სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სურათი ისე სწრაფად მძიმდება, რომ თბილისში წაყვანილ იმ ერთ პატარას, შესაძლოა, ბავშვების არმია მიჰყვეს" - რთული ეპიდვითარება აფხაზეთში და ადგილობრივების კომენტარები
"სურათი ისე სწრაფად მძიმდება, რომ თბილისში წაყვანილ იმ ერთ პატარას, შესაძლოა, ბავშვების არმია მიჰყვეს" - რთული ეპიდვითარება აფხაზეთში და ადგილობრივების კომენტარები

აფხა­ზე­თი­დან გად­მოყ­ვა­ნილ 1 წლამ­დე ჩვილს, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში, ცი­ციშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ახალ კლი­ნი­კა­ში მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა, კო­რო­ნა­ვირუ­სის დელ­ტა შტა­მი და­უ­დას­ტურ­და. ჩვილს ქარ­თულ მხა­რეს გად­მოყ­ვა­ნამ­დე, სო­ხუ­მის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობ­დნენ, თუმ­ცა მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­ბის გამო, ის თბი­ლის­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს.

"აფხა­ზეთ­ში მე­სა­მე ტალ­ღა, პა­ცი­ენ­ტე­ბის მას­შტა­ბუ­რი რა­ო­დე­ნო­ბით გარ­და­უ­ვა­ლია..." - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში სო­ხუ­მე­ლი ექი­მი-თე­რა­პევ­ტი ას­ტან­და თხა­გუ­ში.

მისი თქმით, აფხა­ზეთ­ში ე.წ. ინ­დუ­რი შტა­მის გავ­რცე­ლე­ბა ძალ­ზე სა­ხი­ფა­თო სა­ზღვრებს იძენს, თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად, მო­სახ­ლე­ო­ბა რე­გუ­ლა­ცი­ებს არ იცავს, აკ­რძალ­ვებს არ ემორ­ჩი­ლე­ბა და არც ხალ­ხმრა­ვალ შეკ­რე­ბებ­ზე ამ­ბობს უარს.

"ისი­ნი მარ­თა­ვენ მრა­ვალ­რი­ცხო­ვან ქორ­წი­ლებს, იკ­რი­ბე­ბი­ან კა­ფე­ებ­სა და ბა­რებ­ში, არ ატა­რე­ბენ პირ­ბა­დეს, არ იცა­ვენ დის­ტან­ცი­ას... არ ეს­მით და არ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ რჩე­ვებს, რომ ვირუ­სის ეს შტა­მი უფრო მარ­ტი­ვად ვრცელ­დე­ბა, სა­ხი­ფა­თო შე­დე­გე­ბი აქვს და არც ბავ­შვებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს მარ­ტი­ვად..." - ამ­ბობს თხა­გუ­ში, რომ­ლის ინ­ტერ­ვი­უ­საც ინ­ტერ­ნეტ გა­მო­ცე­მა abkhaz-auto.ru ავ­რცე­ლებს.

მი­სი­ვე თქმით, ბოლო ხა­ნებ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვებ­მა იმა­ტა ტუ­რის­ტებ­შიც, ისი­ნი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყო­ველ­დღი­უ­რად მიჰ­ყავთ ად­გი­ლობ­რივ სა­მე­დი­ცი­ნო კლი­ნი­კებ­ში.

"ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ტურსტე­ბი არც ამ­ბო­ბენ, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არი­ან, რად­გან თუ რო­მე­ლი­მე სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ეტყვი­ან, რომ კო­ვი­დი აქვს და იზო­ლა­ცი­ა­ში უნდა იყოს, მთლი­ა­ნად სას­ტუმ­როს მო­უ­წევს მუ­შა­ო­ბა შე­ა­ჩე­როს, და­ი­ხუ­როს და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­და­ვი­დეს. ეს კი, არც ერთ მხა­რეს არ აწყობს.... არა­და, ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბით, წინა ნა­კად­თან შე­და­რე­ბით, პა­ცი­ენ­ტე­ბი ბევ­რად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბით შე­მოჰ­ყავთ და სამ­წუ­ხა­როდ, ეს მო­ზარ­დებ­საც ეხე­ბათ..." - აცხა­დებს აფხა­ზი ექი­მი.

ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის გაფრ­თხი­ლე­ბას, მათ შო­რის, ჩვი­ლი პა­ცი­ენ­ტის თბი­ლის­ში გად­მოყ­ვა­ნის ფაქტს, ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა მოჰ­ყვა. მით უფრო, რომ გუ­შინ, აფხა­ზე­თის ე.წ. ჯან­დაც­ვის უწყე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ რუს ტუ­რის­ტებს ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უფა­სოდ უმ­კურ­ნა­ლებ­დნენ.

"ის პა­ტა­რა ჩემი ახ­ლობ­ლე­ბის შვი­ლია... მად­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ქარ­თველ ექი­მებს ასე­თი თა­ნად­გო­მის­თვის. მე პო­ლი­ტი­კა არ მა­ინ­ტე­რე­სებს, ახლა ჩემი ახ­ლობ­ლე­ბის შვი­ლი სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძვის და ვხე­დავ, რომ ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი მას სიკ­ვდი­ლის უფ­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ... ეს რომ არ მეთ­ქვა, სინ­დი­სი არ მო­მას­ვე­ნებ­და" - წერს ~ახრა გაგ­რინ­სკი.

"ვირუ­სი თავ­ში აქვთ, ქარ­თველ ექი­მებ­საც და ჩვენს ვი­თომ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­საც, მსოფ­ლიო მა­ფი­ო­ზებს აჰ­ყვნენ და უნდა შიმ­ში­ლით დაგ­ვხო­ცონ. რა უნდა ვქნათ, თუ ტუ­რის­ტი არ შე­მო­ვი­და, მო­ვი­პა­როთ?" - კი­თხუ­ლობს ად­გი­ლობ­რი­ვი მი­რან­და ქვარ­ცხა­ვა.

"გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ სულ მალე სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის დე­რეფ­ნებ­შიც აღარ იქ­ნე­ბა ად­გი­ლი. სუ­რა­თი ისე სწრა­ფად მძიმ­დე­ბა, რომ თბი­ლის­ში წაყ­ვა­ნილ იმ ერთ პა­ტა­რას, შე­საძ­ლოა, ბავ­შვე­ბის არ­მია მიჰ­ყვეს. ქარ­თველ ექი­მებს კი მო­უ­წევთ აფხაზ პა­ცი­ენ­ტებს შო­რის არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თონ" - ვა­რა­უ­დობს პა­პუ­ნა გროზ­ნი.

"თა­ვაც ექი­მი ვარ და ყო­ველ­დღე ვხე­დავ რაც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა. კლი­ნი­კე­ბი გა­დავ­სე­ბუ­ლია. ვი­ლო­ცოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლომ მა­ინც აკონ­ტრო­ლოს ეს შტა­მი, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჩვე­ნი რთუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი გა­და­ვიყ­ვა­ნოთ. სტა­ტის­ტი­კის შე­ხედ­ვის მე­ში­ნია, რად­გან ვიცი, რომ ხვალ-ზეგ უა­რე­სი ამ­ბა­ვი იქ­ნე­ბა, რად­გან რე­გუ­ლა­ცი­ებს არა­ვინ იცავს, არც სა­ზღვრის ჩა­კეტვის პერ­სპექ­ტი­ვა ჩანს. ეს ხალ­ხი ტუ­რის­ტე­ბის გა­რე­შე რომ დარ­ჩეს, სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბა და­ი­წყე­ბა..." - წერს სო­ხუ­მე­ლი ესმა არ­შბა.

მთა­ვა­რი ფოტო: Фото: РИА Новости/ Томас Тхайцук

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მივმართავ აფხაზებს
20

აფხაზებო, ჩვენო ძმებო, გადმოდგით ნაბიჯი შერიგებისკენ

ქართველი
31

ვინც თავდ საქართველოს შვილად არ თვლის, არავინ შემოუშვათ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"სურათი ისე სწრაფად მძიმდება, რომ თბილისში წაყვანილ იმ ერთ პატარას, შესაძლოა, ბავშვების არმია მიჰყვეს" - რთული ეპიდვითარება აფხაზეთში და ადგილობრივების კომენტარები

"სურათი ისე სწრაფად მძიმდება, რომ თბილისში წაყვანილ იმ ერთ პატარას, შესაძლოა, ბავშვების არმია მიჰყვეს" - რთული ეპიდვითარება აფხაზეთში და ადგილობრივების კომენტარები

აფხაზეთიდან გადმოყვანილ 1 წლამდე ჩვილს, რომელიც თბილისში, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება, კორონავირუსის დელტა შტამი დაუდასტურდა. ჩვილს ქართულ მხარეს გადმოყვანამდე, სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ, თუმცა მდგომარეობის გაუარების გამო, ის თბილისში გადმოიყვანეს.

"აფხაზეთში მესამე ტალღა, პაციენტების მასშტაბური რაოდენობით გარდაუვალია..." - ამბობს ადგილობრივ მედიასთან საუბარში სოხუმელი ექიმი-თერაპევტი ასტანდა თხაგუში.

მისი თქმით, აფხაზეთში ე.წ. ინდური შტამის გავრცელება ძალზე სახიფათო საზღვრებს იძენს, თუმცა, ამის მიუხედავად, მოსახლეობა რეგულაციებს არ იცავს, აკრძალვებს არ ემორჩილება და არც ხალხმრავალ შეკრებებზე ამბობს უარს.

"ისინი მართავენ მრავალრიცხოვან ქორწილებს, იკრიბებიან კაფეებსა და ბარებში, არ ატარებენ პირბადეს, არ იცავენ დისტანციას... არ ესმით და არ ითვალისწინებენ რჩევებს, რომ ვირუსის ეს შტამი უფრო მარტივად ვრცელდება, სახიფათო შედეგები აქვს და არც ბავშვებში მიმდინარეობს მარტივად..." - ამბობს თხაგუში, რომლის ინტერვიუსაც ინტერნეტ გამოცემა abkhaz-auto.ru ავრცელებს.

მისივე თქმით, ბოლო ხანებში ინფიცირების შემთხვევებმა იმატა ტურისტებშიც, ისინი, ფაქტობრივად, ყოველდღიურად მიჰყავთ ადგილობრივ სამედიცინო კლინიკებში.

"ხშირ შემთხვევაში ტურსტები არც ამბობენ, რომ ინფიცირებული არიან, რადგან თუ რომელიმე სასტუმროს ადმინისტრაციას ეტყვიან, რომ კოვიდი აქვს და იზოლაციაში უნდა იყოს, მთლიანად სასტუმროს მოუწევს მუშაობა შეაჩეროს, დაიხუროს და თვითიზოლაციაში გადავიდეს. ეს კი, არც ერთ მხარეს არ აწყობს.... არადა, ჩემი გამოცდილებით, წინა ნაკადთან შედარებით, პაციენტები ბევრად მძიმე მდგომარეობით შემოჰყავთ და სამწუხაროდ, ეს მოზარდებსაც ეხებათ..." - აცხადებს აფხაზი ექიმი.

ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის გაფრთხილებას, მათ შორის, ჩვილი პაციენტის თბილისში გადმოყვანის ფაქტს, ადგილობრივ მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. მით უფრო, რომ გუშინ, აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ რუს ტურისტებს ინფიცირების შემთხვევაში უფასოდ უმკურნალებდნენ.

"ის პატარა ჩემი ახლობლების შვილია... მადლობა საქართველოს, ქართველ ექიმებს ასეთი თანადგომისთვის. მე პოლიტიკა არ მაინტერესებს, ახლა ჩემი ახლობლების შვილი სიცოცხლისთვის იბრძვის და ვხედავ, რომ ქართველი ექიმები მას სიკვდილის უფლებას არ აძლევენ... ეს რომ არ მეთქვა, სინდისი არ მომასვენებდა" - წერს ~ახრა გაგრინსკი.

"ვირუსი თავში აქვთ, ქართველ ექიმებსაც და ჩვენს ვითომ სამედიცინო პერსონალსაც, მსოფლიო მაფიოზებს აჰყვნენ და უნდა შიმშილით დაგვხოცონ. რა უნდა ვქნათ, თუ ტურისტი არ შემოვიდა, მოვიპაროთ?" - კითხულობს ადგილობრივი მირანდა ქვარცხავა.

"გვეუბნებიან, რომ სულ მალე სამედიცინო დაწესებულებების დერეფნებშიც აღარ იქნება ადგილი. სურათი ისე სწრაფად მძიმდება, რომ თბილისში წაყვანილ იმ ერთ პატარას, შესაძლოა, ბავშვების არმია მიჰყვეს. ქართველ ექიმებს კი მოუწევთ აფხაზ პაციენტებს შორის არჩევანი გააკეთონ" - ვარაუდობს პაპუნა გროზნი.

"თავაც ექიმი ვარ და ყოველდღე ვხედავ რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. კლინიკები გადავსებულია. ვილოცოთ, რომ საქართველომ მაინც აკონტროლოს ეს შტამი, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩვენი რთული პაციენტები გადავიყვანოთ. სტატისტიკის შეხედვის მეშინია, რადგან ვიცი, რომ ხვალ-ზეგ უარესი ამბავი იქნება, რადგან რეგულაციებს არავინ იცავს, არც საზღვრის ჩაკეტვის პერსპექტივა ჩანს. ეს ხალხი ტურისტების გარეშე რომ დარჩეს, სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყება..." - წერს სოხუმელი ესმა არშბა.

მთავარი ფოტო: Фото: РИА Новости/ Томас Тхайцук