პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნამუსიც კარგი საქონელია" - გვახსოვს მისი ჩატარებული ოპერაციები" - ირაკლი ქადაგიშვილი გიორგი გახარიას განცხადებებზე
"ნამუსიც კარგი საქონელია" - გვახსოვს მისი ჩატარებული ოპერაციები" - ირაკლი ქადაგიშვილი გიორგი გახარიას განცხადებებზე

ნა­მუ­სიც კარ­გი სა­ქო­ნე­ლია - გვახ­სოვს მისი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი,- ამის შე­სა­ხებ უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა “პრა­იდ­თან” და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას შე­ფა­სე­ბას.

რო­გორც ქა­და­გიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბა მი­უ­თი­თებს მის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე და მას­ზე, რო­გორც პო­ლი­ტი­კოს­ზე, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი ვერ მო­ძებ­ნა და “ცდი­ლობს, და­ა­ზი­ა­ნოს ის, ვინც გა­ზარ­და“.

“ბა­ტო­ნი გა­ხა­რი­ას დაგ­ვი­ა­ნე­ბულ კო­მენ­ტარ­ზე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მას პო­ზი­ცია არ გა­აჩ­ნია. ასე­ვე არ გა­აჩ­ნდა პო­ზი­ცია, რო­დე­საც გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო და­ტო­ვა თა­ნამ­დე­ბო­ბა.

მის კო­მენ­ტარ­ზე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას - ნა­მუ­სიც კარ­გი სა­ქო­ნე­ლია. გვახ­სოვს მისი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი. მახ­სოვს პან­კი­სის ხე­ო­ბა. მა­შინ გვერ­დში და­ვუ­დე­ქით მას და ვცა­დეთ, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა გან­გვე­მუხ­ტა. რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე თვის წინ იყა­ვი იმ მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე, რომ­ლის წევ­რე­ბიც ძი­რი­თა­დად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია, ასე­თი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა მი­უ­თი­თებს შენს უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე და შენ­ზე, რო­გორც პო­ლი­ტი­კოს­ზე, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი ვერ მო­ძებ­ნა და ცდი­ლობს, და­ა­ზი­ა­ნოს ის, ვინც გა­ზარ­და და ვინც რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სად თა­ვის დრო­ზე შექ­მნა. ეს მი­უ­ღე­ბე­ლია.

ეს აჩ­ვე­ნებს ამ შემ­თხვე­ვა­ში პო­ლო­ტი­კო­სის სა­ხეს, რაც ვწუხ­ვარ, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას არ გა­აჩ­ნია.

გი­ორ­გი გა­ხა­რია ვერ გა­მო­სუ­ლა პი­როვ­ნუ­ლი მარ­ცხის­გან, რაც მას აქვს გან­ცდი­ლი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს­თან კონ­კუ­რენ­ცი­ით. ასე პო­ზი­ცი­ო­ნი­რებს. ვერ­ცერ­თი არ­გუ­მენ­ტი ვერ მო­იყ­ვა­ნა გარ­და იმი­სა, რომ კო­ბა­ხი­ძეს­თან აქვს პი­როვ­ნუ­ლი გა­ურ­კვევ­ლო­ბა. ალ­ბათ ფიქ­რობს, რომ მისი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის მი­ზე­ზი არის კო­ბა­ხი­ძე.

სა­ხელ­მწი­ფო არ ჩა­მოშ­ლი­ლა. შე­ას­რუ­ლა თა­ვი­სი ფუნ­ქცია და როლი, მი­უ­ხე­და­ვად მძი­მე გა­მოწ­ვე­ვი­სა, რო­მე­ლიც მო­უ­ლოდ­ნე­ლად დად­გა, რად­გან არა­ვინ ელო­და, რომ გა­მოჩ­ნდე­ბოდ­ნენ ისე­თი პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­დი­ას დევ­ნას და­უ­წყებ­დნენ”,- გა­ნა­ცხა­და ქა­და­გიშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პარ­ტია “სა­ქარ­თვე­ლოს­თვის” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი , გი­ორ­გი გა­ხა­რია “პრა­იდ­თან” და­კავ­ში­რე­ბით გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ ის, რაც ვნა­ხეთ, „წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო“ და სა­ხელ­მწი­ფომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვერ და­იც­ვა.

“უმ­ძი­მე­სი სა­ყუ­რე­ბე­ლი იყო, როცა ჩა­მოშ­ლი­ლი სა­ხელ­მწი­ფო და­ვი­ნა­ხეთ, როცა სა­ხელ­მწი­ფო ვერ იცავ­და ვერც კონ­სტი­ტუ­ცი­ას და ვერ და­იც­ვა ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის­გან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი - ეს უუ­ნა­რო­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იყო”,- გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჩვენც
24

ჩვან გვახსოვს თქვენი ჩატარებული ოპერაცია კინოს სახლთან ქვეყნის არევა რომ გინდოდათ შენ, ჭანტურიას და ედეპეს.ისიც კარგად გვახსოვს შენ, სარიშვილი და ჭანტურია ზვიადის სიკვდილს რომ ითხოვდით .ყველა სალახანა ოცნებაში როგორ უნდა იყოს?

ლელი
104

გახარია, მოკეტე-გაშიფრული ხარ და შენს აზრებს კაპიკის ფასი არ ადევს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ნამუსიც კარგი საქონელია" - გვახსოვს მისი ჩატარებული ოპერაციები" - ირაკლი ქადაგიშვილი გიორგი გახარიას განცხადებებზე

"ნამუსიც კარგი საქონელია" - გვახსოვს მისი ჩატარებული ოპერაციები" - ირაკლი ქადაგიშვილი გიორგი გახარიას განცხადებებზე

ნამუსიც კარგი საქონელია - გვახსოვს მისი ჩატარებული ოპერაციები,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “პრაიდთან” დაკავშირებული მოვლენების შესახებ გიორგი გახარიას შეფასებას.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, გახარიას განცხადება მიუთითებს მის უპასუხისმგებლობაზე და მასზე, როგორც პოლიტიკოსზე, რომელმაც საკუთარი ადგილი ვერ მოძებნა და “ცდილობს, დააზიანოს ის, ვინც გაზარდა“.

“ბატონი გახარიას დაგვიანებულ კომენტარზე შეიძლება ითქვას, რომ მას პოზიცია არ გააჩნია. ასევე არ გააჩნდა პოზიცია, როდესაც გაურკვეველი მიზეზების გამო დატოვა თანამდებობა.

მის კომენტარზე შეიძლება ითქვას - ნამუსიც კარგი საქონელია. გვახსოვს მისი ჩატარებული ოპერაციები. მახსოვს პანკისის ხეობა. მაშინ გვერდში დავუდექით მას და ვცადეთ, რომ მდგომარეობა განგვემუხტა. როდესაც რამდენიმე თვის წინ იყავი იმ მთავრობის თავმჯდომარე, რომლის წევრებიც ძირითადად შენარჩუნებულია, ასეთი განცხადების გაკეთება მიუთითებს შენს უპასუხისმგებლობაზე და შენზე, როგორც პოლიტიკოსზე, რომელმაც საკუთარი ადგილი ვერ მოძებნა და ცდილობს, დააზიანოს ის, ვინც გაზარდა და ვინც როგორც პოლიტიკოსად თავის დროზე შექმნა. ეს მიუღებელია.

ეს აჩვენებს ამ შემთხვევაში პოლოტიკოსის სახეს, რაც ვწუხვარ, რომ გიორგი გახარიას არ გააჩნია.

გიორგი გახარია ვერ გამოსულა პიროვნული მარცხისგან, რაც მას აქვს განცდილი ირაკლი კობახიძესთან კონკურენციით. ასე პოზიციონირებს. ვერცერთი არგუმენტი ვერ მოიყვანა გარდა იმისა, რომ კობახიძესთან აქვს პიროვნული გაურკვევლობა. ალბათ ფიქრობს, რომ მისი წარუმატებლობის მიზეზი არის კობახიძე.

სახელმწიფო არ ჩამოშლილა. შეასრულა თავისი ფუნქცია და როლი, მიუხედავად მძიმე გამოწვევისა, რომელიც მოულოდნელად დადგა, რადგან არავინ ელოდა, რომ გამოჩნდებოდნენ ისეთი პირები, რომლებიც მედიას დევნას დაუწყებდნენ”,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარტია “საქართველოსთვის” დამფუძნებელი , გიორგი გახარია “პრაიდთან” დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის, რაც ვნახეთ, „წარმოუდგენელი იყო“ და სახელმწიფომ მოქალაქეები ვერ დაიცვა.

“უმძიმესი საყურებელი იყო, როცა ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ, როცა სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას და ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან მოქალაქეები - ეს უუნარობის გამოხატულება იყო”,- განაცხადა გახარიამ.

"ივანიშვილს ისტორიულად გადარჩენის ერთადერთი შანსი დარჩა" - რას წერს გია ხუხაშვილი

live - ეთერშია "პოლიტნიუსის" სპეციალური გამოშვება

"ლექსოს დავუკრათ ტაში, რომ გაიგოს დაყრუებულმა ღარიბაშვილმა... გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, მიყვეს ყველა მოძალადე" - ინგა გრიგოლია