მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დარწმუნებული ვარ,  ასეთ დასასრულს არ ელოდა..."- ბუბა ხოტივარის უკანასკნელი დღეები და საუბარი შვილთან
"დარწმუნებული ვარ,  ასეთ დასასრულს არ ელოდა..."- ბუბა ხოტივარის უკანასკნელი დღეები და საუბარი შვილთან

ცოტა ხნის წინ კო­რო­ნა­ვირუს­მა ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი კი­ნო­რე­ჟი­სო­რი, ბუბა ხო­ტი­ვა­რი იმ­სხვერ­პლა. ბუბა მარ­ხვის დას­რუ­ლე­ბას ელო­და, რომ აც­რი­ლი­ყო, მაგ­რამ ბო­ლოს მდგო­მა­რე­ო­ბა და­უმ­ძიმ­და... მის უკა­ნას­კნელ დღე­ებს შვი­ლი, ლე­ვან ხო­ტი­ვა­რი AMBEBI.GE-სთან იხ­სე­ნებს:

- მა­მა­ჩე­მი, დედა და ჩემი ძმა კო­რო­ნა­ვირუ­სით ერ­თდრო­უ­ლად და­ინ­ფი­ცირ­დნენ, მერე მე და ჩემი მე­უღ­ლეც და­ვინ­ფი­ცირ­დით. თა­ვი­დან ვირუ­სი მა­მას­თან გარ­თუ­ლე­ბის გა­რე­შე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მაგ­რამ იმის­თვის, რომ მის­თვის უფრო მეტი ყუ­რა­დღე­ბა მიგ­ვექ­ცია, გა­დავ­წყვი­ტეთ კლი­ნი­კა­ში დაგ­ვეწ­ვი­ნა. თა­ვი­დან ორი კვი­რა კარ­გად იყო, გა­და­ი­ტა­ნა კო­ვი­დი და მკურ­ნა­ლო­ბას აგ­რძე­ლებ­და, ბოლო ხუთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დამ­ძიმ­და, ფილ­ტვე­ბი და­უ­ზი­ან­და, ბო­ლოს გული გა­უ­ჩერ­და და გარ­და­იც­ვა­ლა...

- თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი აწუ­ხებ­და?

- არა­ნა­ი­რი თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბა არ ჰქონ­და. მო­ხუ­ცი არას­დროს ყო­ფი­ლა, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი და სი­ცო­ცხლით სავ­სე კაცი იყო. ძაღ­ლის სე­ირ­ნო­ბით შე­ეძ­ლო, რომ ქა­ლა­ქი მო­ევ­ლო. მე დი­ლით ყა­ვას რომ ვსვამ­დი, მამა სა­დილს მი­ირ­თმევ­და. სულ ენერ­გი­ა­ზე იყო, სი­გა­რეტს არ ეწე­ო­და, დაღ­ლი­ლი არ მი­ნა­ხავს, არ გა­მი­გია ეთ­ქვას, რომ ცუ­დად ვარ. მა­მას­თვის წა­მა­ლი არას­დროს მი­მი­ტა­ნია, რად­გან არას­დროს დას­ჭირ­ვე­ბია. ექიმ­თა­ნაც კი არ წაგ­ვიყ­ვა­ნია, სულ კარ­გად იყო. ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბას აპი­რებ­და. ეკ­ლე­სი­უ­რად ცხოვ­რობ­და, მარ­ხუ­ლობ­და და ამ­ბობ­და, მარ­ხვამ გა­ი­ა­როს და ავიც­რე­ბიო.

- რო­გო­რი მამა იყო, მკაც­რი თუ უფრო მე­გობ­რუ­ლი?

- სა­უ­კე­თე­სო მამა იყო. სულ ჩვენს გვერ­დით იდგა, სულ გვპატ­რო­ნობ­და და გვე­ფე­რე­ბო­და. ოთხი შვი­ლი ჰყავს და ყუ­რა­დღე­ბას არ­ცერ­თს არ გვაკ­ლებ­და. ყვე­ლას­თან თა­ვი­სი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და და ყვე­ლას­თან ისე იქ­ცე­ო­და, რო­გორც სხვას­თან არა­ვის­თან. გვა­ნე­ბივ­რებ­და, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის­თვის ბავ­შვო­ბის სა­უ­კე­თე­სო მო­გო­ნე­ბა არის ბა­ბუა, იმი­ტომ რომ ყვე­ლას ათა­მა­მებ­და. ყვე­ლა­ნა­ირ ოჯა­ხურ საქ­მე­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი.

- მა­მის პრო­ფე­სი­ას გა­ყე­ვით რო­მე­ლი­მე შვი­ლი?

- ჩემი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია, უფ­რო­სი და გერმ­ნა­უ­ლი ენის, ძმა პროგ­რა­მის­ტია, მე მუ­სი­კო­სი. არ სწყინ­და, რომ რე­ჟი­სო­რე­ბი არ გავ­ხდით. გვე­უბ­ნე­ბო­და: რაც გინ­დათ, ის უნდა აკე­თო­თო.

- რო­გორც მუ­სი­კოს­სა და რე­ჟი­სორს, თუ გი­თა­ნამ­შრომ­ლი­ათ?

- ერთხელ ჩემ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის იდეა ჰქონ­და, უნ­დო­და მუ­სი­კა­ლუ­რი ტრე­კი გა­მე­კე­თე­ბი­ნა. გა­ვა­კე­თე, მი­ვუ­ტა­ნე და მი­თხრა, - კარ­გია, ცოტა რა­ღა­ცებს შევ­ცვლი­დიო. ქება არ უყ­ვარ­და, მით უმე­ტეს, შვი­ლე­ბის. ხუმ­რო­ბით ამ­ბობ­და ხოლ­მე, შტე­რე­ბი არი­ა­ნო.

- ლე­ვან, რამ­დე­ნად ჰგავ­ხარ მა­მას?

- ხმის ტემ­ბრით ვგა­ვარ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვერ გვარ­ჩევ­დნენ, მე ვსა­უბ­რობ­დი თუ მამა. გო­ნებ­რი­ვად ძა­ლი­ან მინ­და მა­მას და­ვემ­სგავ­სო. მა­მას­თან პრო­ფე­სი­ი­თაც ახ­ლოს ვარ, რად­გან ორი­ვე ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ვართ. ძა­ლი­ან დიდი იუ­მო­რის გრძნო­ბა ჰქონ­და. თუ არ იც­ნობ­დი, თა­ვი­დან ვერ მიხ­ვდე­ბო­დი, რომ გე­ხუმ­რე­ბა, ხან­და­ხან უხერ­ხუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბიც ბევ­რჯერ იქ­მნე­ბო­და ამის გამო. სულ გა­ხა­ლი­სებ­და და ხუმ­რობ­და, სა­ი­დან ჰქონ­და ამის გან­წყო­ბა, არ ვიცი.

- მა­მის­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რა და­გა­მახ­სოვ­რდა?

- ერთხელ ინ­ტერ­ვი­უ­ზე გავ­ყე­ვი და ბო­ლოს ასე­თი კი­თხვა და­უს­ვეს - თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდ წარ­მა­ტე­ბად რას თვლი­თო, მა­მამ უპა­სუ­ხა - შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიო. ეს მო­მენ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მახ­სოვს და გულ­ში მაქვს ჩარ­ჩე­ნი­ლი ...

- ყვე­ლა­ზე მე­ტად მისი რა თვი­სე­ბა მოგ­წონ­და?

- მამა ძა­ლი­ან უან­გა­რო იყო, მა­ტე­რი­ა­ლურს, ისეთ­საც კი, რაც ოჯა­ხურ პრობ­ლე­მებს ეხე­ბო­და, მნიშ­ვნე­ლო­ბას არ ანი­ჭებ­და. შე­ეძ­ლო სულ სი­ცილ-ხარ­ხარ­ში გა­და­ე­ტა­ნა ასე­თი რა­ღა­ცე­ბი. არა­ვის­თვის არა­ფე­რი ენა­ნე­ბო­და და სულ გან­წყო­ბა­ზე იყო, რომ იუ­მო­რით ესა­უბ­რა. რამ­დე­ნი წიგ­ნიც წა­კი­თხუ­ლი აქვს, მაგ­დე­ნი, ალ­ბათ, გა­დაშ­ლი­ლიც არ მაქვს ცხოვ­რე­ბა­ში.

- რო­გო­რი იყო თქვე­ნი ბოლო სა­უ­ბა­რი?

- არას­დროს ტრა­ურ­ში არ მი­ნა­ხავს მამა, მით უმე­ტეს, ბოლო პე­რი­ოდ­ში. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ტე­ლე­ფონ­ზე რომ ვე­სა­უბ­რე­ბო­დით, სულ შე­მარ­თე­ბით და მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე იყო, ხმა­ზე ეტყო­ბო­და, რომ არ იყო კარ­გად, მაგ­რამ შე­ვა­გუ­ლი­ა­ნე, მამა გე­ლო­დე­ბით, მალე მოდი-მეთ­ქი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ასეთ და­სას­რულს არ ელო­და. არც ჩვენ ვე­ლო­დით, იმ­დე­ნად არ აღ­ვიქ­ვამ­დი სე­რი­ო­ზუ­ლად, რომ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ სი­ტუ­ა­ცია დამ­ძიმ­დაო, ვერ ვა­ა­ნა­ლი­ზებ­დი, ვფიქ­რობ­დი, რომ მალე დაბ­რუნ­დე­ბო­და სახ­ლში... ბევ­რი გეგ­მა და სცე­ნა­რი ჰქონ­და. სავ­სეა კომ­პი­უ­ტე­რი მა­სა­ლე­ბით და უნდა გა­და­ვარ­ჩი­ოთ.

- მა­მის რჩე­ვა, რო­მე­ლიც სულ გახ­სოვს?

სულ გვე­უბ­ნე­ბო­და - სი­კე­თეს მო­ე­ჭი­დეთ ადა­მი­ა­ნებ­ში, ყვე­ლა­ში მხო­ლოდ კარ­გი ვი­პო­ვოთ, ის კარ­გი გვახ­სოვ­დეს და ამის გამო ვი­კონ­ტაქ­ტოთ ადა­მი­ა­ნებ­თან, ცუდი არას­დროს არ ვე­ძე­ბო­თო - ეს იყო ბუ­ბას ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი დე­ვი­ზი...

ავ­ტო­რი: ხა­თუ­ნა კორ­თხონ­ჯია

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aburjga
1

მაგარია! კარგი კაცი ყოფილა, ქართველი! შვილი გულწრფელად ლაპარაკობს! ეს კაცი არ მომკვდარა, სანამ მისი შვილები და შვილიშვილები იცოცხლებენ ისიც მათთან ერთად ივლის! სიყვარული მარადისობა! 

tngh
1

სასუფეველი ბუბა!!! ღირსეული მოქალაქე იყავი. მოულოდნელად წახვედი... კიდევ ბევრი გქონდა გასაკეთებელი.... ძლიერ დაგვწყვიტე გული!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"დარწმუნებული ვარ,  ასეთ დასასრულს არ ელოდა..."- ბუბა ხოტივარის უკანასკნელი დღეები და საუბარი შვილთან

"დარწმუნებული ვარ,  ასეთ დასასრულს არ ელოდა..."- ბუბა ხოტივარის უკანასკნელი დღეები და საუბარი შვილთან

ცოტა ხნის წინ კორონავირუსმა ყველასთვის საყვარელი კინორეჟისორი, ბუბა ხოტივარი იმსხვერპლა. ბუბა მარხვის დასრულებას ელოდა, რომ აცრილიყო, მაგრამ ბოლოს მდგომარეობა დაუმძიმდა... მის უკანასკნელ დღეებს შვილი, ლევან ხოტივარი AMBEBI.GE-სთან იხსენებს:

- მამაჩემი, დედა და ჩემი ძმა კორონავირუსით ერთდროულად დაინფიცირდნენ, მერე მე და ჩემი მეუღლეც დავინფიცირდით. თავიდან ვირუსი მამასთან გართულების გარეშე მიმდინარეობდა, მაგრამ იმისთვის, რომ მისთვის უფრო მეტი ყურადღება მიგვექცია, გადავწყვიტეთ კლინიკაში დაგვეწვინა. თავიდან ორი კვირა კარგად იყო, გადაიტანა კოვიდი და მკურნალობას აგრძელებდა, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში დამძიმდა, ფილტვები დაუზიანდა, ბოლოს გული გაუჩერდა და გარდაიცვალა...

- თანმხლები დაავადებები აწუხებდა?

- არანაირი თანმხლები დაავადება არ ჰქონდა. მოხუცი არასდროს ყოფილა, ძალიან აქტიური და სიცოცხლით სავსე კაცი იყო. ძაღლის სეირნობით შეეძლო, რომ ქალაქი მოევლო. მე დილით ყავას რომ ვსვამდი, მამა სადილს მიირთმევდა. სულ ენერგიაზე იყო, სიგარეტს არ ეწეოდა, დაღლილი არ მინახავს, არ გამიგია ეთქვას, რომ ცუდად ვარ. მამასთვის წამალი არასდროს მიმიტანია, რადგან არასდროს დასჭირვებია. ექიმთანაც კი არ წაგვიყვანია, სულ კარგად იყო. ვაქცინის გაკეთებას აპირებდა. ეკლესიურად ცხოვრობდა, მარხულობდა და ამბობდა, მარხვამ გაიაროს და ავიცრებიო.

- როგორი მამა იყო, მკაცრი თუ უფრო მეგობრული?

- საუკეთესო მამა იყო. სულ ჩვენს გვერდით იდგა, სულ გვპატრონობდა და გვეფერებოდა. ოთხი შვილი ჰყავს და ყურადღებას არცერთს არ გვაკლებდა. ყველასთან თავისი ურთიერთობა ჰქონდა და ყველასთან ისე იქცეოდა, როგორც სხვასთან არავისთან. გვანებივრებდა, შვილიშვილებისთვის ბავშვობის საუკეთესო მოგონება არის ბაბუა, იმიტომ რომ ყველას ათამამებდა. ყველანაირ ოჯახურ საქმეში აქტიურად იყო ჩართული.

- მამის პროფესიას გაყევით რომელიმე შვილი?

- ჩემი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, უფროსი და გერმნაული ენის, ძმა პროგრამისტია, მე მუსიკოსი. არ სწყინდა, რომ რეჟისორები არ გავხდით. გვეუბნებოდა: რაც გინდათ, ის უნდა აკეთოთო.

- როგორც მუსიკოსსა და რეჟისორს, თუ გითანამშრომლიათ?

- ერთხელ ჩემთან თანამშრომლობის იდეა ჰქონდა, უნდოდა მუსიკალური ტრეკი გამეკეთებინა. გავაკეთე, მივუტანე და მითხრა, - კარგია, ცოტა რაღაცებს შევცვლიდიო. ქება არ უყვარდა, მით უმეტეს, შვილების. ხუმრობით ამბობდა ხოლმე, შტერები არიანო.

- ლევან, რამდენად ჰგავხარ მამას?

- ხმის ტემბრით ვგავარ, ფაქტობრივად, ვერ გვარჩევდნენ, მე ვსაუბრობდი თუ მამა. გონებრივად ძალიან მინდა მამას დავემსგავსო. მამასთან პროფესიითაც ახლოს ვარ, რადგან ორივე ხელოვნებაში ვართ. ძალიან დიდი იუმორის გრძნობა ჰქონდა. თუ არ იცნობდი, თავიდან ვერ მიხვდებოდი, რომ გეხუმრება, ხანდახან უხერხული სიტუაციებიც ბევრჯერ იქმნებოდა ამის გამო. სულ გახალისებდა და ხუმრობდა, საიდან ჰქონდა ამის განწყობა, არ ვიცი.

- მამისგან განსაკუთრებულად რა დაგამახსოვრდა?

- ერთხელ ინტერვიუზე გავყევი და ბოლოს ასეთი კითხვა დაუსვეს - თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდ წარმატებად რას თვლითო, მამამ უპასუხა - შვილები და შვილიშვილებიო. ეს მომენტი განსაკუთრებულად მახსოვს და გულში მაქვს ჩარჩენილი ...

- ყველაზე მეტად მისი რა თვისება მოგწონდა?

- მამა ძალიან უანგარო იყო, მატერიალურს, ისეთსაც კი, რაც ოჯახურ პრობლემებს ეხებოდა, მნიშვნელობას არ ანიჭებდა. შეეძლო სულ სიცილ-ხარხარში გადაეტანა ასეთი რაღაცები. არავისთვის არაფერი ენანებოდა და სულ განწყობაზე იყო, რომ იუმორით ესაუბრა. რამდენი წიგნიც წაკითხული აქვს, მაგდენი, ალბათ, გადაშლილიც არ მაქვს ცხოვრებაში.

- როგორი იყო თქვენი ბოლო საუბარი?

- არასდროს ტრაურში არ მინახავს მამა, მით უმეტეს, ბოლო პერიოდში. საავადმყოფოში ტელეფონზე რომ ვესაუბრებოდით, სულ შემართებით და მოწოდების სიმაღლეზე იყო, ხმაზე ეტყობოდა, რომ არ იყო კარგად, მაგრამ შევაგულიანე, მამა გელოდებით, მალე მოდი-მეთქი. დარწმუნებული ვარ, ასეთ დასასრულს არ ელოდა. არც ჩვენ ველოდით, იმდენად არ აღვიქვამდი სერიოზულად, რომ მეუბნებოდნენ სიტუაცია დამძიმდაო, ვერ ვაანალიზებდი, ვფიქრობდი, რომ მალე დაბრუნდებოდა სახლში... ბევრი გეგმა და სცენარი ჰქონდა. სავსეა კომპიუტერი მასალებით და უნდა გადავარჩიოთ.

- მამის რჩევა, რომელიც სულ გახსოვს?

სულ გვეუბნებოდა - სიკეთეს მოეჭიდეთ ადამიანებში, ყველაში მხოლოდ კარგი ვიპოვოთ, ის კარგი გვახსოვდეს და ამის გამო ვიკონტაქტოთ ადამიანებთან, ცუდი არასდროს არ ვეძებოთო - ეს იყო ბუბას ცხოვრებისეული დევიზი...

ავტორი: ხათუნა კორთხონჯია

ბუბამ ცოლს ისეთი სახლი და ბაღი აჩუქა, რომელზეც ირინა ოცნებობდა - როგორ იქცა თბილისელი დონჟუანი იდეალურ მეოჯახედ?

"მადლობა ყველას, ვისაც გულით გიხარიათ ჩვენი სიკეთე და ბედნიერება" - ნანუკა გოგიჩაიშვილი შვილს ელოდება (ფოტო)

ქანიე უესტმა დაბადების დღე ირინა შეიკთან ერთად რომანტიკულ გარემოში აღნიშნა - ახალი ვარსკვლავური რომანი და წყვილის პაპარაცული ფოტოები