კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - როგორ მიმართა განათლების მინისტრმა აბიტურიენტებს?
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - როგორ მიმართა განათლების მინისტრმა აბიტურიენტებს?

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი და­ი­წყო. დღეს აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მოც­დას აბა­რე­ბენ.

გა­მოც­დე­ბი­სათ­ვის რე­გის­ტრა­ცია 38 400-ზე მეტ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა გა­ი­ა­რა; სტუ­დენ­ტთა საგ­რან­ტო კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი 3 700-ზე მეტ­მა სტუ­დენ­ტმა გა­მოთ­ქვა; სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დი­სათ­ვის 12 800-ზე მეტი მა­გის­ტრან­ტო­ბის კან­დი­და­ტია და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

მას­წავ­ლებ­ლის საგ­ნის გა­მოც­და­ზე, უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­და­ზე, ასე­ვე საგ­ნობ­რი­ვი და პრო­ფე­სი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად რე­გის­ტრა­ცია 28 700-ზე მეტ­მა მსურ­ველ­მა გა­ი­ა­რა - ამ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში არი­ან ის აპ­ლი­კან­ტე­ბიც, რომ­ლე­ბიც 2020 წლის 30 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით და­რე­გის­ტრირ­დნენ საგ­ნობ­რი­ვი ან/და პრო­ფე­სი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­დას­ტუ­რე­ბის ტეს­ტი­რე­ბა­ზე.

რო­გორც შე­ფა­სე­ბის და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრში აცხა­დე­ბენ, გა­მოც­დე­ბი წელ­საც კო­ვიდ­პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა რე­გუ­ლა­ცი­ის დაც­ვით ჩა­ტარ­დე­ბა. აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, რომ­ლებ­საც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ექ­ნე­ბათ კო­რო­ნა­ვირუ­სი, გა­მოც­დებს მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ნიშ­ნულ სე­სი­ა­ზე ჩა­ა­ბა­რე­ბენ.

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტებს მი­მარ­თავს და წარ­მა­ტე­ბებს უსურ­ვებს.

რო­გორც მი­ნის­ტრის მი­მარ­თვა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის სიძ­ლი­ე­რეა.

"ძვირ­ფა­სო აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბო, დღე­ი­დან ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი იწყე­ბა. წინ ემო­ცი­უ­რად დატ­ვირ­თუ­ლი დღე­ე­ბია, რო­გორც თქვენ­თვის, ასე­ვე თქვე­ნი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის. რა თქმა უნდა, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის გა­მოწ­ვე­ვე­ბიც, რაც პან­დე­მი­ამ მოგ­ვი­ტა­ნა.

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ მარ­თლაც მკვეთ­რად შეც­ვა­ლა თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ცხოვ­რე­ბა და ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა. ჩვენ ბევ­რს ვსა­უბ­რობთ ამ თე­მა­ზე, მაგ­რამ ეს ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა, ვი­ნა­ი­დან, კარ­დი­ნა­ლურ ცვლი­ლე­ბებ­თან ადაპ­ტა­ცია დიდი გა­მოწ­ვე­ვაა. ვფიქ­რობ, ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბა მარ­თლაც დიდ ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს. ამი­ტო­მაც მინ­და გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­ვნიშ­ნო თქვე­ნი მონ­დო­მე­ბა და გამ­ძლე­ო­ბა. თქვენ წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლეთ სწავ­ლა და ახლა ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ეტა­პის და­სა­წყე­ბად ემ­ზა­დე­ბით.

მთე­ლი გუ­ლით გი­სურ­ვებთ გა­მოც­დე­ბის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბას და სა­სურ­ველ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოხ­ვედ­რას. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მშვე­ნივ­რად გა­არ­თმევთ თავს გა­მოც­დებს და თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, აქ­ტი­უ­რი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით სავ­სე პე­რი­ო­დი და­ი­წყე­ბა. შე­ი­ძენთ ახალ ცოდ­ნას, ახალ მე­გობ­რებს, და­ე­უფ­ლე­ბით სა­სურ­ველ პრო­ფე­სი­ას. მერ­წმუ­ნეთ, გა­ნათ­ლე­ბა სა­კუ­თარ მო­მა­ვალ­ში ჩა­დე­ბუ­ლი სა­უ­კე­თე­სო ინ­ვეს­ტი­ცი­აა, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა ჩვე­ნი სიძ­ლი­ე­რეა და მჯე­რა, თქვე­ნი ცოდ­ნით, მნიშ­ვნე­ლო­ვან წვლილს შე­ი­ტანთ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში!

იმე­დი მაქვს, რომ მო­მა­ვალ სას­წავ­ლო წელს აუ­დი­ტო­რი­ებ­ში შეხ­ვდე­ბით, ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ უსაფრ­თხო გა­რე­მო­ში შეძ­ლოთ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა.

კი­დევ ერთხელ გი­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბებს!“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია მი­ნის­ტრის მი­მარ­თვა­ში.

ლალუკა
5

არაფერსაც არ აკეთებთ მინისტრო, ტყუილად ბაქი-ბუქობთ, მარტო ხელფასს იღებთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - როგორ მიმართა განათლების მინისტრმა აბიტურიენტებს?

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - როგორ მიმართა განათლების მინისტრმა აბიტურიენტებს?

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. დღეს აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.

გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 12 800-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატია დარეგისტრირებული.

მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა - ამ ჩამონათვალში არიან ის აპლიკანტებიც, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.

როგორც შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, გამოცდები წელსაც კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება. აბიტურიენტებს, რომლებსაც დადასტურებული ექნებათ კორონავირუსი, გამოცდებს მოგვიანებით, სპეციალურად დანიშნულ სესიაზე ჩააბარებენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აბიტურიენტებს მიმართავს და წარმატებებს უსურვებს.

როგორც მინისტრის მიმართვაშია აღნიშნული, განათლებული მომავალი თაობა ჩვენი ქვეყნის სიძლიერეა.

"ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. წინ ემოციურად დატვირთული დღეებია, როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი გულშემატკივრებისთვის. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ის გამოწვევებიც, რაც პანდემიამ მოგვიტანა.

კორონავირუსის პანდემიამ მართლაც მკვეთრად შეცვალა თითოეული ჩვენგანის ცხოვრება და ყოველდღიურობა. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ამ თემაზე, მაგრამ ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან, კარდინალურ ცვლილებებთან ადაპტაცია დიდი გამოწვევაა. ვფიქრობ, ასეთ ვითარებაში ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება მართლაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომაც მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო თქვენი მონდომება და გამძლეობა. თქვენ წარმატებით დაასრულეთ სწავლა და ახლა ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყებად ემზადებით.

მთელი გულით გისურვებთ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სასურველ უნივერსიტეტში მოხვედრას. დარწმუნებული ვარ, მშვენივრად გაართმევთ თავს გამოცდებს და თქვენს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო, აქტიური და შესაძლებლობებით სავსე პერიოდი დაიწყება. შეიძენთ ახალ ცოდნას, ახალ მეგობრებს, დაეუფლებით სასურველ პროფესიას. მერწმუნეთ, განათლება საკუთარ მომავალში ჩადებული საუკეთესო ინვესტიციაა, განათლებული მომავალი თაობა ჩვენი სიძლიერეა და მჯერა, თქვენი ცოდნით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ქვეყნის განვითარებაში!

იმედი მაქვს, რომ მომავალ სასწავლო წელს აუდიტორიებში შეხვდებით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უსაფრთხო გარემოში შეძლოთ სწავლის გაგრძელება.

კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს!“ - აღნიშნულია მინისტრის მიმართვაში.

ინფიცირების 980 ახალი შემთხვევა და 11 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია შედეგები რეგიონების მიხედვით

"ბარსელონის ცენტრალურ სასამართლოში სპეციალური განყოფილებაა ქართველებისთვის" - რას ყვება ესპანეთში მცხოვრები ქართველი ადვოკატი?

თბილისის რომელ უბნებს და რა დროით შეეზღუდება ელექტროენრეგია - რას აცხადებენ "თელასში"