სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავამარცხო, ცოტა ღმერთიც მომეხმაროსო.." - ნინო შუბლაძემ დის კოვიდთან ბრძოლის უმძიმესი ამბავი გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავამარცხო, ცოტა ღმერთიც მომეხმაროსო.." - ნინო შუბლაძემ დის კოვიდთან ბრძოლის უმძიმესი ამბავი გაიხსენა

ჟურ­ნა­ლის­ტი ნინო შუბ­ლა­ძე "რუს­თა­ვი 2“-ის გა­და­ცე­მა "ექი­მებ­ში“ თა­ვი­სი დის, სო­ფოს უკა­ნას­კნელ დღე­ებს იხ­სე­ნებს და ჰყვე­ბა იმ გარ­თუ­ლე­ბებ­ზე, რაც პოს­ტკო­ვი­დურ ეტაპს ახ­ლდა თან. ნი­ნოს თქმით, მისი და კო­რო­ნა­ვირუ­სით მე­ო­რე­დაც და­ინ­ფი­ცირ­და, რა­საც ორ­გა­ნიზ­მმა ვე­ღარ გა­უძ­ლო.

"ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რად და­ი­წყო სო­ფოს კო­ვიდ ის­ტო­რია. არ ვი­ცო­დით რომ კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო. ჯერ ფეხი ატ­კივ­და. მივ­ხე­დეთ ფეხს. მერე რა­ღაც ინ­სულ­ტი­ვით ჰქონ­და, მე­ტყვე­ლე­ბა აე­რია. წა­ვე­დით ნევ­რო­ლოგ­თან. სო­ფომ ძა­ლი­ან და­იკ­ლო წო­ნა­ში და თქვა, რომ ლა­ვი­წის ძვლე­ბი მაქვს არე­უ­ლიო. ხუმ­რობ­და, მგო­ნი, თა­ვი­დან ვსწავ­ლობ ჩემს ორ­გა­ნიზმსო. წა­ვი­და, რენდგე­ნი გა­და­ი­ღო ამის გამო. რენდგე­ნი რომ გა­და­ი­ღო, იქ უთხრეს, რომ მგო­ნი, ფილ­ტში გაქ­ვსო პრობ­ლე­მა.

მერე გა­და­ი­ღო კატე და კა­ტე­ზე რო­გორც კი ექიმ­მა შე­ხე­და, უთხრა, რომ შენ კო­ვი­დი გაქვს, ან გა­და­ტა­ნი­ლი გაქ­ვსო. რე­ა­ლუ­რად პოსტ კო­ვიდ პე­რი­ოდ­ში გა­ვი­გეთ, რომ მან გა­და­ი­ტა­ნა კო­ვი­დი იმი­ტომ, რომ მერე სის­ხლში ჰქონ­და ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი. ასე და­ი­წყო ჩვე­ნი პოს­ტკო­ვიდ ჯო­ჯო­ხე­თი.

დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გაძ­ლი­ერ­და ხვე­ლა, მერე ქო­ში­ნი და­ი­წყო და სას­წრა­ფოდ და­ვაწ­ვი­ნეთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. 21 დღე ფაქ­ტობ­რი­ვად ვიბ­რძო­დით გა­დარ­ჩე­ნის­თვის. ძა­ლი­ან ცუ­დად ყო­ფი­ლა, აი, და­უ­რე­კია და უტი­რია, აღარ შე­მიძ­ლია, და­ვი­ღა­ლე, მაგ­რამ ხუთ წუთ­ში და­მი­რე­კავ­და ხოლ­მე, არ ინერ­ვი­უ­ლო, კარ­გად ვარ, უკვე ჩა­ვი­სუნ­თქე...

ეს ყო­ფი­ლა ჯო­ჯო­ხე­თიო რა, ძა­ლი­ან მძი­მე ბრძო­ლაო, მაგ­რამ ამ­ბობ­და, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ და­ვა­მარ­ცხოო, ცოტა ღმერ­თიც მო­მეხ­მა­რო­სო. ყვე­ლა ანა­ლი­ზი თით­ქოს წეს­რიგ­ში იყო... პლაზ­მაც კი გა­და­უს­ხეს, ანუ ძა­ლი­ან ბევ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი... გვე­გო­ნა რომ გა­დავ­რჩით, დღე დღე­ზე უნდა გა­მო­ე­წე­რათ და... კლი­ნი­კა­ში შე­ე­ყა­რა მე­ო­რე კო­ვი­დი. აი, მანდ უკვე მივ­ხვდით, რომ ვერ გა­დავ­რჩე­ბო­დით... ვერ ვი­ნე­ლებ ამ მე­ო­რე კო­ვიდს.

იმ­დე­ნი ვიბ­რძო­ლეთ, იმ­დე­ნი ვიბ­რძო­ლეთ... გავ­დი­ო­დით უკვე ფი­ნალ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად უკვე უნდა გა­მო­ე­წე­რათ. ისე დამ­ძიმ­და ფილ­ტვე­ბი. სას­წრა­ფოდ გა­და­ვიყ­ვა­ნეთ რეს­პუბ­ლი­კურ­ში, ემერ­ჯენ­სი­ში შე­იყ­ვა­ნეს და ერთ დღეს რომ 18-ქუ­ლი­ა­ნი და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და, მე­ო­რე დღეს 20 ჰქონ­და და მე­სა­მე დღეს - 24. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ მო­ე­რე­ო­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეში­ნო­და იმი­ტომ, რომ დი­ა­ბე­ტი ჰქონ­და ჩემს დას. სამ­წუ­ხა­როდ, ორ კო­ვიდს უკვე ვე­ღარ მო­ე­რია.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ruska
7

ვაიმე, როგორ შემეცოდა ახალგაზრდა გოგო, რა დასანანია და რამხელა ტკივილია ოჯახის წევრებისთვის, ამას არანაირი დრო არ შველის...

იონა
4

ღმერთი განკაცდა და ადამიანად მოვიდა და ჯვარს ეცვა იმისთვის, რომ ჩვენი დაზიანებული და ცოდვილი ბუნება გამოეხსნა, ვისაც ეს წამს და ქრისტეს იღებს, როგორც მხსნელს, მისთვის სიკვდილი არ არსებობს, ის ახალ ცხოვრებაში გადადის! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავამარცხო, ცოტა ღმერთიც მომეხმაროსო.." - ნინო შუბლაძემ დის კოვიდთან ბრძოლის უმძიმესი ამბავი გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავამარცხო, ცოტა ღმერთიც მომეხმაროსო.." - ნინო შუბლაძემ დის კოვიდთან ბრძოლის უმძიმესი ამბავი გაიხსენა

ჟურნალისტი ნინო შუბლაძე "რუსთავი 2“-ის გადაცემა "ექიმებში“ თავისი დის, სოფოს უკანასკნელ დღეებს იხსენებს და ჰყვება იმ გართულებებზე, რაც პოსტკოვიდურ ეტაპს ახლდა თან. ნინოს თქმით, მისი და კორონავირუსით მეორედაც დაინფიცირდა, რასაც ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო.

"ძალიან უცნაურად დაიწყო სოფოს კოვიდ ისტორია. არ ვიცოდით რომ კოვიდინფიცირებული იყო. ჯერ ფეხი ატკივდა. მივხედეთ ფეხს. მერე რაღაც ინსულტივით ჰქონდა, მეტყველება აერია. წავედით ნევროლოგთან. სოფომ ძალიან დაიკლო წონაში და თქვა, რომ ლავიწის ძვლები მაქვს არეულიო. ხუმრობდა, მგონი, თავიდან ვსწავლობ ჩემს ორგანიზმსო. წავიდა, რენდგენი გადაიღო ამის გამო. რენდგენი რომ გადაიღო, იქ უთხრეს, რომ მგონი, ფილტში გაქვსო პრობლემა.

მერე გადაიღო კატე და კატეზე როგორც კი ექიმმა შეხედა, უთხრა, რომ შენ კოვიდი გაქვს, ან გადატანილი გაქვსო. რეალურად პოსტ კოვიდ პერიოდში გავიგეთ, რომ მან გადაიტანა კოვიდი იმიტომ, რომ მერე სისხლში ჰქონდა ანტისხეულები. ასე დაიწყო ჩვენი პოსტკოვიდ ჯოჯოხეთი.

დროთა განმავლობაში გაძლიერდა ხველა, მერე ქოშინი დაიწყო და სასწრაფოდ დავაწვინეთ საავადმყოფოში. 21 დღე ფაქტობრივად ვიბრძოდით გადარჩენისთვის. ძალიან ცუდად ყოფილა, აი, დაურეკია და უტირია, აღარ შემიძლია, დავიღალე, მაგრამ ხუთ წუთში დამირეკავდა ხოლმე, არ ინერვიულო, კარგად ვარ, უკვე ჩავისუნთქე...

ეს ყოფილა ჯოჯოხეთიო რა, ძალიან მძიმე ბრძოლაო, მაგრამ ამბობდა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავამარცხოო, ცოტა ღმერთიც მომეხმაროსო. ყველა ანალიზი თითქოს წესრიგში იყო... პლაზმაც კი გადაუსხეს, ანუ ძალიან ბევრი საშუალება იყო გამოყენებული... გვეგონა რომ გადავრჩით, დღე დღეზე უნდა გამოეწერათ და... კლინიკაში შეეყარა მეორე კოვიდი. აი, მანდ უკვე მივხვდით, რომ ვერ გადავრჩებოდით... ვერ ვინელებ ამ მეორე კოვიდს.

იმდენი ვიბრძოლეთ, იმდენი ვიბრძოლეთ... გავდიოდით უკვე ფინალში, ფაქტობრივად უკვე უნდა გამოეწერათ. ისე დამძიმდა ფილტვები. სასწრაფოდ გადავიყვანეთ რესპუბლიკურში, ემერჯენსიში შეიყვანეს და ერთ დღეს რომ 18-ქულიანი დაზიანება ჰქონდა, მეორე დღეს 20 ჰქონდა და მესამე დღეს - 24. დარწმუნებული იყო, რომ მოერეოდა. დარწმუნებული იყო მიუხედავად იმისა, რომ ეშინოდა იმიტომ, რომ დიაბეტი ჰქონდა ჩემს დას. სამწუხაროდ, ორ კოვიდს უკვე ვეღარ მოერია.

რონალდუს ეფექტი? - პორტუგალიელი ვარსკვლავის ქმედების შემდეგ, კოკა-კოლას აქციების ფასი დაეცა და კომპანიამ მილიარდობით დოლარი იზარალა

რონალდუ მაგიდასთან კოკა-კოლას დანახვამ გაანაწყენა და ის წყლით ჩაანაცვლა - პორტუგალიელი ფეხბურთელის ქმედება ინტერნეტჰიტად იქცა

ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების 4 რიტუალი აღმოსავლეთის ლამაზმანებისგან