სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს არავინ დაიღლება... მიწაზე არავინ დაეცემა. მინდა ვნახო, რომ გლადიატორები ვართ" - უნგრელი ფეხბურთელების ბრძოლა და გუნდი, რომელმაც ევროპა გააოცა
"დღეს არავინ დაიღლება... მიწაზე არავინ დაეცემა. მინდა ვნახო, რომ გლადიატორები ვართ" - უნგრელი ფეხბურთელების ბრძოლა და გუნდი, რომელმაც ევროპა გააოცა

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის და­წყე­ბამ­დე F ჯგუფს "სიკ­ვდი­ლის ჯგუფს“ უწო­დებ­დნენ, რად­გა­ნაც იქ ერ­თად, სა­ფეხ­ბურ­თო თვალ­საზ­რი­სით, სამი უძ­ლი­ე­რე­სი ქვე­ყა­ნა - გერ­მა­ნია, პორ­ტუ­გა­ლია და საფ­რან­გე­თი აღ­მოჩ­ნდა. მე­ო­თხე კი უნ­გრე­თი იყო. მე­ტო­ქე­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჯგუ­ფი­დან მათი გას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას სე­რი­ო­ზუ­ლად არა­ვინ უყუ­რებ­და.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ჯგუფ­მა ფეხ­ბურ­თის გულ­შე­მატ­კივ­რის იმე­დი გა­ა­მარ­თლა. მარ­თა­ლია, უნ­გრე­თი გა­მო­ე­თი­შა ჩემ­პი­ო­ნატს, თუმ­ცა ბოლო წუ­თამ­დე ინარ­ჩუ­ნებ­დნენ ჯგუ­ფი­დან გას­ვლის შანსს და გარ­და ამი­სა, თა­ვი­ან­თი ბრძო­ლის, შე­მარ­თე­ბის წყა­ლო­ბით, ბევ­რის გული მო­ი­გეს და არა­ერ­თი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი შე­ი­ძი­ნეს. უნ­გრე­ლე­ბის ას­პა­რე­ზო­ბას "ევრო 2020"-ზე დღეს ყვე­ლა ღირ­სე­ულს უწო­დებს და ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნი უფრო მეტს იმ­სა­ხუ­რებ­დნენ.

ჩემ­პი­ო­ნა­ტის და­წყე­ბამ­დე, ვე­რა­ვინ იფიქ­რებ­და, რომ ფეხ­ბურ­თის ვარ­სკვლა­ვე­ბით სავ­სე საფ­რან­გე­თის, ასე­ვე გერ­მა­ნი­ის ნაკ­რებს უნ­გრე­ლე­ბი შე­უ­პო­ვარ ბრძო­ლას გა­უ­მარ­თავ­დნენ.

და სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო უნ­გრე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი თა­ვი­ანთ ქვე­ყა­ნა­ში დღეს გმი­რე­ბი არი­ან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისი­ნი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატს გა­მო­ე­თიშ­ნენ.

ისი­ნი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თავ­და­დე­ბი­თა და მონ­დო­მე­ბით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მათი კა­პიტ­ნის, ადამ სა­ლა­ის უნა­რი, გა­დამ­წყვეტ მო­მენ­ტში თა­ნა­გუნ­დე­ლებს მო­ტი­ვა­ცია აუ­მაღ­ლოს და ისე­თი სი­ტყვით მი­მარ­თოს, რომ­ლის შემ­დე­გაც ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, რო­გორც თა­ვად­ვე ამ­ბო­ბენ, "გლა­დი­ა­ტო­რე­ბი­ვით იბ­რძვი­ან" ნე­ბის­მი­ერ მე­ტო­ქეს­თან.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლია 2020 წლის ნო­ემ­ბერ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო უნ­გრელ­თა ნაკ­რე­ბის გა­სახ­დე­ლი­დან, სა­დაც ჩანს, თუ რო­გორ ამ­ხნე­ვებს თა­ნა­გუნ­დე­ლებს ადამ სა­ლაი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მო­სახ­ვედრ გა­დამ­წყვეტ მატ­ჩამ­დე, რო­მე­ლიც უნ­გრეთ­მა ის­ლან­დი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ითა­მა­შა.

"ჩვენ გვსურ­და აქ ყოფ­ნა და ახლა აქ ვართ, დღეს ჩვე­ნი გა­დამ­წყვე­ტი მატ­ჩია. კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო ადა­მი­ა­ნებ­მა და­კარ­გეს სამ­სა­ხუ­რე­ბი, პან­დე­მი­ის გამო ადა­მი­ა­ნებს ნაკ­ლე­ბი შე­მო­სა­ვა­ლი აქვთ და ჩვენ ახლა შეგ­ვიძ­ლია 90, ან 120 წუთ­ში მათ კვალვ და­ვუბ­რუ­ნოთ სი­ხა­რუ­ლი.

14 მი­ლი­ო­ნი უნ­გრე­ლი ტე­ლე­ვი­ზორ­ში ნა­ხავს ამ მატჩს და ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ამის გა­კე­თე­ბა.

რო­გორ? დღეს არა­ვინ და­იღ­ლე­ბა და არა­ვინ და­კარ­გავს ბრძო­ლის უნარს, დღეს მი­წა­ზე არა­ვინ და­ე­ცე­მა. დღეს მინ­და ვნა­ხო, რომ ჩვენ გლა­დი­ა­ტო­რე­ბი ვართ. რაც არ უნდა მოხ­დეს, ჩვენ არ და­ვიღ­ლე­ბით", - ასე მი­მარ­თა თა­მა­შის და­წყე­ბამ­დე ფეხ­ბურ­თე­ლებს გუნ­დის კა­პი­ტან­მა.

მატ­ჩი უნ­გრე­ლებ­მა 2-1 მო­ი­გეს და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე თა­მა­შის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვეს.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ "ევრო 2020" -ის ჯგუ­ფურ ეტაპს, მათ შეხ­ვედ­რა დათ­მეს პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან (0-3), ხოლო ფრე ითა­მა­შეს რო­გორც საფ­რან­გეთ­თან (1-1), ასე­ვე გერ­მა­ნი­ას­თან (2-2), რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ჯგუ­ფი­დან გა­სას­ვლე­ლად საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
0

აი ასეთი მაგალითები გვჭირდება, 

ჟორიკა
0

რა კომენტარი უნდა გააკეთო. კაცური კაპიტნის კაცური სიტყვა. ყოჩაღ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"დღეს არავინ დაიღლება... მიწაზე არავინ დაეცემა. მინდა ვნახო, რომ გლადიატორები ვართ" - უნგრელი ფეხბურთელების ბრძოლა და გუნდი, რომელმაც ევროპა გააოცა

"დღეს არავინ დაიღლება... მიწაზე არავინ დაეცემა. მინდა ვნახო, რომ გლადიატორები ვართ" - უნგრელი ფეხბურთელების ბრძოლა და გუნდი, რომელმაც ევროპა გააოცა

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე F ჯგუფს "სიკვდილის ჯგუფს“ უწოდებდნენ, რადგანაც იქ ერთად, საფეხბურთო თვალსაზრისით, სამი უძლიერესი ქვეყანა - გერმანია, პორტუგალია და საფრანგეთი აღმოჩნდა. მეოთხე კი უნგრეთი იყო. მეტოქეების გათვალისწინებით, ჯგუფიდან მათი გასვლის შესაძლებლობას სერიოზულად არავინ უყურებდა.

საბოლოო ჯამში, ჯგუფმა ფეხბურთის გულშემატკივრის იმედი გაამართლა. მართალია, უნგრეთი გამოეთიშა ჩემპიონატს, თუმცა ბოლო წუთამდე ინარჩუნებდნენ ჯგუფიდან გასვლის შანსს და გარდა ამისა, თავიანთი ბრძოლის, შემართების წყალობით, ბევრის გული მოიგეს და არაერთი გულშემატკივარი შეიძინეს. უნგრელების ასპარეზობას "ევრო 2020"-ზე დღეს ყველა ღირსეულს უწოდებს და ამბობენ, რომ ისინი უფრო მეტს იმსახურებდნენ.

ჩემპიონატის დაწყებამდე, ვერავინ იფიქრებდა, რომ ფეხბურთის ვარსკვლავებით სავსე საფრანგეთის, ასევე გერმანიის ნაკრებს უნგრელები შეუპოვარ ბრძოლას გაუმართავდნენ.

და სწორედ აღნიშნულის გამო უნგრელი ფეხბურთელები თავიანთ ქვეყანაში დღეს გმირები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშნენ.

ისინი გამოირჩევიან განსაკუთრებული თავდადებითა და მონდომებით. აღსანიშნავია მათი კაპიტნის, ადამ სალაის უნარი, გადამწყვეტ მომენტში თანაგუნდელებს მოტივაცია აუმაღლოს და ისეთი სიტყვით მიმართოს, რომლის შემდეგაც ფეხბურთელები, როგორც თავადვე ამბობენ, "გლადიატორებივით იბრძვიან" ნებისმიერ მეტოქესთან.

სოციალურ ქსელში პოპულარულია 2020 წლის ნოემბერში გადაღებული ვიდეო უნგრელთა ნაკრების გასახდელიდან, სადაც ჩანს, თუ როგორ ამხნევებს თანაგუნდელებს ადამ სალაი ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრ გადამწყვეტ მატჩამდე, რომელიც უნგრეთმა ისლანდიის წინააღმდეგ ითამაშა.

"ჩვენ გვსურდა აქ ყოფნა და ახლა აქ ვართ, დღეს ჩვენი გადამწყვეტი მატჩია. კორონავირუსის გამო ადამიანებმა დაკარგეს სამსახურები, პანდემიის გამო ადამიანებს ნაკლები შემოსავალი აქვთ და ჩვენ ახლა შეგვიძლია 90, ან 120 წუთში მათ კვალვ დავუბრუნოთ სიხარული.

14 მილიონი უნგრელი ტელევიზორში ნახავს ამ მატჩს და ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება.

როგორ? დღეს არავინ დაიღლება და არავინ დაკარგავს ბრძოლის უნარს, დღეს მიწაზე არავინ დაეცემა. დღეს მინდა ვნახო, რომ ჩვენ გლადიატორები ვართ. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ არ დავიღლებით", - ასე მიმართა თამაშის დაწყებამდე ფეხბურთელებს გუნდის კაპიტანმა.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/Ad_vHvQT-hY" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

მატჩი უნგრელებმა 2-1 მოიგეს და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

რაც შეეხება უშუალოდ "ევრო 2020" -ის ჯგუფურ ეტაპს, მათ შეხვედრა დათმეს პორტუგალიასთან (0-3), ხოლო ფრე ითამაშეს როგორც საფრანგეთთან (1-1), ასევე გერმანიასთან (2-2), რაც საბოლოო ჯამში, ჯგუფიდან გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ოდესაში ჩაძირულ ბრეჟნევის საყვარელ იახტას ამერიკელები ამოიღებენ - "ბურევესტნიკის" თავგადასავალი, რომლის ბაზაც, თავის დროზე, საქართველოში იყო

როგორ გაჩნდა "კოვიდ-19"? - ჩატარდა ავტორიტეტული კვლევა, მაგრამ...

უნიკალური კადრი - ფოტოგრაფმა შტორმის დროს, რომაული წყლის ღმერთის, ნეპტუნუსის "სახე“ აღბეჭდა