სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვიცით ნიკოტინის შესახებ? (R)
რა ვიცით ნიკოტინის შესახებ?  (R)

ელექ­ტო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტე­ბის ან სხვა თამ­ბა­ქოს ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის გრძელ­ვა­დი­ა­ნი მოხ­მა­რე­ბის შე­დე­გე­ბი ჯერ კი­დევ არ არის კარ­გად შეს­წავ­ლი­ლი. 2019 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, აშშ-ს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა აქ­ტი­უ­რად და­ი­წყეს თამ­ბა­ქოს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი­სა და სა­სუნ­თქ გზე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში მათი ზე­გავ­ლე­ნის კვლე­ვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მო­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზად თამ­ბა­ქოს კვამლში არ­სე­ბულ ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი სა­ხელ­დე­ბა, ხოლო ნი­კო­ტი­ნი, მეც­ნი­ე­რუ­ლი ფაქ­ტე­ბის თა­ნახ­მად, მო­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მომ­წვევ მი­ზეზს არ წარ­მო­ად­გენს.

ნი­კო­ტი­ნი ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბაა, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა მცე­ნა­რე­ში გვხვდე­ბა, მათ შო­რის: წი­თე­ლი წი­წა­კა, ბად­რი­ჯა­ნი, პო­მი­დო­რი და კარ­ტო­ფი­ლი. მარ­თა­ლია, ნი­კო­ტი­ნი თა­ვის­თა­ვად არ იწ­ვევს კი­ბოს და არ მო­ნა­წი­ლე­ობს მო­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში, მაგ­რამ ის იწ­ვევს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას.

ფაქ­ტე­ბი ნი­კო­ტი­ნის შე­სა­ხებ:

  • ნი­კო­ტი­ნის მოხ­მა­რე­ბის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა ისე­თი­ვე რთუ­ლია, რო­გო­რიც ჰე­რო­ი­ნის­თვის, წერს ამე­რი­კის კი­ბოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა.
  • ნი­კო­ტი­ნის მოხ­მა­რე­ბამ შე­საძ­ლე­ბე­ლია უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს გულ­ზე, ჰორ­მო­ნებ­სა და გას­ტრო­ენ­ტე­რა­ლურ სის­ტე­მებ­ზე.
  • ზოგი კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს, რომ ნი­კო­ტინ­მა შე­საძ­ლოა და­დე­ბი­თი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს მახ­სოვ­რო­ბა­სა და კონ­ცენ­ტრა­ცი­ის უნარ­ზე.
  • ჯან­მოს მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში თამ­ბა­ქოს მომ­ხმა­რე­ბელ­თა რი­ცხვი ერთ მი­ლი­არ­დზე მე­ტია.

ნი­კო­ტი­ნის ზე­გავ­ლე­ნა ორ­გა­ნიზ­მზე

ნი­კო­ტინს აქვს და­მამ­შვი­დე­ბე­ლი და მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი ეფექ­ტი. რო­დე­საც მწე­ვე­ლის ორ­გა­ნიზ­მში ნი­კო­ტი­ნი ხვდე­ბა, ის იწ­ვევს თირკმელ­ზე­და ჯირ­კვლის სტი­მუ­ლი­რე­ბას, რაც ად­რე­ნა­ლი­ნის გა­მო­ყო­ფას უწყობს ხელს.

ად­რე­ნა­ლი­ნის მო­მა­ტე­ბუ­ლი დონე კი იწ­ვევს გლუ­კო­ზის გა­მო­ყო­ფას, ტა­ქი­კარ­დი­ას, სუნ­თქვის სიხ­ში­რი­სა და წნე­ვის მო­მა­ტე­ბას.

ასე­ვე, ნი­კო­ტი­ნი ხელს უწყობს დო­ფა­მი­ნის (ბედ­ნი­ე­რე­ბის ჰორ­მო­ნის) გა­მო­ყო­ფას და ას­ტი­მუ­ლი­რებს ტვი­ნის ლიმ­ბუ­რი სის­ტე­მის უბ­ნებს.

American Heart Association-ის გან­ცხა­დე­ბით, ნი­კო­ტი­ნის მოხ­მა­რე­ბის შე­დე­გად ჩნდე­ბა თამ­ბა­ქო­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რაც ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მზე უარ­ყო­ფით ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს და რიგ შემ­თხვე­ვებ­ში ფა­ტა­ლურ შე­დე­გებს იწ­ვევს.

ნი­კო­ტი­ნის მოხ­მა­რე­ბის გვერ­დი­თი ეფექ­ტი

ნი­კო­ტი­ნის მოხ­მა­რე­ბის შე­დე­გად შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს სხვა­დას­ხვა გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა. გაზ­რდილ­მა სის­ხლის წნე­ვამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს თრომ­ბე­ბის წარ­მოქ­მნის რის­კი, ათე­როსკლე­რო­ზი, ასე­ვე, ძი­ლის რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვა, თავ­ბრუს­ხვე­ვა, პი­რის ღრუს სიმ­შრა­ლე, გულძ­მარ­ვა.

უდა­ვოა, რომ მწე­ველ­თა მხრი­დან სა­უ­კე­თე­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მო­წე­ვი­სა და ნი­კო­ტი­ნის მოხ­მა­რე­ბის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა წარ­მო­ად­გენს. თუმ­ცა, იმ ზრდას­რულ მწე­ველ­თათ­ვის, რომ­ლე­ბიც ვერ ან არ ანე­ბე­ბენ თავს მო­წე­ვას, არ­სე­ბობს ნი­კო­ტი­ნის მი­ღე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბი, მათ შო­რის: ნი­კო­ტი­ნის შემ­ცვე­ლი სა­ღე­ჭი რე­ზი­ნე­ბი, ნი­კო­ტი­ნის პლას­ტე­რე­ბი, თამ­ბა­ქოს უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი და ელექტრო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტე­ბი. მარ­თა­ლია, თამ­ბა­ქოს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა არ არის სრუ­ლი­ად უსაფრ­თხო, თუმ­ცა ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­გა­რე­ტის მოხ­მა­რე­ბას­თან შე­და­რე­ბით უკე­თეს არ­ჩე­ვანს წარ­მო­ად­გენს, რად­გან ხელს უწყობს მო­წე­ვის შე­დე­გად ორ­გა­ნიზ­მზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბას.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

რა ვიცით ნიკოტინის შესახებ? (R)

რა ვიცით ნიკოტინის შესახებ?  (R)

ელექტონული სიგარეტების ან სხვა თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების გრძელვადიანი მოხმარების შედეგები ჯერ კიდევ არ არის კარგად შესწავლილი. 2019 წლის სექტემბერში, აშშ-ს ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებმა აქტიურად დაიწყეს თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობებისა და სასუნთქ გზების დაავადებების განვითარების პროცესში მათი ზეგავლენის კვლევა. აღსანიშნავია, რომ მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების გამომწვევ მიზეზად თამბაქოს კვამლში არსებულ ნივთიერებები სახელდება, ხოლო ნიკოტინი, მეცნიერული ფაქტების თანახმად, მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების გამომწვევ მიზეზს არ წარმოადგენს.

ნიკოტინი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც სხვადასხვა მცენარეში გვხვდება, მათ შორის: წითელი წიწაკა, ბადრიჯანი, პომიდორი და კარტოფილი. მართალია, ნიკოტინი თავისთავად არ იწვევს კიბოს და არ მონაწილეობს მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების პროცესში, მაგრამ ის იწვევს დამოკიდებულებას.

ფაქტები ნიკოტინის შესახებ:

  • ნიკოტინის მოხმარებისთვის თავის დანებება ისეთივე რთულია, როგორიც ჰეროინისთვის, წერს ამერიკის კიბოს საზოგადოება.
  • ნიკოტინის მოხმარებამ შესაძლებელია უარყოფითი გავლენა იქონიოს გულზე, ჰორმონებსა და გასტროენტერალურ სისტემებზე.
  • ზოგი კვლევა აჩვენებს, რომ ნიკოტინმა შესაძლოა დადებითი ზეგავლენა მოახდინოს მახსოვრობასა და კონცენტრაციის უნარზე.
  • ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში თამბაქოს მომხმარებელთა რიცხვი ერთ მილიარდზე მეტია.

ნიკოტინის ზეგავლენა ორგანიზმზე

ნიკოტინს აქვს დამამშვიდებელი და მასტიმულირებელი ეფექტი. როდესაც მწეველის ორგანიზმში ნიკოტინი ხვდება, ის იწვევს თირკმელზედა ჯირკვლის სტიმულირებას, რაც ადრენალინის გამოყოფას უწყობს ხელს.

ადრენალინის მომატებული დონე კი იწვევს გლუკოზის გამოყოფას, ტაქიკარდიას, სუნთქვის სიხშირისა და წნევის მომატებას.

ასევე, ნიკოტინი ხელს უწყობს დოფამინის (ბედნიერების ჰორმონის) გამოყოფას და ასტიმულირებს ტვინის ლიმბური სისტემის უბნებს.

American Heart Association-ის განცხადებით, ნიკოტინის მოხმარების შედეგად ჩნდება თამბაქოზე დამოკიდებულება, რაც ადამიანის ორგანიზმზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს და რიგ შემთხვევებში ფატალურ შედეგებს იწვევს.

ნიკოტინის მოხმარების გვერდითი ეფექტი

ნიკოტინის მოხმარების შედეგად შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა გვერდითი მოვლენა. გაზრდილმა სისხლის წნევამ შეიძლება გამოიწვიოს თრომბების წარმოქმნის რისკი, ათეროსკლეროზი, ასევე, ძილის რეჟიმის დარღვევა, თავბრუსხვევა, პირის ღრუს სიმშრალე, გულძმარვა.

უდავოა, რომ მწეველთა მხრიდან საუკეთესო გადაწყვეტილებას მოწევისა და ნიკოტინის მოხმარებისთვის თავის დანებება წარმოადგენს. თუმცა, იმ ზრდასრულ მწეველთათვის, რომლებიც ვერ ან არ ანებებენ თავს მოწევას, არსებობს ნიკოტინის მიღების ალტერნატიული გზები, მათ შორის: ნიკოტინის შემცველი საღეჭი რეზინები, ნიკოტინის პლასტერები, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები და ელექტრონული სიგარეტები. მართალია, თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობა არ არის სრულიად უსაფრთხო, თუმცა ტრადიციული სიგარეტის მოხმარებასთან შედარებით უკეთეს არჩევანს წარმოადგენს, რადგან ხელს უწყობს მოწევის შედეგად ორგანიზმზე განხორციელებული ზიანის შემცირებას.

R

პირველი ტექნოლოგიური სადაზღვევო პროდუქტი საქართველოში - backapp ალდაგისგან

ჰიუნდაი კონა, უკვე ჰიბრიდული ძრავით, ჰიუნდაი ავტო საქართველოს შოურუმშია

ოფთალმოლოგი და მედიცინის დოქტორი ოლეგ გოლოვაჩოვი 70 წლის გახდა