საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მტერსაც, ოკუპანტსაც უნდა ველაპარაკოთ - პრაგმატულად, ცივი გონებით" - გიორგი გახარია რუსეთთან ურთიერთობებზე
"მტერსაც, ოკუპანტსაც უნდა ველაპარაკოთ - პრაგმატულად, ცივი გონებით" - გიორგი გახარია რუსეთთან ურთიერთობებზე

მტერ­საც, ოკუ­პან­ტსაც უნდა ვე­ლა­პა­რა­კოთ - პრაგ­მა­ტუ­ლად, ცივი გო­ნე­ბით, ეს ჩვე­ნი გა­სა­კე­თე­ბე­ლია! რაც უფრო და­ვაგ­ვი­ა­ნებთ, მით უფრო დავ­ზი­ან­დე­ბით!- ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ლი­დერ­მა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხზე გა­ნა­ცხა­და.

მან ასე­ვე ხაზი გა­უს­ვა, რომ ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად ოკუ­პანტ ქვე­ყა­ნას სა­ქარ­თვე­ლოს ნაც­ვლად ვე­რა­ვინ და­ე­ლა­პა­რა­კე­ბა, თუმ­ცა ეს უნდა იყოს მხარ­და­ჭე­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან.

„ერთი რამე უნდა გვეს­მო­დეს ყვე­ლას - მტერ­საც უნდა ვე­ლა­პა­რა­კოთ - ჩვე­ნი სა­ლა­პა­რა­კოა ეს! არა­ვინ ჩვენს ნაც­ვლად არ და­ე­ლა­პა­რა­კე­ბა ოკუ­პანტს - ეს ნა­ბი­ჯე­ბი ჩვენ უნდა გა­დავ­დგათ პრაგ­მა­ტუ­ლად, ცივი გო­ნე­ბით, მაგ­რამ ეს ჩვე­ნი გა­სა­კე­თე­ბე­ლია! რაც უფრო გვი­ან გა­ვა­კე­თებთ ამას, მით უფრო დავ­ზი­ან­დე­ბით! დღეს ყვე­ლას უნდა გვეს­მო­დეს, რომ ჩვენს გარ­და ამას არა­ვინ გა­ა­კე­თებს და, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს მხარ­და­ჭე­რი­ლი ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან“ - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ ქვე­ყა­ნას, რომ­ლის 20% ოკუ­პი­რე­ბუ­ლია - არ ჰქონ­დეს გა­აზ­რე­ბუ­ლი, მკა­ფიო და ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტრა­ტე­გია, რო­გორ აპი­რებს ქვეყ­ნის დე­ო­კუ­პა­ცი­ას. გა­ხა­რი­ას თქმით, ასე­თი სტრა­ტე­გი­ის არ­ქო­ნა მოქ­მე­დებს ყვე­ლა­ფერ­ზე, მათ შო­რის, ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და პარტნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე.

„შე­უძ­ლე­ბე­ლია ოკუ­პი­რე­ბულ ქვე­ყა­ნას, რომ­ლის 20% ოკუ­პი­რე­ბუ­ლია, არ ჰქონ­დეს გა­აზ­რე­ბუ­ლი, მკა­ფიო და ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტრა­ტე­გია, რო­გორ აპი­რებს ქვეყ­ნის დე­ო­კუ­პა­ცი­ას. ასე­თი სტრა­ტე­გი­ის არ­ქო­ნა მოქ­მე­დებს ყვე­ლა­ფერ­ზე: ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, პარტნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე - ყვე­ლა­ფერ­ზე! პირ­ვე­ლი, რაც გა­სა­კე­თე­ბე­ლია - ქვე­ყა­ნას უნდა ჰქონ­დეს მკა­ფიო წარ­მოდ­გე­ნა, რო­გო­რია სა­ქარ­თვე­ლოს დე­ო­კუ­პა­ცი­ის სტრა­ტე­გია. ამ დე­ო­კუ­პა­ცი­ის სტრა­ტე­გი­ის ერთი პა­ტა­რა ნა­წი­ლი უნდა იყოს დე­ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის გეგ­მა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას უნდა ჰქონ­დეს, რად­გან ჩვენს აფხაზ და ოს ძმებ­თან ხი­დებს ვერ ავა­შე­ნებთ, თუ ფი­ზი­კუ­რი წვდო­მა არ გვქონ­და ერ­თმა­ნეთ­თან და მავ­თულხლარ­თე­ბით ვი­ყა­ვით გა­ყო­ფი­ლი, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
18

საქართველო არის თავის თავის ოკუპანტი და თვით განადგურება თავისა, რადგან ამას ქმნის ამ სახის პოლიტიკოსობა, თუ პოლიტიკანობა ქვეყნისა. ამას არ მიეცა მხილება და შეფასება რუსთაველი აზროვნებაში, ხოლო გახარია-თურნავას სააქრთველოს ეკონომიკურმა პოლიტიკამ ათეულობით მილიარდი დოლარის ზიანი მისცა ქვეყანას. საქართველო სიღატაკის და ადამიანის მწვალებლობის ქვეყნად იქცა, რომელსაც არ ეღირსა ადექვატური იმფორმაციული სივრცე, ადამიანისა და საქმის კომპეტენციის მოთხოვნა. ქვეყანა მოითხოვს ამის შეფასებას, ხოლო ვინც ამას აყოვნებს მას ადამიანობა და კომპეტენცია თავად არ გააჩნია და პერპენდიკულარია გარემოებისა. რაც უფრო დააყოვნებთ ამას მით უკეთეს, რადგან პერპენდიკულარობას ვერავინ ვერ დამალავს დინების ინერციაში, თუ არა ამხელს საკუთარ თავს, ხოლო დღიური ეკონომისტისა მაინც შემორჩება ქვეყანას.

rasa
11

ეჰ, ედუარდიც მაგას ამბობდა, მიშაც მაგას ამბობდა და ბიძინაც. შედეგი? ის არ გელაპარაკება, ან გელაპარაკება თავისი პირობებით.არც შენი ცივი გონება არც სამხრეთული სიფიცხე არ გიშველის მანდ. თუ რამე სხვის შეთავაზებას აპირებ - თქვი ბარებ, გიუშკი

ავტორი:

"მტერსაც, ოკუპანტსაც უნდა ველაპარაკოთ - პრაგმატულად, ცივი გონებით" - გიორგი გახარია რუსეთთან ურთიერთობებზე

"მტერსაც, ოკუპანტსაც უნდა ველაპარაკოთ - პრაგმატულად, ცივი გონებით" - გიორგი გახარია რუსეთთან ურთიერთობებზე

მტერსაც, ოკუპანტსაც უნდა ველაპარაკოთ - პრაგმატულად, ცივი გონებით, ეს ჩვენი გასაკეთებელია! რაც უფრო დავაგვიანებთ, მით უფრო დავზიანდებით!- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე განაცხადა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების მოსაგვარებლად ოკუპანტ ქვეყანას საქართველოს ნაცვლად ვერავინ დაელაპარაკება, თუმცა ეს უნდა იყოს მხარდაჭერილი საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

„ერთი რამე უნდა გვესმოდეს ყველას - მტერსაც უნდა ველაპარაკოთ - ჩვენი სალაპარაკოა ეს! არავინ ჩვენს ნაცვლად არ დაელაპარაკება ოკუპანტს - ეს ნაბიჯები ჩვენ უნდა გადავდგათ პრაგმატულად, ცივი გონებით, მაგრამ ეს ჩვენი გასაკეთებელია! რაც უფრო გვიან გავაკეთებთ ამას, მით უფრო დავზიანდებით! დღეს ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს გარდა ამას არავინ გააკეთებს და, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს მხარდაჭერილი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე შეფასებით, შეუძლებელია, რომ ქვეყანას, რომლის 20% ოკუპირებულია - არ ჰქონდეს გააზრებული, მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი სტრატეგია, როგორ აპირებს ქვეყნის დეოკუპაციას. გახარიას თქმით, ასეთი სტრატეგიის არქონა მოქმედებს ყველაფერზე, მათ შორის, ეკონომიკურ განვითარებასა და პარტნიორებთან ურთიერთობაზე.

„შეუძლებელია ოკუპირებულ ქვეყანას, რომლის 20% ოკუპირებულია, არ ჰქონდეს გააზრებული, მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი სტრატეგია, როგორ აპირებს ქვეყნის დეოკუპაციას. ასეთი სტრატეგიის არქონა მოქმედებს ყველაფერზე: ეკონომიკურ განვითარებაზე, პარტნიორებთან ურთიერთობაზე - ყველაფერზე! პირველი, რაც გასაკეთებელია - ქვეყანას უნდა ჰქონდეს მკაფიო წარმოდგენა, როგორია საქართველოს დეოკუპაციის სტრატეგია. ამ დეოკუპაციის სტრატეგიის ერთი პატარა ნაწილი უნდა იყოს დებორდერიზაციის გეგმა, რომელიც ქვეყანას უნდა ჰქონდეს, რადგან ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ხიდებს ვერ ავაშენებთ, თუ ფიზიკური წვდომა არ გვქონდა ერთმანეთთან და მავთულხლართებით ვიყავით გაყოფილი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გახარიამ.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"გვაქვს სხვადასხვა ინსტრუმენტი, რომ პასუხი ვაგებინოთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე" - რას აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში 5-6 ივლისის მოვლენებზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"