მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბებია, სიკვდილი და მსხვერპლშეწირვა: მოსკოვში საოცარი ახალი ქართული ფილმი აჩვენეს“ - ქართულ-ბრიტანული პროექტის წარმატებული დებიუტი როტერდამსა და მოსკოვში
"ბებია, სიკვდილი და მსხვერპლშეწირვა: მოსკოვში საოცარი ახალი ქართული ფილმი აჩვენეს“ - ქართულ-ბრიტანული პროექტის წარმატებული დებიუტი როტერდამსა და მოსკოვში

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მოს­კოვ­ში, კი­ნო­თე­ატ­რში Garage Screen, ქარ­თულ-ბრი­ტა­ნუ­ლი კი­ნო­სუ­რა­თის "ბე­ბია, ჩემი ერ­თა­დერ­თი სურ­ვი­ლით“ პრე­მი­ე­რა გა­ი­მა­რა­თა, რო­მე­ლიც რუ­სულ პრე­სა­ში საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად გა­შუქ­და. მა­გა­ლი­თად, რუ­სუ­ლი ტე­ლე­არ­ხის "დოჟ­დის“ («Дождь»)პროგ­რა­მა-შო­უ­ში «Здесь и сейчас»-ში, 5 ივ­ნისს, სა­ღა­მოს, გა­და­ი­ცა სი­უ­ჟე­ტი ახა­ლი ქარ­თუ­ლი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მის შე­სა­ხებ. ფილ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­მი­ე­რა რო­ტერ­და­მის ფეს­ტი­ვალ­ზე შედ­გა, სა­დაც ბევ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სა­სი­ა­მოვ­ნოდ გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დარ­ჩა: კი­ნო­სუ­რა­თის რე­ჟი­სო­რია რუ­სუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის მქო­ნე, ამ­ჟა­მად ლონ­დონ­ში მცხოვ­რე­ბი მწე­რა­ლი და მხატ­ვა­რი ჟუჟა დობ­რაშ­კუ­სი. ეს ფილ­მი კი მისი, რო­გორც რე­ჟი­სო­რის, დე­ბი­უტს წარ­მო­ად­გენს.

ტე­ლე­არ­ხის ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია პროგ­რა­მის ფრაგ­მენ­ტის ტექ­სტი, სა­თა­უ­რით: "ბე­ბია, სიკ­ვდი­ლი და მსხვერ­პლშე­წირ­ვა: მოს­კოვ­ში სა­ო­ცა­რი ახა­ლი ქარ­თუ­ლი ფილ­მი აჩ­ვე­ნეს“, რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ:

"დიდი ბრი­ტა­ნე­თის ხელ­შე­წყო­ბით გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მი ერ­თგვა­რი არა­კია, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის ტრა­დი­ცი­ებს აგ­რძე­ლებს. ჩვენ მოწ­მე­ნი ვხდე­ბით ერთი პრო­ვინ­ცი­უ­ლი ოჯა­ხის ის­ტო­რი­ი­სა, სა­დაც ბე­ბია კვდე­ბა - დიახ, ის ბე­ბია, რო­მე­ლიც თა­ვი­სე­ბუ­რი, მკაც­რი ხა­სი­ა­თის მქო­ნე ქალი იყო. იგი ისეთ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ კვალს ტო­ვებს, რო­მე­ლიც სა­ა­ქა­ოს და სა­ი­ქი­ოს ერ­თმა­ნეთ­თან აკავ­ში­რებს, რათა ყვე­ლას ახ­სოვ­დეს: ვინ არი­ან, სა­ი­დან მო­დი­ან, რის­თვის ცო­ცხლო­ბენ და ცხოვ­რო­ბენ...

ჟუჟა დობ­რაშ­კუ­სი

ფილ­მის ცენ­ტრა­ლუ­რი პერ­სო­ნა­ჟი შვი­ლიშ­ვი­ლი გო­გო­ნაა - არი­ად­ნა (სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ბე­ბი­ას ჰქვია მე­დეა), რო­მელ­საც ბავ­შვო­ბა­ში მკაც­რი ბე­ბი­ი­სა ძა­ლი­ან ეში­ნო­და. ამ­ჟა­მად იგი მო­დე­ლია, რო­მე­ლიც ევ­რო­პი­დან მშობ­ლი­ურ ქარ­თულ სო­ფელ­ში ბრუნ­დე­ბა, გარ­დაც­ვლი­ლი ბე­ბი­ი­სათ­ვის პა­ტი­ვის მი­სა­გე­ბად... ფილმში 21-ე სა­უ­კუ­ნე უკა­ნა პლან­ზე გა­და­დის და ქა­ლიშ­ვი­ლის მოქ­მე­დე­ბით ძვე­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი ცო­ცხლდე­ბა... მას, რო­გორც ოჯა­ხის ყვე­ლა­ზე უმ­ცროს წევ­რს, და­ა­ვა­ლე­ბენ, რომ ბე­ბი­ის სუ­ლის მო­სახ­სე­ნე­ბე­ლი წესი შე­ას­რუ­ლოს - გა­ჭი­მოს ძაფი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან სოფ­ლის სა­საფ­ლა­ომ­დე, რათა ბე­ბი­ის სული ცხედ­რის კვალს მიჰ­ყვეს. ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რი ყო­ველ­ნა­ი­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ამ, მისი აზ­რით, მოძ­ვე­ლე­ბულ ტრა­დი­ცი­ას, მაგ­რამ ბე­ბია მა­ინც კარ­ნა­ხობს შვი­ლიშ­ვილს იმ ქვეყ­ნი­და­ნაც კი, რომ მან და­ვა­ლე­ბა შე­ას­რუ­ლოს..."

ტე­ლე­არ­ხის სტუ­დი­ა­ში თვი­თონ რე­ჟი­სორ­მა ჟუჟა დობ­რაშ­კუს­მა ისა­უბ­რა. მისი თქმით, იგი კარ­გად იც­ნობს სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ქარ­თუ­ლი კი­ნოს დი­დე­ბულ ტრა­დი­ცი­ებს, მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო მი­თი­უ­რი ად­გი­ლია, შე­იძ­ლე­ბა ერ­თდრო­უ­ლად და­ი­ნა­ხო ადა­მი­ა­ნის წარ­სუ­ლი, აწ­მყო და მო­მა­ვა­ლი. სწო­რედ ამი­ტომ შე­არ­ჩია მან ეს ქვე­ყა­ნა იმ ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად, რომ­ლის სცე­ნა­რის ავ­ტო­რიც თვი­თონ არის. რე­ჟი­სო­რი გან­მარ­ტავს, რომ სა­ი­ქი­ო­სა და სა­ა­ქა­ოს და­მა­კავ­ში­რე­ბის კად­რე­ბი რე­ა­ლურ სი­ნამ­დვი­ლეს ასა­ხავს: "სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთ კუ­თხე­ში, კერ­ძოდ, სამ­გრე­ლო­ში არის ტრა­დი­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მად, ადა­მი­ა­ნის სული გარ­დაც­ვლილს აუ­ცი­ლებ­ლად თან უნდა გაჰ­ყვეს და ამა­ში მას გა­ჭი­მუ­ლი ძაფი ეხ­მა­რე­ბა..."

ფილ­მი შავ-თეთ­რია, გა­და­ღე­ბუ­ლია ქარ­თულ ენა­ზე. ფილმში მთა­ვარ როლს ანას­ტა­სია და­ვიდსო­ნი ას­რუ­ლებს, ერთ-ერთ როლს კი ანი ჩი­რა­ძე ასა­ხი­ე­რებს.

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქორ-პარიკმახერი
19

ერთი ქეთი დოლიძეა საოცარი და მეორე ეს ფილმი

იანა
3

რა ხდება ნინო კირთაძეს მოპარეს სცენარი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ბებია, სიკვდილი და მსხვერპლშეწირვა: მოსკოვში საოცარი ახალი ქართული ფილმი აჩვენეს“ - ქართულ-ბრიტანული პროექტის წარმატებული დებიუტი როტერდამსა და მოსკოვში

"ბებია, სიკვდილი და მსხვერპლშეწირვა: მოსკოვში საოცარი ახალი ქართული ფილმი აჩვენეს“ - ქართულ-ბრიტანული პროექტის წარმატებული დებიუტი როტერდამსა და მოსკოვში

რამდენიმე დღის წინ, მოსკოვში, კინოთეატრში Garage Screen, ქართულ-ბრიტანული კინოსურათის "ბებია, ჩემი ერთადერთი სურვილით“ პრემიერა გაიმარათა, რომელიც რუსულ პრესაში საკმაოდ აქტიურად გაშუქდა. მაგალითად, რუსული ტელეარხის "დოჟდის“ («Дождь») პროგრამა-შოუში «Здесь и сейчас»-ში, 5 ივნისს, საღამოს, გადაიცა სიუჟეტი ახალი ქართული მხატვრული ფილმის შესახებ. ფილმის საერთაშორისო პრემიერა როტერდამის ფესტივალზე შედგა, სადაც ბევრი პროფესიონალი სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა: კინოსურათის რეჟისორია რუსული წარმომავლობის მქონე, ამჟამად ლონდონში მცხოვრები მწერალი და მხატვარი ჟუჟა დობრაშკუსი. ეს ფილმი კი მისი, როგორც რეჟისორის, დებიუტს წარმოადგენს.

ტელეარხის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია პროგრამის ფრაგმენტის ტექსტი, სათაურით: "ბებია, სიკვდილი და მსხვერპლშეწირვა: მოსკოვში საოცარი ახალი ქართული ფილმი აჩვენეს“, რომელშიც ვკითხულობთ:

"დიდი ბრიტანეთის ხელშეწყობით გადაღებული ფილმი ერთგვარი არაკია, რომელიც ქართული კინემატოგრაფის ტრადიციებს აგრძელებს. ჩვენ მოწმენი ვხდებით ერთი პროვინციული ოჯახის ისტორიისა, სადაც ბებია კვდება - დიახ, ის ბებია, რომელიც თავისებური, მკაცრი ხასიათის მქონე ქალი იყო. იგი ისეთ ცხოვრებისეულ კვალს ტოვებს, რომელიც სააქაოს და საიქიოს ერთმანეთთან აკავშირებს, რათა ყველას ახსოვდეს: ვინ არიან, საიდან მოდიან, რისთვის ცოცხლობენ და ცხოვრობენ...

ჟუჟა დობრაშკუსი

ფილმის ცენტრალური პერსონაჟი შვილიშვილი გოგონაა - არიადნა (საინტერესოა, რომ ბებიას ჰქვია მედეა), რომელსაც ბავშვობაში მკაცრი ბებიისა ძალიან ეშინოდა. ამჟამად იგი მოდელია, რომელიც ევროპიდან მშობლიურ ქართულ სოფელში ბრუნდება, გარდაცვლილი ბებიისათვის პატივის მისაგებად... ფილმში 21-ე საუკუნე უკანა პლანზე გადადის და ქალიშვილის მოქმედებით ძველი ტრადიციები ცოცხლდება... მას, როგორც ოჯახის ყველაზე უმცროს წევრს, დაავალებენ, რომ ბებიის სულის მოსახსენებელი წესი შეასრულოს - გაჭიმოს ძაფი საავადმყოფოდან სოფლის სასაფლაომდე, რათა ბებიის სული ცხედრის კვალს მიჰყვეს. ფილმის მთავარი გმირი ყოველნაირად ეწინააღმდეგება ამ, მისი აზრით, მოძველებულ ტრადიციას, მაგრამ ბებია მაინც კარნახობს შვილიშვილს იმ ქვეყნიდანაც კი, რომ მან დავალება შეასრულოს..."

ტელეარხის სტუდიაში თვითონ რეჟისორმა ჟუჟა დობრაშკუსმა ისაუბრა. მისი თქმით, იგი კარგად იცნობს სახელგანთქმული ქართული კინოს დიდებულ ტრადიციებს, მისი თქმით, საქართველო მითიური ადგილია, შეიძლება ერთდროულად დაინახო ადამიანის წარსული, აწმყო და მომავალი. სწორედ ამიტომ შეარჩია მან ეს ქვეყანა იმ ფილმის გადასაღებად, რომლის სცენარის ავტორიც თვითონ არის. რეჟისორი განმარტავს, რომ საიქიოსა და სააქაოს დამაკავშირების კადრები რეალურ სინამდვილეს ასახავს: "საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში, კერძოდ, სამგრელოში არის ტრადიცია, რომლის თანახმად, ადამიანის სული გარდაცვლილს აუცილებლად თან უნდა გაჰყვეს და ამაში მას გაჭიმული ძაფი ეხმარება..."

ფილმი შავ-თეთრია, გადაღებულია ქართულ ენაზე. ფილმში მთავარ როლს ანასტასია დავიდსონი ასრულებს, ერთ-ერთ როლს კი ანი ჩირაძე ასახიერებს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

ქანიე უესტმა დაბადების დღე ირინა შეიკთან ერთად რომანტიკულ გარემოში აღნიშნა - ახალი ვარსკვლავური რომანი და წყვილის პაპარაცული ფოტოები

"მგონი, რაღაც კუთხით, მისმა ქუთაისმა გადაგვარჩინა კიდეც" - აკა მორჩილაძის მოგონება რეზო გაბრიაძეზე

"დაზაფრულ, პირბადიან მაყურებელს სამი საათი პიესა რომ აყურებინო, ხერხები უნდა გქონდეს" - რა პრობლემებია თეატრში და უნდა გადაინაცვლოს თუ არა პანდემიის თემამ სცენაზე?