სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა არის ამისთანა ეს პრაიდი, რომ მაინცდამაინც ამდენი ადამიანის ნერვებზე უნდა გადატყდეს? ეს "პრაიდით" არ მთავრდება, მიზანი არის..." - ანდრია ჯაღმაიძე დღევანდელ მოვლენებზე
"რა არის ამისთანა ეს პრაიდი, რომ მაინცდამაინც ამდენი ადამიანის ნერვებზე უნდა გადატყდეს? ეს "პრაიდით" არ მთავრდება, მიზანი არის..." - ანდრია ჯაღმაიძე დღევანდელ მოვლენებზე

რო­დე­საც ვნა­ხეთ, რომ არ­სე­ბობს სა­შიშ­რო­ე­ბა ძა­ლი­ან დიდი აგ­რე­სია დაგ­როვ­დეს, გა­ვა­კე­თეთ გან­ცხა­დე­ბა, რომ მო­დით, ვი­ლო­ცოთ - რა არის ამის­თა­ნა ეს პრა­ი­დი, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის ნერ­ვებ­ზე უნდა გა­და­ტყდეს?!, - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, დე­კა­ნოზ­მა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერ­ში, გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და, სა­დაც „თბი­ლი­სი პრა­იდ­თან“ და­კავ­ში­რე­ბით გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე ისა­უბ­რა.

რო­გორც ჯაღ­მა­ი­ძე აღ­ნიშ­ნავს, სა­პატ­რი­არ­ქო გან­ცხა­დე­ბე­ბით მო­უ­წო­დებ­და ლგბტ პი­რებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ გა­ე­ღი­ზი­ა­ნე­ბი­ნათ.

"რად­გა­ნაც ჩვენ ვხე­დავ­დით, რომ ორ­შა­ბათს ხალ­ხი იკ­რი­ბე­ბო­და, რო­დე­საც ვნა­ხეთ, რომ არ­სე­ბობს სა­შიშ­რო­ე­ბა ძა­ლი­ან დიდი აგ­რე­სია დაგ­როვ­დეს, ამის შემ­დეგ გა­ვა­კე­თეთ გან­ცხა­დე­ბა, რომ მო­დით, ვი­ლო­ცოთ. ვი­ცო­დით, რომ ეს იქ­ნე­ბო­და. ჩვენს გან­ცხა­დე­ბა­შიც ეს იყო ნათ­ქვა­მი, რომ და­ა­ნე­ბეთ თავი ხალ­ხის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას. რა არის ამის­თა­ნა ეს პრა­ი­დი, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის ნერ­ვებ­ზე უნდა გა­და­ტყდეს?! ჩვენ ხომ ვი­ცით, რომ ეს პრა­ი­დი ერთ-ერთი ნა­ბი­ჯია, გა­და­ხე­დეთ, რა ხდე­ბა სხვა ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ადრე და­ი­წყო გენ­დერუ­ლი თე­ო­რი­ის და­ნერგვა, ნა­ხავთ რა იქ­ნე­ბა შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი. ეს "პრა­ი­დით" არ მთავ­რდე­ბა, "პრა­ი­დი" არ არის მი­ზა­ნი.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს მოძ­რა­ო­ბა სრულ­დე­ბა ერ­თსქე­სი­ან­თა წყვი­ლე­ბის მიერ შექ­მნი­ლი ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის შვი­ლის აყ­ვა­ნის უფ­ლე­ბით. ზო­გი­ერ­თი ქვეყ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბით, ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­აშ­ვი­ლეს ასეთ ოჯა­ხებ­ში, ისი­ნი უჩი­ვი­ან სა­ხელ­მწი­ფოს, ვინ და­არ­ღვია მათი უფ­ლე­ბა? ვი­ნაა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, რომ მათი ცხოვ­რე­ბა და­ინ­გრა? გა­ი­ზარ­დნენ ოჯახ­ში, სა­დაც 2 დედა ჰყავ­დათ ან 2 მამა იმის მა­გივ­რად, რომ დედა და მამა ჰყავ­დეთ", - აღ­ნიშ­ნავს ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
127

ჟურნალისტები რისთვის ცემეთ? ტურისტს რატომ დაარტყით დანა? საერთოდ არ იყვნენ იქ პრაიდის წევრები. ქრისტეს სახელს ამოფარებული მოძალადეები ხართ!

mimino
177

სასულიერო პირებმა დიდი ცეცხლი დაანთეს და მალე მათ მიადგება ეს ცეცხლი... 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"რა არის ამისთანა ეს პრაიდი, რომ მაინცდამაინც ამდენი ადამიანის ნერვებზე უნდა გადატყდეს? ეს "პრაიდით" არ მთავრდება, მიზანი არის..." - ანდრია ჯაღმაიძე დღევანდელ მოვლენებზე

"რა არის ამისთანა ეს პრაიდი, რომ მაინცდამაინც ამდენი ადამიანის ნერვებზე უნდა გადატყდეს? ეს "პრაიდით" არ მთავრდება, მიზანი არის..." - ანდრია ჯაღმაიძე დღევანდელ მოვლენებზე

როდესაც ვნახეთ, რომ არსებობს საშიშროება ძალიან დიდი აგრესია დაგროვდეს, გავაკეთეთ განცხადება, რომ მოდით, ვილოცოთ - რა არის ამისთანა ეს პრაიდი, რომ მაინცდამაინც ამდენი ადამიანის ნერვებზე უნდა გადატყდეს?!, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ “პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, სადაც „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

როგორც ჯაღმაიძე აღნიშნავს, საპატრიარქო განცხადებებით მოუწოდებდა ლგბტ პირებს, საზოგადოება არ გაეღიზიანებინათ.

"რადგანაც ჩვენ ვხედავდით, რომ ორშაბათს ხალხი იკრიბებოდა, როდესაც ვნახეთ, რომ არსებობს საშიშროება ძალიან დიდი აგრესია დაგროვდეს, ამის შემდეგ გავაკეთეთ განცხადება, რომ მოდით, ვილოცოთ. ვიცოდით, რომ ეს იქნებოდა. ჩვენს განცხადებაშიც ეს იყო ნათქვამი, რომ დაანებეთ თავი ხალხის გაღიზიანებას. რა არის ამისთანა ეს პრაიდი, რომ მაინცდამაინც ამდენი ადამიანის ნერვებზე უნდა გადატყდეს?! ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს პრაიდი ერთ-ერთი ნაბიჯია, გადახედეთ, რა ხდება სხვა ქვეყნებში, სადაც ადრე დაიწყო გენდერული თეორიის დანერგვა, ნახავთ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. ეს "პრაიდით" არ მთავრდება, "პრაიდი" არ არის მიზანი.

საბოლოო ჯამში, ეს მოძრაობა სრულდება ერთსქესიანთა წყვილების მიერ შექმნილი ოჯახური ურთიერთობისთვის შვილის აყვანის უფლებით. ზოგიერთი ქვეყნის გამოცდილებით, ბავშვები, რომლებიც გააშვილეს ასეთ ოჯახებში, ისინი უჩივიან სახელმწიფოს, ვინ დაარღვია მათი უფლება? ვინაა პასუხისმგებელი, რომ მათი ცხოვრება დაინგრა? გაიზარდნენ ოჯახში, სადაც 2 დედა ჰყავდათ ან 2 მამა იმის მაგივრად, რომ დედა და მამა ჰყავდეთ", - აღნიშნავს ანდრია ჯაღმაიძე.