მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თენგიზ ცერცვაძე ასახელებს პრეპარატს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულ მძიმე ავადმყოფებში სიკვდილობას ამცირებს
თენგიზ ცერცვაძე ასახელებს პრეპარატს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულ მძიმე ავადმყოფებში სიკვდილობას ამცირებს

COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტებ­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის (ე.წ. CFR) მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცი­რე­ბის და შე­სა­ბა­მი­სად, გა­დარ­ჩე­ნის მაჩ­ვე­ნებ­ლის გაზ­რდი­სათ­ვის ე.წ. სტან­დარ­ტუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის და მოვ­ლის სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბას­თან ერ­თად დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბის და მიდ­გო­მე­ბის (რემ­დე­სი­ვი­რი, ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი, კონ­ვა­ლეს­ცენ­ტის პლაზ­მა, მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, პლაზ­მა­ფე­რე­ზი, სის­ხლის ექ­სტრა­კორ­პო­რუ­ლი გაწ­მენ­და, და სხვ.) სწორ და დრო­ულ გა­მო­ყე­ნე­ბას. ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

რო­გორც ცერ­ცვა­ძე აცხა­დებს, ე.წ. არას­ტან­დარ­ტუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­დან ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბაა „ინ­ტერ­ლე­ი­კინ-6” - ის (IL-6) რე­ცეპ­ტო­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სპე­ცი­ფი­კუ­რი მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი - ტი­ცი­ლი­ზუ­მა­ბი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა COVID-19-ის დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ე.წ. ცი­ტო­კი­ნუ­რი შტორ­მის სამ­კურ­ნა­ლოდ.

"ა.წ. იან­ვარ-თე­ბერ­ვალ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით სწო­რი გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი მძი­მე და კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე COVID-19-ით ავად­მყო­ფებ­ში სარ­წმუ­ნოდ ამ­ცი­რებს სიკ­ვდი­ლო­ბას, პა­ცი­ენ­ტე­ბის ჰოს­პი­ტალ­ში და­ყოვ­ნე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბას და მე­ქა­ნი­კუ­რი ვენ­ტი­ლა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბას.

ჩვენ ტო­ცი­ლი­ზუ­მაბს წარ­მა­ტე­ბით ვი­ყე­ნებთ ჯერ კი­დევ COVID პან­დე­მი­ის ად­რე­უ­ლი პე­რი­ო­დი­დან, თუმ­ცა რიგი ობი­ექ­ტუ­რი, თუ სი­ბი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო ამ მე­დი­კა­მენტს ყვე­ლა COVID კლი­ნი­კა დღემ­დე არ იყე­ნებს, რა­საც არა­ვით­რი გა­მარ­თლე­ბა არა აქვს.

გვინ­და მო­ვიყ­ვა­ნოთ ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თი.

"ჩა­ფი­ძის გუ­ლის ცენ­ტრის“ COVID კლი­ნი­კა­ში ა.წ. მაის-ივ­ნი­სის თვე­ებ­ში ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბით წარ­მა­ტე­ბით უმ­კურ­ნა­ლეს შვიდ მძი­მე და კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე COVID ავად­მყოფს (ექ­ვსი მათ­გა­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და და მხო­ლოდ ერთი პა­ცი­ენ­ტი რჩე­ბა კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე), რაც ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გია.

"ჩა­ფი­ძის გუ­ლის ცენ­ტრი“ ქვეყ­ნის წამ­ყვა­ნი კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კაა, მაგ­რამ აქ 2020 წლის ნო­ემ­ბრი­დან ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს COVID გან­ყო­ფი­ლე­ბა, რო­მელ­შიც ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის გარ­და წარ­მა­ტე­ბით იყე­ნე­ბენ სხვა თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მებ­საც - პა­ცი­ენ­ტე­ბის მარ­თვა მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დის მიერ, ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბა მა­ღა­ლი ნა­კა­დით - ე.წ. high flow, რემ­დე­სი­ვი­რი და სხვ. შე­დე­გიც სა­ხე­ზეა. კლი­ნი­კას აქვს COVID-ით ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ქვე­ყა­ნა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი (1,46%) და ეს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კლი­ნი­კა­ში ცენ­ტრის სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით რო­გორც წესი ხვდე­ბი­ან COVID ავად­მყო­ფე­ბი გუ­ლის და ფილ­ტვე­ბის მძი­მე თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბით.

ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი ძლი­ერ­მოქ­მე­დი პრე­პა­რა­ტია, აქვს მკაც­რად გან­სა­ზღვრუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი და უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბი. ამი­ტომ ამ მე­დი­კა­მენ­ტის და­ნიშ­ვნა და გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ შე­სა­ბა­მი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ის და გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ.

"ჩა­ფი­ძის გუ­ლის ცენ­ტრის“ , ისე­ვე რო­გორც ზო­გი­ერ­თი სხვა COVID კლი­ნი­კის (ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის და შიდსის ცენ­ტრი, ნ. ყიფ­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა, კლი­ნი­კა „ნიუ ვი­ჟე­ნი“, კლი­ნი­კა „თბი­ლი­სი ცენ­ტრა­ლი“ და სხვ.), წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გვიჩ­ვე­ნებს, რომ ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი უფრო ფარ­თედ უნდა იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ქვეყ­ნის წამ­ყვა­ნი COVID კლი­ნი­კე­ბის მიერ, რა თქმა უნდა, ჩვე­ნე­ბე­ბის და უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბის მკაც­რად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით", - წერს ცერ­ცვა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სად იპოვა!
54

სად იპოვა თვალთმაქცმა ბიძინამ ხალხისთვის მავნე ამდენი ფარისეველი?

ნიკოლოზი
12

წადი გეძინება ნანუ ნანუ ქენი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

თენგიზ ცერცვაძე ასახელებს პრეპარატს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულ მძიმე ავადმყოფებში სიკვდილობას ამცირებს

თენგიზ ცერცვაძე ასახელებს პრეპარატს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულ მძიმე ავადმყოფებში სიკვდილობას ამცირებს

COVID-19-ით პაციენტებში გარდაცვალების მაჩვენებლის (ე.წ. CFR) მინიმუმამდე შემცირების და შესაბამისად, გადარჩენის მაჩვენებლის გაზრდისათვის ე.წ. სტანდარტული მკურნალობის და მოვლის სერვისების მიწოდებასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს ინოვაციური მეთოდების და მიდგომების (რემდესივირი, ტოცილიზუმაბი, კონვალესცენტის პლაზმა, მონოკლონური ანტისხეულები, პლაზმაფერეზი, სისხლის ექსტრაკორპორული გაწმენდა, და სხვ.) სწორ და დროულ გამოყენებას. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ცერცვაძე აცხადებს, ე.წ. არასტანდარტული მედიკამენტებიდან ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა „ინტერლეიკინ-6” - ის (IL-6) რეცეპტორის საწინააღმდეგო სპეციფიკური მონოკლონური ანტისხეულები - ტიცილიზუმაბი, რომელიც გამოიყენება COVID-19-ის დროს განვითარებული ე.წ. ციტოკინური შტორმის სამკურნალოდ.

"ა.წ. იანვარ-თებერვალში გამოქვეყნებული დიდ ბრიტანეთში ჩატარებული სერიოზული კვლევების შედეგების მიხედვით სწორი გამოყენების შემთხვევაში ტოცილიზუმაბი მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID-19-ით ავადმყოფებში სარწმუნოდ ამცირებს სიკვდილობას, პაციენტების ჰოსპიტალში დაყოვნების ხანგრძლივობას და მექანიკური ვენტილაციის საჭიროებას.

ჩვენ ტოცილიზუმაბს წარმატებით ვიყენებთ ჯერ კიდევ COVID პანდემიის ადრეული პერიოდიდან, თუმცა რიგი ობიექტური, თუ სიბიექტური მიზეზების გამო ამ მედიკამენტს ყველა COVID კლინიკა დღემდე არ იყენებს, რასაც არავითრი გამართლება არა აქვს.

გვინდა მოვიყვანოთ ტოცილიზუმაბის წარმატებული გამოყენების თვალსაჩინო მაგალითი.

"ჩაფიძის გულის ცენტრის“ COVID კლინიკაში ა.წ. მაის-ივნისის თვეებში ტოცილიზუმაბით წარმატებით უმკურნალეს შვიდ მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID ავადმყოფს (ექვსი მათგანი გამოჯანმრთელდა და მხოლოდ ერთი პაციენტი რჩება კრიტიკულად მძიმე), რაც ძალიან კარგი შედეგია.

"ჩაფიძის გულის ცენტრი“ ქვეყნის წამყვანი კარდიოლოგიური კლინიკაა, მაგრამ აქ 2020 წლის ნოემბრიდან ფუნქციონირებს COVID განყოფილება, რომელშიც ტოცილიზუმაბის გარდა წარმატებით იყენებენ სხვა თანამედროვე მიდგომებსაც - პაციენტების მართვა მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, ჟანგბადის მიწოდება მაღალი ნაკადით - ე.წ. high flow, რემდესივირი და სხვ. შედეგიც სახეზეა. კლინიკას აქვს COVID-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტების გარდაცვალების ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (1,46%) და ეს მიუხედავად იმისა, რომ კლინიკაში ცენტრის სპეციფიკის გათვალისწინებით როგორც წესი ხვდებიან COVID ავადმყოფები გულის და ფილტვების მძიმე თანმხლები დაავადებებით.

ტოცილიზუმაბი ძლიერმოქმედი პრეპარატია, აქვს მკაცრად განსაზღვრული ჩვენებები და უკუჩვენებები. ამიტომ ამ მედიკამენტის დანიშვნა და გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი კომპეტენციის და გამოცდილების მქონე სპეციალისტების მიერ.

"ჩაფიძის გულის ცენტრის“ , ისევე როგორც ზოგიერთი სხვა COVID კლინიკის (ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი, ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, კლინიკა „ნიუ ვიჟენი“, კლინიკა „თბილისი ცენტრალი“ და სხვ.), წარმატებული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ტოცილიზუმაბი უფრო ფართედ უნდა იქნეს გამოყენებული ქვეყნის წამყვანი COVID კლინიკების მიერ, რა თქმა უნდა, ჩვენებების და უკუჩვენებების მკაცრად გათვალისწინებით", - წერს ცერცვაძე.

"წყობიდან გამოვედი... ნერვები აღარ მივარგა" - რას წერს ზურაბ ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძესთან დაძაბული დებატების შემდეგ?

"ახლა დაუძახეთ, აბა, გახარიას "დარტანიანი"... აღარ არის ახლა მოდაში" - ზურაბ ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძეს

რატომ შეფერხდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის პროცესი - ეკატერინე ტიკარაძის განმარტება და ბოდიში საზოგადოებას