მსოფლიო
სამართალი

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავისიანებად" და "უცხოებად" დაყოფილი გალელების გაურკვეველი ბედი - რას უპირებს აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა გალში, ოჩამჩირესა და ტყვარჩელში მცხოვრებ ქართველებს?
"თავისიანებად" და "უცხოებად" დაყოფილი გალელების გაურკვეველი ბედი - რას უპირებს აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა გალში, ოჩამჩირესა და ტყვარჩელში მცხოვრებ ქართველებს?

რამ­დე­ნი­მეხ­ნი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, გალ­სა და ოჩამ­ჩი­რე­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის "დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მო­წეს­რი­გე­ბის" სა­კი­თხი კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და. ად­გი­ლობ­რი­ვი ე.წ. დე­პუ­ტა­ტი ალ­ხას კვი­ცი­ნია აცხა­დებს, რომ "გა­ლის, ოჩამ­ჩი­რი­სა და ტყვარ­ჩე­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის პას­პორ­ტი­ზა­ცი­ის თემა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა მოგ­ვარ­დეს".

შე­გახ­სე­ნებთ, რაულ ხა­ჯიმ­ბას ე.წ. პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს, მსგავ­სი სა­კი­თხე­ბის წა­მო­წე­ვას ან­ქვა­ბი-ბჟა­ნი­ას გუნ­დი მი­უ­ღებ­ლად მი­იჩ­ნევ­და და გა­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბად აღიქ­ვამ­და. რო­გორც ისი­ნი აცხა­დებ­დნენ, ად­გი­ლობ­რივ ქარ­თვე­ლებს სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვთ, იქ იცხოვ­რონ, ბევ­რი მი­ზე­ზის გამო, "თუნ­დაც იმი­ტომ, რომ მათ იქა­უ­რო­ბა 90-იანი წლე­ბის ომის შემ­დე­გაც არ და­უ­ტო­ვე­ბი­ათ და კი­დევ - გა­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას აფხა­ზე­თის ეკო­ნო­მი­კა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­აქვს. მათი იზო­ლა­ცია არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა მოხ­დეს, პი­რი­ქით, მათი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის ყვე­ლა­ნა­ი­რი ნა­ბი­ჯი უნდა გა­და­იდ­გას", - აცხა­დებ­დნენ ან­ქვა­ბი-ბჟა­ნი­ას გუნ­დის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

მა­შინ აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა მათ გან­ცხა­დე­ბებს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პი­არს უწო­დებ­და, რად­გან ხა­ჯიმ­ბას ოპო­ნენ­ტებს კარ­გად ჰქონ­დათ გა­აზ­რე­ბუ­ლი, რომ გა­ლის რა­ი­ო­ნი ხმე­ბის მხრივ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სარ­ფი­ა­ნი ად­გი­ლი იყო. სწო­რედ ამით აიხ­სნე­ბო­და მათი ხში­რი ვი­ზი­ტი გა­ლის რა­ი­ონ­ში.

"გა­ვი­და დრო და ას­ლან ბჟა­ნი­ას მთავ­რო­ბაც მი­ად­გა გალს, რო­გორც კუნ­ძულს, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი მხა­რის­გა­ნაც ბა­რი­ე­რი აშო­რებს და და­ნარ­ჩენ აფხა­ზეთ­შიც მისი ინ­ტეგ­რა­ცია ვერა და ვერ მო­ხერ­ხდა", - წე­რენ აფხა­ზე­ბი ბოლო დღე­ებ­ში გალ­სა და ოჩამ­ჩი­რე­ში შექ­მნილ ე.წ. დო­კუ­მენ­ტა­ცი­ურ გა­უ­გებ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"აფხა­ზე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ჯერ კი­დევ 2014 წელს იმ­სჯე­ლა ამ სა­კი­თხის გარ­შე­მო და მი­ი­ღო დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც გა­ლის, ოჩამ­ჩი­რი­სა და ტყვარ­ჩე­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის პას­პორ­ტი­ზა­ცია უნდა მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი­ყო, რაც ჩემი აზ­რით, და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბა იყო და მას­ში უამ­რა­ვი შეც­დო­მაა. რა ხდე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ საქ­მე ეხე­ბათ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც აქ ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ აფხა­ზე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­და? - ეს სა­კი­თხის ერთი მხა­რეა. თუმ­ცა არის მე­ო­რე მხა­რეც - ის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა, ვინც აფხა­ზეთ­სა და აფხა­ზებს ეხ­მა­რე­ბო­და. ჩვენ არ ვაძ­ლევთ მათ პას­პორ­ტებს, ფორ­მა N9-ს... ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის შიგ­ნით უთან­ხმო­ე­ბა­სა და კი­თხვის ნიშ­ნებს იწ­ვევს... ამი­ტომ რა­ღაც ერ­თი­ა­ნი გა­მო­სა­ვა­ლი უნდა ვი­პო­ვოთ, რათა ეს სა­კი­თხი ერთხელ და სა­მუ­და­მოდ მოგ­ვარ­დეს", - აცხა­დებს კვი­ცი­ნია.

გა­ლის რა­ი­ო­ნის ე.წ. დე­პუ­ტა­ტი ოლგა ბე­ლო­უსო­ვა "პარ­ლა­მენ­ტის სპი­კერს", ვა­ლე­რი კვარ­ჩი­ას მი­მარ­თავს, გა­ნი­ხი­ლონ გა­ლის რა­ი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი. მისი თქმით, რო­დე­საც ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბამ სა­მურ­ზა­ყა­ნოს მო­სახ­ლე­ო­ბას დაბ­რუ­ნე­ბის­კენ მო­უ­წო­და, ის მათ მტრე­ბად არ მი­იჩ­ნევ­და.

"ჩვენ გვსურს იცო­დეთ, რომ 2016 წელს ჩვე­ნი პას­პორ­ტე­ბის ანუ­ლი­რე­ბით, მხო­ლოდ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა კი არ წაგ­ვარ­თვით, დაგ­ვამ­ცი­რეთ კი­დეც, რად­გან ჩვენს შვი­ლებს მო­მა­ვა­ლი წა­არ­თვით. ისი­ნი აქა­ურ სკო­ლებ­ში სწავ­ლის პერ­სპექ­ტი­ვას ვერ ხე­და­ვენ, გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­დი­ან, სა­დაც მა­ღა­ლი დო­ნის გა­ნათ­ლე­ბას იღე­ბენ, სპე­ცი­ა­ლო­ბებს ეუფ­ლე­ბი­ან და უკან აღა­რას­დროს ბრუნ­დე­ბი­ან", - აცხა­დებს ბე­ლო­უსო­ვა, რომ­ლის მი­მარ­თვა­საც Апсадгьыл-инфо-ავ­რცე­ლებს.

მი­სი­ვე თქმით, გა­ლე­ლი ექი­მე­ბი თავ­და­უ­ზო­გა­ვად იბ­რძვი­ან გუ­და­უ­თის კო­ვიდ-ჰოს­პი­ტალ­ში პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად და ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ი­მე პრინ­ცი­პით შერ­ჩე­ვა მი­უ­ღე­ბე­ლია.

"აფხა­ზეთ­ში "ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბის" დო­კუ­მენ­ტის გა­ცე­მას­თან სეგ­რე­გა­ცი­უ­ლი მიდ­გო­მა ად­გი­ლობ­რი­ვი, ძი­რძვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბას კი­დევ ერთხელ არ­ღვევს. ამ გარ­თუ­ლე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო, მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი იძუ­ლე­ბუ­ლია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი და­ტო­ვოს, რად­გან სხვა გა­მო­სა­ვალს ვერ ხე­დავს. აფხა­ზე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა და მიდ­გო­მა გა­ლის რა­ი­ო­ნის პას­პორ­ტი­ზა­ცი­ა­სა და აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არაჰუ­მა­ნუ­რია. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შენი ხალ­ხი "შე­ნი­ა­ნე­ბად" და "უცხო­ე­ბად" დაყო?" - აცხა­დებს ბე­ლო­უსო­ვა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, გა­ლის ქარ­თვე­ლო­ბის (ისი­ნი გა­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას ყო­ველ­თვის "მინ­გრელ­ცე­ბად" მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ) თე­მის კი­დევ ერთხელ წა­მო­წე­ვას რამ­დე­ნი­მე ახ­სნა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს, - პირ­ვე­ლი, რო­გორც ჩანს, გარ­თუ­ლე­ბუ­ლი პან­დე­მი­უ­რი ვი­თა­რე­ბის გამო, ქარ­თუ­ლი მხა­რის­გან რა­ღაც "მას­შტა­ბუ­რის მო­თხოვ­ნას" გეგ­მა­ვენ; მე­ო­რე - ენ­გუ­რის ხი­დის გახ­სნის შემ­დეგ იცი­ან, რომ გა­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის დოვ­ლა­თი ქარ­თუ­ლი ბაზ­რე­ბის­კენ და­ი­წყებს დი­ნე­ბას და ცდი­ლო­ბენ, ეს რო­გორ­მე შე­ა­ფერ­ხონ.

ახლა რე­გი­ონ­ში კო­ვიდ-პან­დე­მია, ფაქ­ტობ­რი­ვად, უკონ­ტრო­ლოა, რა­მაც გარ­თუ­ლე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი კი­დევ უფრო და­ამ­ძი­მა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ყუ­რა­დღე­ბის სხვა თე­მა­ზე გა­და­ტა­ნა სჭირ­დე­ბა, ამი­ტომ გა­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას მი­ად­გნენ. კი­დევ ერთი, მომ­დევ­ნო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ჯერ შო­რია და მა­ნამ­დე ცდი­ლო­ბენ, გა­ლის, ოჩამ­ჩი­რი­სა და ტყვარ­ჩე­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის სა­კი­თხი ერთხელ და სა­მუ­და­მოდ მო­აგ­ვა­რონ.

"პას­პორ­ტი­ზა­ცი­ის თემა რომ ისევ წა­მოს­წი­ეს, ვიცი, მაგ­რამ ჯერ მეტი არა­ფე­რი უთ­ქვამთ. როცა სი­ტუ­ა­ცია მწვავ­დე­ბა და ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნა სჭირ­დე­ბათ, მა­შინ ვახ­სენ­დე­ბით. არ ვიცი, ასე­თი შერ­ჩე­ვა, ვინც იბ­რძო­და წა­ვი­დეს და ვინც არა, დარ­ჩეს - ადრე არას­დროს გა­მი­გია", - ამ­ბობს ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

"ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ამ 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ლის რა­ი­ო­ნის და­ნარ­ჩენ აფხა­ზეთ­თან ინ­ტეგ­რა­ცია ვერ მო­ხერ­ხდა. ისი­ნი ყო­ველ­თვის უცხო­ე­ბად მი­იჩ­ნე­ოდ­ნენ და ასეა ახ­ლაც. ამა­ში ჩვენც მიგ­ვი­ძღვის ბრა­ლი, მა­თაც და ქარ­თულ მხა­რე­საც. სა­ბო­ლო­ოდ კი, ყვე­ლა­ფე­რი იმით დას­რულ­დე­ბა, რომ გა­ლის რა­ი­ო­ნი ბი­უ­ჯეტ­ში კარ­გა მოზ­რდილ თან­ხას შე­ი­ტანს და ყვე­ლა­ფე­რი ცოტა ხნით ჩა­წყნარ­დე­ბა", - წერს ივან გიც­ბა abkhaz-auto.ru-ს კო­მენ­ტა­რებ­ში.

"ვე­ლუ­რი ტო­მი­ვით ვიქ­ცე­ვით, როცა გვინ­და მტრე­ბი არი­ან, როცა არა - მოყ­ვა­რე და ჩვე­ნი­ა­ნე­ბი. რა და­უ­შა­ვა ამ ხალ­ხმა ამ 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აფხა­ზეთს ისე­თი, რაც ჩვენ, ან ჩვენს კო­რუმ­პი­რე­ბულ მთავ­რო­ბას არ და­უ­შა­ვე­ბია? რის გამო მი­ვიჩ­ნევთ მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან ადა­მი­ა­ნე­ბად მათ, ვინც ომის შემ­დეგ და­ი­ბა­და? მათ არც პას­პორ­ტი აქვთ, არც მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა. ამი­ტო­მაც მი­დი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში. ფაქ­ტია, ჯერ ვერ ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დით სა­ხელ­მწი­ფოდ", - წერს რიმა ხიშ­ბა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
54

რომ აშენებულიყო ანაკლიის პორტი (თუ ლაზიკა სახელად არ მოგწონდათ!), აფხაზეთის დაბრუნების საკითხიც ფაქტობრივად დიდწილად გადაწყდებოდა, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება ვოვას ხომ არ აწყენინებდა!

დ.დ.
29

ამხ. გელა ! შენისთანა გენიოსი, კიდევ რამდენი გაზარდა შენმა მშობლებმა, ჰა ! გაამხილე, ნუ გერიდება !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"თავისიანებად" და "უცხოებად" დაყოფილი გალელების გაურკვეველი ბედი - რას უპირებს აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა გალში, ოჩამჩირესა და ტყვარჩელში მცხოვრებ ქართველებს?

"თავისიანებად" და "უცხოებად" დაყოფილი გალელების გაურკვეველი ბედი - რას უპირებს აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა გალში, ოჩამჩირესა და ტყვარჩელში მცხოვრებ ქართველებს?

რამდენიმეხნიანი პაუზის შემდეგ, გალსა და ოჩამჩირეში მცხოვრები ქართველების "დოკუმენტაციის მოწესრიგების" საკითხი კვლავ აქტუალური გახდა. ადგილობრივი ე.წ. დეპუტატი ალხას კვიცინია აცხადებს, რომ "გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის მოსახლეობის პასპორტიზაციის თემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს".

შეგახსენებთ, რაულ ხაჯიმბას ე.წ. პრეზიდენტობის დროს, მსგავსი საკითხების წამოწევას ანქვაბი-ბჟანიას გუნდი მიუღებლად მიიჩნევდა და გალის მოსახლეობის შევიწროებად აღიქვამდა. როგორც ისინი აცხადებდნენ, ადგილობრივ ქართველებს სრული უფლება აქვთ, იქ იცხოვრონ, ბევრი მიზეზის გამო, "თუნდაც იმიტომ, რომ მათ იქაურობა 90-იანი წლების ომის შემდეგაც არ დაუტოვებიათ და კიდევ - გალის მოსახლეობას აფხაზეთის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. მათი იზოლაცია არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს, პირიქით, მათი ინტეგრაციისთვის ყველანაირი ნაბიჯი უნდა გადაიდგას", - აცხადებდნენ ანქვაბი-ბჟანიას გუნდის წარმომადგენლები.

მაშინ აფხაზეთის მოსახლეობა მათ განცხადებებს წინასაარჩევნო პიარს უწოდებდა, რადგან ხაჯიმბას ოპონენტებს კარგად ჰქონდათ გააზრებული, რომ გალის რაიონი ხმების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე სარფიანი ადგილი იყო. სწორედ ამით აიხსნებოდა მათი ხშირი ვიზიტი გალის რაიონში.

"გავიდა დრო და ასლან ბჟანიას მთავრობაც მიადგა გალს, როგორც კუნძულს, რომელსაც ქართული მხარისგანაც ბარიერი აშორებს და დანარჩენ აფხაზეთშიც მისი ინტეგრაცია ვერა და ვერ მოხერხდა", - წერენ აფხაზები ბოლო დღეებში გალსა და ოჩამჩირეში შექმნილ ე.წ. დოკუმენტაციურ გაუგებრობასთან დაკავშირებით.

"აფხაზეთის ხელმძღვანელობამ ჯერ კიდევ 2014 წელს იმსჯელა ამ საკითხის გარშემო და მიიღო დოკუმენტი, რომლის თანახმადაც გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის მოსახლეობის პასპორტიზაცია უნდა მოწესრიგებულიყო, რაც ჩემი აზრით, დაუფიქრებელი გადაწვეტილება იყო და მასში უამრავი შეცდომაა. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ საქმე ეხებათ იმ ადამიანებს, ვინც აქ ცხოვრობდა, მაგრამ აფხაზების წინააღმდეგ იბრძოდა? - ეს საკითხის ერთი მხარეა. თუმცა არის მეორე მხარეც - ის მშვიდობიანი მოსახლეობა, ვინც აფხაზეთსა და აფხაზებს ეხმარებოდა. ჩვენ არ ვაძლევთ მათ პასპორტებს, ფორმა N9-ს... ასეთი დამოკიდებულება საზოგადოების შიგნით უთანხმოებასა და კითხვის ნიშნებს იწვევს... ამიტომ რაღაც ერთიანი გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, რათა ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს", - აცხადებს კვიცინია.

გალის რაიონის ე.წ. დეპუტატი ოლგა ბელოუსოვა "პარლამენტის სპიკერს", ვალერი კვარჩიას მიმართავს, განიხილონ გალის რაიონის მოსახლეობის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საკითხები. მისი თქმით, როდესაც ვლადისლავ არძინბამ სამურზაყანოს მოსახლეობას დაბრუნებისკენ მოუწოდა, ის მათ მტრებად არ მიიჩნევდა.

"ჩვენ გვსურს იცოდეთ, რომ 2016 წელს ჩვენი პასპორტების ანულირებით, მხოლოდ მოქალაქეობა კი არ წაგვართვით, დაგვამცირეთ კიდეც, რადგან ჩვენს შვილებს მომავალი წაართვით. ისინი აქაურ სკოლებში სწავლის პერსპექტივას ვერ ხედავენ, განათლების მისაღებად საქართველოში მიდიან, სადაც მაღალი დონის განათლებას იღებენ, სპეციალობებს ეუფლებიან და უკან აღარასდროს ბრუნდებიან", - აცხადებს ბელოუსოვა, რომლის მიმართვასაც Апсадгьыл-инфо-ავრცელებს.

მისივე თქმით, გალელი ექიმები თავდაუზოგავად იბრძვიან გუდაუთის კოვიდ-ჰოსპიტალში პაციენტების გადასარჩენად და ადამიანების რაიმე პრინციპით შერჩევა მიუღებელია.

"აფხაზეთში "ცხოვრების უფლების" დოკუმენტის გაცემასთან სეგრეგაციული მიდგომა ადგილობრივი, ძირძველი მოსახლეობის უფლებას კიდევ ერთხელ არღვევს. ამ გართულებული სიტუაციის გამო, მოსახლეობის ნაწილი იძულებულია საცხოვრებელი სახლი დატოვოს, რადგან სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. აფხაზეთის ხელისუფლების პოლიტიკა და მიდგომა გალის რაიონის პასპორტიზაციასა და აფხაზეთის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, არაჰუმანურია. როგორ შეიძლება შენი ხალხი "შენიანებად" და "უცხოებად" დაყო?" - აცხადებს ბელოუსოვა.

ადგილობრივების თქმით, გალის ქართველობის (ისინი გალის მოსახლეობას ყოველთვის "მინგრელცებად" მოიხსენიებენ) თემის კიდევ ერთხელ წამოწევას რამდენიმე ახსნა შეიძლება ჰქონდეს, - პირველი, როგორც ჩანს, გართულებული პანდემიური ვითარების გამო, ქართული მხარისგან რაღაც "მასშტაბურის მოთხოვნას" გეგმავენ; მეორე - ენგურის ხიდის გახსნის შემდეგ იციან, რომ გალის მოსახლეობის დოვლათი ქართული ბაზრებისკენ დაიწყებს დინებას და ცდილობენ, ეს როგორმე შეაფერხონ.

ახლა რეგიონში კოვიდ-პანდემია, ფაქტობრივად, უკონტროლოა, რამაც გართულებული სოციალური ფონი კიდევ უფრო დაამძიმა და ხელმძღვანელობას ყურადღების სხვა თემაზე გადატანა სჭირდება, ამიტომ გალის მოსახლეობას მიადგნენ. კიდევ ერთი, მომდევნო არჩევნებამდე ჯერ შორია და მანამდე ცდილობენ, გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის მოსახლეობის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარონ.

"პასპორტიზაციის თემა რომ ისევ წამოსწიეს, ვიცი, მაგრამ ჯერ მეტი არაფერი უთქვამთ. როცა სიტუაცია მწვავდება და ყურადღების გადატანა სჭირდებათ, მაშინ ვახსენდებით. არ ვიცი, ასეთი შერჩევა, ვინც იბრძოდა წავიდეს და ვინც არა, დარჩეს - ადრე არასდროს გამიგია", - ამბობს ambebi.ge-სთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი.

"ყველამ ვიცით, რომ ამ 30 წლის განმავლობაში გალის რაიონის დანარჩენ აფხაზეთთან ინტეგრაცია ვერ მოხერხდა. ისინი ყოველთვის უცხოებად მიიჩნეოდნენ და ასეა ახლაც. ამაში ჩვენც მიგვიძღვის ბრალი, მათაც და ქართულ მხარესაც. საბოლოოდ კი, ყველაფერი იმით დასრულდება, რომ გალის რაიონი ბიუჯეტში კარგა მოზრდილ თანხას შეიტანს და ყველაფერი ცოტა ხნით ჩაწყნარდება", - წერს ივან გიცბა abkhaz-auto.ru-ს კომენტარებში.

"ველური ტომივით ვიქცევით, როცა გვინდა მტრები არიან, როცა არა - მოყვარე და ჩვენიანები. რა დაუშავა ამ ხალხმა ამ 30 წლის განმავლობაში აფხაზეთს ისეთი, რაც ჩვენ, ან ჩვენს კორუმპირებულ მთავრობას არ დაუშავებია? რის გამო მივიჩნევთ მეორეხარისხოვან ადამიანებად მათ, ვინც ომის შემდეგ დაიბადა? მათ არც პასპორტი აქვთ, არც მოქალაქეობა. ამიტომაც მიდიან საქართველოში. ფაქტია, ჯერ ვერ ჩამოვყალიბდით სახელმწიფოდ", - წერს რიმა ხიშბა.

ორმხრივი სროლა სოხუმში, რომელიც ქემალ არძინბას ჩაცხრილვის ფაქტს უკავშირდება - აფხაზეთში ე.წ. ქურდული ომები გრძელდება

რუსი ტურისტები დე ფაქტო აფხაზეთთან "საზღვრის" ჩაკეტვას მოითხოვენ - რა ხდება ოკუპირებულ რეგიონში

"ერთ-ერთი ცხედარი, რომელიც თბილისში გადმოასვენეს და ექსპერტიზა ჩაუტარდა, კოტე ანდრიაძეა..." - ჟურნალისტი აფხაზეთის ომის გმირთან უკანასკნელ შეხვედრას იხსენებს