სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო ქალი, რომელიც ცნობილმა მხატვარმა სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში ახსენა - და კიდევ 9 ნაკლებად ცნობილი ფაქტი გუსტავ კლიმტის შესახებ
ვინ იყო ქალი, რომელიც ცნობილმა მხატვარმა სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში ახსენა - და კიდევ 9 ნაკლებად ცნობილი ფაქტი გუსტავ კლიმტის შესახებ

„ვი­საც ჩემ შე­სა­ხებ რა­მის გა­გე­ბა უნდა, ყუ­რა­დღე­ბით და­აკ­ვირ­დნენ ჩემს ნა­ხა­ტებს. იქ აღ­მო­ა­ჩე­ნენ, თუ ვინ ვარ და რა მინ­და,“ - ეს სი­ტყვე­ბი მსოფ­ლი­ოს დი­დე­ბულ მხატ­ვარს, გუს­ტავ კლიმტს ეკუთ­ვნის. მარ­თლაც, კლიმ­ტი თით­ქმის არა­სო­დეს არ სა­უბ­რობ­და თუ წერ­და თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ. რაც უნდა გულ­დას­მით და­ვაკ­ვირ­დეთ მის ნა­მუ­შევ­რებს, ფაქ­ტია, რომ დიდ მხატ­ვარს დიდი აზ­რის მარ­ტი­ვად მი­წო­დე­ბა ნაკ­ლე­ბად ჰყვა­რე­ბია, რად­გან მისი ნა­ხა­ტე­ბი დღემ­დე თავ­სა­ტეხს უჩენს ხე­ლოვ­ნე­ბის მკვლევ­რებს.

კლიმ­ტის ნა­ხა­ტე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ, ბევ­რია ჰი­პო­თე­ზა, ლე­გენ­დაც და ჭო­რიც, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ სიმ­ბო­ლიზ­მის ოს­ტატ­მა მსოფ­ლი­ოს დიდი მემ­კვიდ­რე­ო­ბა და­უ­ტო­ვა, რომ­ლის შე­სა­ხებ მსჯე­ლო­ბას, ალ­ბათ, ბოლო არ უწე­რია. თუკი გიყ­ვართ კლიმ­ტის შე­მოქ­მე­დე­ბა, გსურთ მისი ნა­ხა­ტე­ბის ზუს­ტი ას­ლე­ბით დატ­კბეთ და თა­ნაც მხატ­ვრის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც გა­ეც­ნოთ, გე­ტყვით, რომ 19 ივ­ლი­სი­დან გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ ცნო­ბი­ლი სე­რი­ის „დიდი მხატ­ვრე­ბის“ ახა­ლი, გუს­ტავ კლიმ­ტის ალ­ბო­მი. ალ­ბო­მის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 15 ლარი, გა­ზეთთ­თან ერ­თად - 17 ლარი.

რო­დე­საც კლიმ­ტის შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბენ, ყვე­ლას მისი ცნო­ბი­ლი ნა­ხა­ტი „კოც­ნა“ და მის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი ჰი­პო­თე­ზე­ბი ახ­სენ­დე­ბა, მაგ­რამ დღეს ჩვენ მას არც კი ვახ­სე­ნებთ... არა­მედ კლიმ­ტის შე­სა­ხებ 10 ისეთ გა­სა­ო­ცარ ფაქტს გა­გაც­ნობთ, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ან­მა იცის.

1. 14 წლის ასაკ­ში მო­ი­პო­ვა ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლის სტი­პენ­დია

კლიმ­ტი 1862 წელს ვე­ნის მახ­ლობ­ლად, ბა­უმ­გარ­ტენ­ში და­ი­ბა­და. იგი შვი­დი შვი­ლი­დან მე­ო­რე იყო. დე­და­მი­სი ნი­ჭი­ე­რი მუ­სი­კო­სი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც ოპე­რის მომ­ღერ­ლო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, თუმ­ცა ოჯა­ხის გამო თა­ვი­სი ოც­ნე­ბა აუხ­დე­ნე­ლი დარ­ჩა. კლიმ­ტის მამა იუ­ვე­ლირ-გრა­ვი­ო­რი და ნი­ჭი­ე­რი მხატ­ვა­რი იყო, რო­მე­ლიც ბავ­შვებს პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ას­წავ­ლი­და ხატ­ვას. ოჯა­ხი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად ცხოვ­რობ­და და დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი არ ჰქონ­დათ, ამი­ტომ, ფაქ­ტობ­რი­ვად, კლიმტმა სა­სურ­ვე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა იმ სტი­პენ­დი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბით შეძ­ლო, რო­მე­ლიც 14 წლის ასაკ­ში მო­ი­პო­ვა. მალე მის გზას გაჰ­ყვა უმ­ცრო­სი ძმა ერ­ნეს­ტიც.

2. კა­რი­ე­რა ინ­ტე­რი­ე­რის მხატ­ვრო­ბით და­ი­წყო

კლიმ­ტი აკა­დე­მი­ის ვარ­სკვლა­ვუ­რი მოს­წავ­ლე იყო. მან თა­ვი­სი ნი­ჭით ჯერ კი­დევ სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბამ­დე არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა შეძ­ლო. სას­წავ­ლე­ბელ­ში მისი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ფერ­წე­რა იყო. სას­წავ­ლებ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ თა­ვის ძმა ერ­ნესტთან და მე­გო­ბარ მხატ­ვარ ფრანც მატჩთან ერ­თად და­ა­არ­სა ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნის სტუ­დია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სწო­რედ მათ გა­ა­ფორ­მეს ვე­ნის ბურგთე­ატ­რი და სამ­ხატ­ვრო-ის­ტო­რი­უ­ლი მუ­ზე­უ­მი. გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ო­თი იმ­დე­ნად მო­ი­ხიბ­ლა იმ­პე­რა­ტო­რი ფრანც იო­სეფ I, რომ ისი­ნი ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით და­ა­ჯილ­დო­ვა.

კლიმ­ტის სტუ­დია მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ

3. ოჯა­ხურ­მა ტრა­გე­დი­ამ რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა კლიმ­ტის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ხედ­ვა და მი­მარ­თუ­ლე­ბა

ძმე­ბი კლიმ­ტე­ბი და ფრანც მატ­ჩი 1890 წელს ვე­ნის მხატ­ვარ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რე­ბი გახ­დნენ. მათი ტრიო წინ მი­ი­წევ­და, თუმ­ცა ერთი წლის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა, რო­დე­საც კლიმ­ტის მამა და ერ­ნეს­ტი გარ­და­იც­ვალ­ნენ. ოჯა­ხურ­მა ტრა­გე­დი­ამ იმ­დე­ნად იმოქ­მე­და კლიმ­ტის ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ზე, რომ მან შე­მოქ­მე­დე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბაც კი შე­იც­ვა­ლა - უარი თქმა კლა­სი­ციზ­მზე და მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში სიმ­ბო­ლიზ­მის ხანა და­ი­წყო.

1897 წელს ვე­ნის მხატ­ვარ­თა ასო­ცი­ა­ცია და­ტო­ვა და ახა­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა და­ა­ფუძნა, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდა, არატ­რა­დი­ცი­უ­ლი მხატ­ვრო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს უჭერ­და მხარს არა მხო­ლოდ ავ­სტრი­ა­ში, არა­მედ სა­ზღვრებს გა­რე­თაც. პა­რა­ლე­ლუ­რად მხატ­ვარ­თა სტუ­დი­ა­ში მუ­შა­ო­ბა­საც აგ­რძე­ლებ­და, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც ვე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ფრეს­კე­ბი პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლად მი­იჩ­ნი­ეს და უარ­ყვეს, კლიმტმა და­ი­ფი­ცა, რომ სა­ჯა­რო სივ­რცე­ე­ბის მხატ­ვრო­ბა­ზე სა­მუ­და­მოდ უარს ამ­ბობ­და.

4. კლიმტს კა­ტე­ბი უყ­ვარ­და... თუმ­ცა ქა­ლე­ბი - უფრო

ცნო­ბი­ლი მხატ­ვა­რი ასე­ვე ცნო­ბი­ლი მე­ქალ­თა­ნე გახ­ლდათ, რომ­ლის­თვი­საც უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას ქა­ლუ­რი სი­ლა­მა­ზე და სექ­სი წარ­მო­ად­გენ­და. ამ­ბობ­დნენ, რომ ყვე­ლა ქალი, ვისი პორ­ტრე­ტიც კი ოდეს­მე და­უ­ხა­ტავს, მისი საყ­ვა­რე­ლი იყო და, სულ მცი­რე, 14 უკა­ნო­ნო შვი­ლი ჰყავ­და, რო­მელ­თა­გან ოფი­ცი­ა­ლუ­რად მხო­ლოდ 4 აღი­ა­რა. მე­ო­რე მხრივ, ქა­ლე­ბიც გიჟ­დე­ბოდ­ნენ კლიმტზე. მათ ხომ შე­ეძ­ლოთ გა­თე­ნე­ბი­დან და­ღა­მე­ბამ­დე სრუ­ლი­ად შიშ­ვლე­ბი გა­უნ­ძრევ­ლად ყო­ფი­ლიყ­ვნენ კლიმ­ტის კა­ტე­ბით სავ­სე სტუ­დი­ა­ში, სა­ნამ მხატ­ვა­რი მათ ხა­ტავ­და.

5. დრო­ე­ბი­თი გა­ტა­ცე­ბე­ბის გარ­და, ერთი ხან­გრძლი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და

რაც უნდა გა­საკ­ვი­რი იყოს, კლიმ­ტის ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი და ინ­ტი­მუ­რი მე­გობ­რო­ბა მხო­ლოდ ერთ ადა­მი­ან­თან - ემი­ლი ფლო­გეს­თან შედ­გა, რო­მე­ლიც მისი ძმის ცო­ლის და, ვე­ნის მო­დის სა­ლო­ნის მფლო­ბე­ლი იყო. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად არა­ვინ იცის, მათ შო­რის ფი­ზი­კუ­რი კავ­ში­რიც იყო თუ არა, თუმ­ცა ღრმა სუ­ლი­ერ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ეჭვი არა­ვის ეპა­რე­ბა. ემი­ლი მხატ­ვრის არა­ერთ ნა­მუ­შე­ვარ­ში ჩანს (ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ცნო­ბილ „კოც­ნა­ში“ კლიმ­ტი და ემი­ლი არი­ან გა­მო­სა­ხულ­ნი). რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, კლიმ­ტის უკა­ნას­კნე­ლი სი­ტყვე­ბი იყო: „ემი­ლის გა­უგ­ზავ­ნე“.

6. ბი­ზან­ტი­ურ­მა მო­ზა­ი­კამ უდი­დე­სი გავ­ლე­ნა იქო­ნია მხატ­ვრის „ოქ­როს ხა­ნა­ზე“

კლიმ­ტი არც ისე ხში­რად მოგ­ზა­უ­რობ­და, თუმ­ცა, რო­გორც ცნო­ბი­ლია, ერთხელ ვე­ნე­ცია და რა­ვე­ნა მო­ი­ნა­ხუ­ლა. ორი­ვე ქა­ლა­ქი ცნო­ბი­ლია ბრწყინ­ვა­ლე, ოქ­როს­ფე­რი ბი­ზან­ტი­უ­რი მო­ზა­ი­კით, რა­მაც მხატ­ვარ­ზე უდი­დე­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა და სწო­რედ ამის შემ­დეგ იწყე­ბა მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში „ოქ­როს ხანა“ ამ ფრა­ზის პირ­და­პი­რი და ირი­ბი გა­გე­ბით.

7. კლიმ­ტის ნა­ხა­ტი „ადელ ბლოხ-ბა­უ­ერ I“ იყო ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნა­ხა­ტი, რო­მე­ლიც ოდეს­მე აუქ­ცი­ონ­ზე გა­ყი­დუ­ლა

ადელ ბლოხ-ბა­უ­ე­რის პორ­ტრე­ტი 1903 წელს მის­მა ქმარ­მა შე­უკ­ვე­თა კლიმტს. ცნო­ბი­ლია, რომ, სა­ნამ პორ­ტრე­ტის სა­ბო­ლოო ვერ­სი­ას შექ­მნი­და, კლიმტმა 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­ხა­ტის 100-მდე ეს­კი­ზი შექ­მნა. თვა­ლის­მომჭრე­ლი პორ­ტრე­ტი ბლოხ-ბა­უ­ე­რე­ბის ოჯახ­ში რჩე­ბო­და მა­ნამ, სა­ნამ ნა­ცის­ტებ­მა ავ­სტრი­ის სა­ხელ­მწი­ფო გა­ლე­რე­ა­ში არ მი­უ­ჩი­ნეს ად­გი­ლი. 2006 წელს ხან­გრძლი­ვი სა­სა­მარ­თლო და­ვის შემ­დეგ ოჯა­ხის ერთ-ერ­თმა შთა­მო­მა­ვალ­მა, მა­რია ალტმან­მა, ნა­მუ­შე­ვარ­ზე უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა. ქალ­მა პორ­ტრე­ტი იმა­ვე წელს გა­ი­ტა­ნა აუქ­ცი­ონ­ზე. ნა­ხა­ტი 135 მლნ დო­ლა­რად გა­ი­ყი­და - ეს იყო ყვე­ლა­ზე დიდი თან­ხა, რაც კი მა­ნამ­დე აუქ­ცი­ონ­ზე გა­ტა­ნილ ნივთში გა­და­უხ­დი­ათ.

8. ცნო­ბი­ლი ავ­სტრი­ე­ლი მხატ­ვა­რი ეგონ შილე მისი პრო­ტეჟე იყო

1907 წელს, რო­დე­საც ეგონ შილე ჯერ კი­დევ თი­ნე­ი­ჯე­რი იყო, თა­ვი­სი კერ­პის, გუს­ტავ კლიმ­ტის მფარ­ვე­ლო­ბის ქვეშ მოხ­ვდა. მათ შო­რის მა­ლე­ვე შედ­გა მტკი­ცე მე­გობ­რუ­ლი კავ­ში­რი. კლიმტმა ახალ­გაზ­რდა სტუ­დენტს არა­ერ­თი მხატ­ვა­რი გა­აც­ნო, ცნო­ბილ გა­ლე­რე­ებ­თან და­ა­კავ­ში­რა და ზო­გა­დად, მისი კა­რი­ე­რის შექ­მნას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უ­წყო ხელი. შილე ბევრ რა­მეს სწავ­ლობ­და თა­ვი­სი მას­წავ­ლებ­ლი­სა და მფარ­ვე­ლის­გან. იგი კლიმტს ასე ახა­სი­ა­თებ­და: შე­უ­და­რე­ბე­ლი პერ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მხატ­ვა­რი, იშ­ვი­ა­თად ღრმა სუ­ლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი...

ეგონ ში­ლეს მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი კლიმ­ტის პორ­ტრე­ტი

9. კლიმ­ტის 14 დი­დე­ბუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი ხან­ძრის შე­დე­გად გა­ნად­გურ­და

1945 წლის 8 მა­ისს ავ­სტრი­ის პა­ტა­რა სოფ­ლის ერთ-ერთ ცი­ხე­ში, სა­დაც ომის პე­რი­ოდ­ში მო­პა­რუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი ინა­ხე­ბო­და, ხან­ძრის შე­დე­გად კლიმ­ტის 14 ნა­მუ­შე­ვა­რი გა­ნად­გურ­და. მათ შო­რის იყო ის ნა­ხა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ვე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჭე­რის­თვის შეს­რულ­და და რო­მელ­თა ნა­წი­ლის ნახ­ვა ახლა მხო­ლოდ ეს­კი­ზე­ბის სა­ხით შეგ­ვიძ­ლია.

10. კლიმ­ტის უკა­ნას­კნე­ლი, და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი შე­იძ­ლე­ბა მისი შე­მოქ­მე­დე­ბის ერთი ნა­წი­ლის გა­სა­ღე­ბი იყოს

ალ­ბათ კარ­გიც კია, რომ მხატ­ვარ­მა ამ ნა­მუ­შევ­რის დას­რუ­ლე­ბა ვერ მო­ას­წრო, რად­გან იგი შე­იძ­ლე­ბა კლიმ­ტის შე­მოქ­მე­დე­ბის ერთი ნა­წი­ლის გა­სა­ღე­ბი იყოს. ნა­ხა­ტის მარ­ჯვე­ნა მხა­რეს დო­ინ­ჯშე­მორ­ტყმუ­ლი ქა­ლია გა­მო­სა­ხუ­ლი, რომ­ლის სხე­უ­ლი სა­ინ­ტე­რე­სოა იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც იგი სავ­სე­ბით შიშ­ვე­ლია, ინ­ტი­მუ­რი ზო­ნის თმაც კი ჩანს. კლიმტს შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლის სა­ფარ­ვე­ლის ხატ­ვა და­უ­წყია, მაგ­რამ, ფაქ­ტია, მისი დას­რუ­ლე­ბა ვერ მო­ას­წრო. შე­საძ­ლე­ბე­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ კლიმ­ტი მის ყვე­ლა ნა­ხატს ასე ხა­ტავ­და? შე­საძ­ლე­ბე­ლია თი­თო­ე­უ­ლი სა­მო­სის ქვეშ სრულ­ყო­ფი­ლი შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლი იმა­ლე­ბო­დეს?..

შე­უძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ ამ ცნო­ბე­ბით ამოვ­წუ­როთ კლიმ­ტის ცხოვ­რე­ბა და შე­მოქ­მე­დე­ბა, თუმ­ცა ამ­ჯე­რად აქ შევ­ჩერ­დე­ბით. შე­გახ­სე­ნებთ, გუს­ტავ კლიმ­ტის ალ­ბო­მის შე­ძე­ნას 19 ივ­ლი­სი­დან გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად შეძ­ლებთ. ალ­ბო­მის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 15 ლარი, გა­ზეთთ­თან ერ­თად - 17 ლარი.

„დიდი მხატ­ვრე­ბის“ სე­რი­ის ალ­ბო­მე­ბით ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო მხატ­ვრე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბას გა­ეც­ნო­ბით, რო­გო­რი­ცაა: ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩი, ვან გოგი, სალ­ვა­დორ დალი, ამა­დეო მო­დი­ლი­ა­ნი, პი­კა­სო და სხვ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ციფ­რუ­ლი ბეჭდ­ვის დამ­სა­ხუ­რე­ბით, მხატ­ვრე­ბის უნი­კა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი წიგ­ნებ­ში თით­ქმის სრუ­ლი სი­ზუს­ტი­თაა გა­და­ტა­ნი­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მხატ­ვრე­ბის ნა­მუ­შევ­რებს ზედ­მი­წევ­ნი­თი სი­ზუს­ტით და­ი­ნა­ხავთ.

ტექ­ნი­კურ სა­კი­თხთან ერ­თად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ალ­ბო­მე­ბის ში­ნა­არ­სიც. „დიდი მხატ­ვრე­ბის“ სე­რია თქვენ­თვის ერ­თგვა­რი გზამ­კვლე­ლი გახ­დე­ბა და მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი მხატ­ვრე­ბის შე­სა­ხებ აქამ­დე უც­ნობ ბი­ოგ­რა­ფი­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­გაც­ნობთ. მათი პი­რა­დი თუ პრო­ფე­სი­უ­ლი ცხოვ­რე­ბა ორ­მა­გად სა­ინ­ტე­რე­სოა იმი­ტო­მაც, რომ არა­ერთ ნა­ხატს სწო­რედ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ფაქ­ტე­ბი თუ მოვ­ლე­ნე­ბი უდევს სა­ფუძ­ვლად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ვინ იყო ქალი, რომელიც ცნობილმა მხატვარმა სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში ახსენა - და კიდევ 9 ნაკლებად ცნობილი ფაქტი გუსტავ კლიმტის შესახებ

ვინ იყო ქალი, რომელიც ცნობილმა მხატვარმა სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში ახსენა - და კიდევ 9 ნაკლებად ცნობილი ფაქტი გუსტავ კლიმტის შესახებ

„ვისაც ჩემ შესახებ რამის გაგება უნდა, ყურადღებით დააკვირდნენ ჩემს ნახატებს. იქ აღმოაჩენენ, თუ ვინ ვარ და რა მინდა,“ - ეს სიტყვები მსოფლიოს დიდებულ მხატვარს, გუსტავ კლიმტს ეკუთვნის. მართლაც, კლიმტი თითქმის არასოდეს არ საუბრობდა თუ წერდა თავისი შემოქმედების შესახებ. რაც უნდა გულდასმით დავაკვირდეთ მის ნამუშევრებს, ფაქტია, რომ დიდ მხატვარს დიდი აზრის მარტივად მიწოდება ნაკლებად ჰყვარებია, რადგან მისი ნახატები დღემდე თავსატეხს უჩენს ხელოვნების მკვლევრებს.

კლიმტის ნახატების შესახებ ბევრს საუბრობენ, ბევრია ჰიპოთეზა, ლეგენდაც და ჭორიც, მაგრამ ფაქტია, რომ სიმბოლიზმის ოსტატმა მსოფლიოს დიდი მემკვიდრეობა დაუტოვა, რომლის შესახებ მსჯელობას, ალბათ, ბოლო არ უწერია. თუკი გიყვართ კლიმტის შემოქმედება, გსურთ მისი ნახატების ზუსტი ასლებით დატკბეთ და თანაც მხატვრის შესახებ ინფორმაციასაც გაეცნოთ, გეტყვით, რომ 19 ივლისიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ცნობილი სერიის „დიდი მხატვრების“ ახალი, გუსტავ კლიმტის ალბომი. ალბომის სპეციალური ფასია 15 ლარი, გაზეთთთან ერთად - 17 ლარი.

როდესაც კლიმტის შესახებ საუბრობენ, ყველას მისი ცნობილი ნახატი „კოცნა“ და მის შესახებ არსებული ჰიპოთეზები ახსენდება, მაგრამ დღეს ჩვენ მას არც კი ვახსენებთ... არამედ კლიმტის შესახებ 10 ისეთ გასაოცარ ფაქტს გაგაცნობთ, რომლებიც ძალიან ცოტა ადამიანმა იცის.

1. 14 წლის ასაკში მოიპოვა ხელოვნების სკოლის სტიპენდია

კლიმტი 1862 წელს ვენის მახლობლად, ბაუმგარტენში დაიბადა. იგი შვიდი შვილიდან მეორე იყო. დედამისი ნიჭიერი მუსიკოსი გახლდათ, რომელიც ოპერის მომღერლობაზე ოცნებობდა, თუმცა ოჯახის გამო თავისი ოცნება აუხდენელი დარჩა. კლიმტის მამა იუველირ-გრავიორი და ნიჭიერი მხატვარი იყო, რომელიც ბავშვებს პატარაობიდანვე ასწავლიდა ხატვას. ოჯახი მოკრძალებულად ცხოვრობდა და დიდი შესაძლებლობები არ ჰქონდათ, ამიტომ, ფაქტობრივად, კლიმტმა სასურველი განათლების მიღება იმ სტიპენდიის დამსახურებით შეძლო, რომელიც 14 წლის ასაკში მოიპოვა. მალე მის გზას გაჰყვა უმცროსი ძმა ერნესტიც.

2. კარიერა ინტერიერის მხატვრობით დაიწყო

კლიმტი აკადემიის ვარსკვლავური მოსწავლე იყო. მან თავისი ნიჭით ჯერ კიდევ სწავლის დასრულებამდე არაერთი ადამიანის აღფრთოვანება შეძლო. სასწავლებელში მისი მთავარი მიმართულება არქიტექტურული ფერწერა იყო. სასწავლებლის დასრულების შემდეგ თავის ძმა ერნესტთან და მეგობარ მხატვარ ფრანც მატჩთან ერთად დააარსა ინტერიერის დიზაინის სტუდია. აღსანიშნავია, რომ სწორედ მათ გააფორმეს ვენის ბურგთეატრი და სამხატვრო-ისტორიული მუზეუმი. გაწეული სამუშაოთი იმდენად მოიხიბლა იმპერატორი ფრანც იოსეფ I, რომ ისინი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

კლიმტის სტუდია მისი გარდაცვალების შემდეგ

3. ოჯახურმა ტრაგედიამ რადიკალურად შეცვალა კლიმტის შემოქმედებითი ხედვა და მიმართულება

ძმები კლიმტები და ფრანც მატჩი 1890 წელს ვენის მხატვართა ასოციაციის წევრები გახდნენ. მათი ტრიო წინ მიიწევდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, როდესაც კლიმტის მამა და ერნესტი გარდაიცვალნენ. ოჯახურმა ტრაგედიამ იმდენად იმოქმედა კლიმტის შინაგან სამყაროზე, რომ მან შემოქმედების მიმართულებაც კი შეიცვალა - უარი თქმა კლასიციზმზე და მის შემოქმედებაში სიმბოლიზმის ხანა დაიწყო.

1897 წელს ვენის მხატვართა ასოციაცია დატოვა და ახალი დაჯგუფება დააფუძნა, რომელიც ახალგაზრდა, არატრადიციული მხატვრობის წარმომადგენლებს უჭერდა მხარს არა მხოლოდ ავსტრიაში, არამედ საზღვრებს გარეთაც. პარალელურად მხატვართა სტუდიაში მუშაობასაც აგრძელებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ვენის უნივერსიტეტისთვის შესრულებული ფრესკები პორნოგრაფიულად მიიჩნიეს და უარყვეს, კლიმტმა დაიფიცა, რომ საჯარო სივრცეების მხატვრობაზე სამუდამოდ უარს ამბობდა.

4. კლიმტს კატები უყვარდა... თუმცა ქალები - უფრო

ცნობილი მხატვარი ასევე ცნობილი მექალთანე გახლდათ, რომლისთვისაც უდიდეს სიამოვნებას ქალური სილამაზე და სექსი წარმოადგენდა. ამბობდნენ, რომ ყველა ქალი, ვისი პორტრეტიც კი ოდესმე დაუხატავს, მისი საყვარელი იყო და, სულ მცირე, 14 უკანონო შვილი ჰყავდა, რომელთაგან ოფიციალურად მხოლოდ 4 აღიარა. მეორე მხრივ, ქალებიც გიჟდებოდნენ კლიმტზე. მათ ხომ შეეძლოთ გათენებიდან დაღამებამდე სრულიად შიშვლები გაუნძრევლად ყოფილიყვნენ კლიმტის კატებით სავსე სტუდიაში, სანამ მხატვარი მათ ხატავდა.

5. დროებითი გატაცებების გარდა, ერთი ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდა

რაც უნდა გასაკვირი იყოს, კლიმტის ყველაზე ხანგრძლივი და ინტიმური მეგობრობა მხოლოდ ერთ ადამიანთან - ემილი ფლოგესთან შედგა, რომელიც მისი ძმის ცოლის და, ვენის მოდის სალონის მფლობელი იყო. დადასტურებულად არავინ იცის, მათ შორის ფიზიკური კავშირიც იყო თუ არა, თუმცა ღრმა სულიერ ურთიერთობაზე ეჭვი არავის ეპარება. ემილი მხატვრის არაერთ ნამუშევარში ჩანს (ერთ-ერთი ვერსიით, ცნობილ „კოცნაში“ კლიმტი და ემილი არიან გამოსახულნი). რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კლიმტის უკანასკნელი სიტყვები იყო: „ემილის გაუგზავნე“.

6. ბიზანტიურმა მოზაიკამ უდიდესი გავლენა იქონია მხატვრის „ოქროს ხანაზე“

კლიმტი არც ისე ხშირად მოგზაურობდა, თუმცა, როგორც ცნობილია, ერთხელ ვენეცია და რავენა მოინახულა. ორივე ქალაქი ცნობილია ბრწყინვალე, ოქროსფერი ბიზანტიური მოზაიკით, რამაც მხატვარზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა და სწორედ ამის შემდეგ იწყება მის შემოქმედებაში „ოქროს ხანა“ ამ ფრაზის პირდაპირი და ირიბი გაგებით.

7. კლიმტის ნახატი „ადელ ბლოხ-ბაუერ I“ იყო ყველაზე ძვირად ღირებული ნახატი, რომელიც ოდესმე აუქციონზე გაყიდულა

ადელ ბლოხ-ბაუერის პორტრეტი 1903 წელს მისმა ქმარმა შეუკვეთა კლიმტს. ცნობილია, რომ, სანამ პორტრეტის საბოლოო ვერსიას შექმნიდა, კლიმტმა 4 წლის განმავლობაში ნახატის 100-მდე ესკიზი შექმნა. თვალისმომჭრელი პორტრეტი ბლოხ-ბაუერების ოჯახში რჩებოდა მანამ, სანამ ნაცისტებმა ავსტრიის სახელმწიფო გალერეაში არ მიუჩინეს ადგილი. 2006 წელს ხანგრძლივი სასამართლო დავის შემდეგ ოჯახის ერთ-ერთმა შთამომავალმა, მარია ალტმანმა, ნამუშევარზე უფლება მოიპოვა. ქალმა პორტრეტი იმავე წელს გაიტანა აუქციონზე. ნახატი 135 მლნ დოლარად გაიყიდა - ეს იყო ყველაზე დიდი თანხა, რაც კი მანამდე აუქციონზე გატანილ ნივთში გადაუხდიათ.

8. ცნობილი ავსტრიელი მხატვარი ეგონ შილე მისი პროტეჟე იყო

1907 წელს, როდესაც ეგონ შილე ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო, თავისი კერპის, გუსტავ კლიმტის მფარველობის ქვეშ მოხვდა. მათ შორის მალევე შედგა მტკიცე მეგობრული კავშირი. კლიმტმა ახალგაზრდა სტუდენტს არაერთი მხატვარი გააცნო, ცნობილ გალერეებთან დააკავშირა და ზოგადად, მისი კარიერის შექმნას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. შილე ბევრ რამეს სწავლობდა თავისი მასწავლებლისა და მფარველისგან. იგი კლიმტს ასე ახასიათებდა: შეუდარებელი პერფექციონისტი მხატვარი, იშვიათად ღრმა სულის მქონე ადამიანი...

ეგონ შილეს მიერ შესრულებული კლიმტის პორტრეტი

9. კლიმტის 14 დიდებული ნამუშევარი ხანძრის შედეგად განადგურდა

1945 წლის 8 მაისს ავსტრიის პატარა სოფლის ერთ-ერთ ციხეში, სადაც ომის პერიოდში მოპარული ხელოვნების ნიმუშები ინახებოდა, ხანძრის შედეგად კლიმტის 14 ნამუშევარი განადგურდა. მათ შორის იყო ის ნახატები, რომლებიც ვენის უნივერსიტეტის ჭერისთვის შესრულდა და რომელთა ნაწილის ნახვა ახლა მხოლოდ ესკიზების სახით შეგვიძლია.

10. კლიმტის უკანასკნელი, დაუსრულებელი ნამუშევარი შეიძლება მისი შემოქმედების ერთი ნაწილის გასაღები იყოს

ალბათ კარგიც კია, რომ მხატვარმა ამ ნამუშევრის დასრულება ვერ მოასწრო, რადგან იგი შეიძლება კლიმტის შემოქმედების ერთი ნაწილის გასაღები იყოს. ნახატის მარჯვენა მხარეს დოინჯშემორტყმული ქალია გამოსახული, რომლის სხეული საინტერესოა იმდენად, რამდენადაც იგი სავსებით შიშველია, ინტიმური ზონის თმაც კი ჩანს. კლიმტს შიშველი სხეულის საფარველის ხატვა დაუწყია, მაგრამ, ფაქტია, მისი დასრულება ვერ მოასწრო. შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ კლიმტი მის ყველა ნახატს ასე ხატავდა? შესაძლებელია თითოეული სამოსის ქვეშ სრულყოფილი შიშველი სხეული იმალებოდეს?..

შეუძლებელია მხოლოდ ამ ცნობებით ამოვწუროთ კლიმტის ცხოვრება და შემოქმედება, თუმცა ამჯერად აქ შევჩერდებით. შეგახსენებთ, გუსტავ კლიმტის ალბომის შეძენას 19 ივლისიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად შეძლებთ. ალბომის სპეციალური ფასია 15 ლარი, გაზეთთთან ერთად - 17 ლარი.

„დიდი მხატვრების“ სერიის ალბომებით ყველა დროის საუკეთესო მხატვრების შემოქმედებას გაეცნობით, როგორიცაა: ლეონარდო და ვინჩი, ვან გოგი, სალვადორ დალი, ამადეო მოდილიანი, პიკასო და სხვ.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ციფრული ბეჭდვის დამსახურებით, მხატვრების უნიკალური ხელოვნების ნიმუშები წიგნებში თითქმის სრული სიზუსტითაა გადატანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი საყვარელი მხატვრების ნამუშევრებს ზედმიწევნითი სიზუსტით დაინახავთ.

ტექნიკურ საკითხთან ერთად მნიშვნელოვანია ალბომების შინაარსიც. „დიდი მხატვრების“ სერია თქვენთვის ერთგვარი გზამკვლელი გახდება და მსოფლიოში აღიარებული მხატვრების შესახებ აქამდე უცნობ ბიოგრაფიულ ინფორმაციას გაგაცნობთ. მათი პირადი თუ პროფესიული ცხოვრება ორმაგად საინტერესოა იმიტომაც, რომ არაერთ ნახატს სწორედ ცხოვრებისეული ფაქტები თუ მოვლენები უდევს საფუძვლად.

ვაჟა-ფშაველას ბევრისთვის უცნობი პირადი ცხოვრება, შთამომავლები და გენიალური შეგონებები, რომლებიც ზუსტად ასახავს საქართველოს დღევანდელ რეალობას

„როგორ გავხდი ის, ვინც ვარ“

„მე მომკლეს, დე...“ - დღეიდან სერიის „ომებსა და ადამიანებზე“ ახალი წიგნი ჟურნალ „გზასთან“ ერთად − 15 ქართველი ავტორის ამდენივე მოთხრობა ომზე