ონკოლოგიური პათოლოგიები, აპლასტიური ანემია და ა.შ. განსხვავებული დაავადებების დროს, ჩვენების მიხედვით სხვადასხვა სახის ტრანსპლანტაციის ჩატარებაა საჭირო. ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია იყოფა სამ ძირითად ჯგუფად: აუტოლოგიური, ანუ როდესაც საკუთარი ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ხდება; ალლოგენური, ანუ სხვისი ღეროვანი უჯრედების გადანერგვა და ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა. აუტოლოგიური გადანერგვა ხდება მაშინ, თუ პაციენტს ძვლის ტვინი არ აქვს დაზიანებული და შესაბამისად, საშუალება გვაქვს, ისე დავასტიმულიროთ ძვლის ტვინი, რომ საკუთარი ღეროვანი უჯრედების გადასხმა მოხდეს.

საიდან ვიღებთ ღეროვან უჯრედს, რომლის გადანერგვაც ხდება?

ონკო-ჰემატოლოგიაში ღეროვან უჯრედებს ვიღებთ სამი ძირითადი წყაროდან: ძვლის ტვინიდან, პერიფერიული სისხლიდან ანუ ვენიდან აღებული სისხლიდან და დაბადების მომენტში შენახული ჭიპლარიდან. რომელი ტიპის ტრანსპლანტი ეკუთვნის პაციენტს, დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე, დიაგნოზზე, მიმდინარეობაზე, რეციდივის არსებობასა და უამრავ სხვა ფაქტორზე. არის შემთხვევები, როდესაც პაციენტს აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია სჭირდება, სხვა შემთხვევაში შეიძლება ჯერ აუტოლოგიური იყოს საჭირო, შემდეგ კი – ალლოგენური, ან პირდაპირ ალლოგენური;

ალოგენური ტრანსპლანტაციის დროს როგორ ხდება დონორის მოძიება?

საუკეთესოა, თუ დონორად ოჯახის წევრი გამოდგება. ეს უნდა იყოს: და ან ძმა. ნაწილობრივი თავსებადობის შემთხვევაში შეიძლება იყოს დედა ან მამა. თუმცა თუ ოჯახის წევრი არ შეთავსდა, მაშინ მსოფლიოს დონორთა ბანკში განაცხადის გაგზავნა და დონორის იქ მოძიება ხდება.

საქართველო - პატარა ქვეყანაა, ჩვენთან ჯერ არ არის დონორთა ბანკი, რომელიც ჩართული იქნება მსოფლიო დონორთა სისხლის ბანკში. ამიტომ, ქართველისთვის თავსებადი დონორის მოძიება შესაძლებელია, თუმცა მარტივი არაა.

როგორ ხდება პაციენტის მომზადება ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციისთვის?

პირველი ეტაპი არის წინა სატრანსპლანტაციო კვლევები, რომელიც მოიცავს სრული სპექტრის ლაბორატორიულ და ვირუსულოგიურ გამოკვლევებს, ბაქტერიოლოგიურ ანალიზებს, ინსტრუმენტულ კვლევებს - კარდიოგრამას, გულის ექოსკოპიას, ფილტვების გამოკვლევას, მუცლის ღრუს გამოკვლევას, თავის ტვინის გამოკვლევას. ტარდება მაგნიტურ რეზონანსული (MRT) კვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) და სხვა მაღალტექნოლოგიური კვლევები. პაციენტს აუცილებლად სანირებული უნდა ჰქონდეს პირის ღრუ, რომ გამოირიცხოს კარიესისა და ინფექციის არსებობა.

ამ კვლევებით მიღებული მონაცემები ჯამდება და ვიღებთ გადაწყვეტილებას, შესაძლებელია ჩატარდეს ტრანსპლანტაცია თუ ჯერ გარკვეული თერაპია ან რაიმე პათოლოგიის კორექციაა საჭირო.

პროცედურულად რამდენად რთულია ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა და რა ტექნოლოგიურ მხარდაჭერას საჭიროებს ის?

ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა არ არის ოპერაცია, რაც ძალიან ბევრს ეშლება. ეს არის უჯრედების შემცველი მასის გადასხმა ცენტრალურ ვენაში. ჩვენ არ გვჭირდება საოპერაციო და ანესთეზია, მაგრამ გვჭირდება სტანდარტების უმკაცრესი დაცვით მოწყობილი დეპარტამენტი. ეს არის ევროსტანდარტი, რომელსაც თუ ვერ აკმაყოფილებ, პროცედურის ჩატარების უფლება უბრალოდ არ გაქვს. სტანდარტები მოიცავს იზოლირებულ პალატებს, პლიუს წნევის არსებობას, წნევის, ჟანგბადის და ტენიანობის გაჯერების ხარისხის მექანიზებულ კონტროლს. თითოეული დეტალის, მათ შორის სარემონტო მასალების ხარისხიც კი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

რატომ არის გარემო ასეთი მნიშვნელოვანი?

ტრანსპლანტაციის შემდეგ, პაციენტს სისხლის ანალიზი ეცვლება, მაგალითისთვის, არის პერიოდი, როდესაც ლეიკოციტების რაოდენობა ნულის ტოლია, თუ არ არის ლეიკოციტები, შესაბამისად, ორგანიზმს არ აქვს დამცველობითი უნარი და ის ნებისმიერი ბაქტერიისა და ვირუსის მიმღებია. სწორედ ამიტომ, აქვს უდიდესი მნიშვნელობა გარემოში თითოეული დეტალის ხარისხს. აღნიშნული ნულოვანი ფაზა, ვიდრე ძვლის ტვინი დაიწყებს ფუნქციონირებას, არის ყველაზე კრიტიკული მომენტი და ამ პერიოდში პალატების სტანდარტების დაცვის პარალელურად უმნიშვნელოვანესია მოვლის ხარისხიც. სწორედ ამ ფაზისთვის ვამზადებთ პაციენტს წინასწარი სრული გამოკვლევით და პრობლემების აღმოფხვრით. მის ორგანიზმში მინიმალური ვირუსული თუ ფუნგალური გართულების რისკიც კი უნდა აღმოვფხვრათ, ვიდრე გადანერგვას ჩავატარებთ.

ასევე არანაკლები მნიშვნელობისაა სამედიცინო გუნდის მზაობა, რომლის თითოეული რგოლი: ექიმი, ექთანი თუ ექთნის თანაშემწე უმაღლეს დონეზე უნდა იყოს მომზადებული.

მოგვიყევით გუნდზე, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსში“ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციაზე მუშაობს

„ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩვენი დეპარტამენტი 2019 წელს გაიხსნა. პირველი ტრანსპლანტაცია კი 2020 წელს ჩატარდა. მას შემდეგ 20–ზე მეტ პაციენტს გადავუნერგეთ ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედები. კლინიკისთვის ეს საკმაოდ საამაყო მაჩვენებელია, რაშიც დიდი წვლილი სწორედ ჩვენს გუნდს მიუძღვის.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმების, ექთნების და ექთნის დამხმარეების კვალიფიკაციას. ჩვენი გუნდი გადამზადებულია იტალიის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. გუნდის წევრებს ამ მიმართულებით გამოცდილება უკვე ჰქონდათ, თუმცა კვალიფიკაციის უმაღლეს დონეზე ამაღლება მოხდა.

როგორია გადანერგვის შემდგომი პერიოდი პაციენტისთვის? რამდენი ხანი ჩერდება კლინიკაში?

აუტოლოგიური გადანერგვის შემდეგ პაციენტი დაახლოებით 1 თვე ყოვნდება კლინიკაში, შემდეგ კი 2 თვის განმავლობაში კვირაში ერთხელ ან ორჯერ მოდის კონსულტაციაზე, ანალიზებსა და სხვადასხვა საკონტროლო კვლევაზე;

ალლოგენური გადანერგვის შემთხვევაში - კონტროლის პერიოდი 6 თვიდან 18 თვემდე, ან მეტი დრო გრძელდება. როდესაც სხვის (ალლოგენურ) ღეროვანი უჯრედების მასას ვასხამთ, გართულებების რისკი უფრო მაღალია. ამ დროს სისხლის ჯგუფისა და მთელი მისი მახასიათებლების შეცვლა ხდება. ორგანიზმში გადასანერგ მასალას მიჰყვება დონორის სისხლში არსებული ინფორმაცია, მათ შორის ვირუსები, ბაქტერიები... ამიტომ პაციენტი სხვადასხვა გართულების წინაშე დგას, რომლის თავიდან ასაცილებლადაც უწყვეტი კონტროლი და სპეციალური მედიკამენტებია საჭირო. პროცესს, როდესაც პაციენტის ორგანიზმი ტრანსპლანტანტის გამოდევნას ცდილობს ჰქვია „ტრანსპლანტანტი მასპინძლის წინააღმდეგ“, გადანერგილი მასალის შეთვისება თავიდან შეიძლება კარგად მოხდეს, მაგრამ მოგვიანებით გაჩნდეს „გამოძევების რისკი“, ამასთან ხშირია სხვადასხვა ვირუსული, ბაქტერიული ან სოკოვანი გართულებები.

ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადასანერგად ხშირად საზღვარგარეთ მიდიან. საზღვარგარეთ სხვა ტექნოლოგიით, უკეთესად კეთდება თუ რატომ გვხვდება ეს პრაქტიკა?

ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ადგილობრივად ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის დანერგვას 2017 წელს. პირველად აუტოლოგიური გადანერგვა გაკეთდა, შემდეგ კი ეტაპობრივად განვითარდა. დღეს საქართველოში ხორციელდება როგორც აუტოლოგიური, ისე ალლოგენური გადანერგვა. ამიტომ სრულიად არასწორია, როდესაც პაციენტები ამ მომსახურების მისაღებად საზღვარგარეთ მიდიან. ამ დროს ძალიან დიდი ფინანსური რესურსი გაედინება ქვეყნიდან. მეორე მხრივ, არანაკლებ რთულია იმ თვალსაზრისით, რომ ოჯახის წევრებს გაყოფა და 6 თვიდან –1 წლით საზღვარგარეთ ცხოვრება უწევთ.

დღეს, ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია საქართველოში მაღალ დონეზე კეთდება და ამისთვის საზღვარგარეთ წასვლა საჭირო არაა, თუმცა ჯერ კიდევ არის შემთხვევები, როდესაც აუცილებელია გამგზავრება და საზღვარგარეთ მკურნალობის ჩატარება, რაც უპირველეს ყოვლისა დონორის არ არსებობის, მისი ბანკში მოძიების აუცილებლობაზე და დაავადების ფორმაზე არის დამოკიდებული.

რა სახის დაფინანსების მიღება შეუძლიათ პაციენტებს, ვისაც ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია სჭირდება?

ტრანსპლანტაცია არის ძალიან ძვირადღირებული პროცედურა, რომელიც სრულად ფინანსდება თბილისის მერიისა და აჭარის მთავრობის მიერ ადგილობრივად ჩაწერილი პაციენტებისთვის. დაფინანსება მოიცავს კვლევებს, ქიმიოთერაპიას, ანალიზებს, ტრანსპლანტაციას და ტრანსპლანტაციის შემდგომ მოვლას.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 032 2 190 190

მოძრავი გამოფენა „რუსული ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“  ქ. რუსთავში, რუსთავის პარკში  გაიმართა

რა საჩუქრები ელის მომხმარებელს „გორგიას“ 23 წლის იუბილესთან დაკავშირებით

Mastercard-ის ეკო-მეგობრული გათამაშება დაიწყო - ჩაერთე და მოიგე ავტომობილი, სკუტერი ან მოპედი