მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რომ არ შემხვედროდა ისეთი ადამიანი, როგორიც ჩემი მეუღლეა, შეიძლება მარტო ვყოფილიყავი" - როგორია ჩცდ-ს ყველაზე მკაცრი გმირის რეალური ცხოვრება და რით ჰგავს "კომენდანტს"?
"რომ არ შემხვედროდა ისეთი ადამიანი, როგორიც ჩემი მეუღლეა, შეიძლება მარტო ვყოფილიყავი" - როგორია ჩცდ-ს ყველაზე მკაცრი გმირის რეალური ცხოვრება და რით ჰგავს "კომენდანტს"?

პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­ში ამ­ჯე­რად მკაც­რი, საქ­მე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და ზედ­მე­ტად წეს­რი­გის მოყ­ვა­რუ­ლი ქა­ლის როლი შეს­თა­ვა­ზეს. ისიც დას­თან­ხმდა, რად­გან რაც უფრო არ ჰგავს მას პერ­სო­ნა­ჟი, მით უფრო სი­ა­მოვ­ნებს ასეთ როლ­ზე მუ­შა­ო­ბა... დღეს ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბის ნანა ბუ­თხუ­ზის გმი­რი "ჩცდ"-ს "კო­მენ­დან­ტია" და მის გარ­შე­მო ცდი­ლობს, სა­კუ­თა­რი წე­სე­ბი და­ამ­კვიდ­როს.

რას ამ­ბობს თა­ვის პერ­სო­ნაჟ­ზე, მისი რა თვი­სე­ბა აქვს, რით გან­სხვავ­დე­ბა ამ ქალ­ბა­ტო­ნის­გან - ამ და სხვა კი­თხვებ­ზე AMBEBI.GE-ს მსა­ხი­ო­ბი თა­ვად პა­სუ­ხობს.

- ეს ქალი ისე­თი კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც ან ძა­ლი­ან გიყ­ვარს და მოგ­წონს, ან კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ მოგ­წონს და ვერ იტან. შუ­ა­ლე­დუ­რი აზრი შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად, მგო­ნია, რომ აზრი მხო­ლოდ ორად იყო­ფა... მო­ე­წო­ნე­ბა მას, ვი­საც უყ­ვარს ძლი­ე­რი, მკაც­რი თუ სა­ში­ში ქა­ლე­ბი, ზოგი ძა­ლი­ან გა­ღი­ზი­ან­დე­ბა და მის­თვის ის აუ­ტა­ნე­ლი იქ­ნე­ბა.

მაგ­რამ, მგო­ნი, თა­ვად ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი იმა­ზე არ ფიქ­რო­ბენ, ვინ­მეს უყ­ვართ ისი­ნი, თუ არა. მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მი­ზა­ნი - ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან კონ­კრე­ტულ საქ­მეს, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­აჩ­ნი­ათ და ამ მიზ­ნის­თვის ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ. მთა­ვა­რია, შე­დეგს მი­აღ­წი­ონ. მთა­ვა­რია, გა­ა­კე­თონ ის, რაც უნ­დათ, რომ გა­მო­უ­ვი­დეთ.

- რო­დე­საც სცე­ნა­რის­ტის­გან ეს პერ­სო­ნა­ჟი მი­ი­ღეთ, მგო­ნია, რომ ის ასე­თად მა­ინც თქვენ დახ­ვე­წეთ, მთე­ლი თა­ვი­სი თვი­სე­ბე­ბით გა­მო­ძერ­წეთ...

- ამ ფსი­ქო­ტი­პის ქა­ლის თა­მა­ში, მისი "ძერ­წვა" ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იყო. ჩემ­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის ადა­მი­ა­ნია. ასეთ დროს ბევ­რად სა­ინ­ტე­რე­სოა პერ­სო­ნე­ბის ძი­ე­ბა, მათი გა­გე­ბა და გა­მარ­თლე­ბა, რო­მელ­თა თვი­სე­ბე­ბი, ერთი შე­ხედ­ვით, უარ­ყო­ფი­თია. არა­და, გმირს თუ არ გა­უ­გე და არ გა­ა­მარ­თლე, მას ვერ ითა­მა­შებ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­ვი­წყე ჩემი გმი­რის თხზვა...

სცე­ნა­რის­ტი ისე სა­ინ­ტე­რე­სოდ წერს, რომ იმის სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს, უფრო სა­ინ­ტე­რე­სოდ შევ­ქმნა. ეს ერ­თობ­ლი­ვი სა­მუ­შაო პრო­ცე­სია. თუმ­ცა მე ამ ქალს ვხე­დავ, ვგრძნობ, მეს­მის, რო­გორ ლა­პა­რა­კობს, რო­გო­რი ტემ­პი აქვს, რო­გორ მოძ­რა­ობს. როცა მსა­ხი­ო­ბი ამ ყვე­ლა­ფერს აცო­ცხლებს, სცე­ნა­რისტს მეტი სურ­ვი­ლი უჩ­ნდე­ბა, პერ­სო­ნა­ჟი სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­ნა­ვი­თა­როს. ეს კი, რო­გორც ვთქვი, ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია. მოკ­ლედ, მას­ზე მეც და­მო­უ­კი­დებ­ლად ვმუ­შა­ობ და უკვე შე­მიყ­ვარ­და კი­დეც...

- მისი რა­ი­მე თვი­სე­ბა თუ გაქვთ?

- ერთი, რაც შე­იძ­ლე­ბა, მქონ­დეს, მეც ასე­თი­ვე თავ­გან­წირ­ვით ვარ ჩაფ­ლუ­ლი და ბო­ლომ­დე ჩაშ­ვე­ბუ­ლი საქ­მე­ში, თუმ­ცა მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მე ჩემი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა მაქვს - ოჯა­ხი, შვი­ლე­ბი და ამ ყვე­ლა­ფერს საქ­მეს­თან ვა­თავ­სებ. ზო­გა­დად წეს­რი­გი მეც მიყ­ვარს, ადა­მი­ან­მა სა­კუ­თა­რი თავი უნდა მარ­თო და აკონ­ტრო­ლო, ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ბო­რო­ტად არ უნდა გა­მო­ი­ყე­ნო შენი ძა­ლა­უფ­ლე­ბა... მე რომ არ შემ­ხვედ­რო­და ისე­თი ადა­მი­ა­ნი, ჩემი მე­უღ­ლის სა­ხით, რო­გო­რიც შემ­ხვდა, შე­იძ­ლე­ბა არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მარ­ტო...

ძა­ლი­ან ერ­თგუ­ლი და საქ­მის მორ­ჩი­ლი ადა­მი­ა­ნია. ვი­მე­ო­რებ, მეც ჩემს საქ­მე­ში ბო­ლომ­დე ვი­ხარ­ჯე­ბი და სა­კუ­თარ თავს მაქ­სი­მა­ლურს ვთხოვ, რომ მი­ზანს მი­ვაღ­წიო, შე­დე­გი მა­ღალ ხა­რისხში დავ­დო და მა­ყუ­რე­ბე­ლი იყოს ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი. ალ­ბათ, ამ ქა­ლის მი­ზა­ნიც ის არის, რომ წეს­რი­გი და­ამ­ყა­როს გარ­შე­მო, იმ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში და იმ ყო­ფა­ში, რა­შიც ცხოვ­რობს.

- ოჯა­ხი, შვი­ლე­ბი ახ­სე­ნეთ... რო­გორ აფა­სე­ბენ ამ სე­რი­ალ­ში თქვენს ნა­მუ­შე­ვარს?

- ოჯა­ხის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რია. მგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ, ზო­გა­დად ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას გულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ. უხა­რი­ათ, რომ ვარ ამ სე­რი­ალ­ში, მოს­წონთ, აინ­ტერ­სებთ. მე­კი­თხე­ბი­ან, შემ­დეგ შა­ბათს მო­რიგ სე­რი­ა­ში ვიქ­ნე­ბი თუ არა? კადრში ჩემს და­ნახ­ვა­ზე ეღი­მე­ბათ... სამი შვი­ლი მყავს - უფ­რო­სი ბიჭი 19 წლი­საა, შუ­ა­თა­ნა ბიჭი - 15 წლი­სა, უმ­ცრო­სი გო­გო­ნა - 8 წლის გახ­ლავთ. ისე, ბი­ჭებს დი­დად არ უყ­ვართ ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბა და ემო­ცი­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­ში ცოტა თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან. უფ­როს­მა შვილ­მა მი­თხრა, - კარ­გი მსა­ხი­ო­ბი ხარ, მაგ­რამ ეკ­რან­ზე მი­ჭირს შენი ყუ­რე­ბაო. დედა ვარ და ალ­ბათ, ამი­ტომ. ჩემი თან­დას­წრე­ბით არა, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა, ჩუ­მად უყუ­რებს, არ ვიცი. გო­გო­ნა კი ბო­ლომ­დე ჩარ­თუ­ლია, მგულ­შე­მატ­კივ­რობს, ბედ­ნი­ე­რია, ემო­ცი­ებს გა­მო­ხა­ტავს, უხა­რია, სე­რი­ალ­ში რომ მხე­დავს. ამ­ბობს, რომ გა­ვიზ­რდე­ბი, მეც მსა­ხი­ო­ბი უნდა გა­მო­ვი­დეო. მოკ­ლედ, ჩე­მი­ა­ნია... მე­უღ­ლეც უყუ­რებს და მა­საც ეღი­მე­ბა ხოლ­მე...

- ისიც მსა­ხი­ო­ბია?

- არა, არ­ქი­რექ­ტო­რი და თვალ-ყურს მა­დევ­ნებს, უყუ­რებს და კმა­ყო­ფი­ლი ღი­მი­ლი აქვს, ამ­ბობს - კარ­გია, კარ­გი! მოკ­ლედ, სახ­ლში რომ არ მოს­წო­ნე­ბო­დათ, მე­ტყოდ­ნენ - ეს რას აკე­თე­ბო? რად­გან ეს არ უთ­ქვამთ, მგო­ნია, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის.

- მსა­ხი­ობს რომ კარ­გი მე­ტყვე­ლე­ბა და ხმა უნდა ჰქონ­დეს, ეს არ არის გა­საკ­ვი­რი, მაგ­რამ თქვენ მარ­თლა გა­მორ­ჩე­უ­ლი მე­ტყვე­ლე­ბა და ხმის ტემ­ბრი გაქვთ...

- სა­ნამ თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ვა­ბა­რებ­დი, სა­ბა­ლე­ტო სკო­ლა და­ვამ­თავ­რე და იქ უხ­მოდ, პლას­ტი­კა­ში ვარ­ტის­ტობ­დი. მსა­ხი­ო­ბის ოს­ტა­ტო­ბის პე­და­გო­გი უხმო პლას­ტი­კას გვას­წავ­ლი­და. ის არ იყო ქარ­თვე­ლი, ქარ­თუ­ლი არ ეს­მო­და, პერ­მი­დან მოწ­ვე­უ­ლი პე­და­გო­გი გახ­ლდათ და მირ­ჩია, ისე­თი უნა­რე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გაქვს, ისეთ რა­ღა­ცებს აკე­თებ, არ ვიცი, მე­ტყვე­ლე­ბა­ში რო­გორ ხარ, მაგ­რამ გირ­ჩევ­დი, თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ა­ბა­როო. ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი შე­ფა­სე­ბა... მერე, რო­დე­საც უკვე სე­რი­ო­ზუ­ლად გა­დავ­წყვი­ტე "თე­ატ­რა­ლურ­ში" ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, ჩემი ხმა გა­სინ­ჯეს, როცა გა­მოც­დებ­ზე ლექ­სი, იგავ-არა­კი და პრო­ზა წარ­მო­ვად­გი­ნე, - "ეს და­ბა­დე­ბუ­ლია ამის­თვის, პრობ­ლე­მა არ აქ­ვსო"... კარ­გი შე­ფა­სე­ბე­ბი მქონ­და.

- ე.ი. ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შვო­ბი­დან და­წყე­ბუ­ლა...

- რა­ღაც­ნა­ი­რად ასე მოხ­და - ლექ­სებს, პა­ტა­რა ნო­ვე­ლებს ვწერ­დი, ჩემს და­წე­რილს ვკი­თხუ­ლობ­დი, პერ­ფო­მან­სებს ვდგამ­დი. სულ რა­ღა­ცებს ვთხზავ­დი... ჩემს კლა­სე­ლებს შევ­კრებ­დი და თა­ნა­მედრვე ბა­ლე­ტის ჟანრ­ში ცეკ­ვებს ვდგამ­დი და ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მომ­წონ­და. ერთ-ერ­თმა პე­და­გოგ­მა ისიც მი­თხრა, შენ­გან შე­იძ­ლე­ბა, კარ­გი ქო­რე­ოგ­რა­ფი დად­გე­სო. მოკ­ლედ, სწო­რად წა­ვე­დი, რომ მხო­ლოდ ცეკ­ვით არ შე­მო­ვი­ფარ­გლე და სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე ჩა­ვა­ბა­რე. მხო­ლოდ ცეკ­ვით ვერ დავ­კმა­ყო­ფილ­დე­ბო­დი. ასე რომ, მოს­წონთ ჩემი ხმა...

- თე­ატრს პან­დე­მი­ის გამო დიდი პა­უ­ზა გა­მო­უ­ვი­და. რო­გორ გა­მო­ი­ა­რეთ ეს პე­რი­ო­დი?

- სტრე­სის გა­რე­შე, ეს ჩემ­თვის არ იყო ტრა­გე­დია. პა­ტა­რა პა­უ­ზა გა­მო­ვი­და, არ იყო ძა­ლი­ან დიდი. თან, მსოფ­ლიო გა­ჩერ­და, დიდი ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნის მომსწრე­ე­ბი გავ­ხდით, სხვა რე­ა­ლო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდით, სხვა მოვ­ლე­ნა მოხ­და, წინა პლან­ზე სხვა ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი წა­მო­ვი­და - სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა გახ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი, რომ ვე­რა­ნა­ი­რად მივ­ცემ­დი თავს იმის უფ­ლე­ბას, თე­ატ­რის და­ხურ­ვა­ზე მე­წუ­წუ­ნა. არც დეპ­რე­სია დამ­წყე­ბია და ამის გამო სტრეს­შიც ვერ ვიქ­ნე­ბო­დი. პი­რი­ქით, ჩემ­თვის თე­ატ­რი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა უფრო ცო­ცხა­ლი და რე­ა­ლუ­რი გახ­და, რად­გა­ნაც ეს პრო­ცე­სი არას­დროს მთავ­რდე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, ერთი წელი თე­ატ­რში არ იყო, არ იმუ­შა­ვო, გა­ჩე­რე­ბუ­ლი იყო, მა­ყუ­რე­ბელს ვერ ხვდე­ბო­დე, მაგ­რამ პრო­ცე­სი არას­დროს ჩერ­დე­ბა.

ამ დროს იმ­დე­ნი სა­ინ­ტე­რე­სო ემო­ცია და გა­მოც­დი­ლე­ბა და­ვაგ­რო­ვე. მა­გა­ლი­თად, რო­გორ ვუმკლავ­დე­ბი თუნ­დაც ჩა­კე­ტი­ლო­ბის ჟამს, ვის რა ტკი­ვი­ლი აქვს, რა ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ვის რა დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან გა­მო­მად­გა. გა­აზ­რე­ბუ­ლად შევ­ხე­დე. ზუს­ტად ვი­ცო­დი, რომ ეს და­სას­რუ­ლი არ არის და ცხოვ­რე­ბა ისევ გაგ­რძელ­დე­ბა...

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dato
2
გულით გისურვებ წარმატებებს!
nata
0

კარგი გოგოა))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"რომ არ შემხვედროდა ისეთი ადამიანი, როგორიც ჩემი მეუღლეა, შეიძლება მარტო ვყოფილიყავი" - როგორია ჩცდ-ს ყველაზე მკაცრი გმირის რეალური ცხოვრება და რით ჰგავს "კომენდანტს"?

"რომ არ შემხვედროდა ისეთი ადამიანი, როგორიც ჩემი მეუღლეა, შეიძლება მარტო ვყოფილიყავი" - როგორია ჩცდ-ს ყველაზე მკაცრი გმირის რეალური ცხოვრება და რით ჰგავს "კომენდანტს"?

პოპულარულ სერიალში ამჯერად მკაცრი, საქმეზე ორიენტირებული და ზედმეტად წესრიგის მოყვარული ქალის როლი შესთავაზეს. ისიც დასთანხმდა, რადგან რაც უფრო არ ჰგავს მას პერსონაჟი, მით უფრო სიამოვნებს ასეთ როლზე მუშაობა... დღეს ნიჭიერი მსახიობის ნანა ბუთხუზის გმირი "ჩცდ"-ს "კომენდანტია" და მის გარშემო ცდილობს, საკუთარი წესები დაამკვიდროს.

რას ამბობს თავის პერსონაჟზე, მისი რა თვისება აქვს, რით განსხვავდება ამ ქალბატონისგან - ამ და სხვა კითხვებზე AMBEBI.GE-ს მსახიობი თავად პასუხობს.

- ეს ქალი ისეთი კატეგორიის ადამიანია, რომელიც ან ძალიან გიყვარს და მოგწონს, ან კატეგორიულად არ მოგწონს და ვერ იტან. შუალედური აზრი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ძირითადად, მგონია, რომ აზრი მხოლოდ ორად იყოფა... მოეწონება მას, ვისაც უყვარს ძლიერი, მკაცრი თუ საშიში ქალები, ზოგი ძალიან გაღიზიანდება და მისთვის ის აუტანელი იქნება.

მაგრამ, მგონი, თავად ასეთი ადამიანები იმაზე არ ფიქრობენ, ვინმეს უყვართ ისინი, თუ არა. მათთვის მნიშვნელოვანია მიზანი - ემსახურებიან კონკრეტულ საქმეს, რომელიც მნიშვნელოვნად მიაჩნიათ და ამ მიზნისთვის ყველაფერს აკეთებენ. მთავარია, შედეგს მიაღწიონ. მთავარია, გააკეთონ ის, რაც უნდათ, რომ გამოუვიდეთ.

- როდესაც სცენარისტისგან ეს პერსონაჟი მიიღეთ, მგონია, რომ ის ასეთად მაინც თქვენ დახვეწეთ, მთელი თავისი თვისებებით გამოძერწეთ...

- ამ ფსიქოტიპის ქალის თამაში, მისი "ძერწვა" ჩემთვის ძალიან საინტერესო შემოთავაზება იყო. ჩემგან რადიკალურად განსხვავებული უნარ-ჩვევების ადამიანია. ასეთ დროს ბევრად საინტერესოა პერსონების ძიება, მათი გაგება და გამართლება, რომელთა თვისებები, ერთი შეხედვით, უარყოფითია. არადა, გმირს თუ არ გაუგე და არ გაამართლე, მას ვერ ითამაშებ. აქედან გამომდინარე, დავიწყე ჩემი გმირის თხზვა...

სცენარისტი ისე საინტერესოდ წერს, რომ იმის საშუალებას მაძლევს, უფრო საინტერესოდ შევქმნა. ეს ერთობლივი სამუშაო პროცესია. თუმცა მე ამ ქალს ვხედავ, ვგრძნობ, მესმის, როგორ ლაპარაკობს, როგორი ტემპი აქვს, როგორ მოძრაობს. როცა მსახიობი ამ ყველაფერს აცოცხლებს, სცენარისტს მეტი სურვილი უჩნდება, პერსონაჟი საინტერესოდ განავითაროს. ეს კი, როგორც ვთქვი, ერთობლივი მუშაობის შედეგია. მოკლედ, მასზე მეც დამოუკიდებლად ვმუშაობ და უკვე შემიყვარდა კიდეც...

- მისი რაიმე თვისება თუ გაქვთ?

- ერთი, რაც შეიძლება, მქონდეს, მეც ასეთივე თავგანწირვით ვარ ჩაფლული და ბოლომდე ჩაშვებული საქმეში, თუმცა მისგან განსხვავებით, მე ჩემი პირადი ცხოვრება მაქვს - ოჯახი, შვილები და ამ ყველაფერს საქმესთან ვათავსებ. ზოგადად წესრიგი მეც მიყვარს, ადამიანმა საკუთარი თავი უნდა მართო და აკონტროლო, ეს აუცილებელია, მაგრამ ბოროტად არ უნდა გამოიყენო შენი ძალაუფლება... მე რომ არ შემხვედროდა ისეთი ადამიანი, ჩემი მეუღლის სახით, როგორიც შემხვდა, შეიძლება არ ვყოფილიყავი დაოჯახებული და ვყოფილიყავი მარტო...

ძალიან ერთგული და საქმის მორჩილი ადამიანია. ვიმეორებ, მეც ჩემს საქმეში ბოლომდე ვიხარჯები და საკუთარ თავს მაქსიმალურს ვთხოვ, რომ მიზანს მივაღწიო, შედეგი მაღალ ხარისხში დავდო და მაყურებელი იყოს ძალიან კმაყოფილი. ალბათ, ამ ქალის მიზანიც ის არის, რომ წესრიგი დაამყაროს გარშემო, იმ მოცემულობაში და იმ ყოფაში, რაშიც ცხოვრობს.

- ოჯახი, შვილები ახსენეთ... როგორ აფასებენ ამ სერიალში თქვენს ნამუშევარს?

- ოჯახის დამოკიდებულება ძალიან პოზიტიურია. მგულშემატკივრობენ, ზოგადად ჩემს საქმიანობას გულშემატკივრობენ. უხარიათ, რომ ვარ ამ სერიალში, მოსწონთ, აინტერსებთ. მეკითხებიან, შემდეგ შაბათს მორიგ სერიაში ვიქნები თუ არა? კადრში ჩემს დანახვაზე ეღიმებათ... სამი შვილი მყავს - უფროსი ბიჭი 19 წლისაა, შუათანა ბიჭი - 15 წლისა, უმცროსი გოგონა - 8 წლის გახლავთ. ისე, ბიჭებს დიდად არ უყვართ ტელევიზორის ყურება და ემოციების გამოვლენაში ცოტა თავშეკავებულები არიან. უფროსმა შვილმა მითხრა, - კარგი მსახიობი ხარ, მაგრამ ეკრანზე მიჭირს შენი ყურებაო. დედა ვარ და ალბათ, ამიტომ. ჩემი თანდასწრებით არა, მაგრამ შეიძლება, ჩუმად უყურებს, არ ვიცი. გოგონა კი ბოლომდე ჩართულია, მგულშემატკივრობს, ბედნიერია, ემოციებს გამოხატავს, უხარია, სერიალში რომ მხედავს. ამბობს, რომ გავიზრდები, მეც მსახიობი უნდა გამოვიდეო. მოკლედ, ჩემიანია... მეუღლეც უყურებს და მასაც ეღიმება ხოლმე...

- ისიც მსახიობია?

- არა, არქირექტორი და თვალ-ყურს მადევნებს, უყურებს და კმაყოფილი ღიმილი აქვს, ამბობს - კარგია, კარგი! მოკლედ, სახლში რომ არ მოსწონებოდათ, მეტყოდნენ - ეს რას აკეთებო? რადგან ეს არ უთქვამთ, მგონია, რომ ყველაფერი კარგად არის.

- მსახიობს რომ კარგი მეტყველება და ხმა უნდა ჰქონდეს, ეს არ არის გასაკვირი, მაგრამ თქვენ მართლა გამორჩეული მეტყველება და ხმის ტემბრი გაქვთ...

- სანამ თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარებდი, საბალეტო სკოლა დავამთავრე და იქ უხმოდ, პლასტიკაში ვარტისტობდი. მსახიობის ოსტატობის პედაგოგი უხმო პლასტიკას გვასწავლიდა. ის არ იყო ქართველი, ქართული არ ესმოდა, პერმიდან მოწვეული პედაგოგი გახლდათ და მირჩია, ისეთი უნარები და შესაძლებლობები გაქვს, ისეთ რაღაცებს აკეთებ, არ ვიცი, მეტყველებაში როგორ ხარ, მაგრამ გირჩევდი, თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბაროო. ეს იყო ჩემი პირველი შეფასება... მერე, როდესაც უკვე სერიოზულად გადავწყვიტე "თეატრალურში" ჩამებარებინა, ჩემი ხმა გასინჯეს, როცა გამოცდებზე ლექსი, იგავ-არაკი და პროზა წარმოვადგინე, - "ეს დაბადებულია ამისთვის, პრობლემა არ აქვსო"... კარგი შეფასებები მქონდა.

- ე.ი. ყველაფერი ბავშვობიდან დაწყებულა...

- რაღაცნაირად ასე მოხდა - ლექსებს, პატარა ნოველებს ვწერდი, ჩემს დაწერილს ვკითხულობდი, პერფომანსებს ვდგამდი. სულ რაღაცებს ვთხზავდი... ჩემს კლასელებს შევკრებდი და თანამედრვე ბალეტის ჟანრში ცეკვებს ვდგამდი და ეს ყველაფერი ძალიან მომწონდა. ერთ-ერთმა პედაგოგმა ისიც მითხრა, შენგან შეიძლება, კარგი ქორეოგრაფი დადგესო. მოკლედ, სწორად წავედი, რომ მხოლოდ ცეკვით არ შემოვიფარგლე და სამსახიობოზე ჩავაბარე. მხოლოდ ცეკვით ვერ დავკმაყოფილდებოდი. ასე რომ, მოსწონთ ჩემი ხმა...

- თეატრს პანდემიის გამო დიდი პაუზა გამოუვიდა. როგორ გამოიარეთ ეს პერიოდი?

- სტრესის გარეშე, ეს ჩემთვის არ იყო ტრაგედია. პატარა პაუზა გამოვიდა, არ იყო ძალიან დიდი. თან, მსოფლიო გაჩერდა, დიდი ისტორიული მოვლენის მომსწრეები გავხდით, სხვა რეალობაში აღმოვჩნდით, სხვა მოვლენა მოხდა, წინა პლანზე სხვა ფასეულობები წამოვიდა - სიცოცხლის გადარჩენა გახდა მნიშვნელოვანი.

იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ყველაფერი, რომ ვერანაირად მივცემდი თავს იმის უფლებას, თეატრის დახურვაზე მეწუწუნა. არც დეპრესია დამწყებია და ამის გამო სტრესშიც ვერ ვიქნებოდი. პირიქით, ჩემთვის თეატრი და შემოქმედებითი ცხოვრება უფრო ცოცხალი და რეალური გახდა, რადგანაც ეს პროცესი არასდროს მთავრდება. შეიძლება, ერთი წელი თეატრში არ იყო, არ იმუშავო, გაჩერებული იყო, მაყურებელს ვერ ხვდებოდე, მაგრამ პროცესი არასდროს ჩერდება.

ამ დროს იმდენი საინტერესო ემოცია და გამოცდილება დავაგროვე. მაგალითად, როგორ ვუმკლავდები თუნდაც ჩაკეტილობის ჟამს, ვის რა ტკივილი აქვს, რა ემოციური მდგომარეობა, ვის რა დახმარება სჭირდება. ეს ყველაფერი ძალიან გამომადგა. გააზრებულად შევხედე. ზუსტად ვიცოდი, რომ ეს დასასრული არ არის და ცხოვრება ისევ გაგრძელდება...

როგორია 3 ახალშობილის მდგომარეობა, რომელთაგან ერთს ე.წ. ინდური შტამი, ხოლო მეორეს "ბრიტანული" დაუდასტურდა - ექიმის კომენტარი

კორონავირუსით ინფიცირების 1 108 ახალი შემთხვევა და 7 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცემები რეგიონების მიხედვით

"იმედის" გენერალურ დირექტორად მაკა ლომიძე დაინიშნა