მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარული კერძების პოპულარიზაციის მიზნით კულინარიული გზამკვლევი შეიქმნება
აჭარული კერძების პოპულარიზაციის მიზნით კულინარიული გზამკვლევი შეიქმნება

აჭა­რუ­ლი კერ­ძე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ექ­სპე­დი­ცია იწყე­ბა. აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით რე­გი­ო­ნის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი კერ­ძე­ბი­სა და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის შეს­წავ­ლას, კუ­ლი­ნა­რი­ულ გზამ­კვლევ­ში თავ­მოყ­რა­სა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას გეგ­მავს.

გზამ­კვლევ­ში აჭა­რუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს ნაკ­ლებც­ნო­ბი­ლი და მი­ვი­წყე­ბუ­ლი კერ­ძე­ბიც მოხ­ვდე­ბა. კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ექ­სპე­დი­ცი­ი­სას მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლის სა­ხე­ო­ბე­ბის, მათი მომ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, ტრა­დი­ცი­ე­ბის შეს­წავ­ლა და აღ­წე­რაც იგეგ­მე­ბა. კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი გზამ­კვლე­ვი ერ­თის მხრივ და­ეხ­მა­რე­ბა ვი­ზი­ტო­რებს გა­იც­ნონ აჭა­რუ­ლი კერ­ძე­ბი, იცოდ­ნენ სად შე­იძ­ლე­ბა მათი და­გე­მოვ­ნე­ბა, მე­ო­რეს მხრივ კი ხელს შე­უ­წყობს აჭა­რუ­ლი კერ­ძე­ბის მე­ნი­უ­ებ­ში შე­ტა­ნა­სა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას.

ვი­ნა­ი­დან აჭა­რუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო კერ­ძე­ბის ნა­ირ­გვა­რო­ბით და ლო­კა­ლუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი კვლე­ვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის, ხე­ო­ბე­ბი­სა და ია­ი­ლე­ბის მი­ხედ­ვით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ის მო­ი­ცავს რო­გორც ზე­მო­ა­ჭა­რულ, ისე ქო­ბუ­ლე­თურ და ლა­ზურ კუ­ლი­ნა­რი­ას. თი­თო­ე­უ­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან არა­ნაკ­ლებ 15 იშ­ვი­ა­თი და ნაკ­ლებც­ნო­ბი­ლი კერ­ძის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა იგეგ­მე­ბა. კვლე­ვა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა მთა­ვა­რი კერ­ძი, დე­სერ­ტი, სა­წებ­ლე­ბი, მუ­რა­ბე­ბი, მა­რი­ნა­დე­ბი, რძის ნა­წარ­მი, წა­სა­ხემ­სებ­ლე­ბი, ღვი­ნის სა­ხე­ო­ბე­ბი და ყუ­რძნის წვე­ნის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი სხვა პრო­დუქ­ტე­ბი. ავ­თენ­ტუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს აღ­დგე­ნის მიზ­ნით აჭა­რუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს ინ­ვენ­ტარ­სა და ჭურ­ჭელ­საც შე­ის­წავ­ლი­ან.

გა­სულ წელს, აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტმა აჭა­რუ­ლი კერ­ძე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით ქო­ბუ­ლე­თუ­რი, ლა­ზუ­რი და მთი­ა­ნი აჭა­რის სამ­ზა­რე­უ­ლოს სა­ი­მი­ჯო რგო­ლე­ბი და კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბის ვი­დეო გაკ­ვე­თი­ლე­ბი მომ­ზად­და. მათი ნახ­ვა მსურ­ვე­ლებს სერ­ვი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ახალ ვებგ­ვერ­დზე serviceajara.ge - შე­უძ­ლი­ათ. წელს, გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი მას­ტერკლა­სე­ბი­სა და ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბა იგეგ­მე­ბა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

აჭარული კერძების პოპულარიზაციის მიზნით კულინარიული გზამკვლევი შეიქმნება

აჭარული კერძების პოპულარიზაციის მიზნით კულინარიული გზამკვლევი შეიქმნება

აჭარული კერძების პოპულარიზაციის მიზნით კულინარიული ექსპედიცია იწყება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო გასტრონომიული ტურიზმის განვითარების მიზნით რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძებისა და მათთან დაკავშირებული ტრადიციების შესწავლას, კულინარიულ გზამკვლევში თავმოყრასა და პოპულარიზაციას გეგმავს.

გზამკვლევში აჭარული სამზარეულოს ნაკლებცნობილი და მივიწყებული კერძებიც მოხვდება. კულინარიული ექსპედიციისას მუნიციპალიტეტებში არსებული ყველის სახეობების, მათი მომზადების ტექნოლოგიების, ტრადიციების შესწავლა და აღწერაც იგეგმება. კულინარიული გზამკვლევი ერთის მხრივ დაეხმარება ვიზიტორებს გაიცნონ აჭარული კერძები, იცოდნენ სად შეიძლება მათი დაგემოვნება, მეორეს მხრივ კი ხელს შეუწყობს აჭარული კერძების მენიუებში შეტანასა და პოპულარიზაციას.

ვინაიდან აჭარული სამზარეულო კერძების ნაირგვარობით და ლოკალური თავისებურებებით ხასიათდება, კულინარიული კვლევა მუნიციპალიტეტების, ხეობებისა და იაილების მიხედვით განხორციელდება. ის მოიცავს როგორც ზემოაჭარულ, ისე ქობულეთურ და ლაზურ კულინარიას. თითოეული მუნიციპალიტეტიდან არანაკლებ 15 იშვიათი და ნაკლებცნობილი კერძის იდენტიფიცირება იგეგმება. კვლევაში წარმოდგენილი იქნება მთავარი კერძი, დესერტი, საწებლები, მურაბები, მარინადები, რძის ნაწარმი, წასახემსებლები, ღვინის სახეობები და ყურძნის წვენისგან დამზადებული სხვა პროდუქტები. ავთენტური სამზარეულოს აღდგენის მიზნით აჭარული სამზარეულოს ინვენტარსა და ჭურჭელსაც შეისწავლიან.

გასულ წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა აჭარული კერძების პოპულარიზაციის მიზნით ქობულეთური, ლაზური და მთიანი აჭარის სამზარეულოს საიმიჯო რგოლები და კერძების მომზადების ვიდეო გაკვეთილები მომზადდა. მათი ნახვა მსურველებს სერვისის განვითარების ახალ ვებგვერდზე serviceajara.ge - შეუძლიათ. წელს, გასტრონომიული ტურიზმის განვითარების მიზნით მუნიციპალიტეტებში კულინარიული მასტერკლასებისა და ტრენინგების ჩატარება იგეგმება.

NS

რას ამბობს ექიმი "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - "იგეგმება განმეორებითი ტომოგრაფია"

"ძალადობა არ მომწონს, მაგრამ"... აი, რა მაგრამ? იცით, რომ ამის მთქმელიც მოძალადეა? სინამდვილეში, ძალიანაც მოსწონს ჟურნალისტების ცემაც და..." - გოგა ჩანადირი

როგორია "პალიტრანიუსის", "ტვ პირველისა" და "პირველი არხის" ოპერატორების მდგომარეობა, რომლებსაც გუშინდელი მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ