მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, დახურულ სივრცეებში პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო ხდება
ისრაელში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, დახურულ სივრცეებში პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო ხდება

ის­რა­ელ­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის ზრდის გამო, მო­მა­ვა­ლი კვი­რი­დან და­ხუ­რულ სივ­რცე­ებ­ში პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბა კვლავ სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

ამას­თან, მო­ქა­ლა­ქე­ებს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლებს, ურ­ჩე­ვენ, სა­ზღვარ­გა­რეთ მოგ­ზა­უ­რო­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვონ, თუ ამას გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ მო­ი­თხოვს.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმ პი­რებს, რომ­ლებ­საც ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­თან კონ­ტაქ­ტი ჰქონ­დათ, მო­უ­წო­დებს, რომ კო­რო­ნა­ვირუს­ზე ტეს­ტი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩა­ი­ტა­რონ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, თუ არა.

ის­რა­ე­ლის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, 12-15 წლის ასა­კის პი­რებ­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცია გას­ცა. ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ნაფ­ტა­ლი ბე­ნეტ­მა კი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა და მო­ზარ­დებს მო­უ­წო­და, ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი დოზა 9 ივ­ლი­სამ­დე გა­ი­კე­თონ.

ის­რა­ელ­ში, გა­სუ­ლი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სის 169 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, რაც ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია ქვეყ­ნის­თვის ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. შეშ­ფო­თე­ბა იზ­რდე­ბა ახა­ლი "დელ­ტა“ ვა­რი­ან­ტის გავ­რცე­ლე­ბის გამო, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის 70% -ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gf
24

Khom aicres?

///
18

რა ვიცი ისრაელმა აცრები ყველაზე მაღალ დონეზე ჩაატარაო და,,,მოკლედ ამ ინფორმაციების ნახევარზე მეტი ტყუილია,,

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ისრაელში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, დახურულ სივრცეებში პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო ხდება

ისრაელში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, დახურულ სივრცეებში პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო ხდება

ისრაელში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, მომავალი კვირიდან დახურულ სივრცეებში პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო ხდება, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი არავაქცინირებულებს, ურჩევენ, საზღვარგარეთ მოგზაურობისგან თავი შეიკავონ, თუ ამას გადაუდებელი აუცილებლობა არ მოითხოვს.

ხელისუფლება იმ პირებს, რომლებსაც ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდათ, მოუწოდებს, რომ კორონავირუსზე ტესტი დაუყოვნებლივ ჩაიტარონ, მიუხედავად იმისა, ვაქცინირებულები არიან, თუ არა.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ, რამდენიმე დღის წინ, 12-15 წლის ასაკის პირებში ვაქცინაციის რეკომენდაცია გასცა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა კი განცხადება გაავრცელა და მოზარდებს მოუწოდა, ვაქცინის პირველი დოზა 9 ივლისამდე გაიკეთონ.

ისრაელში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 169 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის ბოლო თვეების განმავლობაში. შეშფოთება იზრდება ახალი "დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო, რომელიც, სავარაუდოდ, ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყანაში გამოვლენილი ახალი შემთხვევების 70% -ზეა პასუხისმგებელი.

კიმ ჩენ ინის წონაში კლების გამო, ჩრდილოეთ კორეელები "დამწუხრებულნი" არიან - "როცა დავინახეთ, ყველამ ტირილი დავიწყეთ"

ორი თამაში, 14 გოლი და "მოკლული გიგანტი“ - ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო დღე?

BBC - კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინის გამოყენება მის ეფექტურობას ზრდის