"პირველი არხის" გადაცემა "ახალი დღე" მუსიკოს ნიკოლოზ რაჭველს სახლში ესტუმრა. მუსიკოსმა გადაცემაში ისაუბრა იმის შესახებ, რომ მატერიალურ ქონებას არ ფლობს და საკუთარი სახლიც კი არ აქვს:
"ამ წუთის მონაცემებით, დიდ მატერიალურ ქონებას არ ვფლობ, მათ შორის, არ გამაჩნია საკუთარი ბინა, აქაც დროებით ვცხოვრობ, მაქვს ერთი ნახევრად დანგრეული სახლი რაჭაში და ავტომობილი, რომელიც, ალბათ, ყველაზე ძვირია, რაც კი გამაჩნია, მატერიალურად რომ შევაფასოთ, ასევე ელექტროპიანინო, მაგრამ მაქვს დისკების დიდი კოლექცია, რომელიც სტუდენტობისას შევიძინე. ამ ჩემს სანოტო და აუდიოკოლექციას სიამოვნებით გადავულოცავდი ახალგაზრდებს, ჩემს კოლეგებს, ალბათ, მათ შორის, წინა პლანზე იქნება ცოტნე ზედგინიძე, მალერის პარტიტურებს კი, რა თქმა უნდა, სვიმონ ჯანგულაშვილს ვუსახსოვრებდი, სხვანაირად არც განიხილება"…
მერე, რ ა ჭ ვ ე ლ ო , მიგეძღვნა ბატონი ბიძინასათვის ერთი კანტატა მაინც!
იმას მაინც ვერ ხედავ, როგორ გამილიონერდნენ მის გარშემო მყოფი მეხოტბე მანამდე სოცდაუცველებიც კი!!
გმირთა მოედანზე მდებარე სახლში ქირით ცხოვრობ რომ ამბობ ბინა არა მაქვსო?