მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე, რატომ გადადგა - ვინ აფინანსებს ამ ე.წ. მოძრაობას" - მამუკა მდინარაძე გახარიაზე
"მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე, რატომ გადადგა - ვინ აფინანსებს ამ ე.წ. მოძრაობას" - მამუკა მდინარაძე გახარიაზე

ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტის გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გუნ­დმა ჭორ­ზე აგე­ბუ­ლი კამ­პა­ნია და­ი­წყო. რო­გორც მან პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ნამ­დვი­ლად მო­უ­წევს პა­სუ­ხის გა­ცე­მა კი­თხვებ­ზე, რა­ტომ გა­დად­გა რე­ა­ლუ­რად, ვინ აფი­ნან­სებს და ვის ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

„არ შე­მიძ­ლია არ შე­ვე­ხო გი­ორ­გი გა­ხა­რა­ის თე­მას და მის ახ­ლად შექ­მნილ პარ­ტი­ას, ჩვენ ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლად ვგრძნობ­დით თავს გა­სა­გე­ბი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო, ხმა არ ამოგ­ვი­ღია პრაქ­ტი­კუ­ლად რამ­დე­ნი­მე კვი­რის თუ თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც მარ­თლაც ჭორ­ზე აგე­ბუ­ლი კამ­პა­ნია და­ი­წყეს და რე­გი­ო­ნებ­ში 700-800 ადა­მი­ან­ზე მეტს მო­უყვნენ, რომ ეს არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პრო­ექ­ტი, შემ­დეგ ჩვენც იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გავ­ხდით და ის ადა­მი­ა­ნი, ვისი სა­ხე­ლი­თაც სპე­კუ­ლი­რებ­დნენ და აპე­ლი­რებ­დნენ ტუ­ილ­ზე, ჭორ­ზე. ის იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ამის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ ელა­პა­რა­კა. ამ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც გუ­შინ ჩვე­ნი გუნ­დის ერთ-ერთი ლი­დე­რი იყო, მო­უ­წევს პა­სუ­ხის გა­ცე­მა კი­თხვა­ზე, რა­ტომ გა­დად­გა. ეს ადა­მი­ა­ნი გა­დად­გა იმი­ტომ, რომ არ აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი­ყო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და არ და­ე­კა­ვე­ბი­ნათ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე, რო­მელ­საც ეკუთ­ვნო­და ლე­გი­ტი­მუ­რად სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ხედ­ვით და­კა­ვე­ბა?! რას უც­ვლი­და 2-3 დღე? დღეს ამა­ზე რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი არ­გუ­მენ­ტი ჯერ არ მოგ­ვის­მე­ნია. ვინ აფი­ნან­სებს ამ ე.წ. მოძ­რა­ო­ბას, ვინ აფი­ნან­სებს ამ ადა­მი­ანს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დღე­საც მათ საქ­მეს ხომ არ აკე­თებს, ვის წის­ქვილ­ზე, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ, და­ას­ხა წყა­ლი ამ ადა­მი­ან­მა და მის­მა მოქ­მე­დე­ბამ“, - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
22

20 ივნისზე არ მოუწევს პასუხის გაცემა??@@

ორდე
0

მდინარა ძე მე მგონი წყალწაღებულს არ ნიშნავს; მაშინ გვაბოლებ? თუ დაგცხა? თუ რატომ გადადგა გახარია,ეს პროკურატურის გასარკვევია? ან პარტიის დაფინანსება? პარტია წარადგენს დეკლარაციას; მერე კონტროლის პალატა და ა.შ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე, რატომ გადადგა - ვინ აფინანსებს ამ ე.წ. მოძრაობას" - მამუკა მდინარაძე გახარიაზე

"მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე, რატომ გადადგა - ვინ აფინანსებს ამ ე.წ. მოძრაობას" - მამუკა მდინარაძე გახარიაზე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტის გიორგი გახარიას გუნდმა ჭორზე აგებული კამპანია დაიწყო. როგორც მან პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, გიორგი გახარიას ნამდვილად მოუწევს პასუხის გაცემა კითხვებზე, რატომ გადადგა რეალურად, ვინ აფინანსებს და ვის ინტერესებს ემსახურება.

„არ შემიძლია არ შევეხო გიორგი გახარაის თემას და მის ახლად შექმნილ პარტიას, ჩვენ ძალიან უხერხულად ვგრძნობდით თავს გასაგები გარემოებების გამო, ხმა არ ამოგვიღია პრაქტიკულად რამდენიმე კვირის თუ თვის განმავლობაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც მართლაც ჭორზე აგებული კამპანია დაიწყეს და რეგიონებში 700-800 ადამიანზე მეტს მოუყვნენ, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი, შემდეგ ჩვენც იძულებულები გავხდით და ის ადამიანი, ვისი სახელითაც სპეკულირებდნენ და აპელირებდნენ ტუილზე, ჭორზე. ის იძულებული გახდა ამის შესახებ საჯაროდ ელაპარაკა. ამ ადამიანს, რომელიც გუშინ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე, რატომ გადადგა. ეს ადამიანი გადადგა იმიტომ, რომ არ აღსრულებულიყო სასამართლოს გადაწყვეტილება და არ დაეკავებინათ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომელსაც ეკუთვნოდა ლეგიტიმურად სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით დაკავება?! რას უცვლიდა 2-3 დღე? დღეს ამაზე რაციონალური არგუმენტი ჯერ არ მოგვისმენია. ვინ აფინანსებს ამ ე.წ. მოძრაობას, ვინ აფინანსებს ამ ადამიანს. აქედან გამომდინარე, დღესაც მათ საქმეს ხომ არ აკეთებს, ვის წისქვილზე, ნებსით თუ უნებლიეთ, დაასხა წყალი ამ ადამიანმა და მისმა მოქმედებამ“, - განაცხადა მდინარაძემ.

"ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა მოუწოდოს ნატო-ს, უზრუნველყოს წევრობის სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის" - რას წერს სენატორი, რომელიც გასულ კვირას საქართველოს სტუმრობდა?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"გახარია სისტემაში აღმოჩნდა ასე: მამამისმა მომიტანა CV, გავესაუბრე და გავაცანი ივანიშვილს..." - რას იხსენებს გია ხუხაშვილი?