მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და საქართველოს რაგბის კავშირმა, საუნივერსიტეტო რაგბის ტრადიციების აღორძინების მიზნით, მემორანდუმი გააფორმეს
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და საქართველოს რაგბის კავშირმა, საუნივერსიტეტო რაგბის ტრადიციების აღორძინების მიზნით, მემორანდუმი გააფორმეს

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის კავ­შირს შო­რის ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორმ­და. ორ­მხრივ დო­კუ­მენტს, რო­მე­ლიც სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო რაგ­ბის გუნ­დის აღორ­ძი­ნე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით შე­მუ­შავ­და, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა და­ვით გურ­გე­ნი­ძემ და სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტმა იო­სებ ტყე­მა­ლა­ძემ მო­ა­წე­რეს ხელი. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სტუ-ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, მე­მო­რან­დუ­მის ძი­რი­თა­დი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რაგ­ბის აღორ­ძი­ნე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბის გარ­და, სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბით უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა, სა­მოყ­ვა­რუ­ლო თუ პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე სა­რაგ­ბო გუნ­დებ­ში მათი ჩარ­თვა, ასე­ვე, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი და სხვა ასა­კობ­რი­ვი ნაკ­რე­ბე­ბი­სა თუ კლუ­ბე­ბის მო­რაგ­ბე­თა ხელ­შე­წყო­ბაა.

მე­მო­რან­დუ­მის ხელ­მო­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნო­ბა­ში შედ­გა, ეს­წრე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის კავ­ში­რის გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რე გივი ჭი­ჭი­ნა­ძე, რაგ­ბის კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სტუ-ის კან­ცლე­რი კარ­ლო კო­პა­ლი­ა­ნი, სტუ-ის სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა, სპორ­ტი­სა და კულ­ტუ­რის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ვით ოქი­ტაშ­ვი­ლი და უნი­ვერ­სი­ტე­ტის სხვა­დას­ხვა ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის, და­ვით გურ­გე­ნი­ძის გა­ნა­ცხა­დე­ბით, მე­მო­რან­დუ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის უძ­ვე­ლე­სი სა­რაგ­ბო ტრა­დი­ცი­ე­ბის აღორ­ძი­ნე­ბა­სა და შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

"სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ეროვ­ნუ­ლი გე­ნი­სა და სუ­ლის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა - რაგ­ბი ჩვე­ნი თა­მა­შია. სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის კავ­შირს შო­რის მე­მო­რან­დუ­მის ხელ­მო­წე­რა არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ავა­ღორ­ძი­ნოთ და გან­ვამ­ტკი­ცოთ ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის უძ­ვე­ლე­სი სა­რაგ­ბო ტრა­დი­ცი­ე­ბი, გა­ვაღ­ვი­ვოთ ახალ­გაზ­რდებ­ში პატ­რი­ო­ტიზ­მი და ხელი შე­ვუ­წყოთ მათ ჩარ­თვას სპორ­ტულ-გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ აქ­ტი­ვო­ბებ­ში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მე­მო­რან­დუ­მის ამოქ­მე­დე­ბით შე­იქ­მნე­ბა ძლი­ე­რი მო­ტი­ვა­ცია, გა­ცი­ლე­ბით მეტ­მა სტუ­დენ­ტმა გა­მო­ხა­ტოს რაგ­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბა, ჩა­ერ­თოს სა­ფა­კულ­ტე­ტო გუნ­დებ­ში, რაც თა­ვის მხრივ, ხელს შე­უ­წყობს ძლი­ე­რი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლუ­ბის ფორ­მი­რე­ბას, რო­მე­ლიც სა­მო­მავ­ლოდ, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, წარ­მა­ტე­ბით იას­პა­რე­ზებს რაგ­ბის სტუ­დენ­ტურ ტურ­ნი­რებ­ში. მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში, სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის კავ­ში­რი, მისი პრე­ზი­დენ­ტი, იღებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტს აღ­მო­უ­ჩი­ნოს მხარ­და­ჭე­რა ძლი­ე­რი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გუნ­დის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად და თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოც­დი­ლე­ბის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად. დიდი სურ­ვი­ლი გვაქვს, სა­მო­მავ­ლოდ, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რაგ­ბის გუნ­დმა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ტურ­ნი­რებ­შიც მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ახა­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი მო­უ­ტა­ნოს ქარ­თუ­ლი რაგ­ბის დიდ ოჯახს", - აღ­ნიშ­ნა რექ­ტორ­მა და­ვით გურ­გე­ნი­ძემ.

რექ­ტო­რის გან­მარ­ტე­ბით, მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში, წარ­მა­ტე­ბულ ქარ­თველ მო­რაგ­ბე­ებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან ან მო­ი­პო­ვე­ბენ სტუ-ში სწავ­ლის უფ­ლე­ბას, უნი­ვერ­სი­ტე­ტი მოქ­ნილ სას­წავ­ლო გრა­ფიკს შეს­თა­ვა­ზებს, ხოლო მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის მქო­ნე სპორ­ტსმე­ნებს კი გარ­კვე­ულ შე­ღა­ვა­თებს და­უ­წე­სებს, კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის აკა­დე­მი­უ­რი და წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი საბ­ჭო­ე­ბი მათ­თვის სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის და­ფარ­ვის სა­შე­ღა­ვა­თო პი­რო­ბებ­ზე იმ­სჯე­ლე­ბენ.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტმა იო­სებ ტყე­მა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი პირ­ვე­ლია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს შო­რის, რო­მელ­თა­ნაც რაგ­ბის კავ­შირ­მა ამ ტი­პის ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ა­ფორ­მა. მისი თქმით, ორ­მხრი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვა, სა­მო­მავ­ლოდ, და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში რაგ­ბის მას­შტა­ბურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

"დღე­ვან­დე­ლი დღით ჩვენ ნელ-ნელა ვაბ­რუ­ნებთ ის­ტო­რი­ას. წლე­ბის წინ სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტს რაგ­ბის საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი გუნ­დი ჰყავ­და. ეს მე­მო­რან­დუ­მი ჩვენს კე­თილ ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბას ასა­ხავს - პირ­ველ რიგ­ში, ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ახალ­გაზ­რდებ­ში ჯან­მრთე­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სი­სა და რაგ­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას. რაგ­ბის კავ­ში­რი ძა­ლის­ხმე­ვას არ და­ი­შუ­რებს, ძლი­ე­რი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გუნ­დის ფორ­მი­რე­ბის­თვის ქმე­დი­თი მხარ­და­ჭე­რა აღ­მო­უ­ჩი­ნოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტს და გა­უ­ზი­ა­როს თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა. ვფიქ­რობთ, ეტა­პობ­რი­ვად, რო­გორც სა­მოყ­ვა­რუ­ლო, ასე­ვე, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტს აქ­ტი­ურ სა­რაგ­ბო სამ­ყა­რო­ში და­ვაბ­რუ­ნებთ", - გა­ნა­ცხა­და იო­სებ ტყე­მე­ლა­ძემ.

ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო რაგ­ბი­სა და ჯან­მრთე­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, ასე­ვე და­გეგ­მი­ლია ერ­თობ­ლი­ვი სტუ­დენ­ტუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და ტურ­ნი­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, სტუ­დენტ მო­რაგ­ბე­თა სპორ­ტუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან შე­თან­ხმე­ბით, ახალ­გაზ­რდა მწვრთნელ­თა და მსაჯ­თა გა­დამ­ზა­დე­ბა, ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტე­ბის, სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი­სა და თე­მა­ტუ­რი ტრე­ნინ­გე­ბის მო­წყო­ბა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და საქართველოს რაგბის კავშირმა, საუნივერსიტეტო რაგბის ტრადიციების აღორძინების მიზნით, მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და საქართველოს რაგბის კავშირმა, საუნივერსიტეტო რაგბის ტრადიციების აღორძინების მიზნით, მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ორმხრივ დოკუმენტს, რომელიც საუნივერსიტეტო რაგბის გუნდის აღორძინება-განვითარების მიზნით შემუშავდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმის ძირითადი პრიორიტეტები, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რაგბის აღორძინება-განვითარების გარდა, სპორტის ამ სახეობით უნივერსიტეტის სტუდენტების დაინტერესება, სამოყვარულო თუ პროფესიულ დონეზე სარაგბო გუნდებში მათი ჩართვა, ასევე, საგანმანათლებლო პროცესში საქართველოს ეროვნული და სხვა ასაკობრივი ნაკრებებისა თუ კლუბების მორაგბეთა ხელშეწყობაა.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში შედგა, ესწრებოდნენ საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე გივი ჭიჭინაძე, რაგბის კავშირის წარმომადგენლები, სტუ-ის კანცლერი კარლო კოპალიანი, სტუ-ის სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი და უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განაცხადებით, მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება უნივერსიტეტის უძველესი სარაგბო ტრადიციების აღორძინებასა და შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

"სპორტის ეს სახეობა ქართველებისთვის ეროვნული გენისა და სულის გამოხატულებაა - რაგბი ჩვენი თამაშია. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის მემორანდუმის ხელმოწერა არის შესაძლებლობა, თანამედროვე მიდგომების გამოყენებით ავაღორძინოთ და განვამტკიცოთ ჩვენი უნივერსიტეტის უძველესი სარაგბო ტრადიციები, გავაღვივოთ ახალგაზრდებში პატრიოტიზმი და ხელი შევუწყოთ მათ ჩართვას სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში. დარწმუნებული ვარ, მემორანდუმის ამოქმედებით შეიქმნება ძლიერი მოტივაცია, გაცილებით მეტმა სტუდენტმა გამოხატოს რაგბით დაინტერესება, ჩაერთოს საფაკულტეტო გუნდებში, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ძლიერი საუნივერსიტეტო კლუბის ფორმირებას, რომელიც სამომავლოდ, საქართველოს მასშტაბით, წარმატებით იასპარეზებს რაგბის სტუდენტურ ტურნირებში. მემორანდუმის ფარგლებში, სწორედ საქართველოს რაგბის კავშირი, მისი პრეზიდენტი, იღებს ვალდებულებას, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აღმოუჩინოს მხარდაჭერა ძლიერი საუნივერსიტეტო გუნდის ჩამოსაყალიბებლად და თანამედროვე გამოცდილების გასაზიარებლად. დიდი სურვილი გვაქვს, სამომავლოდ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რაგბის გუნდმა საერთაშორისო საუნივერსიტეტო ტურნირებშიც მიიღოს მონაწილეობა და ახალი წარმატებები მოუტანოს ქართული რაგბის დიდ ოჯახს", - აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.

რექტორის განმარტებით, მემორანდუმის ფარგლებში, წარმატებულ ქართველ მორაგბეებს, რომლებიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები არიან ან მოიპოვებენ სტუ-ში სწავლის უფლებას, უნივერსიტეტი მოქნილ სასწავლო გრაფიკს შესთავაზებს, ხოლო მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სპორტსმენებს კი გარკვეულ შეღავათებს დაუწესებს, კერძოდ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოები მათთვის სწავლის საფასურის დაფარვის საშეღავათო პირობებზე იმსჯელებენ.

როგორც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პირველია საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, რომელთანაც რაგბის კავშირმა ამ ტიპის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მისი თქმით, ორმხრივი ინიციატივა, სამომავლოდ, დადებითად აისახება საქართველოში რაგბის მასშტაბურ განვითარებაზე.

"დღევანდელი დღით ჩვენ ნელ-ნელა ვაბრუნებთ ისტორიას. წლების წინ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს რაგბის საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავდა. ეს მემორანდუმი ჩვენს კეთილ ურთიერთთანამშრომლობას ასახავს - პირველ რიგში, ვითვალისწინებთ ახალგაზრდებში ჯანმრთელი ცხოვრების წესისა და რაგბის პოპულარიზაციას. რაგბის კავშირი ძალისხმევას არ დაიშურებს, ძლიერი საუნივერსიტეტო გუნდის ფორმირებისთვის ქმედითი მხარდაჭერა აღმოუჩინოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და გაუზიაროს თავისი გამოცდილება. ვფიქრობთ, ეტაპობრივად, როგორც სამოყვარულო, ასევე, პროფესიონალურ დონეზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქტიურ სარაგბო სამყაროში დავაბრუნებთ", - განაცხადა იოსებ ტყემელაძემ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საუნივერსიტეტო რაგბისა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ასევე დაგეგმილია ერთობლივი სტუდენტური ღონისძიებებისა და ტურნირების ორგანიზება, სტუდენტ მორაგბეთა სპორტული კვალიფიკაციის ამაღლება, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან შეთანხმებით, ახალგაზრდა მწვრთნელთა და მსაჯთა გადამზადება, ერთობლივი პროექტების, სამუშაო შეხვედრებისა და თემატური ტრენინგების მოწყობა.

R

"ველით, როდის დადებთ ფოტოს, სადაც მოდელები საპირფარეშოთი სარგებლობენ" - ფოტო, რომლის გამოც Mercedes-Benz Fashion Week სკანდალში გაეხვა

15 მაისს ყველაზე მუსიკალური მეგა პროექტის "ვოისის" ფინალი შედგება

"მინდა ადამიანებს დავანახო, რომ მხოლოდ თბილისში არ ჩქეფს სიცოცხლე" - ოტია იოსელიანის შვილიშვილის დიდი მეურნეობა, რომელსაც მეუღლესთან ერთად უძღვება