მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეებრძოლეთ ყველანაირ დისკრიმინაციასა და ცრურწმენებს" - საელჩოები "პრაიდთან" დაკავშირებით საქართველოს მთავრობას განცხადებით მიმართავენ
"შეებრძოლეთ ყველანაირ დისკრიმინაციასა და ცრურწმენებს" - საელჩოები "პრაიდთან" დაკავშირებით საქართველოს მთავრობას განცხადებით მიმართავენ

და­ი­ცა­ვით შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბა თბი­ლის­ში, 2021 წლის პრა­ი­დის კვი­რე­ულ­ზე , - ამის შე­სა­ხებ ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც შედ­გე­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის, ავ­სტრი­ის, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის, ბელ­გი­ის, გერ­მა­ნი­ის, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს, ეს­პა­ნე­თის, ის­რა­ე­ლის, კა­ნა­დის, ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფოს, ნორ­ვე­გი­ის, სა­ბერ­ძნე­თის, საფ­რან­გე­თის, ფი­ნე­თის, შვე­დე­თის, შვე­ი­ცა­რი­ის, ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­ელ­ჩო­ე­ბის, და სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მიერ.

სა­ელ­ჩო­ე­ბი კი­დევ ერთხელ იმე­ო­რე­ბენ წინა მო­წო­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი, სა­მო­ქა­ლა­ქო და რე­ლი­გი­უ­რი ლი­დე­რე­ბის მი­სა­მარ­თით, რომ შე­ებ­რძო­ლონ ყვე­ლა­ნა­ირ დის­კრი­მი­ნა­ცი­ა­სა და ცრურ­წმე­ნებს და მი­ი­ღონ ყვე­ლა შე­საძ­ლო ზომა ძა­ლა­დო­ბის აღ­საკ­ვე­თად.

„მხარს ვუ­ჭერთ რა ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის თა­ნას­წო­რო­ბა­სა და მათი უფ­ლე­ბებს დაც­ვას, ჩვენ სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებთ ლეს­ბო­სელ, გეი, ბი­სექ­სუ­ალ, ტრანსგენ­დერ, ქვი­არ და ინ­ტერ­სექს (ლგბტ­ქი+) თემს და მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, და­იც­ვას მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბის უფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის, გა­მო­ნაკ­ლი­სის გა­რე­შე და უზ­რუნ­ველ­ყოს ამ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა უსაფრ­თხო გა­რე­მო­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია უზ­რუნ­ველ­ყოფს ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის სა­ჯა­როდ შეკ­რე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბას. ეს მო­ი­ცავს ლგბტ­ქი+ ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბას, მო­ა­წყონ მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბი და სხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, და მათ უფ­ლე­ბას, სა­ჯა­როდ ისა­უბ­რონ თა­ვი­ანთ პრობ­ლე­მებ­ზე და და­იც­ვან თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბე­ბი. 2014 წლი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს ნი­შან­დობ­ლი­ვი კა­ნო­ნი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ყვე­ლა ფორ­მის აღ­მო­ფხვრის შე­სა­ხებ [1] გამ­ყა­რე­ბუ­ლია კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში გა­წე­რი­ლი თა­ნას­წო­რო­ბის პრინ­ცი­პით და კრძა­ლავს დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ყვე­ლა ფორ­მას სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა და გენ­დერუ­ლი იდენ­ტო­ბის და გა­მო­ხატ­ვის სა­ფუძ­ველ­ზე.

ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო ვალ­დე­ბუ­ლია, ხელი შე­უ­წყოს და და­იც­ვას მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბის უფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია. ეს მო­ი­ცავს მო­ვა­ლე­ო­ბას, ხელი შე­უ­წყონ შეკ­რე­ბებს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის სა­სურ­ველ ად­გი­ლას და და­იც­ვან შეკ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი და მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მათ­გან, ვი­საც შე­იძ­ლე­ბა მათი უფ­ლე­ბე­ბის შე­ლახ­ვის მცდე­ლო­ბა ქონ­დეთ. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­ყო­ველ­თაო დეკ­ლა­რა­ცია და სა­მო­ქა­ლა­ქო და პო­ლი­ტი­კუ­რი უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­ერ­თა­შო­რი­სო პაქ­ტი ამ­ტკი­ცებს, რომ და­უშ­ვე­ბე­ლია ერთი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მე­ო­რე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის.

COVID-19 პან­დე­მი­ამ გა­ამ­ძაფ­რა სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი გამ­ყო­ფი ხა­ზე­ბი და გა­აღ­რმა­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნის მარ­გი­ნა­ლი­ზა­ცია და უჩი­ნა­რო­ბა. შეკ­რე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბი­დან გა­რი­ყუ­ლო­ბის გა­და­ლახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის. სა­ჯა­რო შეკ­რე­ბე­ბი მოქ­მე­დი დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ფუძ­ვე­ლია. ჩვენ კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებთ წინა მო­წო­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი, სა­მო­ქა­ლა­ქო და რე­ლი­გი­უ­რი ლი­დე­რე­ბის მი­სა­მარ­თით, რომ შე­ებ­რძო­ლონ ყვე­ლა­ნა­ირ დის­კრი­მი­ნა­ცი­ა­სა და ცრურ­წმე­ნებს და მი­ი­ღონ ყვე­ლა შე­საძ­ლო ზომა ძა­ლა­დო­ბის აღ­საკ­ვე­თად და პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და თა­ნაგ­რძნო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ჯა­რო დის­კურ­სის გა­სა­მარ­თად.

ჩვენ ერ­თად ვდგა­ვართ ყვე­ლას თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და თა­ნას­წო­რო­ბის უფ­ლე­ბის და­სა­ცა­ვად“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვოოტ
36

ეჰ, ამდენი საელჩო რომ ჰყოლოდა მეფე ერეკლეს კრწანისის ბრძოლაში....

მამუკა
64

თქვენ ქვეყნებში მოუწოდეთ რაც გინდათ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"შეებრძოლეთ ყველანაირ დისკრიმინაციასა და ცრურწმენებს" - საელჩოები "პრაიდთან" დაკავშირებით საქართველოს მთავრობას განცხადებით მიმართავენ

"შეებრძოლეთ ყველანაირ დისკრიმინაციასა და ცრურწმენებს" - საელჩოები "პრაიდთან" დაკავშირებით საქართველოს მთავრობას განცხადებით მიმართავენ

დაიცავით შეკრების თავისუფლების უფლება თბილისში, 2021 წლის პრაიდის კვირეულზე , - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც შედგენილია საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროკავშირის წარმომადგენლობის, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთის, ისრაელის, კანადის, ნიდერლანდების სამეფოს, ნორვეგიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოების, და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მიერ.

საელჩოები კიდევ ერთხელ იმეორებენ წინა მოწოდებას საქართველოს მთავრობის, პოლიტიკური, სამოქალაქო და რელიგიური ლიდერების მისამართით, რომ შეებრძოლონ ყველანაირ დისკრიმინაციასა და ცრურწმენებს და მიიღონ ყველა შესაძლო ზომა ძალადობის აღსაკვეთად.

„მხარს ვუჭერთ რა ყველა ადამიანის თანასწორობასა და მათი უფლებებს დაცვას, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება საქართველოში ყველა ადამიანისთვის, გამონაკლისის გარეშე და უზრუნველყოს ამ ღონისძიებების ჩატარება უსაფრთხო გარემოში.

საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს ყველა ადამიანის საჯაროდ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას. ეს მოიცავს ლგბტქი+ ადამიანების უფლებას, მოაწყონ მანიფესტაციები და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიებები, და მათ უფლებას, საჯაროდ ისაუბრონ თავიანთ პრობლემებზე და დაიცვან თავიანთი უფლებები. 2014 წლიდან, საქართველოს ნიშანდობლივი კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ [1] გამყარებულია კონსტიტუციაში გაწერილი თანასწორობის პრინციპით და კრძალავს დისკრიმინაციის ყველა ფორმას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის და გამოხატვის საფუძველზე.

ყველა სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს და დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლების რეალიზაცია. ეს მოიცავს მოვალეობას, ხელი შეუწყონ შეკრებებს ორგანიზატორების სასურველ ადგილას და დაიცვან შეკრების ორგანიზატორები და მონაწილეები მათგან, ვისაც შეიძლება მათი უფლებების შელახვის მცდელობა ქონდეთ. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი ამტკიცებს, რომ დაუშვებელია ერთი ადამიანის უფლების გამოყენება მეორე ადამიანის უფლების დარღვევისთვის.

COVID-19 პანდემიამ გაამძაფრა სოციალური და ეკონომიკური გამყოფი ხაზები და გააღრმავა საქართველოში მრავალი ადამიანის მარგინალიზაცია და უჩინარობა. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების განხორციელებას არსებითი მნიშვნელობა აქვს ადამიანებისთვის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრებიდან გარიყულობის გადალახვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. საჯარო შეკრებები მოქმედი დემოკრატიის საფუძველია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ წინა მოწოდებას საქართველოს მთავრობის, პოლიტიკური, სამოქალაქო და რელიგიური ლიდერების მისამართით, რომ შეებრძოლონ ყველანაირ დისკრიმინაციასა და ცრურწმენებს და მიიღონ ყველა შესაძლო ზომა ძალადობის აღსაკვეთად და პატივისცემასა და თანაგრძნობაზე დაფუძნებული საჯარო დისკურსის გასამართად.

ჩვენ ერთად ვდგავართ ყველას თავისუფლებისა და თანასწორობის უფლების დასაცავად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ვინ იყო ბიჭი, რომელმაც მტკვარში ჩავარდნილი მოზარდი გოგონა გადაარჩინა, თავად კი გარდაიცვალა - "ის რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველი იყო"

"ჰანს კლუგემ თქვა, ძალიან კარგად მუშაობთ, ბრავო თქვენო" - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე პანდემიის მართვასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკაზე

"ვაქცინაცია სიკვდილობის პანდემიას აჩერებს, შემთხვევების რაოდენობას ვერ აჩერებს, მაგრამ ანახევრებს ან ამესამედებს" - თენგიზ ცერცვაძე