საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ლარის კურსის გამყარებას ეკონომიკური აქტივობის აღდგენასა და ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებას უკავშირებს. ამის შესახებ ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში გაჩნდა საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი ყველა მიმართულებით, მათ შორის, ტურიზმის სექტორისა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიმართულებით.
"ლარის კურსის გამყარება დამოკიდებულია იმ მოლოდინთან, რაც არსებობს ეკონომიკური აქტივობის აღდგენასთან და გახსნასთან დაკავშირებით, ასევე ტურიზმის სექტორთან მიმართებაში და ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებასთან მიმართებაში. მნიშვნელოვანია ის, რომ ბოლო პერიოდში გაჩნდა საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი ყველა მიმართულებით - ტურიზმის სექტორის, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიმართულებითაც და შესაბამისად, ყველა ეს ფაქტორი აისახება ლარის კურსზე. ეს პოზიტიური მოლოდინი გაჩნდა ერთი მხრივ, პანდემიის უშუალოდ განვითარებასთან დაკავშირებით, ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებასთან დაკავშირებით და იმ ეკონომიკური აქტივობების ზრდასთან დაკავშირებით, რომელიც აპრილის და მაისის თვეში სახეზე გვაქვს",- განაცხადა ხუციშვილმა.
რაც შეეხება ფასების ზრდას, როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო თვეებში, წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი აჩვენებს შემცირების ტრენდს.
"ინფლაციის თარგეთირება, მიზნობრივ ნიშნულთან დაახლოება არის ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ამოცანა და ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურად გადადგამს ეროვნული ბანკი ნაბიჯებს, რაც აუცილებლად აისახება ფასების დონეზეც. მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო თვეებში, წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი აჩვენებს შემცირების ტრენდს,"- განცხადა ხუციშვილმა.
არა ! ბევრი ლარი მოუქუჩდა არამად 3,5- ს დროს მავან საბანკო ოლიგარქიულ კარტელს სადაც ბევრი ძველი პრემიერი და მინფინი და მინეკონომია სებ ასევე ეს მაგის გაცემული ლარებია ახლა მისცემს დოლარებს იაფად და საწყალ ემიგრანტებსაც ამ კამპოტით დააყრევინებენ დოლარსა და ევროს , მა დენი გაზი და სხვა იმპორტული სიამოვნებანი დოლარით უნდა იყიდონ ? მამულისვილნო გაყიდეთ იაფად დოლაეები და იყიდეთ კარტელურიბენინი სემეკის დენიცა და სხვა სიკეთენი იმპორტისა !!!
დაწიეთ ეხლა ფასები! თქვე უცხვებო!