სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე მყოფ საქართველოს ორ მოქალაქეს, შესაძლოა, სანქციები დაეკისროს - რა გახდა ამის მიზეზი?
გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე მყოფ საქართველოს ორ მოქალაქეს, შესაძლოა, სანქციები დაეკისროს - რა გახდა ამის მიზეზი?

სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე და­საქ­მე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­დან გერ­მა­ნი­ა­ში წა­სულ ორ მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­მაც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბი და­არ­ღვია და და­საქ­მე­ბის ად­გი­ლი თვით­ნე­ბუ­რად და­ტო­ვა, შე­საძ­ლოა, სან­ქცი­ე­ბი და­ე­კის­როს.

ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

თუმ­ცა, უწყე­ბა­ში არ აკონ­კრე­ტე­ბენ, რა სა­ხის სან­ქცია და­ე­კის­რე­ბათ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს და შე­საძ­ლოა, თუ არა გერ­მა­ნი­ი­დან ისი­ნი დე­პორ­ტა­ცი­ით დაბ­რუნ­დნენ.

"და­საქ­მე­ბულ­სა და დამ­საქ­მე­ბელს შო­რის ფორმ­დე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი და სა­თა­ნა­დოდ კონ­ტრაქ­ტის სხვა­დას­ხვა სა­ხით დარ­ღვე­ვის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლია სხვა­დას­ხვა სა­ხის სან­ქცია, რომ­ლის აღ­სრუ­ლე­ბაც ხდე­ბა გერ­მა­ნე­ლი დამ­საქ­მებ­ლი­სა და გერ­მა­ნუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის მიერ. გარ­და ამი­სა, გერ­მა­ნულ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბობს კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც არე­გუ­ლი­რებს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის შედ­გე­ნის სტან­დარ­ტებს, ასე­ვე პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვებ­ში პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებს“, - გა­ნუ­ცხა­დეს "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ და­საქ­მე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, თუ კი პირი და­ტო­ვებს გერ­მა­ნი­ა­ში სე­ზო­ნუ­რი და­საქ­მე­ბის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რი­სი შე­თან­ხმე­ბის სქე­მას, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბა სა­მუ­შაო ნე­ბარ­თვის გამ­ცემ უწყე­ბას, გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში, რის შემ­დგო­მაც მოხ­დე­ბა რე­ა­გი­რე­ბა გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის მიერ, აღ­ნიშ­ნულ ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად.

ცნო­ბის­თვის, სე­ზო­ნურ სა­მუ­შო­ებ­ზე და­საქ­მე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­დან გერ­მა­ნი­ა­ში წა­სუ­ლი 24 მო­ქა­ლა­ქის მძი­მე სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­ზე ინ­ფორ­მა­ცია რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცელ­და. სა­ქარ­თვე­ლოს პროფ­კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე და­საქ­მე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­დან გერ­მა­ნი­ა­ში წა­სუ­ლი 24 მო­ქა­ლა­ქე უმ­ძი­მეს სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­შია. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პროფ­კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, მათ შო­რის ისი­ნი და­პი­რე­ბულ ანა­ზღა­უ­რე­ბას ვერ იღე­ბენ და ხელ­ფა­სი სა­ათ­ში და­პი­რე­ბუ­ლი 9 ევ­როს ნაც­ვლად 3 ევ­როა. მე­ო­რე მხრივ, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ორმა მო­ქა­ლა­ქემ შე­თან­ხმე­ბის პი­რო­ბა და­არ­ღვია და და­საქ­მე­ბის ად­გი­ლი თვით­ნე­ბუ­რად და­ტო­ვა.

სა­ქარ­თვე­ლო­დან გერ­მა­ნი­ა­ში ჯამ­ში 54-კა­ცი­ა­ნი შე­მად­გენ­ლო­ბით 4 ჯგუ­ფი იმ­ყო­ფე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
24

აი თურმე ეისთვის მიდიან

სტალინი
10

გერმანელებისთვის კანონი და სანქცია არ არსებობს?? თუ მარტო ქართველებზე ტყდება ყველაფერი? ის 24 კაცი რომ მოატყუეს და ხელშეკრულების პირობები დაურღვიეს, გადაუხადონ კომპესაცია. გაანძრიონ თავები საქართველოს საელჩოში. მარტო იმიტომ კი არუნდა იჯდეთ იქ რომ უცხოელებს თვალებში შესციცინოთ. ხომ ხედავთ ჩვენი მოქალაქეების უფლებებს როგორ ირონიით ექცევიან. დაუდექით გვერდში ქარველებს და გადაუხადონ კომპესაცია, პირობის არ შესრულების გამო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე მყოფ საქართველოს ორ მოქალაქეს, შესაძლოა, სანქციები დაეკისროს - რა გახდა ამის მიზეზი?

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე მყოფ საქართველოს ორ მოქალაქეს, შესაძლოა, სანქციები დაეკისროს - რა გახდა ამის მიზეზი?

სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასულ ორ მოქალაქეს, რომელმაც ხელშეკრულების პირობები დაარღვია და დასაქმების ადგილი თვითნებურად დატოვა, შესაძლოა, სანქციები დაეკისროს.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში განუცხადეს.

თუმცა, უწყებაში არ აკონკრეტებენ, რა სახის სანქცია დაეკისრებათ საქართველოს მოქალაქეებს და შესაძლოა, თუ არა გერმანიიდან ისინი დეპორტაციით დაბრუნდნენ.

"დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ფორმდება ინდივიდუალური ხელშეკრულებები და სათანადოდ კონტრაქტის სხვადასხვა სახით დარღვევისთვის განსაზღვრულია სხვადასხვა სახის სანქცია, რომლის აღსრულებაც ხდება გერმანელი დამსაქმებლისა და გერმანული კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი უწყებების მიერ. გარდა ამისა, გერმანულ კანონმდებლობაში არსებობს კანონი, რომელიც არეგულირებს ხელშეკრულებების შედგენის სტანდარტებს, ასევე პირობების დარღვევის შემთხვებში პასუხისმგებლობებს“, - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს“ დასაქმების სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, თუ კი პირი დატოვებს გერმანიაში სეზონური დასაქმების შესახებ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების სქემას, ამის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება სამუშაო ნებართვის გამცემ უწყებას, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რის შემდგომაც მოხდება რეაგირება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შესაბამისი უწყებების მიერ, აღნიშნულ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.

ცნობისთვის, სეზონურ სამუშოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქის მძიმე სამუშაო პირობებზე ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებშია. როგორც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში აღნიშნავენ, მათ შორის ისინი დაპირებულ ანაზღაურებას ვერ იღებენ და ხელფასი საათში დაპირებული 9 ევროს ნაცვლად 3 ევროა. მეორე მხრივ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ორმა მოქალაქემ შეთანხმების პირობა დაარღვია და დასაქმების ადგილი თვითნებურად დატოვა.

საქართველოდან გერმანიაში ჯამში 54-კაციანი შემადგენლობით 4 ჯგუფი იმყოფება.

საქართველოში ე.წ. ინდური შტამის შესაძლო შემთხვევების შესწავლა მიმდინარეობს - ამირან გამყრელიძე

"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს თბილისში აქციას გამართავენ - საქართველოში აშშ-ის საელჩო თანამშრომლებს აფრთხილებს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 733  ახალი შემთხვევაა - ბოლო დღე-ღამის მონაცემები რეგიონების მიხედვით