საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის (GISP) ინიციატივითა და ორგანიზებით, რუსული ოკუპაციისადმი მოძღვნილი ფართომასშტაბიანი კამპანია -„რუსული ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“ - მოძრავი გამოფენის სახით, საქართველოს 5 ქალაქში (თბილისი, მარნეული, მცხეთა, გორი, ქუთაისი) გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაზე 20 საუკეთესო ფოტოპოსტერი იქნება წარმოდგენილი. ისინი, ოკუპაციისადმი მიძღვნილი კონკურსის ფარგლებში, სხვადასხვა ქალაქიდან მხატვარ-დიზაინერების მიერ ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი 130-ზე მეტი ნამუშევრიდან ჟიურიმ ანონიმურად შეარჩია.
„მოძრავი გამოფენის იდეა კონკურსის გამოცხადებასთან ერთად დაიბადა. დარწმუნებულები ვიყავით, რომ შემოსული ნამუშევრების რაოდენობა და ხარისხი კონკურსის დასრულების შემდეგ პროექტის გაგრძელების შესაძლებლობას მოგვცემდა. ამ მასშტაბური კამპანიის მიზანი ოკუპაციის თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. დღეისთვის რუსული ოკუპაცია საქართველოს სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს და ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება ნებისმიერი ფორმით მნიშვნელოვანია“, - აცხადებენ GISP-ში.
პირველი ღონისძიება თბილისში, დედაენის ბაღში 4 ივლისს, 13:00 დან - 19:00 მდე გაიმართება. მას კოსტუმირებული მსახიობი უმასპინძლებს, რომელიც საზოგადოებას, კამპანიაში ჩართულობის მიზნით, გამოფენის დასათვალიერებლად მოიწვევს და მათ „შთაბეჭდილების ბანერზე“ ინდივიდუალური ემოციის გამოხატვას შესთავაზებს.
კონკურსის -„რუსული ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“ გამარჯვებულების გამოვლენა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში მოხდა, ავტორების დაჯილდოვება სატელევიზიო ეთერში გადაიცა. გამოფენის ფორმატში, საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით, ამ ღონისძიებაზე 10 საუკეთესო ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
საბოლოოდ კი, რუსული ოკუპაციისადმი მიძღვნილი ეს უპრეცედენტო კამპანია სიმბოლურად, 2021 წლის 7 აგვისტოს, თბილისში დასკვნითი ღონისძიებით დასრულდება.
საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი (GISP) 2019 წლის 10 სექტემბერს დაფუძნდა. ინსტიტუტის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მავნე გავლენების წინააღმდეგ ბრძოლაა. ამ მიზნით, გასულ წელს ინსტიტუტის ინიციატივითა და ორგანიზებით, გადაღებულ იქნა დოკუმენტური ფილმი „ცხინვალი 1920“. ეს ფილმი, ისტორიული დოკუმენტებითა და წყაროებით გამყარებული პასუხია კრემლისა და სეპარატისტული რეჟიმის მიერ ისტორიის ფალსიფიცირების მცდელობაზე.
მსგავსი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას GISP-ი მომავალშიც აპირებს.
NS
უმუშევრობა,სიკვდილიანობა,ავადობა და უშვილობა ,სუსტი ოჯახი -ადრეულად დანგრეული და იქ გაზრდილი სუსტი და ანჩხლი უსარგებლო პიროვნება ეს სულ შედგებია,სისტემური შედეგები !
მიზეზი ფესვთა ის ერთობაა საქართველოს გაბოლშევიკებამ რომ მოგვიტანა !
იარაღის ძალით სამართლის დადგენა ავაზაკთა მეთოდია,ისინივე იარაღით ითვისებდნენ სხვის ნაშრომს ,კანონის ფარგლებში მოაქციეს როცა თავად ძარცვავენ,მაგრამ არათავისიანს ჯერ ერთი ძალად ხდიან იძულებეულს გასცდეს კანონს გაჭირვებისაგან,ნემის მოპარვას კი არა, ნემსისსაკენ გახედვასაც სასტიკად სჯიან !
ეს კასტა არსებობს დღესაც,ის ბოროტია მაგრამ უფრო დიდი ბოროტება ის სისტემაა ,რომელმაც ისინი შვა და შობს-ეს უთანასწორო საზოგადოებაა ,უთანასწორობა სხვაგანაცაა მაგრამ ამდენ ბოროტებას არ წარმოშობს ,ამხელა ზღვარი ორ მხარეს შორის არაა ,ჩვენში უმცირესობის ძალასა და უფლებებში დისბალანსი უფსკულივითაა ,ამ უფსკრულის ძირისაკენ მიგვაქანებს დამნაშავე სისტემა !
დავსვათ ლეგიტიმური კითხვა, 1921 წელს რომ არ ყოფილიყო რუსული ოკუპაცია რა იქნებოდა დღეს ამ მიწაზე?
1. აყვავებული საქართველო
2. გაჭირვებული საქართველო
3. დაშლილი საქართველო, მაგალითად როგორიც იყო 1801 წლამდე.
ჩემი აზრით იქნებოდა ოსმალეთის, დღევანდელი თურქეთის ერთ-ერთი პროვინცია, სამაგიეროდ ნატოს წევრი. წინ ნატოსაკენ!