სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ართროპლასტიკა და ართროსკოპია – თანამედროვე ტრავმატოლოგია თოდუას კლინიკისგან
ართროპლასტიკა და ართროსკოპია – თანამედროვე ტრავმატოლოგია თოდუას კლინიკისგან

თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა ყო­ველ­დღი­უ­რად იხ­ვე­წე­ბა და ნერ­გავს ინო­ვა­ცი­ურ ტექ­ნო­ლო­გი­ებს ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ გან­ვი­თა­რე­ბას აკა­დე­მი­კოს ფრი­დონ თო­დუ­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი ფეხ­და­ფეხ მიჰ­ყვე­ბა. კლი­ნი­კა­ში და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წე­ლია, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მი­ნი­ინ­ვა­ზი­უ­რი პრო­ცე­დუ­რა - ართროს­კო­პია და­ი­ნერ­გა. გარ­და ამი­სა, აქ­ტი­უ­რად ტარ­დე­ბა ათ­როპ­ლას­ტი­კაც - და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სახ­სრის ხე­ლოვ­ნუ­რი სახ­სრით ჩა­ნაც­ვლე­ბის პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა.

ართროპ­ლას­ტი­კი­სა და ართროს­კო­პი­ის შე­სა­ხებ თო­დუ­ას კლი­ნი­კის ორ­თო­პე­დია-ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ გი­ორ­გი კვა­რა­ცხე­ლი­ას გა­ვე­სა­უბ­რეთ. ბა­ტონ­მა გი­ორ­გიმ ამ ორი პრო­ცე­დუ­რის მსგავ­სე­ბებ­სა და გან­სხვა­ვე­ბებ­ზე, გვერ­დით მოვ­ლე­ნებ­სა და პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრო.

- რა არის ართროპ­ლას­ტი­კა და რა შემ­თხვე­ვა­ში იყე­ნებთ მას?

ართროპ­ლას­ტი­კა მსხვი­ლი და წვრი­ლი სახ­სრე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რი სახ­სრით ჩა­ნაც­ვლე­ბაა. ამ მე­თოდს ართრო­ზე­ბის დროს მივ­მარ­თავთ, რო­დე­საც სახ­სრის ხრტი­ლო­ვა­ნი სა­ფარ­ვე­ლი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია და პა­ცი­ენტს მის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი ტკი­ვი­ლი აღე­ნიშ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, და­ზი­ა­ნე­ბულ ად­გილს ხე­ლოვ­ნუ­რი სახ­სრით ვა­ნაც­ვლებთ.

თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში უკვე 5-6 წე­ლია, ამე­რი­კულ და ფრან­გულ იმპლან­ტებს ვი­ყე­ნებთ, რომ­ლე­ბიც მცი­რე­ინ­ვა­ზი­უ­რი წე­სით თავ­სდე­ბა სახ­სარ­ში. სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან მოკ­ლეა და პა­ცი­ენ­ტე­ბი უკვე მე­ო­რე დღი­დან აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან , 1 თვე­ში კი ყო­ველ­გვა­რი დამ­ხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბის გა­რე­შე გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან.

ართროპ­ლას­ტი­კა ყვე­ლა­ზე ხში­რად მენჯ-ბარ­ძა­ყის სახ­სრი­სა და მუხ­ლის სახ­სრის ენ­დოპ­რო­თე­ზი­რე­ბის დროს გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

- რას ნიშ­ნავს სახ­სრე­ბის ართროს­კო­პი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა და რით გან­სხვავ­დე­ბა ის ართროპ­ლას­ტი­კის­გან?

ართროს­კო­პია მცი­რე­ინ­ვა­ზი­უ­რი ენ­დოს­კო­პი­უ­რი ქი­რურ­გი­აა. ამ შემ­თხვე­ვა­ში სახ­სარ­ში არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის, მა­გა­ლი­თად მე­ნის­კე­ბის და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მცი­რე გა­ნაკ­ვეთს კა­მე­რით ვათ­ვა­ლი­ე­რებთ. შემ­დეგ იწყე­ბა და­ზი­ა­ნე­ბის კო­რექ­ცია, რაც რე­სურ­სის ამო­წურ­ვის ხა­რისხს ამოკ­ლებს. გარ­და ამი­სა, პა­ცი­ენ­ტებს ხრტი­ლის სა­ფარ­ველს ვუ­ნარ­ჩუ­ნებთ და ტკი­ვილს ვუხ­სნით. მკურ­ნა­ლო­ბის ეს მე­თო­დი თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 1 წე­ლია რაც და­ი­ნერ­გა და საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად ვი­ყე­ნებთ.

- რო­დის დგე­ბა პა­ცი­ენ­ტის რო­მე­ლი­მე ოპე­რა­ცი­ით მკურ­ნა­ლო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა?

ართროპ­ლას­ტი­კა იმ შემ­თხვე­ვა­ში ინიშ­ნე­ბა, რო­დე­საც პა­ცი­ენტს აღე­ნიშ­ნე­ბა სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი ან მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვა. ეს ხდე­ბა რო­გორც თან­და­ყო­ლი­ლი, ასე­ვე პოსტ ტრავ­მუ­ლი ან შე­ძე­ნი­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბის დრო­საც. არ­სე­ბობს მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი, რო­დე­საც სახ­სა­რი სწო­რად ვერ იტ­ვირ­თე­ბა ან ტრავ­მის შე­დე­გად აღი­ნიშ­ნე­ბა ანა­ტო­მი­უ­რი სა­ხეც­ვლი­ლე­ბე­ბი. საკ­მა­ოდ ხში­რია ცვე­თის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი პა­თო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც.

რაც შე­ე­ხე­ბა ართროს­კო­პი­ას, ეს ჩა­რე­ვა ხორ­ცი­ელ­დე­ბა და­ზი­ა­ნე­ბულ მე­ნის­კებ­ზე რო­გორც ტრავ­მუ­ლი, ასე­ვე ცვე­თის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის დროს.

- ასე­თი პა­თო­ლო­გი­ე­ბის დროს რა შემ­თხვე­ვა­ში დგე­ბა ღია ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა?

ართროპ­ლას­ტი­კა ღია ოპე­რა­ცი­აა, თუმ­ცა აქვს მიდ­გო­მის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი. ფრან­გუ­ლი იმპლან­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ზო­მე­ბი ძა­ლი­ა­ნაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი. მი­ზე­ზი ის არის, რომ ისი­ნი ახა­ლი მო­დი­ფი­კა­ცი­ის იმპლან­ტე­ბია, რაც და­ზი­ა­ნე­ბე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბას მცი­რე ზო­მის გა­ნაკ­ვე­თი­სა და კუნ­თე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის გა­რე­შე გუ­ლის­ხმობს.

ართროს­კო­პია ით­ვლე­ბა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მცი­რე­ინ­ვა­ზი­ურ ქი­რურ­გი­ად, რომ­ლის დრო­საც სახ­სა­რი სა­ერ­თოდ არ იხ­სნე­ბა. ორი, და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარ­სან­ტი­მეტ­რი­ა­ნი გა­ნაკ­ვე­თი­დან ხდე­ბა სახ­სრის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და მას­ში არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის კო­რექ­ცია.

რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი და რა­ი­მე სა­ხის გარ­თუ­ლე­ბებს ხომ არ იწ­ვევს მო­მა­ვალ­ში?

გარ­თუ­ლე­ბე­ბი, თა­ვის­თა­ვად, ნე­ბის­მი­ერ ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვას შე­იძ­ლე­ბა ახა­სი­ა­თებ­დეს. თუმ­ცა, რამე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გარ­თუ­ლე­ბა ამ ოპე­რა­ცი­ებს თან არ ახ­ლავს. რაც შე­ე­ხე­ბა ეფექ­ტუ­რო­ბას, ართროპ­ლას­ტი­კა მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ეფექ­ტურ ოპე­რა­ცი­ად ით­ვლე­ბა, რად­გან ხრტი­ლის და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, სხვა სა­ხის ჩა­რე­ვე­ბი და კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა, პრაქ­ტი­კუ­ლად, არ არის შე­დე­გის მომ­ტა­ნი.

სექ­ტემ­ბრი­დან თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში ართროს­კო­პუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის კი­დევ ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბა - ქუს­ლის წა­ნა­ზარ­დის მკურ­ნა­ლო­ბა ინერ­გე­ბა. სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე უმ­კურ­ნა­ლებს იმ პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლებ­საც ქუს­ლის წა­ნა­ზარ­დის ტკი­ვი­ლი აწუ­ხებთ.

- რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს პა­ცი­ენ­ტე­ბის სა­ო­პე­რა­ცი­ოდ მომ­ზა­დე­ბა და პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში?

თო­დუ­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დის საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რი მო­დე­ლი დავ­ნერ­გეთ; პა­ცი­ენტს ამ­ზა­დებს არა მხო­ლოდ ორ­თო­პე­დი, ასე­ვე ანეს­თე­ზი­ო­ლოგ­თა ჯგუ­ფი, რომ ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი რის­კე­ბი მი­ნი­მუ­მამ­დე და­ვიყ­ვა­ნოთ. ჩვენს კლი­ნი­კა­ში ყვე­ლა ტი­პი­სა და სა­ხე­ო­ბის გა­მოკ­ვლე­ვა­ზე მიგ­ვიწ­ვდე­ბა ხელი, რაც დი­აგ­ნო­ზის და­ზუს­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს და ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვის ეფექ­ტუ­რო­ბას გან­სა­ზღვრავს.

რაც შე­ე­ხე­ბა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, ეს პრო­ცე­სი ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. გვყავს მე­თო­დის­ტთა ჯგუ­ფიც, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ სახ­ლშიც ეხ­მა­რე­ბი­ან პა­ცი­ენ­ტებს გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში. რად­გან მცი­რე ინ­ვა­ზი­უ­რი ჩა­რე­ვე­ბი ნაკ­ლე­ბად ტრავ­მუ­ლია, პა­ცი­ენ­ტე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი არ სა­ჭი­რო­ებს ცალ­კე რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურსს. მათ მე­ო­რე დღი­დან შე­უძ­ლი­ათ გა­და­ად­გი­ლე­ბა.

- რამ­დე­ნად ხში­რია მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა და ძი­რი­თა­დად რა ასა­კის ან სქე­სის პა­ცი­ენ­ტე­ბი მოგ­მარ­თა­ვენ?

ართროპ­ლას­ტი­კის­თვის, ძი­რი­თა­დად, 50 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი მოგ­ვმარ­თა­ვენ. თუმ­ცა, თან­და­ყო­ლი­ლი პა­თო­ლო­გი­ის შემ­თხვე­ვა­ში ასა­კობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვა ამ და­ა­ვა­დე­ბას არ აქვს.

რაც შე­ე­ხე­ბა ართროს­კო­პი­ას, ძი­რი­თა­დად ახალ­გაზ­რდა პა­ცი­ენ­ტებს ვმკურ­ნა­ლობთ მე­ნის­კის ტრავ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბით, ან ასა­კო­ვან ადა­მი­ა­ნებს სახ­სრის შიდა და­ზი­ა­ნე­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ართროპლასტიკა და ართროსკოპია – თანამედროვე ტრავმატოლოგია თოდუას კლინიკისგან

ართროპლასტიკა და ართროსკოპია – თანამედროვე ტრავმატოლოგია თოდუას კლინიკისგან

თანამედროვე მედიცინა ყოველდღიურად იხვეწება და ნერგავს ინოვაციურ ტექნოლოგიებს ტრავმატოლოგიის მიმართულებით. ამ განვითარებას აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი ფეხდაფეხ მიჰყვება. კლინიკაში დაახლოებით ერთი წელია, ერთ-ერთი ყველაზე მინიინვაზიური პროცედურა - ართროსკოპია დაინერგა. გარდა ამისა, აქტიურად ტარდება ათროპლასტიკაც - დაზიანებული სახსრის ხელოვნური სახსრით ჩანაცვლების პოპულარული საერთაშორისო პრაქტიკა.

ართროპლასტიკისა და ართროსკოპიის შესახებ თოდუას კლინიკის ორთოპედია-ტრავმატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელ გიორგი კვარაცხელიას გავესაუბრეთ. ბატონმა გიორგიმ ამ ორი პროცედურის მსგავსებებსა და განსხვავებებზე, გვერდით მოვლენებსა და პოსტოპერაციული რეაბილიტაციის მიმდინარეობის შესახებ მოგვითხრო.

- რა არის ართროპლასტიკა და რა შემთხვევაში იყენებთ მას?

ართროპლასტიკა მსხვილი და წვრილი სახსრების ხელოვნური სახსრით ჩანაცვლებაა. ამ მეთოდს ართროზების დროს მივმართავთ, როდესაც სახსრის ხრტილოვანი საფარველი დაზიანებულია და პაციენტს მისგან გამოწვეული ტკივილი აღენიშნება. შესაბამისად, დაზიანებულ ადგილს ხელოვნური სახსრით ვანაცვლებთ.

თოდუას კლინიკაში უკვე 5-6 წელია, ამერიკულ და ფრანგულ იმპლანტებს ვიყენებთ, რომლებიც მცირეინვაზიური წესით თავსდება სახსარში. სარეაბილიტაციო პერიოდი ძალიან მოკლეა და პაციენტები უკვე მეორე დღიდან აქტიურდებიან , 1 თვეში კი ყოველგვარი დამხმარე საშუალების გარეშე გადაადგილდებიან.

ართროპლასტიკა ყველაზე ხშირად მენჯ-ბარძაყის სახსრისა და მუხლის სახსრის ენდოპროთეზირების დროს გამოიყენება.

- რას ნიშნავს სახსრების ართროსკოპიული მკურნალობა და რით განსხვავდება ის ართროპლასტიკისგან?

ართროსკოპია მცირეინვაზიური ენდოსკოპიური ქირურგიაა. ამ შემთხვევაში სახსარში არსებული დაზიანებების, მაგალითად მენისკების დაზიანებების შემთხვევაში, მცირე განაკვეთს კამერით ვათვალიერებთ. შემდეგ იწყება დაზიანების კორექცია, რაც რესურსის ამოწურვის ხარისხს ამოკლებს. გარდა ამისა, პაციენტებს ხრტილის საფარველს ვუნარჩუნებთ და ტკივილს ვუხსნით. მკურნალობის ეს მეთოდი თოდუას კლინიკაში დაახლოებით 1 წელია რაც დაინერგა და საკმაოდ აქტიურად ვიყენებთ.

- როდის დგება პაციენტის რომელიმე ოპერაციით მკურნალობის აუცილებლობა?

ართროპლასტიკა იმ შემთხვევაში ინიშნება, როდესაც პაციენტს აღენიშნება სახსრების ტკივილი ან მოძრაობის შეზღუდვა. ეს ხდება როგორც თანდაყოლილი, ასევე პოსტ ტრავმული ან შეძენილი პათოლოგიების დროსაც. არსებობს მდგომარეობები, როდესაც სახსარი სწორად ვერ იტვირთება ან ტრავმის შედეგად აღინიშნება ანატომიური სახეცვლილებები. საკმაოდ ხშირია ცვეთის შედეგად მიღებული პათოლოგიური მდგომარეობაც.

რაც შეეხება ართროსკოპიას, ეს ჩარევა ხორციელდება დაზიანებულ მენისკებზე როგორც ტრავმული, ასევე ცვეთის შედეგად მიღებული დაზიანებების დროს.

- ასეთი პათოლოგიების დროს რა შემთხვევაში დგება ღია ქირურგიული ჩარევების აუცილებლობა?

ართროპლასტიკა ღია ოპერაციაა, თუმცა აქვს მიდგომის თავისებურებები. ფრანგული იმპლანტების შემთხვევაში, ზომები ძალიანაა შემცირებული. მიზეზი ის არის, რომ ისინი ახალი მოდიფიკაციის იმპლანტებია, რაც დაზიანებების ჩანაცვლებას მცირე ზომის განაკვეთისა და კუნთების დაზიანების გარეშე გულისხმობს.

ართროსკოპია ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მცირეინვაზიურ ქირურგიად, რომლის დროსაც სახსარი საერთოდ არ იხსნება. ორი, დაახლოებით ნახევარსანტიმეტრიანი განაკვეთიდან ხდება სახსრის დათვალიერება და მასში არსებული დაზიანებების კორექცია.

რამდენად ეფექტურია თითოეული მათგანი და რაიმე სახის გართულებებს ხომ არ იწვევს მომავალში?

გართულებები, თავისთავად, ნებისმიერ ქირურგიულ ჩარევას შეიძლება ახასიათებდეს. თუმცა, რამე განსაკუთრებული გართულება ამ ოპერაციებს თან არ ახლავს. რაც შეეხება ეფექტურობას, ართროპლასტიკა მსოფლიოში ყველაზე ეფექტურ ოპერაციად ითვლება, რადგან ხრტილის დაზიანების შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალია. სამწუხაროდ, სხვა სახის ჩარევები და კონსერვატიული მკურნალობა, პრაქტიკულად, არ არის შედეგის მომტანი.

სექტემბრიდან თოდუას კლინიკაში ართროსკოპული მკურნალობის კიდევ ერთი მიმართულება - ქუსლის წანაზარდის მკურნალობა ინერგება. სამედიცინო ცენტრი შესაბამისი აღჭურვილობის მიღებისთანავე უმკურნალებს იმ პაციენტებს, რომლებსაც ქუსლის წანაზარდის ტკივილი აწუხებთ.

- როგორ მიმდინარეობს პაციენტების საოპერაციოდ მომზადება და პოსტოპერაციული რეაბილიტაცია თოდუას კლინიკაში?

თოდუას სამედიცინო ცენტრში მოსამზადებელი პერიოდის საკმაოდ ეფექტური მოდელი დავნერგეთ; პაციენტს ამზადებს არა მხოლოდ ორთოპედი, ასევე ანესთეზიოლოგთა ჯგუფი, რომ ყველა პროცედურისთვის დამახასიათებელი რისკები მინიმუმამდე დავიყვანოთ. ჩვენს კლინიკაში ყველა ტიპისა და სახეობის გამოკვლევაზე მიგვიწვდება ხელი, რაც დიაგნოზის დაზუსტების საშუალებას გვაძლევს და ოპერაციული ჩარევის ეფექტურობას განსაზღვრავს.

რაც შეეხება რეაბილიტაციას, ეს პროცესი ექიმის მეთვალყურეობით მიმდინარეობს. გვყავს მეთოდისტთა ჯგუფიც, რომლებიც საჭიროებისამებრ სახლშიც ეხმარებიან პაციენტებს გადაადგილებაში. რადგან მცირე ინვაზიური ჩარევები ნაკლებად ტრავმულია, პაციენტების უდიდესი ნაწილი არ საჭიროებს ცალკე რეაბილიტაციის კურსს. მათ მეორე დღიდან შეუძლიათ გადაადგილება.

- რამდენად ხშირია მომართვიანობა და ძირითადად რა ასაკის ან სქესის პაციენტები მოგმართავენ?

ართროპლასტიკისთვის, ძირითადად, 50 წელს გადაცილებული ქალბატონები მოგვმართავენ. თუმცა, თანდაყოლილი პათოლოგიის შემთხვევაში ასაკობრივი შეზღუდვა ამ დაავადებას არ აქვს.

რაც შეეხება ართროსკოპიას, ძირითადად ახალგაზრდა პაციენტებს ვმკურნალობთ მენისკის ტრავმული დაზიანებით, ან ასაკოვან ადამიანებს სახსრის შიდა დაზიანებით.

KIU-ში მათემატიკის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და სკოლები დაჯილდოვდა

ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევა და 22 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის ტესტირების შედეგები საქართველოში

"ინსულტის შემდეგ მაინც იმაზე ვფიქრობდი, დაუმთავრებელი არ დამრჩენოდა" - ეპოსი, რომელმაც "ცხოვრება წაიღო“ და გამომცემლის ძიების კიდევ უფრო რთული წლები