დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია "ოფიციალურ ვიზიტით“ სირიაში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ ბჟანიას "ადმინისტრაცია“ ავრცელებს.
დამასკოს საერთაშორისო აეროპორტში ასლან ბჟანიას სირიის ტრანსპორტის მინისტრი, ზუჰეირ ხაზიმი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აიმან სუზანი და სირიის მთავრობის სხვა წარმომადგენლები დახვდნენ.
ასლან ბჟანიას პრესსამსახურის განცხადებიდან ირკვევა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაციის შემადგენლობაშია აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სპიკერი ვალერი ქვარჩია, "პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი", ალჰას კვიცინია, პირველი "ვიცე-პრემიერი“ და "სოფლის მეურეობის მინისტრი“ ბესლან ჯოპუა და ე.წ. მთავრობის სხვა წარმომადგენლები.
"ოფიციალური შეხვედრები“ დღეს დაიწყება. დაგეგმილია ბჟანიასა და სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის შეხვედრა, ასევე გაიმართება "აფხაზეთ-სირიის მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა“.
გარდა ამისა, დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება, რომ ასლან ბჟანია სირიაში აფხაზურ დიასპორასაც შეხვდება.
ცნობისთვის, სირიამ 2018 წელს აფხაზეთის "დამოუკიდებლობა“ აღიარა.
ნეტავ ისე არ მომკლა ამ გვარებიდან რომელია აფხაზი გამაგებინა, სანამდე უნდა იცხოვროს ადამიანმა ილუზიებით, უთხარით ამ ხალხს ვინ არის აფხაზი. რამდენმა ადამიანმა ჩემს მიწაზე იარა და გვარი იცვალა ყველა ქართველი რაფერაა, ასეა მაგათი საქმე, ყველა აფხაზია?
ბაშარ ასადს თორე ეხლა ესეც ბაიდენთან არ იყოს მიღებაზე ჩაწერილი. აფხაზებო იარეთ სირიაში, ჰაიტიში და ჯუნგლებში აწი. მაგარი დამოუკიდებლობა გაქვთ.