ინდოეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 401 993 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქვეყანაში 24 საათში 400 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.
რაც შეეხება სიკვდილიანობის მჩვენებელს, ინდოეთში ბოლო დღე-ღამეში ვირუსით კიდევ 3 523 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვმა 211 853-ს მიაღწია.
როგორც გამოცემა Times of India წერს, დელის საავადმყოფოში 8 ინფიცირებული ადამიანი ჟანგბადის უქონლობის გამო დაიღუპა.
ინდოეთის მოსახლეობა დაახლოებით 350-ჯერ მეტია საქართველოს მოსახლეობაზე. გავყოთ ეს 400 000 ინფიცირებული 350-ზე, მივიღებთ ათასზე ცოტათი მეტს. ანუ იმდენს, რამდენი ინფიცირებულიც ჩვენ გვყავს ბოლო 24 საათში. გავყოთ 3500 გარდაცვლილი 350-ზე, მივიღებთ 10-ს. ათი კი არა, 20 ადამიანი მოგვიკვდა ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით. ჰოდა ვსვამ კითხვას - თუ ინდოეთში კატასტროფაა, ჩვენთან რაღაა ?!