პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმდენად ვიყავით ერთმანეთზე მიკედლებულები, თითქოს ვგრძნობდით, რომ ცოტა დრო გვქონდა" - ნინო ამირეჯიბი მეუღლეზე, მითიურ სიყვარულსა და პოეტის ბოლო დღეებზე
"იმდენად ვიყავით ერთმანეთზე მიკედლებულები, თითქოს ვგრძნობდით, რომ ცოტა დრო გვქონდა" - ნინო ამირეჯიბი მეუღლეზე, მითიურ სიყვარულსა და პოეტის ბოლო დღეებზე

ორი თვის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ პო­ე­ტი და პერ­ფორ­მე­რი ზუ­რაბ რთვე­ლი­აშ­ვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა. დი­აგ­ნო­ზი - პანკრი­ა­სის სიმ­სივ­ნე, მძი­მე და ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა. თავ­და­პირ­ვე­ლად იყო იმე­დი, რომ მკურ­ნა­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას სა­ზღვარ­გა­რეთ შეძ­ლებ­და, მაგ­რამ რო­გორც მისი მე­უღ­ლე ნინო ამი­რე­ჯი­ბი გვიყ­ვე­ბა, ორი დღით ადრე მწერ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და ექი­მებ­მა ფრე­ნის უფ­ლე­ბა აღარ მის­ცეს. 29 აპ­რილს ზუ­რაბ რთვე­ლი­აშ­ვი­ლი მა­ხ­ა­თას მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პან­თე­ონ­ში დაკ­რძა­ლეს.

ნინო ამი­რე­ჯიბ­მა და ზურა რთვე­ლი­აშ­ვილ­მა ერ­თად რამ­დე­ნი­მე წელი იცხოვ­რეს. Ambebi.ge-სთან ახალ­გაზ­რდა მწე­რა­ლი ქალი მე­უღ­ლის უკა­ნას­კნელ დღე­ებ­ზე და ერ­თად გა­ტა­რე­ბულ ბედ­ნი­ერ წლებ­ზე ისა­უბ­რა:

- ნინო, რო­გორ გა­ი­ცა­ნით პო­ე­ტი ზურა რთვე­ლი­აშ­ვი­ლი, ალ­ბათ მის შე­მოქ­მე­დე­ბას უფრო ადრე იც­ნობ­დით..

- ჯერ კი­დევ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი, როცა ზუ­რას შე­მოქ­მე­დე­ბას გა­ვე­ცა­ნი. მა­შინ უკვე შვე­დეთ­ში ცხოვ­რობ­და და თან­და­თან იმ­კვიდ­რებ­და თა­ვის ად­გილს არტ და ლი­ტე­რა­ტუ­რულ სივ­რცე­ებ­ში. მა­შინ პა­ტა­რა გო­გოს­თვის არ იყო მარ­ტი­ვი იმ პო­ე­ტის გა­გე­ბა, რომ­ლის ლექ­სე­ბიც და­და­ურ-ფუ­ტუ­რის­ტულ პო­ე­ზი­ის ტრა­დი­ცი­ებს ეყ­რდნო­ბა. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გა­სა­გე­ბი და ორ­გა­ნუ­ლი გახ­და ეს ტექ­სტე­ბი, მისი სა­უნდ-პო­ე­ზია, პერ­ფორ­მან­სე­ბი. 2017 წელს გა­მო­ვი­და ჩემი ერთ-ერთი წიგ­ნი, რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­აც მა­ღა­ზია „შაქ­რო ბა­ბუ­ა­ში“ გა­ი­მარ­თა. პრე­ზენ­ტა­ცი­ის სი­უ­ჟე­ტი უნა­ხავს ზუ­რას და გა­და­წყვი­ტა მო­ე­წე­რა. მწერ­და,რომ სი­უ­ჟე­ტის ნახ­ვის შემ­დეგ და­ინ­ტე­რეს­და ჩე­მით და სხვა ჩემი ტექ­სტე­ბიც უნა­ხავს, მო­წო­ნე­ბია, გა­უ­ხარ­და რომ მი­პო­ვა და წარ­მა­ტე­ბა მი­სურ­ვა. რა თქმა უნდა ძა­ლი­ან მე­სი­ა­მოვ­ნა, ამ წე­რილს მოყ­ვა ის რომ დავ­მე­გობ­რდით და თა­ნაც აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ ბევ­რი სა­ერ­თო ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი გვყავ­და, მათ შო­რის ბი­ძა­ჩე­მი ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე, რო­მე­ლიც ზუ­რას უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი და მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ნა­მებ­რძო­ლი იყო.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო თქვე­ნი და­ო­ჯა­ხე­ბა, ახალ­გაზ­რდა დამ­წყე­ბი მწე­რა­ლი და ცნო­ბი­ლი პერ­ფორ­მე­რი და პო­ე­ტი... რო­გორ გან­ვი­თარ­და თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია?

- სამი წელი ვმა­ლავ­დით ურ­თი­ერ­თო­ბას. ჩვენ­და უნე­ბუ­რად ძა­ლი­ან დიდი მე­გობ­რო­ბა გა­და­ი­ზარ­და სიყ­ვა­რულ­ში და მხო­ლოდ ძა­ლი­ან ახლო მე­გობ­რებ­მა იცოდ­ნენ ამ ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ. არის რა­ღა­ცე­ბი, რაც გარ­და­უ­ვა­ლია, ჯერ კი­დევ იქამ­დეა გათ­ვლი­ლი და და­გეგ­მი­ლი, სა­ნამ ორი ადა­მი­ა­ნი შეხ­ვდე­ბა ერ­თმა­ნეთს. ზურა ყვე­ლა­ფერ­ში მაქ­სი­მა­ლის­ტი იყო, თუნ­დაც იმა­ში, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად არ სურ­და მე, რო­გორც დამ­წყე­ბი მწე­რა­ლი დრო­ის გას­ვლის შემ­დეგ, მხო­ლოდ ზუ­რაბ რთვე­ლი­აშ­ვი­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. ერ­თია, იყო ხე­ლო­ვა­ნის მე­უღ­ლე, რო­მელ­საც გულ­წრფე­ლი გვერ­დში დგო­მა, სუ­ლი­ე­რი თუ ფი­ზი­კუ­რი სი­ახ­ლო­ვე სჭირ­დე­ბა, იმის­თვის რომ თა­ვით გა­და­ეშ­ვას თა­ვის საქ­მე­ში და მე­ო­რე, ის რომ თა­ვა­დაც გქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა სი­ახ­ლე­ე­ბის ძი­ე­ბის. ზურა იყო ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და ის მო­თხოვ­ნე­ბი, რაც ჩემს მი­მართ ჰქონ­და, ნამ­დვი­ლად არ იყო მარ­ტი­ვად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი.

- წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი თუ შეგ­ხვდათ, რო­გო­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო ზურა

- ეს სიყ­ვა­რუ­ლი მი­თი­უ­რი გმი­რე­ბის ის­ტო­რი­ას ჰგავ­და. ხში­რად ვფიქ­რობ, ეს იყო იმ­დე­ნად აღ­მაფრ­თო­ვა­ნე­ბე­ლი და ქა­რიშ­ხა­ლი­ვით შე­მოჭ­რი­ლი ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია კარ­გად დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო. არ ვიცი, ასე გულ­წრფე­ლად, თავ­გან­წირ­ვით, პო­ე­ტუ­რად და სა­ოც­რად ლა­მა­ზად გიყ­ვარ­დეს საყ­ვა­რე­ლი ქალი, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია. სა­კუ­თარ თავ­ზე მე­ტად ვენ­დო­ბო­დი. ბევ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა შეგ­ვხვდა, ყვე­ლა რთუ­ლი გზა გა­ვი­ა­რეთ, უამ­რა­ვი დაბ­რკო­ლე­ბა გა­დავ­ლა­ხეთ, გა­და­ვი­ა­რეთ და დავ­ხუ­რეთ ეს თემა. შე­სა­ბა­მი­სად, ახლა ალ­ბათ ამ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბებ­ზე სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტი იქ­ნე­ბა ჩემ­გან.

- რო­გო­რი იყო ცხოვ­რე­ბა ზუ­რაბ რთვე­ლი­აშ­ვილ­თან ერ­თად...

- ზუ­რას­თან ცხოვ­რე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო ფილ­მს ჰგავ­და, სა­დაც ჩვენ ვი­ყა­ვით დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რე­ბიც და მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბიც, ჩვენს ცხოვ­რე­ბა­საც ასე ვუ­ყუ­რებ­დით. რო­გორც არ არ­სე­ბობს სა­ინ­ტე­რე­სო ფილ­მი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ის­ტო­რი­ე­ბის, პრობ­ლე­მე­ბის და სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­რე­შე, ისე არ არ­სე­ბობს წყვი­ლი, სა­დაც ყო­ფი­ე­რი პრობ­ლე­მე­ბი თუ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო რუ­ტი­ნა არ იჩენს თავს. მთა­ვა­რია, რო­გორ შე­ხე­დავ ამას. სხვა­დას­ხვა სა­უნ­დრე­კიც კი ქონ­და ჩვენს კი­ნო­ფილ­მს. ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში ერ­თად ვი­ყა­ვით რო­გორც ფი­ზი­კუ­რად ასე­ვე სუ­ლი­ე­რად და სხვა ყვე­ლა­ფე­რი და­ნარ­ჩე­ნი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი იყო. მე ვი­ყა­ვი მისი ტექ­სტე­ბის, იდე­ე­ბის და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის პირ­ვე­ლი გამ­ზი­ა­რე­ბე­ლი.

- თქვენ გყავთ სა­ერ­თო შვი­ლი, რო­გორ შეხ­ვდა მე­უღ­ლე მის და­ბა­დე­ბას, სა­ო­ცარ კად­რებს აქ­ვეყ­ნებთ მამა-შვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე...

- გი­ორ­გი ნა­ნატ­რი და მარ­თლაც სა­ო­ცა­რი სიყ­ვა­რუ­ლის ნა­ყო­ფია ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის. 15 სა­ა­თი ეს­წრე­ბო­და ზურა ჩემს მშო­ბი­ა­რო­ბას, ისე რომ გვერ­დი­დან ერთი წუთი არ მომ­შო­რე­ბია. ამ მო­მენ­ტი­დან ბოლო წუ­თამ­დე სა­უ­კე­თე­სო მამა იყო. ზურა გი­ორ­გის მულ­ტფილ­მის გმირს ეძახ­და და ჯერ კი­დევ და­ბა­დე­ბამ­დე ჰქონ­და მთე­ლი სია გამ­ზა­დე­ბუ­ლი სად უნდა ეტა­რე­ბი­ნა, რაზე უნდა შე­ეყ­ვა­ნა. თა­ვი­დან სა­ნამ სულ პა­ტა­რა იყო სულ თან დაგ­ვყავ­და. მე­გობ­რე­ბი ხუმ­რობ­დნენ, უკვე ჩარ­თუ­ლია პო­ე­ტე­ბის და მწერ­ლე­ბის დიდ ამ­ბებ­შიო და ჩვენ­თან ერ­თა­დაც ქე­ი­ფობ­სო. შემ­დეგ უკვე ჩემი მშობ­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­მა­ჩე­მი ჩა­ერ­თო აქ­ტი­უ­რად გი­ორ­გის გაზ­რდა­ში, მათ გა­რე­შე არ ვიცი რა გვეშ­ვე­ლე­ბო­და.

- ორი თვის წინ პირ­ვე­ლად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ზუ­რაბ რთვე­ლი­აშ­ვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა, პირ­ვე­ლა­დი დი­აგ­ნო­ზი თრომ­ბი იყო, თუმ­ცა მდგო­მა­რე­ო­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­იც­ვა­ლა

- ეს მე­ხის გა­ვარ­დნას ჰგავ­და მოწ­მენ­დილ ცაზე. ძა­ლი­ან მძი­მეა ამ კად­რე­ბის გახ­სე­ნე­ბა და ამა­ზე სა­უ­ბა­რი. ამ ბრძო­ლა­ში მე არ ვი­ყა­ვი მარ­ტო, იყ­ვნენ ზუ­რას სა­ო­ცა­რი მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ბოლო წუ­თამ­დე გმი­რუ­ლად იბ­რძოდ­ნენ მისი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად. მათ გა­რე­შე არ ვიცი რა მეშ­ვე­ლე­ბო­და, ზუ­რას ამ ქვეყ­ნი­დან გას­ვლის შემ­დე­გაც ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ჩემს გვერ­დით და თუ სი­ცო­ცხლის გაგ­რძე­ლე­ბა შევ­ძე­ლი სწო­რედ მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, მათი და რა თქმა უნდა ჩემი ოჯა­ხის, რო­მე­ლიც ზუ­რას ისე­თი­ვე გულ­წრფე­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე მშობ­ლე­ბი იყ­ვნენ, რო­გორც ჩემი. ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ, მაგ­რამ ეს აღ­მოჩ­ნდა ყვე­ლა­ზე ვე­რა­გი და­ა­ვა­დე­ბა, პანკრე­ა­სის სიმ­სივ­ნე, რომ­ლის წი­ნა­შეც უძ­ლუ­რე­ბი აღ­მოვ­ჩნდით და დავ­მარ­ცხდით.

- იმ პე­რი­ოდ­ში რო­დე­საც თქვე­ნი მე­უღ­ლე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იწვა, ემო­ცი­ურ სტა­ტუ­სებს წერ­დით, იბ­რძო­დით, იყო ვერ­სია რომ სა­ზღვარ­გა­რეთ გა­აგ­რძე­ლებ­და მკურ­ნა­ლო­ბას, თუმ­ცა...

- დიახ, ვა­პი­რებ­დით წას­ვლას, თუმ­ცა შვე­დეთ­ში გაფ­რე­ნამ­დე, ორი დღით ადრე მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და ექი­მებ­მა მისი წაყ­ვა­ნის უფ­ლე­ბა აღარ მოგ­ვცეს.

- ამ­ბო­ბენ, ხოლ­მე რომ ადა­მი­ა­ნებს ხში­რად წი­ნათ­გრძნო­ბა აქვთ, ოდეს­მე გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე თუ უსა­უბ­რია თქვენ­თან...

- ახლა ამა­ზე სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან რთუ­ლი და მძი­მეა. იყო წი­ნათ­გრძნო­ბა, რო­გორც მისი, ასე­ვე ჩემი... იმ­დე­ნად ერ­თმა­ნეთ­ზე მი­კედ­ლე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, იმ­დე­ნად მუდ­მი­ვად ერ­თად ვი­ყა­ვით, თით­ქოს ვგრძნობ­დით, რომ ცოტა დრო გვქონ­და ამ სამ­ყა­რო­ში ერ­თად ყოფ­ნის­თვის. გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე მი­თხრა, თუ წა­ვალ ამ ქვეყ­ნი­დან იცო­დე, რომ ეს სხე­უ­ლი მხო­ლოდ მა­ტე­რი­აა, მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რი მო­ნატ­რე­ბის დაძ­ლე­ვა მო­გი­წევს, ისე კი სა­დაც არ უნდა ვიყო, ჩემს ძა­ლას მუდ­მი­ვად იგ­რძნობ, სულ შენს გვერ­დით ვიქ­ნე­ბი, ისე­ვე რო­გორც ახლა და მოვა დრო, შევ­ხვდე­ბით, შემ­დეგ კი ეს კავ­ში­რი სა­მუ­და­მო იქ­ნე­ბა მა­რა­დი­სო­ბა­შიო. ამ სი­ტყვებ­ზე ტი­რი­ლი ამი­ვარ­და, ჩემი წი­ნათ­გრძნო­ბის შე­მე­შინ­და, რო­მელ­საც, რა თქმა უნდა, არ ვე­ლო­დი ასე მალე, ასე ვე­რა­გუ­ლად სას­ტიკს. ჩა­მე­ხუ­ტა და მი­თხრა რომ ამ სიყ­ვა­რულს ვე­რა­ფე­რი ვერ მო­ე­რე­ო­და, მათ შო­რის სიკ­ვდი­ლიც და შემ­დეგ ამ თე­მა­ზე აღა­რას­დროს გვი­ლა­პა­რა­კია.

- თქვენს წიგნ­ზე მოგ­ვი­ყე­ვით, რო­მე­ლიც თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ას ეძღვნე­ბა...

- ჩემი წიგ­ნი "ალ­ფას ვიბ­რა­ცია“ ჩვენს ამ­ბავ­ზეა, სა­დაც მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბის პრო­ტო­ტი­პე­ბი ჩვენ ვართ და ნა­წი­ლობ­რივ ეპის­ტო­ლა­რუ­ლი ჟან­რი­საა. ტექ­სტის ნა­წი­ლი მა­შინ დავ­წე­რე, როცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. 2019 წელს გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L -ის კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში გა­მომ­ცემ­ლო­ბის რჩე­უ­ლი გახ­და. გა­მომ­ცემ­ლო­ბის მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა ქალ­ბა­ტონ­მა მაია ალუ­და­ურ­მა ერთ დღეს და­მი­რე­კა და მი­თხრა რომ სურ­ვი­ლი ჰქონ­და ამ ტექ­სტის წიგ­ნად გა­მო­ცე­მის. რა თქმა უნდა ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. ახლა რომ ვფიქ­რობ ამა­ზე კი­დევ უფრო დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ მის ზარს, ვი­ნა­ი­დან წიგ­ნის გა­მო­ცე­მა 16 ოქ­ტომ­ბერს ზუ­რას უკა­ნას­კნელ და­ბა­დე­ბის დღეს მო­ეს­წრო. დაკ­რძალ­ვის დღეს რო­დე­საც მაია ვნა­ხე, ისე მო­მინ­და ჩა­ხუ­ტე­ბა და თქმა, რომ იმ ზა­რით, როცა წიგ­ნის გა­მო­ცე­მა შე­მომ­თა­ვა­ზა, ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბის მო­ნა­წი­ლე გახ­და და ამით გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად ზუ­რას უკა­ნას­კნე­ლი და­ბა­დე­ბის დღე ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი გა­ხა­და.

- რო­გორ ცხოვ­რობთ ახლა...

- ჯერ კი­დევ ამ ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბის მი­ღე­ბის და შე­გუ­ე­ბის ფა­ზაა. ხან­და­ხან ვი­აზ­რებ, რომ ჯერ კი­დევ არ მაქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ის ყვე­ლა­ფე­რი რაც მოხ­და. ზუ­რას გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს და მას შემ­დე­გაც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ჩემი ცხოვ­რე­ბაც მის წას­ვლას­თან ერ­თად დამ­თავ­რდა... რა­ღაც დრო­ის შემ­დეგ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ შვი­ლი მყავს, ყვე­ლა­ზე სა­თუ­თი და საყ­ვა­რე­ლი არ­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის სიმ­ბო­ლოდ და­მი­ტო­ვა და ვალ­დე­ბუ­ლი ვარ აღვზარ­დო ბედ­ნი­ერ ადა­მი­ა­ნად. გი­ორ­გის კი ახლა სჭირ­დე­ბა დედა ორ­მა­გად მზრუნ­ვე­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე, რო­მე­ლიც შემ­დგომ­ში მისი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი უნდა გახ­დეს და ცხოვ­რე­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ტა­ნა­ში უნდა და­ეხ­მა­როს რა­ღაც პე­რი­ო­დამ­დე, სა­ნამ და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას. იქამ­დე კი დიდი გზაა... ამი­ტომ რა თქმა უნდა მაქვს გეგ­მე­ბი, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც თან­და­თან და­ვი­წყებ... სხვა გზა არც მაქვს... უმოქ­მე­დო­ბას და მუდ­მივ გლო­ვას ზუს­ტად ვიცი, რომ ზუ­რაც არ მა­პა­ტი­ებ­და. ეს სიყ­ვა­რუ­ლია ზუს­ტად ის ძალა, რო­მე­ლიც მომ­ცემს შემ­დგომ­ში მოქ­მე­დე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას და ამ სიყ­ვა­რუ­ლის მფარ­ვე­ლო­ბას ვგრძნობ ახ­ლაც, მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი დრო­ე­ბი­თი ფი­ზი­კუ­რი და­შო­რე­ბი­სა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tsiko
2

ღმერთმა გაგაძლიეროთ. მის სულს კი საუკუნო ხსენება

qeti
5

ძალიან ამაღელვებელია... დიდი სიყვარული და უცებ... უფალი გფარავდეთ თქვენ და თქვენს პატარას!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"იმდენად ვიყავით ერთმანეთზე მიკედლებულები, თითქოს ვგრძნობდით, რომ ცოტა დრო გვქონდა" - ნინო ამირეჯიბი მეუღლეზე, მითიურ სიყვარულსა და პოეტის ბოლო დღეებზე

"იმდენად ვიყავით ერთმანეთზე მიკედლებულები, თითქოს ვგრძნობდით, რომ ცოტა დრო გვქონდა" - ნინო ამირეჯიბი მეუღლეზე, მითიურ სიყვარულსა და პოეტის ბოლო დღეებზე

ორი თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოეტი და პერფორმერი ზურაბ რთველიაშვილი საავადმყოფოში მოხვდა. დიაგნოზი - პანკრიასის სიმსივნე, მძიმე და ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. თავდაპირველად იყო იმედი, რომ მკურნალობის გაგრძელებას საზღვარგარეთ შეძლებდა, მაგრამ როგორც მისი მეუღლე ნინო ამირეჯიბი გვიყვება, ორი დღით ადრე მწერლის მდგომარეობა დამძიმდა და ექიმებმა ფრენის უფლება აღარ მისცეს. 29 აპრილს ზურაბ რთველიაშვილი მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

ნინო ამირეჯიბმა და ზურა რთველიაშვილმა ერთად რამდენიმე წელი იცხოვრეს. Ambebi.ge-სთან ახალგაზრდა მწერალი ქალი მეუღლის უკანასკნელ დღეებზე და ერთად გატარებულ ბედნიერ წლებზე ისაუბრა:

- ნინო, როგორ გაიცანით პოეტი ზურა რთველიაშვილი, ალბათ მის შემოქმედებას უფრო ადრე იცნობდით..

- ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, როცა ზურას შემოქმედებას გავეცანი. მაშინ უკვე შვედეთში ცხოვრობდა და თანდათან იმკვიდრებდა თავის ადგილს არტ და ლიტერატურულ სივრცეებში. მაშინ პატარა გოგოსთვის არ იყო მარტივი იმ პოეტის გაგება, რომლის ლექსებიც დადაურ-ფუტურისტულ პოეზიის ტრადიციებს ეყრდნობა. დროთა განმავლობაში გასაგები და ორგანული გახდა ეს ტექსტები, მისი საუნდ-პოეზია, პერფორმანსები. 2017 წელს გამოვიდა ჩემი ერთ-ერთი წიგნი, რომლის პრეზენტაციაც მაღაზია „შაქრო ბაბუაში“ გაიმართა. პრეზენტაციის სიუჟეტი უნახავს ზურას და გადაწყვიტა მოეწერა. მწერდა,რომ სიუჟეტის ნახვის შემდეგ დაინტერესდა ჩემით და სხვა ჩემი ტექსტებიც უნახავს, მოწონებია, გაუხარდა რომ მიპოვა და წარმატება მისურვა. რა თქმა უნდა ძალიან მესიამოვნა, ამ წერილს მოყვა ის რომ დავმეგობრდით და თანაც აღმოვაჩინეთ, რომ ბევრი საერთო ახლობელი ადამიანი გვყავდა, მათ შორის ბიძაჩემი ირაკლი კაკაბაძე, რომელიც ზურას უახლოესი მეგობარი და მრავალი წლის განმავლობაში თანამებრძოლი იყო.

- საზოგადოებისთვის მოულოდნელი იყო თქვენი დაოჯახება, ახალგაზრდა დამწყები მწერალი და ცნობილი პერფორმერი და პოეტი... როგორ განვითარდა თქვენი სიყვარულის ისტორია?

- სამი წელი ვმალავდით ურთიერთობას. ჩვენდა უნებურად ძალიან დიდი მეგობრობა გადაიზარდა სიყვარულში და მხოლოდ ძალიან ახლო მეგობრებმა იცოდნენ ამ ურთიერთობის შესახებ. არის რაღაცები, რაც გარდაუვალია, ჯერ კიდევ იქამდეა გათვლილი და დაგეგმილი, სანამ ორი ადამიანი შეხვდება ერთმანეთს. ზურა ყველაფერში მაქსიმალისტი იყო, თუნდაც იმაში, რომ ყველაზე მეტად არ სურდა მე, როგორც დამწყები მწერალი დროის გასვლის შემდეგ, მხოლოდ ზურაბ რთველიაშვილის მეორე ნახევარი ვყოფილიყავი საზოგადოებისთვის. ერთია, იყო ხელოვანის მეუღლე, რომელსაც გულწრფელი გვერდში დგომა, სულიერი თუ ფიზიკური სიახლოვე სჭირდება, იმისთვის რომ თავით გადაეშვას თავის საქმეში და მეორე, ის რომ თავადაც გქონდეს საშუალება სიახლეების ძიების. ზურა იყო ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და ის მოთხოვნები, რაც ჩემს მიმართ ჰქონდა, ნამდვილად არ იყო მარტივად შესასრულებელი.

- წინააღმდეგობები თუ შეგხვდათ, როგორი შეყვარებული იყო ზურა

- ეს სიყვარული მითიური გმირების ისტორიას ჰგავდა. ხშირად ვფიქრობ, ეს იყო იმდენად აღმაფრთოვანებელი და ქარიშხალივით შემოჭრილი ჩვენს ცხოვრებაში რომ შეუძლებელია კარგად დამთავრებულიყო. არ ვიცი, ასე გულწრფელად, თავგანწირვით, პოეტურად და საოცრად ლამაზად გიყვარდეს საყვარელი ქალი, ძალიან იშვიათია. საკუთარ თავზე მეტად ვენდობოდი. ბევრი წინააღმდეგობა შეგვხვდა, ყველა რთული გზა გავიარეთ, უამრავი დაბრკოლება გადავლახეთ, გადავიარეთ და დავხურეთ ეს თემა. შესაბამისად, ახლა ალბათ ამ წინააღმდეგობებზე საუბარი ზედმეტი იქნება ჩემგან.

- როგორი იყო ცხოვრება ზურაბ რთველიაშვილთან ერთად...

- ზურასთან ცხოვრება საინტერესო ფილმს ჰგავდა, სადაც ჩვენ ვიყავით დამდგმელი რეჟისორებიც და მთავარი პერსონაჟებიც, ჩვენს ცხოვრებასაც ასე ვუყურებდით. როგორც არ არსებობს საინტერესო ფილმი მრავალფეროვანი ისტორიების, პრობლემების და სირთულეების გარეშე, ისე არ არსებობს წყვილი, სადაც ყოფიერი პრობლემები თუ საყოფაცხოვრებო რუტინა არ იჩენს თავს. მთავარია, როგორ შეხედავ ამას. სხვადასხვა საუნდრეკიც კი ქონდა ჩვენს კინოფილმს. ყველგან და ყველაფერში ერთად ვიყავით როგორც ფიზიკურად ასევე სულიერად და სხვა ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანი იყო. მე ვიყავი მისი ტექსტების, იდეების და სამომავლო გეგმების პირველი გამზიარებელი.

- თქვენ გყავთ საერთო შვილი, როგორ შეხვდა მეუღლე მის დაბადებას, საოცარ კადრებს აქვეყნებთ მამა-შვილის ურთიერთობაზე...

- გიორგი ნანატრი და მართლაც საოცარი სიყვარულის ნაყოფია ჩვენი ურთიერთობის. 15 საათი ესწრებოდა ზურა ჩემს მშობიარობას, ისე რომ გვერდიდან ერთი წუთი არ მომშორებია. ამ მომენტიდან ბოლო წუთამდე საუკეთესო მამა იყო. ზურა გიორგის მულტფილმის გმირს ეძახდა და ჯერ კიდევ დაბადებამდე ჰქონდა მთელი სია გამზადებული სად უნდა ეტარებინა, რაზე უნდა შეეყვანა. თავიდან სანამ სულ პატარა იყო სულ თან დაგვყავდა. მეგობრები ხუმრობდნენ, უკვე ჩართულია პოეტების და მწერლების დიდ ამბებშიო და ჩვენთან ერთადაც ქეიფობსო. შემდეგ უკვე ჩემი მშობლები, განსაკუთრებით მამაჩემი ჩაერთო აქტიურად გიორგის გაზრდაში, მათ გარეშე არ ვიცი რა გვეშველებოდა.

- ორი თვის წინ პირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზურაბ რთველიაშვილი საავადმყოფოში მოხვდა, პირველადი დიაგნოზი თრომბი იყო, თუმცა მდგომარეობა მოულოდნელად შეიცვალა

- ეს მეხის გავარდნას ჰგავდა მოწმენდილ ცაზე. ძალიან მძიმეა ამ კადრების გახსენება და ამაზე საუბარი. ამ ბრძოლაში მე არ ვიყავი მარტო, იყვნენ ზურას საოცარი მეგობრები, რომლებიც ბოლო წუთამდე გმირულად იბრძოდნენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად. მათ გარეშე არ ვიცი რა მეშველებოდა, ზურას ამ ქვეყნიდან გასვლის შემდეგაც ეს ადამიანები არიან ჩემს გვერდით და თუ სიცოცხლის გაგრძელება შევძელი სწორედ მათი დამსახურებაა, მათი და რა თქმა უნდა ჩემი ოჯახის, რომელიც ზურას ისეთივე გულწრფელი და მოსიყვარულე მშობლები იყვნენ, როგორც ჩემი. ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ეს აღმოჩნდა ყველაზე ვერაგი დაავადება, პანკრეასის სიმსივნე, რომლის წინაშეც უძლურები აღმოვჩნდით და დავმარცხდით.

- იმ პერიოდში როდესაც თქვენი მეუღლე საავადმყოფოში იწვა, ემოციურ სტატუსებს წერდით, იბრძოდით, იყო ვერსია რომ საზღვარგარეთ გააგრძელებდა მკურნალობას, თუმცა...

- დიახ, ვაპირებდით წასვლას, თუმცა შვედეთში გაფრენამდე, ორი დღით ადრე მდგომარეობა დამძიმდა და ექიმებმა მისი წაყვანის უფლება აღარ მოგვცეს.

- ამბობენ, ხოლმე რომ ადამიანებს ხშირად წინათგრძნობა აქვთ, ოდესმე გარდაცვალებაზე თუ უსაუბრია თქვენთან...

- ახლა ამაზე საუბარი ძალიან რთული და მძიმეა. იყო წინათგრძნობა, როგორც მისი, ასევე ჩემი... იმდენად ერთმანეთზე მიკედლებულები ვიყავით, იმდენად მუდმივად ერთად ვიყავით, თითქოს ვგრძნობდით, რომ ცოტა დრო გვქონდა ამ სამყაროში ერთად ყოფნისთვის. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე მითხრა, თუ წავალ ამ ქვეყნიდან იცოდე, რომ ეს სხეული მხოლოდ მატერიაა, მხოლოდ ფიზიკური მონატრების დაძლევა მოგიწევს, ისე კი სადაც არ უნდა ვიყო, ჩემს ძალას მუდმივად იგრძნობ, სულ შენს გვერდით ვიქნები, ისევე როგორც ახლა და მოვა დრო, შევხვდებით, შემდეგ კი ეს კავშირი სამუდამო იქნება მარადისობაშიო. ამ სიტყვებზე ტირილი ამივარდა, ჩემი წინათგრძნობის შემეშინდა, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ ველოდი ასე მალე, ასე ვერაგულად სასტიკს. ჩამეხუტა და მითხრა რომ ამ სიყვარულს ვერაფერი ვერ მოერეოდა, მათ შორის სიკვდილიც და შემდეგ ამ თემაზე აღარასდროს გვილაპარაკია.

- თქვენს წიგნზე მოგვიყევით, რომელიც თქვენი სიყვარულის ისტორიას ეძღვნება...

- ჩემი წიგნი "ალფას ვიბრაცია“ ჩვენს ამბავზეა, სადაც მთავარი პერსონაჟების პროტოტიპები ჩვენ ვართ და ნაწილობრივ ეპისტოლარული ჟანრისაა. ტექსტის ნაწილი მაშინ დავწერე, როცა შეყვარებულები ვიყავით. 2019 წელს გამომცემლობა პალიტრა L -ის კონკურსის ფარგლებში გამომცემლობის რჩეული გახდა. გამომცემლობის მთავარმა რედაქტორმა ქალბატონმა მაია ალუდაურმა ერთ დღეს დამირეკა და მითხრა რომ სურვილი ჰქონდა ამ ტექსტის წიგნად გამოცემის. რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა. ახლა რომ ვფიქრობ ამაზე კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მის ზარს, ვინაიდან წიგნის გამოცემა 16 ოქტომბერს ზურას უკანასკნელ დაბადების დღეს მოესწრო. დაკრძალვის დღეს როდესაც მაია ვნახე, ისე მომინდა ჩახუტება და თქმა, რომ იმ ზარით, როცა წიგნის გამოცემა შემომთავაზა, ჩვენი სიყვარულის ამბის მონაწილე გახდა და ამით გაუცნობიერებლად ზურას უკანასკნელი დაბადების დღე ყველაზე ბედნიერი გახადა.

- როგორ ცხოვრობთ ახლა...

- ჯერ კიდევ ამ ტრაგიკული ამბის მიღების და შეგუების ფაზაა. ხანდახან ვიაზრებ, რომ ჯერ კიდევ არ მაქვს გაცნობიერებული ის ყველაფერი რაც მოხდა. ზურას გარდაცვალების დღეს და მას შემდეგაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ცხოვრებაც მის წასვლასთან ერთად დამთავრდა... რაღაც დროის შემდეგ გავაცნობიერე, რომ შვილი მყავს, ყველაზე სათუთი და საყვარელი არსება, რომელიც ჩვენი სიყვარულის სიმბოლოდ დამიტოვა და ვალდებული ვარ აღვზარდო ბედნიერ ადამიანად. გიორგის კი ახლა სჭირდება დედა ორმაგად მზრუნველი და მოსიყვარულე, რომელიც შემდგომში მისი საუკეთესო მეგობარი უნდა გახდეს და ცხოვრების სირთულეების გადატანაში უნდა დაეხმაროს რაღაც პერიოდამდე, სანამ დამოუკიდებლად გააგრძელებს ცხოვრებას. იქამდე კი დიდი გზაა... ამიტომ რა თქმა უნდა მაქვს გეგმები, რომლის განხორციელებასაც თანდათან დავიწყებ... სხვა გზა არც მაქვს... უმოქმედობას და მუდმივ გლოვას ზუსტად ვიცი, რომ ზურაც არ მაპატიებდა. ეს სიყვარულია ზუსტად ის ძალა, რომელიც მომცემს შემდგომში მოქმედებების საშუალებას და ამ სიყვარულის მფარველობას ვგრძნობ ახლაც, მიუხედავად ჩვენი დროებითი ფიზიკური დაშორებისა.

"ნინოწმინდის პანსიონის მიმართ მიმდინარე პროპაგანდისტული შტურმი პირდაპირ კავშირშია ე.წ. ლგბტ კვირეულის ორგანიზებასთან" - ჯაღმაიძე

თენგიზ ცერცვაძე ასახელებს პრეპარატს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულ მძიმე ავადმყოფებში სიკვდილობას ამცირებს

"ერი ფეხზე უნდა დადგეს... ძალიან საშიში მოვლენაა არასამთავრობოების და ლომჯარიების ზემოქმედება ახალგაზრდობაზე" - მეუფე სპირიდონი