მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა და ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ა­ფორ­მეს. ორ­მხრივ დო­კუ­მენტს, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა და­ვით გურ­გე­ნი­ძემ და ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა ნინო ტა­ლი­აშ­ვილ­მა მო­ა­წე­რეს ხელი.

მხა­რე­თა მიერ გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მის უმ­თავ­რე­სი მიზ­ნე­ბია ორ უნი­ვერ­სი­ტეტს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა, სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ერ­თობ­ლი­ვი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა, სას­წავ­ლო პრაქ­ტი­კის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და კურსდამ­თავ­რე­ბულ­თა სტა­ჟი­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, ასე­ვე, სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის ერ­თობ­ლი­ვად ორ­გა­ნი­ზე­ბა, გან­ვი­თა­რე­ბა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია.

„სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი უძ­ვე­ლე­სი სა­ინ­ჟინ­რო-ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სკო­ლაა სა­ქარ­თვე­ლო­სა და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში, ცნო­ბი­ლი თა­ვი­სი სა­მეც­ნი­ე­რო-სა­ინ­ჟინ­რო მიღ­წე­ვე­ბი­თა და სა­მეც­ნი­ე­რო გა­მო­გო­ნე­ბე­ბით. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში, არა­ერ­თი სი­ახ­ლე და­ი­ნერ­გე­ბა, რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის, ასე­ვე, ერ­თობ­ლი­ვი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მხრივ“, - აღ­ნიშ­ნა რექ­ტორ­მა და­ვით გურ­გე­ნი­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის, პრო­ფე­სორ და­ვით გურ­გე­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მე­მო­რან­დუ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ორი­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ხელს შე­უ­წყობს მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი­სა და სა­მეც­ნი­ე­რო კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბას, რაც თა­ვის მხრივ, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ცესს გა­ნა­ვი­თა­რებს.

მე­მო­რან­დუ­მის ხელ­მომ­წე­რი მხა­რე­ე­ბი ასე­ვე ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი, კულ­ტუ­რუ­ლი, სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­გეგ­მვა-გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე შე­თან­ხმდნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთ უდი­დეს სა­ჯა­რო უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და კერ­ძო უნი­ვერ­სი­ტეტს შო­რის მრა­ვალ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის და­წყე­ბის პრე­ცენ­დენტს წარ­მო­ად­გენს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და ევროპის უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ორმხრივ დოკუმენტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ და ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ტალიაშვილმა მოაწერეს ხელი.

მხარეთა მიერ გაფორმებული მემორანდუმის უმთავრესი მიზნებია ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, სტუდენტებისთვის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფა და კურსდამთავრებულთა სტაჟირების ხელშეწყობა, ასევე, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ერთობლივად ორგანიზება, განვითარება და პოპულარიზაცია.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უძველესი საინჟინრო-ტექნოლოგიური სკოლაა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში, ცნობილი თავისი სამეცნიერო-საინჟინრო მიღწევებითა და სამეცნიერო გამოგონებებით. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, არაერთი სიახლე დაინერგება, როგორც საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, ასევე, ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელების მხრივ“, - აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებით, მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებები ორივე უნივერსიტეტში ხელს შეუწყობს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისა და სამეცნიერო კადრების მომზადებას, რაც თავის მხრივ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესს განავითარებს.

მემორანდუმის ხელმომწერი მხარეები ასევე ინფრასტრუქტურული, კულტურული, სპორტული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაზე შეთანხმდნენ. აღნიშნული ფაქტი საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს საჯარო უნივერსიტეტსა და კერძო უნივერსიტეტს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის დაწყების პრეცენდენტს წარმოადგენს.

აჭარული კერძების პოპულარიზაციის მიზნით კულინარიული გზამკვლევი შეიქმნება

რას ამბობს ექიმი "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - "იგეგმება განმეორებითი ტომოგრაფია"

"ძალადობა არ მომწონს, მაგრამ"... აი, რა მაგრამ? იცით, რომ ამის მთქმელიც მოძალადეა? სინამდვილეში, ძალიანაც მოსწონს ჟურნალისტების ცემაც და..." - გოგა ჩანადირი