სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი თანამშრომლები თბილისში არდადეგებს ატარებენ" - რას ამბობენ ნავალნის ანტიკორუფციულ ორგანიზაციაში rbc.ru-ს ინფორმაციაზე?
"ჩვენი თანამშრომლები თბილისში არდადეგებს ატარებენ" - რას ამბობენ ნავალნის ანტიკორუფციულ ორგანიზაციაში rbc.ru-ს ინფორმაციაზე?

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, რუ­სეთ­ში ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი ლი­დე­რის, ალექ­სან­დრ ნა­ვალ­ნის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ფონ­დის ორ­მო­ცამ­დე თა­ნამ­შრო­მე­ლი პუ­ტი­ნის რე­ჟიმს გა­მო­ექ­ცა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და, სა­ი­და­ნაც თა­ვი­ან­თი საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას აპი­რე­ბენ.

ასე­ვე, იგეგ­მე­ბა მათი კუთ­ვნი­ლი სტუ­დი­ის მოს­კო­ვი­დან თბი­ლის­ში გად­მო­ტა­ნა და გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლე­ბის აქე­დან გავ­რცე­ლე­ბა. ინ­ფორ­მა­ცია ინ­ტერ­ნეტ-გა­მო­ცე­მა rbc.ru-ზე დაყ­რდნო­ბით სხვა­დას­ხვა რუ­სულ­მა წყა­რომ გა­ავ­რცე­ლა.

თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ნა­ვალ­ნის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია ФБК-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ კი­დევ ერთი ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც აღ­ნიშ­ნა, რომ ეს იყო დე­ზინ­ფორ­მა­ცია.

ფონ­დის დი­რექ­ტო­რის ივან ჟდა­ნო­ვის ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ნამ­დვი­ლად იმ­ყო­ფე­ბა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მე­ლი, ოღონდ და­სას­ვე­ნებ­ლად და არა, სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით.

"ახლა მათ არ­და­დე­გე­ბი აქვთ. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ნამ­დვი­ლად იმ­ყო­ფე­ბა ФБК-ს რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მე­ლი და­სას­ვე­ნებ­ლად, მაგ­რამ ჩვენ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის პი­რად ცხოვ­რე­ბას არ ვა­კონ­ტრო­ლებთ, მათ სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვთ, სა­დაც სურთ იქ და­ის­ვე­ნონ," - აცხა­დებს ჟდა­ნო­ვი.

თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ცე­მა rbc.ru-მ სა­კუ­თარ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ავ­რცე­ლა და აღ­ნიშ­ნა, რომ ФБК-ს რამ­დე­ნი­მე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე გა­და­ვი­და, მათ შო­რის გე­ორ­გი ალ­ბუ­რო­ვი, რუს­ლან შა­ვე­დი­ნო­ვი და რამ­დე­ნი­მე ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლი.

გა­მო­ცე­მის წყა­როს ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი გუნ­დი აპი­რებ­და თბი­ლის­ში სტუ­დია Навальный LIVE გა­ეხ­სნა, სა­მუ­შა­ოდ სა­ჭი­რო ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მოს­კო­ვი­დან ჩა­ე­ტა­ნათ, და­ნარ­ჩე­ნი კი ად­გილ­ზე ეყი­დათ, რათა პირ­და­პი­რი ეთე­რე­ბი ჰქო­ნო­დათ.

"ცნო­ბის­თვის, აპ­რი­ლის შუა რი­ცხვებ­ში, მოს­კო­ვის პრო­კუ­რა­ტუ­რამ ნა­ვალ­ნის შტა­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა შე­ა­მოწ­მა და და­ას­კვნა, რომ მათი საქ­მი­ა­ნო­ბის მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იგეგ­მე­ბო­და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სის­ტე­მის შეც­ვლის წი­ნა­პი­რო­ბე­ბი, მათ შო­რის "ფე­რა­დი რე­ვო­ლუ­ცი­ის" სცე­ნა­რი... 29 აპ­რილს ნა­ვალ­ნის თა­ნა­მო­აზ­რე ლე­ო­ნიდ ვოლ­კოვ­მა შტა­ბის დაშ­ლის შე­სა­ხე­ბაც გა­ნა­ცხა­და..." - წერს გა­მო­ცე­მა.

echo.msk.ru-ს ცნო­ბით, აპ­რი­ლის ბო­ლოს, მოს­კო­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ორ­გა­ნი­ზა­ცია ФБК-სა და ფონდს, რო­მე­ლიც, ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობ­და (ასე­ვე მიჩ­ნე­უ­ლია უცხო­ე­თის აგენ­ტად და ექ­სტრე­მის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად) სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბამ­დე საქ­მი­ა­ნო­ბა აუკ­რძა­ლა, რად­გან აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ექ­სტრე­მის­ტუ­ლად არის მიჩ­ნე­უ­ლი. მა­ი­სის და­სა­წყის­ში იუ­რის­ტთა გუნ­დის Команды 29 -ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც ФБК -ს ინ­ტე­რე­სებს იცავ­დნენ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ა­სა­ჩივ­რეს. ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ნა­ვალ­ნის, ვოლ­კო­ვი­სა და ჟდა­ნო­ვის წი­ნა­აღ­მდეგ, კი­დევ ერთი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა. და­ნა­შა­უ­ლი დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თა­ვი­სუფ­ლე­ბის 4 წლამ­დე აღ­კვე­თით ის­ჯე­ბა..." - წერს გა­მო­ცე­მა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ფე­იკ­ნი­უსო­ბა არ და­ი­ჯე­რა რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­წილ­მა. მათი მო­საზ­რე­ბით, ნა­ვალ­ნი­სა და მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის რე­ი­ტინ­გი პუ­ტი­ნის გუნდს აი­ძუ­ლებს, თა­ვის მარ­თლე­ბის რე­ჟიმ­ში იყ­ვნენ, შე­სა­ბა­მი­სად, მათი სხვა­დას­ხვა გზე­ბით მო­გუდ­ვას ნამ­დვი­ლად არ ითა­კი­ლებ­დნენ...

"ისე­თი დე­ტა­ლე­ბი ჰქო­ნი­ათ გათ­ვლი­ლი, რომ ეს არ ჰგავს ცრუ გან­გაშს, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ვი­ღა­ცამ ჩა­უშ­ვა, რაც ძალ­ზე სამ­წუ­ხა­როა, რად­გან კრემ­ლის რე­ჟი­მი უკვე მათ აღარ­სად გა­უშ­ვებს, რად­გან სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა და კა­ნო­ნიც მათ მხა­რეს არის. არც თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და­სას­ვე­ნებ­ლად წას­ვლის ვერ­სი­ის მჯე­რა, ახლა ამ გამ­წვა­ვე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში, მა­ი­სის და­სა­წყის­ში, არ­და­დე­გე­ბის მო­წყო­ბა ლო­გი­კას მოკ­ლე­ბუ­ლია, ამის დე­ფი­ცი­ტი კი ამ გუნდს ნამ­დვი­ლად არ აქვს... ახლა არ­სე­ბობს მხო­ლოდ ერთი გა­მო­სა­ვა­ლი - სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი­დევ უფრო უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეს და პუ­ტი­ნის რე­ჟიმს ამ საქ­მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა არ უნდა მის­ცეს..." - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი პავ­კა კორ­ჩა­გი­ნი.

"და­სა­ნა­ნია, რომ საქ­მე ბო­ლომ­დე ვერ მი­იყ­ვა­ნეს. ახლა მხო­ლოდ ერთი ვა­რი­ან­ტია, ვინც პუ­ტი­ნის კლან­ჭებს გა­და­ურ­ჩა, უნდა გა­აგ­რძე­ლოს საქ­მე, რომ­ლის გა­კე­თე­ბა­საც აპი­რებ­დნენ... სა­სა­მარ­თლოს ძა­ლით უნდა იბ­რძო­ლონ რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ... რის­კი ორი­ვე შემ­თხვევ­ში დი­დია, მაგ­რამ და­სა­კარ­გი არა­ფე­რი აქვთ, არც მათ და არც ჩვენ..." - მი­აჩ­ნია ელენ ბარ­დი­ნეცს.

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტასო
204

ამ ხროვამ რატომ არ ატეხა ერთი ამბავი ამათ ვიზიტზე?თუ რაკი პუტინის ოპოზიციაა იმიტომ?ეს ის ნავალნი არ არის რომელიც გაიძახოდა რომ ყველა ქართველი გასაყრელია რუსეთიდან?აფსუს,რა ცუდია ჩვენს ქვეყანაში ამდენი დალტონიკი რომ არსებობს.

აკი
207

ნაცების ხროვა! სად ხართ? ჩამოგივიდათ თქვენნაირი საქართველს მტრები?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ჩვენი თანამშრომლები თბილისში არდადეგებს ატარებენ" - რას ამბობენ ნავალნის ანტიკორუფციულ ორგანიზაციაში rbc.ru-ს ინფორმაციაზე?

"ჩვენი თანამშრომლები თბილისში არდადეგებს ატარებენ" - რას ამბობენ ნავალნის ანტიკორუფციულ ორგანიზაციაში rbc.ru-ს ინფორმაციაზე?

რუსული მედიის ცნობით, რუსეთში ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური ლიდერის, ალექსანდრ ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ორმოცამდე თანამშრომელი პუტინის რეჟიმს გამოექცა და საქართველოში ჩამოვიდა, საიდანაც თავიანთი საქმიანობის გაგრძელებას აპირებენ.

ასევე, იგეგმება მათი კუთვნილი სტუდიის მოსკოვიდან თბილისში გადმოტანა და გამოძიების მასალების აქედან გავრცელება. ინფორმაცია ინტერნეტ-გამოცემა rbc.ru-ზე დაყრდნობით სხვადასხვა რუსულმა წყარომ გაავრცელა.

თუმცა, რამდენიმე საათში ნავალნის ანტიკორუფციული ორგანიზაცია ФБК-ის ხელმძღვანელობამ კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ეს იყო დეზინფორმაცია.

ფონდის დირექტორის ივან ჟდანოვის ცნობით, საქართველოში ნამდვილად იმყოფება ორგანიზაციის რამდენიმე თანამშრომელი, ოღონდ დასასვენებლად და არა, სამუშაო ვიზიტით.

"ახლა მათ არდადეგები აქვთ. შესაბამისად, საქართველოში ნამდვილად იმყოფება ФБК-ს რამდენიმე თანამშრომელი დასასვენებლად, მაგრამ ჩვენ თანამშრომლების პირად ცხოვრებას არ ვაკონტროლებთ, მათ სრული უფლება აქვთ, სადაც სურთ იქ დაისვენონ," - აცხადებს ჟდანოვი.

თანამშრომლების საქართველოში გადასვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოცემა rbc.ru-მ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა და აღნიშნა, რომ ФБК-ს რამდენიმე წარმომადგენელი საქართველოში უკვე გადავიდა, მათ შორის გეორგი ალბუროვი, რუსლან შავედინოვი და რამდენიმე ტექნიკური პერსონალი.

გამოცემის წყაროს ცნობით, საქართველოში ჩამოსული გუნდი აპირებდა თბილისში სტუდია Навальный LIVE გაეხსნა, სამუშაოდ საჭირო ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა მოსკოვიდან ჩაეტანათ, დანარჩენი კი ადგილზე ეყიდათ, რათა პირდაპირი ეთერები ჰქონოდათ.

"ცნობისთვის, აპრილის შუა რიცხვებში, მოსკოვის პროკურატურამ ნავალნის შტაბის საქმიანობა შეამოწმა და დაასკვნა, რომ მათი საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე იგეგმებოდა კონსტიტუციური სისტემის შეცვლის წინაპირობები, მათ შორის "ფერადი რევოლუციის" სცენარი... 29 აპრილს ნავალნის თანამოაზრე ლეონიდ ვოლკოვმა შტაბის დაშლის შესახებაც განაცხადა..." - წერს გამოცემა.

echo.msk.ru-ს ცნობით, აპრილის ბოლოს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ორგანიზაცია ФБК-სა და ფონდს, რომელიც, ადამიანთა უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობდა (ასევე მიჩნეულია უცხოეთის აგენტად და ექსტრემისტულ ორგანიზაციად) სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქმიანობა აუკრძალა, რადგან აღნიშნული ორგანიზაციები ექსტრემისტულად არის მიჩნეული. მაისის დასაწყისში იურისტთა გუნდის Команды 29 -ის თანამშრომლებმა, რომლებიც ФБК -ს ინტერესებს იცავდნენ, გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. ასევე ცნობილი გახდა, რომ ნავალნის, ვოლკოვისა და ჟდანოვის წინააღმდეგ, კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში, თავისუფლების 4 წლამდე აღკვეთით ისჯება..." - წერს გამოცემა.

გავრცელებული ინფორმაციის ფეიკნიუსობა არ დაიჯერა რუსი ინტერნეტმომხმარებლების ნაწილმა. მათი მოსაზრებით, ნავალნისა და მისი მხარდამჭერების რეიტინგი პუტინის გუნდს აიძულებს, თავის მართლების რეჟიმში იყვნენ, შესაბამისად, მათი სხვადასხვა გზებით მოგუდვას ნამდვილად არ ითაკილებდნენ...

"ისეთი დეტალები ჰქონიათ გათვლილი, რომ ეს არ ჰგავს ცრუ განგაშს, დიდი ალბათობით, ვიღაცამ ჩაუშვა, რაც ძალზე სამწუხაროა, რადგან კრემლის რეჟიმი უკვე მათ აღარსად გაუშვებს, რადგან სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა და კანონიც მათ მხარეს არის. არც თანამშრომლების დასასვენებლად წასვლის ვერსიის მჯერა, ახლა ამ გამწვავებულ ვითარებაში, მაისის დასაწყისში, არდადეგების მოწყობა ლოგიკას მოკლებულია, ამის დეფიციტი კი ამ გუნდს ნამდვილად არ აქვს... ახლა არსებობს მხოლოდ ერთი გამოსავალი - საზოგადოება კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს და პუტინის რეჟიმს ამ საქმის ბოლომდე მიყვანის საშუალება არ უნდა მისცეს..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი პავკა კორჩაგინი.

"დასანანია, რომ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს. ახლა მხოლოდ ერთი ვარიანტია, ვინც პუტინის კლანჭებს გადაურჩა, უნდა გააგრძელოს საქმე, რომლის გაკეთებასაც აპირებდნენ... სასამართლოს ძალით უნდა იბრძოლონ რეჟიმის წინააღმდეგ... რისკი ორივე შემთხვევში დიდია, მაგრამ დასაკარგი არაფერი აქვთ, არც მათ და არც ჩვენ..." - მიაჩნია ელენ ბარდინეცს.

"გამარჯვების მემკვიდრეებად ყოფნის პრეტენზიები ვერ გაამართლებს დღევანდელ "გამარჯვებებს" უკრაინის და საქართველოს ტერიტორიების ნაწილების ანექსიაში" - ლინას ლინკევიჩუსი

ინდოეთში COVID-19-ით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ჩინეთის რაკეტის ნამსხვრევები ინდოეთის ოკეანის თავზე დაიშალა