სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
140 000 აშშ დოლარი ქრთამის სახით... - რა საქმეზე დააკავეს ამბროლაურის საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარე
140 000 აშშ დოლარი ქრთამის სახით... - რა საქმეზე დააკავეს ამბროლაურის საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარე

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე, ამ­ბრო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს ერთ-ერთი ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე და­ა­კა­ვეს.

სუს-ის ცნო­ბით, რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, საკ­რე­ბუ­ლოს ერთ-ერთი ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რემ და­არ­წმუ­ნა მო­ქა­ლა­ქე, რომ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბით, უზ­რუნ­ველ­ყოფ­და თბი­ლის­ში მდე­ბა­რე მი­წის ნაკ­ვეთ­ზე სამ­შე­ნებ­ლო კო­ე­ფი­ცი­ენ­ტის გაზ­რდას, რა­შიც ქრთა­მის სა­ხით 140 000 აშშ დო­ლა­რის გა­დახ­და მოს­თხო­ვა.

„2021 წლის 29 ივ­ნისს მან მო­ქა­ლა­ქეს წი­ნას­წარ გა­მო­არ­თვა ქრთა­მის სა­ხით მო­თხოვ­ნი­ლი თან­ხის ნა­წი­ლი - 30 000 აშშ დო­ლა­რი, რა დრო­საც ის და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

გა­მო­ძი­ე­ბას სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო აწარ­მო­ებს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
eeeeeex
16

რაჭველებო თქვენც გაჩათლახდით?

ეკა
2

არ მჯერა ოპზიციის დადგმული იქნება,,აბა ესენი ამას (არ იკადრებენ)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

140 000 აშშ დოლარი ქრთამის სახით... - რა საქმეზე დააკავეს ამბროლაურის საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარე

140 000 აშშ დოლარი ქრთამის სახით... - რა საქმეზე დააკავეს ამბროლაურის საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარე დააკავეს.

სუს-ის ცნობით, როგორც გამოძიებით დგინდება, საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარემ დაარწმუნა მოქალაქე, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომელთა მეშვეობით, უზრუნველყოფდა თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთზე სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდას, რაშიც ქრთამის სახით 140 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა.

„2021 წლის 29 ივნისს მან მოქალაქეს წინასწარ გამოართვა ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 30 000 აშშ დოლარი, რა დროსაც ის დააკავეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.