მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"5 ლარი მაქვს ჯიბეში და იმით მოვდივარ უკან" - გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე მყოფი მოქალაქეების ნაწილი დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს
"5 ლარი მაქვს ჯიბეში და იმით მოვდივარ უკან" - გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე მყოფი მოქალაქეების ნაწილი დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს

სა­ქარ­თვე­ლოს 10 მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­ში სე­ზო­ნუ­რი და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ხვალ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დე­ბა. რო­გორც ერთ-ერ­თმა და­საქ­მე­ბულ­მა ჯაბა ჩა­ჩა­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და, მათ დამ­საქ­მე­ბე­ლი შე­ეც­ვა­ლათ, რის შემ­დე­გაც შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბა შე­უმ­ცი­რეს და არა­სა­თა­ნა­დო პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

მისი თქმით, ახალ დამ­საქ­მე­ბელ­თან მათ ერთი ყუთი მარ­წყვის მოკ­რე­ფის შემ­თხვე­ვა­ში 2.50 ევ­როს უხ­დი­ან და ხში­რად უწევთ ზე­გა­ნაკ­ვე­თუ­რად, შეს­ვე­ნე­ბის გა­რე­შე მუ­შა­ო­ბა.

ჯაბა ჩა­ჩა­ნი­ძე აცხა­დებს, რომ გერ­მა­ნი­ა­ში დრო­ე­ბით და­საქ­მე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს და­საქ­მე­ბის სა­ა­გენ­ტოს წი­ნა­აღ­მდეგ ზა­რა­ლის კომ­პენ­სა­ცი­ის მო­თხოვ­ნით, სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვის და­წყე­ბას გეგ­მა­ვენ.

"გერ­მა­ნუ­ლი მხა­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ, შე­ა­მოწ­მეს ყვე­ლა­ფე­რი, შრო­მი­თი პი­რო­ბე­ბი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი და დამ­საქ­მე­ბე­ლი შეგ­ვიც­ვა­ლეს. სხვა დამ­საქ­მე­ბელ­თან, სხვა ქა­ლაქ­ში გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს. სა­ცხოვ­რე­ბელ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ტენ­ზია არ გვქონ­და, მაგ­რამ ისევ ანა­ზღა­უ­რე­ბის პრობ­ლე­მებს წა­ვა­წყდით. ძველ დამ­საქ­მე­ბელ­თან გვიხ­დიდ­ნენ 3 ევ­როს ერთ მოკ­რე­ფილ ყუთ­ზე და აქ 2,5 ევ­როს გვიხ­დი­ან.

სა­ა­თობ­რი­ვად უფრო ნაკ­ლე­ბი ანა­ზღა­უ­რე­ბაა. 8 სთ-ზე მეტ­საც ვმუ­შა­ობ­დით, მაგ­რამ მა­ინც არ გა­მო­დი­ო­და სა­ა­თობ­რი­ვი ანა­ზღა­უ­რე­ბა. გარ­და ამი­სა, შეს­ვე­ნე­ბის გა­რე­შეც ვმუ­შა­ობ­დით. ეს არის პრობ­ლე­მა, სა­მუ­შა­ოდ ვართ წა­მო­სუ­ლი, მაგ­რამ კი­დევ გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში, კი­დევ ახალ პრობ­ლე­მებ­ში აღ­მოვ­ჩნდით და 10-მა ადა­მი­ან­მა მი­ვი­ღეთ გა­წყვე­ტი­ლე­ბა, ხვალ უკან დავ­ბრუნ­დეთ.

ხვალ არის ფრე­ნა. არა­ვი­თა­რი სან­ქცია არ და­მე­კის­რე­ბა, რად­გან კონ­ტრაქ­ტი თვი­თონ დამ­საქ­მე­ბელ­მა და­მირ­ღვია. ჩვენ იუ­რის­ტებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გა­ვი­ა­რეთ და ვა­პი­რებთ, რომ სარ­ჩე­ლი შე­ვი­ტა­ნოთ ქარ­თუ­ლი მხა­რის, ანუ და­საქ­მე­ბის სა­ა­გენ­ტოს წი­ნა­აღ­მდეგ. 3 ადა­მი­ა­ნი უკვე წა­მო­სუ­ლია, 5 დღით ადრე წა­მო­ვიდ­ნენ და კა­რან­ტინ­ში არი­ან. სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩვენც ასე გაგ­ვიშ­ვე­ბენ და და­ახ­ლო­ე­ბით 8-10 დღის შემ­დეგ ვა­პი­რებთ ერ­თად შე­ვიკ­რი­ბოთ და ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით ერ­თობ­ლი­ვი სარ­ჩე­ლი შე­ვი­ტა­ნოთ და­საქ­მე­ბის სა­ა­გენ­ტოს წი­ნა­აღ­მდეგ.

3 ადა­მი­ა­ნი წა­მო­სუ­ლია, ერთი სხვა­გან გა­და­ვი­და, ცალ­კე კერ­ძო დამ­საქ­მე­ბე­ლი იპო­ვა, 10 ადა­მი­ა­ნი მოვ­დი­ვართ და 10 რჩე­ბა. ახა­ლი ბი­ლე­თი ჩვე­ნი­ვე ხარ­ჯე­ბით შე­ვი­ძი­ნეთ, რად­გან პრობ­ლე­მა შეგ­ვექ­მნა და ძვე­ლი ბი­ლე­თი ვერ გა­დავცვა­ლეთ, რომ­ლი­თაც აგ­ვის­ტო­ში წა­მოს­ვლა გვი­წევ­და. ამი­ტომ, ახა­ლი ბი­ლე­თის აღე­ბა მოგ­ვი­წია. ხარ­ჯი ხარჯს და­ე­მა­ტა და პრობ­ლე­მა პრობ­ლე­მას. ჩვენ გა­ვაპ­რო­ტეს­ტეთ შრო­მი­თი პი­რო­ბე­ბი და გვი­თხრეს, ვი­საც არ მოგ­წონთ, შე­გიძ­ლი­ათ წახ­ვი­დე­თო. ამი­ტომ, წა­მოს­ვლას ვა­პი­რებთ“, -გა­ნა­ცხა­და ჩა­ჩა­ნი­ძემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, გერ­მა­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ბე­დით არც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს არა­ვი­თა­რი ყუ­რა­დღე­ბა არ გა­მო­უ­ჩე­ნია. 10 დღე ისე გა­ვი­და, სა­ელ­ჩო­დან ერთი ზარი არ შე­მო­სუ­ლა. როცა დავ­რე­კე, უი, პრობ­ლე­მა არ მო­გიგ­ვარ­და­თო? გვე­გო­ნა, რომ მოგ­ვა­რე­ბუ­ლი იყოო. ხომ შე­იძ­ლე­ბა, ელე­მენ­ტა­რუ­ლად დარ­ე­კო და მო­ი­კი­თხო, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვართ. ამ სა­კი­თხის ასე და­ტო­ვე­ბას არ ვა­პი­რებთ, სა­მარ­თლებ­რი­ვად ვიბ­რძო­ლებთ.

აქ მყო­ფი და­ნარ­ჩე­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი მცი­რე იმედს ჩა­ე­ბღა­უჭ­ნენ, იქ­ნებ რამე შე­იც­ვალ­სო, მაგ­რამ ამ იმე­დის ძებ­ნა­ში უკვე თვე­ზე მეტი გა­ვი­და. სა­ცხოვ­რებ­ლის, კვე­ბის, ინ­ტერ­ნე­ტი­სა და სხვა ხარ­ჯე­ბი ჩვე­ნი იყო. სა­ქარ­თვე­ლო­დან ვა­ლით წა­მო­ვე­დი, აქე­დან რომ მივ­დი­ვარ კა­პი­კი არ მაქვს და ისევ ვა­ლით მივ­დი­ვარ. ასეთ პი­რო­ბებ­ში ფაქ­ტობ­რი­ვად მუ­შა­ო­ბა არ შე­მიძ­ლია. 9 მა­ისს წა­მო­ვე­დით და 1,5 თვე გა­ვი­და. 5 აგ­ვის­ტოს გვი­წევ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა.

მინ­და გა­ვაჟ­ღე­რო, რომ ეს და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მა სიც­რუ­ეა, ყვე­ლა­ფე­რი ფარსზეა აგე­ბუ­ლი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ხარ­ჯი ჩვენ გა­ვი­ღეთ. გერ­მა­ნი­ა­ში რომ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი 800 ევრო ვი­სეს­ხე, უკან რომ დავ­რუნ­დე, ამის­თვის კი­დევ 300 ევრო ვი­სეს­ხე. 5 ლარი მაქვს ჯი­ბე­ში და იმით მოვ­დი­ვარ უკან. უბ­რა­ლოდ, გა­უ­საძ­ლი­სია ჩემ­თვის, სულ ნულ­ზე დავ­რჩი. მირ­ჩევ­ნია ისევ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­დე, ვიდ­რე ამათ ვე­მო­ნო. ზა­რა­ლის კომ­პენ­სა­ცი­ას აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვი­თხოვთ“, - აცხა­დებს ჩა­ჩა­ნი­ძე.

ნა­ხეთ ვი­დეო: "5 ლა­რით ვბრუნ­დე­ბი, გა­უ­საძ­ლი­სია" - გერ­მა­ნი­ა­ში დრო­ე­ბით სა­მუ­შა­ო­ზე და­საქ­მე­ბულ­მა ქარ­თვე­ლებ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს

ავ­ტო­რი: თიკო გუ­რაშ­ვი­ლი

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 79 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავითი
23

100 ლარს ვიხდი დღეში 400 კვადრატული კერძო ეზოს დალაგებაში და ადამიანი ვერ ვიპოვე!!! სად გარბიხართ?!

Ariel
58

პატრონი არ ყავს ქვეყანას, ყველა ფეხებზე გვიკიდებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"5 ლარი მაქვს ჯიბეში და იმით მოვდივარ უკან" - გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე მყოფი მოქალაქეების ნაწილი დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს

"5 ლარი მაქვს ჯიბეში და იმით მოვდივარ უკან" - გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე მყოფი მოქალაქეების ნაწილი დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს

საქართველოს 10 მოქალაქე, რომელიც გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობდა, ხვალ სამშობლოში დაბრუნდება. როგორც ერთ-ერთმა დასაქმებულმა ჯაბა ჩაჩანიძემ განაცხადა, მათ დამსაქმებელი შეეცვალათ, რის შემდეგაც შრომითი ანაზღაურება შეუმცირეს და არასათანადო პირობებში იმყოფებიან.

მისი თქმით, ახალ დამსაქმებელთან მათ ერთი ყუთი მარწყვის მოკრეფის შემთხვევაში 2.50 ევროს უხდიან და ხშირად უწევთ ზეგანაკვეთურად, შესვენების გარეშე მუშაობა.

ჯაბა ჩაჩანიძე აცხადებს, რომ გერმანიაში დროებით დასაქმებული ქართველები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, საქართველოს დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ ზარალის კომპენსაციის მოთხოვნით, სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ.

"გერმანული მხარის წარმომადგენლები იყვნენ, შეამოწმეს ყველაფერი, შრომითი პირობები, საცხოვრებელი პირობები და დამსაქმებელი შეგვიცვალეს. სხვა დამსაქმებელთან, სხვა ქალაქში გადაგვიყვანეს. საცხოვრებელთან დაკავშირებით პრეტენზია არ გვქონდა, მაგრამ ისევ ანაზღაურების პრობლემებს წავაწყდით. ძველ დამსაქმებელთან გვიხდიდნენ 3 ევროს ერთ მოკრეფილ ყუთზე და აქ 2,5 ევროს გვიხდიან.

საათობრივად უფრო ნაკლები ანაზღაურებაა. 8 სთ-ზე მეტსაც ვმუშაობდით, მაგრამ მაინც არ გამოდიოდა საათობრივი ანაზღაურება. გარდა ამისა, შესვენების გარეშეც ვმუშაობდით. ეს არის პრობლემა, სამუშაოდ ვართ წამოსული, მაგრამ კიდევ გაურკვევლობაში, კიდევ ახალ პრობლემებში აღმოვჩნდით და 10-მა ადამიანმა მივიღეთ გაწყვეტილება, ხვალ უკან დავბრუნდეთ.

ხვალ არის ფრენა. არავითარი სანქცია არ დამეკისრება, რადგან კონტრაქტი თვითონ დამსაქმებელმა დამირღვია. ჩვენ იურისტებთან კონსულტაციები გავიარეთ და ვაპირებთ, რომ სარჩელი შევიტანოთ ქართული მხარის, ანუ დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ. 3 ადამიანი უკვე წამოსულია, 5 დღით ადრე წამოვიდნენ და კარანტინში არიან. სავარაუდოდ, ჩვენც ასე გაგვიშვებენ და დაახლოებით 8-10 დღის შემდეგ ვაპირებთ ერთად შევიკრიბოთ და ერთობლივი ძალებით ერთობლივი სარჩელი შევიტანოთ დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ.

3 ადამიანი წამოსულია, ერთი სხვაგან გადავიდა, ცალკე კერძო დამსაქმებელი იპოვა, 10 ადამიანი მოვდივართ და 10 რჩება. ახალი ბილეთი ჩვენივე ხარჯებით შევიძინეთ, რადგან პრობლემა შეგვექმნა და ძველი ბილეთი ვერ გადავცვალეთ, რომლითაც აგვისტოში წამოსვლა გვიწევდა. ამიტომ, ახალი ბილეთის აღება მოგვიწია. ხარჯი ხარჯს დაემატა და პრობლემა პრობლემას. ჩვენ გავაპროტესტეთ შრომითი პირობები და გვითხრეს, ვისაც არ მოგწონთ, შეგიძლიათ წახვიდეთო. ამიტომ, წამოსვლას ვაპირებთ“, -განაცხადა ჩაჩანიძემ.

მისი განმარტებით, გერმანიაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების ბედით არც დაინტერესებულა.

"საქართველოს საელჩოს არავითარი ყურადღება არ გამოუჩენია. 10 დღე ისე გავიდა, საელჩოდან ერთი ზარი არ შემოსულა. როცა დავრეკე, უი, პრობლემა არ მოგიგვარდათო? გვეგონა, რომ მოგვარებული იყოო. ხომ შეიძლება, ელემენტარულად დარეკო და მოიკითხო, საქართველოს მოქალაქეები ვართ. ამ საკითხის ასე დატოვებას არ ვაპირებთ, სამართლებრივად ვიბრძოლებთ.

აქ მყოფი დანარჩენი ადამიანები მცირე იმედს ჩაებღაუჭნენ, იქნებ რამე შეიცვალსო, მაგრამ ამ იმედის ძებნაში უკვე თვეზე მეტი გავიდა. საცხოვრებლის, კვების, ინტერნეტისა და სხვა ხარჯები ჩვენი იყო. საქართველოდან ვალით წამოვედი, აქედან რომ მივდივარ კაპიკი არ მაქვს და ისევ ვალით მივდივარ. ასეთ პირობებში ფაქტობრივად მუშაობა არ შემიძლია. 9 მაისს წამოვედით და 1,5 თვე გავიდა. 5 აგვისტოს გვიწევდა საქართველოში ჩამოსვლა.

მინდა გავაჟღერო, რომ ეს დასაქმების პროგრამა სიცრუეა, ყველაფერი ფარსზეა აგებული, აბსოლუტურად ყველა ხარჯი ჩვენ გავიღეთ. გერმანიაში რომ წამოვსულიყავი 800 ევრო ვისესხე, უკან რომ დავრუნდე, ამისთვის კიდევ 300 ევრო ვისესხე. 5 ლარი მაქვს ჯიბეში და იმით მოვდივარ უკან. უბრალოდ, გაუსაძლისია ჩემთვის, სულ ნულზე დავრჩი. მირჩევნია ისევ საქართველოში ჩამოვიდე, ვიდრე ამათ ვემონო. ზარალის კომპენსაციას აუცილებლად მოვითხოვთ“, - აცხადებს ჩაჩანიძე.

ნახეთ ვიდეო: "5 ლარით ვბრუნდები, გაუსაძლისია" - გერმანიაში დროებით სამუშაოზე დასაქმებულმა ქართველებმა გადაწყვეტილება მიიღეს

ავტორი: თიკო გურაშვილი

სამუდამო გამარჯვება კორონავირუსზე? - ამერიკელი მეცნიერები სუპერვაქცინის შექმნაზე მუშაობენ

ართროპლასტიკა და ართროსკოპია – თანამედროვე ტრავმატოლოგია თოდუას კლინიკისგან

KIU-ში მათემატიკის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და სკოლები დაჯილდოვდა