სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გახარიას მისიაა, რომ შიგნიდან დაშალოს "ოცნება", ქვეყნის გარედან წაქეზებულიც არის" - გუბაზ სანიკიძე
"გახარიას მისიაა, რომ შიგნიდან დაშალოს "ოცნება", ქვეყნის გარედან წაქეზებულიც არის" - გუბაზ სანიკიძე

ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში" გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პო­ლი­ტი­კუ­რი მი­სი­ი­სა და მიზ­ნე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. სა­ნი­კი­ძის მო­საზ­რე­ბით, პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ლი­დე­რის ამო­ცა­ნა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" შიგ­ნი­დან დაშ­ლაა, რა­შიც მას უცხო­ე­თის მხარ­და­ჭე­რაც აქვს.

""ოც­ნე­ბის" ამომ­რჩე­ვე­ლის დიდი ნა­წი­ლი სიმ­პა­ტი­ას გა­მო­ხა­ტავს გა­ხა­რი­ას მი­მართ. ეს საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლად აშ­ფო­თებს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­საც. ეპის­ტო­ლე, რო­მე­ლიც მან გა­მო­აგ­ზავ­ნა, ეს იყო გემ­ზე ამ­ბო­ხე­ბის ჩა­სახ­შო­ბად. "ოც­ნე­ბის" იმ ნა­წილ­მა, რო­მე­ლიც არ გაყ­ვა გა­ხა­რი­ას, გა­იხ­სე­ნა ბი­ძი­ნას და­ნა­ქად­ნე­ბი - 2 წლის წინ მან თქვა, რომ ნამ­დვილ ოპო­ზი­ცი­ას მე შე­ვუ­წყობ ხელ­სო. ჩათ­ვა­ლეს, რომ სწო­რედ ამას აკე­თებს. მით უფრო, რომ გა­ხა­რი­ამ კრინ­ტი არ დაძ­რა ბი­ძი­ნა­ზე ცუდი, იფიქ­რეს, რომ გა­ყი­დუ­ლე­ბი ვართ.

პო­ლი­ტი­კა ისე­თი რა­მეა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან მარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცია დიდი მზეგ­რძე­ლო­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში. გა­ხა­რი­ას მო­უ­წევს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი თა­მა­ში და უფრო მე­ტიც, რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ ქვეყ­ნის გა­რე­დან წა­ქე­ზე­ბუ­ლიც არის, რათა სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლოს. გამ­ბე­და­ო­ბა­ზე მე­ტად გა­რან­ტი­ე­ბი აქვს, მაგ­რამ არ ვიცი ვის­გან. ეჭ­ვე­ბი მაქვს, მაგ­რამ თავს შე­ვი­კა­ვებ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა შიდა ამ­ბო­ხით. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი იყო, რო­დე­საც ზვი­ად გამ­სა­ხუ­რი­დია სის­ხლი­ა­ნი ამ­ბო­ხით და­ამ­ხეს. აჯან­ყე­ბის მე­თა­უ­რი იყო ქვეყ­ნის მე­ო­რე კაცი, თენ­გიზ სი­გუა, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი. შემ­დეგ შე­ვარ­დნა­ძე შიგ­ნი­დან "აა­ფეთ­ქა" ჟვა­ნია სა­ა­კაშ­ვი­ლის ტან­დემ­მა. ჟვა­ნია მე­ო­რე კაცი იყო გავ­ლე­ნით, სა­ა­კაშ­ვი­ლი ამო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვი. სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ბო­ლო­ოდ გაბ­ზა­რა და მერე გას­კდა კი­დეც ოქ­რუ­აშ­ვი­ლის კა­ზუ­სით. მარ­თა­ლია მა­შინ­ვე არა, რად­გან ოპო­ზი­ცი­ას ლი­დე­რის პრობ­ლე­მა ჰქონ­და, მაგ­რამ დაღ­მას­ვლა და­ი­წყო მა­შინ "ნაც­მოძ­რა­ო­ბამ" და მერე ბი­ძი­ნაც გა­მოჩ­ნდა და ეს ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­და ისე, რო­გორც დას­რულ­და. ოქ­რუ­აშ­ვი­ლი იყო მე­ო­რე პირი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" და, მი­თუ­მე­ტეს, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში.

ახ­ლაც, რო­გორც ჩანს, გა­ხა­რი­ას მი­სია ქვეყ­ნი­სა და ერის წი­ნა­შე მდგო­მა­რე­ო­ბას იმა­ში, რომ მან შიგ­ნი­დან უნდა გაბ­ზა­როს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა"...

გა­ხა­რია არ არის შეკ­რუ­ლი სა­ა­კაშ­ვილ­თან... მე რა­ტომ­რაც მგო­ნია, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ელექ­ტო­რა­ლუ­რი ბაზა ძა­ლი­ან ცოტა ხან­ში, ალ­ბათ არ­ჩევ­ნე­ბის მერე, ბი­ძი­ნა­ზე იტყვის უარს და გა­და­ვა გა­ხა­რი­ას მხა­რეს. არა მარ­ტო კო­ბა­ხი­ძე­ზე, ბი­ძი­ნა­ზე იტყვის უარს, იმი­ტომ რომ ბოლო გა­მო­კი­თხვე­ბით, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, რე­ი­ტინ­გებ­ში გა­ხა­რია ბი­ძი­ნას უს­წრებ­და. ამი­ტომ ეს არის დი­ნას­ტი­უ­რი, შიდა გა­დატ­რი­ა­ლე­ბა, რაც ხდე­ბო­და ყო­ველ­თვის.

და­ნამ­დვი­ლე­ბით ვიცი, "ოც­ნე­ბის" შიგ­ნი­დან მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ როცა გა­ხა­რი­ამ გა­ა­კე­თა პრე­ზენ­ტა­ცია და ღერი ცუდი არა თქვა ბი­ძი­ნა­ზე, "ოც­ნე­ბა­ში" და­ი­წყო პა­ნი­კა, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ჟო­რი­ტა­რებ­ში, რომ­ლებ­საც ფული აქვთ გა­დახ­დი­ლი დე­პუ­ტა­ტო­ბის­თვის, რომ 4 წელი არ შე­ა­წუ­ხონ და ოლიმ­პო­ზე გან­ცხრო­მით იყ­ვნენ. მათ და­ი­წყეს ეჭ­ვი­ა­ნო­ბა, რომ შეგ­ვა­ტო­ვა კო­ბა­ხი­ძეს და თვი­თონ გა­ხა­რი­ა­ზე აპი­რებს გა­და­თა­მა­შე­ბა­სო. ეს იყო აგ­რე­სი­უ­ლი ეჭ­ვი­ა­ნო­ბა. გვა­რე­ბიც ვიცი იმ დე­პუ­ტა­ტე­ბის, უბ­რა­ლოდ, არ და­ვა­სა­ხე­ლებ. თუ გა­დაგ­დე­ბას გვი­პი­რებ­სო, მა­შინ ჩვენ და­ვას­წროთ და უმ­რავ­ლე­სო­ბა და­ვუ­შა­ლო­თო. ბი­ძი­ნა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და გა­მო­სუ­ლი­ყო და ეთ­ქვა, რომ ბი­ჭე­ბო, თქვენ უფრო მიყ­ვარ­ხართ, ვიდ­რე გა­ხა­რი­აო, რომ არ დაშ­ლო­და უმ­რავ­ლე­სო­ბა. მერე შე­იძ­ლე­ბა და­შა­ლოს, მაგ­რამ ახლა არ აწყობ­და. ცოტა ხან­ში რომ გა­მო­ვი­დეს და თქვას, გა­ხა­რია შვი­ლი­ვით მიყ­ვარს და ჩემი ოჯა­ხის წევ­რი­აო, და­უშ­ლის ვინ­მე?! მძი­მედ აქვთ საქ­მე ბი­ჭებს და გო­გო­ებს".

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გუბაზის არშინი
5

გუბაზი თავისი არშინით ზომავს.

მურმანი
7

ბატონო გუბაზ გვარის გამო შეგიყვანეს პოლიტიკაში, თავი დაანებე მაგ საქმეს და კომბალს მოკიდე ხელი ამით უფრო მეტ სარგებელს მოუტან ხალხსაც და თქვენს თავსაც;

პატივისცემით,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"გახარიას მისიაა, რომ შიგნიდან დაშალოს "ოცნება", ქვეყნის გარედან წაქეზებულიც არის" - გუბაზ სანიკიძე

"გახარიას მისიაა, რომ შიგნიდან დაშალოს "ოცნება", ქვეყნის გარედან წაქეზებულიც არის" - გუბაზ სანიკიძე

ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" გიორგი გახარიას პოლიტიკური მისიისა და მიზნების შესახებ ისაუბრა. სანიკიძის მოსაზრებით, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის ამოცანა "ქართული ოცნების" შიგნიდან დაშლაა, რაშიც მას უცხოეთის მხარდაჭერაც აქვს.

",,ოცნების" ამომრჩეველის დიდი ნაწილი სიმპატიას გამოხატავს გახარიას მიმართ. ეს საკმაოდ სერიოზულად აშფოთებს "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილსაც. ეპისტოლე, რომელიც მან გამოაგზავნა, ეს იყო გემზე ამბოხების ჩასახშობად. "ოცნების" იმ ნაწილმა, რომელიც არ გაყვა გახარიას, გაიხსენა ბიძინას დანაქადნები - 2 წლის წინ მან თქვა, რომ ნამდვილ ოპოზიციას მე შევუწყობ ხელსო. ჩათვალეს, რომ სწორედ ამას აკეთებს. მით უფრო, რომ გახარიამ კრინტი არ დაძრა ბიძინაზე ცუდი, იფიქრეს, რომ გაყიდულები ვართ.

პოლიტიკა ისეთი რამეა, რომ ხელისუფლებისგან მართული ოპოზიცია დიდი მზეგრძელობით არ გამოირჩევა საქართველოში. გახარიას მოუწევს დამოუკიდებელი თამაში და უფრო მეტიც, რატომღაც მგონია, რომ ქვეყნის გარედან წაქეზებულიც არის, რათა სიტუაცია შეიცვალოს. გამბედაობაზე მეტად გარანტიები აქვს, მაგრამ არ ვიცი ვისგან. ეჭვები მაქვს, მაგრამ თავს შევიკავებ.

საქართველოში ყველა ხელისუფლება შეიცვალა შიდა ამბოხით. ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო, როდესაც ზვიად გამსახურიდია სისხლიანი ამბოხით დაამხეს. აჯანყების მეთაური იყო ქვეყნის მეორე კაცი, თენგიზ სიგუა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი. შემდეგ შევარდნაძე შიგნიდან "ააფეთქა" ჟვანია სააკაშვილის ტანდემმა. ჟვანია მეორე კაცი იყო გავლენით, სააკაშვილი ამომავალი ვარსკვლავი. სააკაშვილის ხელისუფლება საბოლოოდ გაბზარა და მერე გასკდა კიდეც ოქრუაშვილის კაზუსით. მართალია მაშინვე არა, რადგან ოპოზიციას ლიდერის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ დაღმასვლა დაიწყო მაშინ "ნაცმოძრაობამ" და მერე ბიძინაც გამოჩნდა და ეს ყველაფერი დასრულდა ისე, როგორც დასრულდა. ოქრუაშვილი იყო მეორე პირი "ნაციონალურ მოძრაობაში" და, მითუმეტეს, სააკაშვილის ხელისუფლებაში.

ახლაც, როგორც ჩანს, გახარიას მისია ქვეყნისა და ერის წინაშე მდგომარეობას იმაში, რომ მან შიგნიდან უნდა გაბზაროს "ქართული ოცნება"...

გახარია არ არის შეკრული სააკაშვილთან... მე რატომრაც მგონია, რომ "ქართული ოცნების" ელექტორალური ბაზა ძალიან ცოტა ხანში, ალბათ არჩევნების მერე, ბიძინაზე იტყვის უარს და გადავა გახარიას მხარეს. არა მარტო კობახიძეზე, ბიძინაზე იტყვის უარს, იმიტომ რომ ბოლო გამოკითხვებით, საპარლამენტო არჩევნებამდე, რეიტინგებში გახარია ბიძინას უსწრებდა. ამიტომ ეს არის დინასტიური, შიდა გადატრიალება, რაც ხდებოდა ყოველთვის.

დანამდვილებით ვიცი, "ოცნების" შიგნიდან მაქვს ინფორმაცია, რომ როცა გახარიამ გააკეთა პრეზენტაცია და ღერი ცუდი არა თქვა ბიძინაზე, "ოცნებაში" დაიწყო პანიკა, განსაკუთრებით მაჟორიტარებში, რომლებსაც ფული აქვთ გადახდილი დეპუტატობისთვის, რომ 4 წელი არ შეაწუხონ და ოლიმპოზე განცხრომით იყვნენ. მათ დაიწყეს ეჭვიანობა, რომ შეგვატოვა კობახიძეს და თვითონ გახარიაზე აპირებს გადათამაშებასო. ეს იყო აგრესიული ეჭვიანობა. გვარებიც ვიცი იმ დეპუტატების, უბრალოდ, არ დავასახელებ. თუ გადაგდებას გვიპირებსო, მაშინ ჩვენ დავასწროთ და უმრავლესობა დავუშალოთო. ბიძინა იძულებული გახდა გამოსულიყო და ეთქვა, რომ ბიჭებო, თქვენ უფრო მიყვარხართ, ვიდრე გახარიაო, რომ არ დაშლოდა უმრავლესობა. მერე შეიძლება დაშალოს, მაგრამ ახლა არ აწყობდა. ცოტა ხანში რომ გამოვიდეს და თქვას, გახარია შვილივით მიყვარს და ჩემი ოჯახის წევრიაო, დაუშლის ვინმე?! მძიმედ აქვთ საქმე ბიჭებს და გოგოებს".

"ასრულდა სააკაშვილის ოცნება, ჟურნალისტი გარდაიცვალა! მისი რადიკალები შეეცდებიან ეს ფაქტი თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ" - რას წერს ლევან მამალაძე

"არ მიიღება ღარიბაშვილის ფარისევლური სამძიმარი და ფარისევლურად გადმოგდებული ცრემლები..." - გიგი უგულავა

"ბატონო ღარიბაშვილო! თქვენ ვერ მიხვალთ საარჩევნო კამპანიამდე, მე ამას გპირდებით" - მამუკა ხაზარაძე