სპორტი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა" - საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელი სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება
"მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა" - საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელი სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება

გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი, ლე­ვან მა­ი­საშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც იო­ჰა­ნეს­ბურ­გის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­და­ვა­მოწ­მეთ ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის პრეს­ცენ­ტრში, სა­დაც გან­გვი­ცხა­დეს:

"სამ­ხრეთ აფ­რი­კას­თან თა­მა­შის შემ­დგომ გუნდში გა­მოვ­ლინ­და რამ­დე­ნი­მე კო­ვიდ­შემ­თხვე­ვა, მათ შო­რის და­ინ­ფი­ცირ­და მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი ლე­ვან მა­ი­საშ­ვი­ლი, რომ­ლის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არის სტა­ბი­ლუ­რად მძი­მე, აღე­ნიშ­ნე­ბა ფილ­ტვე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა, იგი გა­დაყ­ვა­ნი­ლია ხე­ლოვ­ნურ მარ­თვით სუნ­თქვა­ზე.

მისი მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია რო­გორც ქარ­თუ­ლი, ისე სამ­ხრეთ აფ­რი­კის მხა­რე - სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის კავ­ში­რი და მისი სა­მე­დი­ცი­ნო ჯგუ­ფი, ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბა გუნ­დის ექი­მი ნუცა შა­მა­თა­ვა. ჩარ­თუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სუ­ლი სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში, სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ექი­მი ვახ­ტანგ რეხ­ვი­აშ­ვი­ლი. ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა იმის­თვის, რომ მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დეს. ლე­ვან მა­ი­საშ­ვი­ლი დღეს გა­და­იყ­ვა­ნეს სამ­ხრეთ აფ­რი­კის ერთ-ერთ მა­ღა­ლი დო­ნის კლი­ნი­კა­ში, რო­მე­ლიც უახ­ლე­სი სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით მარ­თავს კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს. რაც შე­ე­ხე­ბა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მო­თა­მა­შე­ებს, რომ­ლებ­საც ასე­ვე და­უ­დას­ტურ­დათ კო­ვიდ 19, მათი მდგო­მა­რე­ო­ბა არის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი. სამი მო­თა­მა­შე რო­მელ­საც აფ­რი­კა­ში­ვე და­უ­დას­ტურ­და ვირუ­სი, ხვალ ას­რუ­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას და გა­მო­ემ­გზავ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ხოლო ისი­ნი ვინც ჩა­მო­ვიდ­ნენ და აქ აღ­მო­აჩ­ნდათ ვირუ­სი, უმე­ტე­სო­ბა უკვე მორ­ჩა მკურ­ნა­ლო­ბის კურსს და არი­ან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში".

შე­გახ­სე­ნებთ, 2 ივ­ლისს, სამ­ხრეთ აფ­რი­კას­თან გა­მარ­თუ­ლი მატ­ჩის შემ­დეგ, ორი­ვე გუნ­დის რი­გებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და.

ავ­ტო­რი: ლადო გო­გო­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
VVV
1

ღმერთმა დალოცოს და გადაარჩინოს!

Picaso
44

ამაზე ჯანმრთელი არის ვინმე? კიდევ არ გჯერავთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა" - საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელი სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება

"მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა" - საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელი სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება

გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით ინფიცირებულია საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლევან მაისაშვილი, რომელიც იოჰანესბურგის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.

ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ ეროვნული ნაკრების პრესცენტრში, სადაც განგვიცხადეს:

"სამხრეთ აფრიკასთან თამაშის შემდგომ გუნდში გამოვლინდა რამდენიმე კოვიდშემთხვევა, მათ შორის დაინფიცირდა მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, რომლის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, აღენიშნება ფილტვების დაზიანება, იგი გადაყვანილია ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე.

მისი მკურნალობის პროცესში ჩართულია როგორც ქართული, ისე სამხრეთ აფრიკის მხარე - საქართველოს რაგბის კავშირი და მისი სამედიცინო ჯგუფი, ადგილზე იმყოფება გუნდის ექიმი ნუცა შამათავა. ჩართულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, საქართველოს კონსული სამხრეთ აფრიკაში, სამხრეთ აფრიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ვახტანგ რეხვიაშვილი. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მომდევნო დღეებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ლევან მაისაშვილი დღეს გადაიყვანეს სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ მაღალი დონის კლინიკაში, რომელიც უახლესი სამედიცინო აღჭურვილობით მართავს კოვიდინფიცირებულ პაციენტებს. რაც შეეხება ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს, რომლებსაც ასევე დაუდასტურდათ კოვიდ 19, მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. სამი მოთამაშე რომელსაც აფრიკაშივე დაუდასტურდა ვირუსი, ხვალ ასრულებს მკურნალობას და გამოემგზავრება საქართველოში, ხოლო ისინი ვინც ჩამოვიდნენ და აქ აღმოაჩნდათ ვირუსი, უმეტესობა უკვე მორჩა მკურნალობის კურსს და არიან თვითიზოლაციაში".

შეგახსენებთ, 2 ივლისს, სამხრეთ აფრიკასთან გამართული მატჩის შემდეგ, ორივე გუნდის რიგებში კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

ავტორი: ლადო გოგოლაძე

საკეისრო კვეთის შემდეგ კოვიდინფიცირებული ქალი გარდაიცვალა - ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 1 თვის განმავლობაში მკურნალობდა

აბასთუმანში, ტყეში ხანძარია

საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 129 769 ადამიანი - რა ინფორმაციას ავრცელებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი