სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Neo QLED - კიდევ ერთი ევოლუციური ტექნოლოგია სამსუნგისგან
Neo QLED - კიდევ ერთი ევოლუციური ტექნოლოგია სამსუნგისგან

იმის გა­აზ­რე­ბამ, რომ მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში სამ­სუნ­გის მიერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი ეკ­რა­ნე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა და­გა­ფიქ­როს თუ რა ოდე­ნო­ბის დროს, ენერ­გი­ას და რაც მთა­ვა­რია ბი­უ­ჯეტს ხარ­ჯავს კო­რე­ე­ლი გი­გან­ტი ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კვლე­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი იმი­სათ­ვის, რომ იყოს მო­წი­ნა­ვე, ინო­ვა­ცი­უ­რი და რაც მთა­ვა­რია „თა­ნა­მედ­რო­ვე“!

მოკ­ლედ QLED ტექ­ნო­ლო­გი­ის შე­სა­ხებ

ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში Samsung-ის წყა­ლო­ბით ბა­ზარ­ზე QLED ტექ­ნო­ლო­გია გა­მოჩ­ნდა. Quantum dot LED ტე­ლე­ვი­ზო­რის ეკ­რან­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი კვან­ტუ­რი წერ­ტი­ლე­ბი ძა­ლი­ან პა­ტა­რა ზო­მის კრის­ტა­ლე­ბია, რომ­ლებ­საც ასე­ვე ნანო-კრის­ტა­ლებს უწო­დე­ბენ. ისი­ნი თვა­ლის­თვის უხი­ლა­ვია, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ძალა აქვთ და რო­დე­საც მათ შუქი ეცე­მა, ბზინ­ვას იწყე­ბენ. ამის ხარ­ჯზე ეკ­რან­ზე მი­ი­ღე­ბა უფრო მკვეთ­რი ფერ­თა სპექტრი, იზ­რდე­ბა სი­კაშ­კა­შე, კონ­ტრას­ტი, დი­ნა­მი­უ­რი დი­ა­პა­ზო­ნი და რაც მთა­ვა­რია ფერ­თა სი­ზუს­ტე.

რა ხდე­ბა 2021-ში?

სამ­სუნ­გის QLED ტექ­ნო­ლო­გი­ამ ევო­ლუ­ცია გა­ნი­ცა­და და ახლა უკვე Neo QLED და­სა­ხე­ლე­ბის ქვეშ მოგ­ვევ­ლი­ნა. ახა­ლი, უნი­კა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ის წყა­ლო­ბით, შუქ-დი­ო­დე­ბი სტან­დარ­ტულ­თან შე­და­რე­ბით 40-ჯერ შემ­ცირ­და, რა­მაც კი­დევ უფრო გა­ზარ­და ფერ­თა ზუს­ტი გა­და­ცე­მა, დი­ნა­მი­უ­რი დი­ა­პა­ზო­ნი და ხედ­ვი­თი კუ­თხე, რაც მთა­ვა­რია შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და კი­დევ უფრო თხე­ლი პა­ნე­ლის მქო­ნე ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე სმარტ ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბის წარ­მო­ე­ბა.

თუმ­ცა Quantum Mini LED-ის სრუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა ეს არ გახ­ლავთ. ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით სამ­სუნ­გმა შეძ­ლო და ჩა­ა­ნაც­ვლა Direct Full Array backlight ტექ­ნო­ლო­გია, რო­მელ­საც პრე­მი­ა­ლურ ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბის მატ­რი­ცებ­ში იყე­ნებ­და. Quantum Matrix Technology Pro ტექ­ნო­ლო­გი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით QLED პა­ნელს პირ­და­პი­რი და­ნა­თე­ბის ნაც­ვლად (Mini LED backlight) მინი ლედ და­ნა­თე­ბა აქვს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ Neo QLED მატ­რი­ცა, რომ­ლის სი­კაშ­კა­შის­თვის ათი-ათა­სო­ბით მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი დი­ო­დი ერ­თად მუ­შა­ობს. აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და კონ­კრე­ტუ­ლი პიქ­სე­ლე­ბის არე­ა­ლის გა­ნა­თე­ბა ან ჩაბ­ნე­ლე­ბა, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში უფრო ღრმა შავი ფე­რის ეფექტს იძ­ლე­ვა. ასე­ვე გაზ­რდი­ლია დი­ნა­მი­უ­რი დი­ა­პა­ზო­ნი და რაც მთა­ვა­რია გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის სიმ­კვეთ­რე. Samsung-ი დისპლე­ის წარ­მო­ე­ბის სა­კუ­თა­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით, ახ­დენს Quantum Mini LED დი­ო­დე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ას, ბნელ სცე­ნებ­ში მკვეთ­რი დე­ტა­ლი­ზა­ცი­ის ჩვე­ნე­ბით, მაქ­სი­მა­ლუ­რი კონ­ტრას­ტუ­ლო­ბის და დაჩ­რდილ­ვის ზუს­ტი კონ­ტრო­ლით. შე­დე­გად ვი­ღებთ სა­ო­ცარ და რე­ა­ლის­ტურ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას.

Neo Quantum Processor 8K ახა­ლი პრო­ცე­სო­რი

რო­გორც უკვე მიხ­ვდე­ბო­დით Neo QLED ტექ­ნო­ლო­გი­ის სა­მარ­თა­ვად ახა­ლი პრო­ცე­სო­რის შექ­მნა გახ­და სა­ჭი­რო. სამ­სუნ­გის სმარტ ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბის ახალ ხაზ­ში Neo Quantum Processor 8K პრო­ცე­სო­რია გან­თავ­სე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის და სიღ­რმი­სე­უ­ლი შეს­წავ­ლის ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე ბა­ზი­რე­ბით, იდე­ა­ლუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ავ­ტო­მა­ტუ­რად აა­ნა­ლი­ზებს და აუმ­ჯო­ბე­სებს „კონ­ტენტს“. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სო­რი არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ეკ­რან­ზე გაშ­ვე­ბუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის 8K რე­ზო­ლუ­ცი­ამ­დე გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე.

რა თქმა უნდა ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე სმარტ ტე­ლე­ვი­ზო­რის პა­ნელს შე­სა­ბა­მი­სი აუ­დიო ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მხარ­და­ჭე­რა ესა­ჭი­რო­ე­ბა, ამი­ტო­მაც სამ­სუნ­გმა Neo QLED ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბის ხაზ­ში Object Tracking Sound Pro (OTS Pro) - უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გია გა­მო­ი­ყე­ნა. ეკ­რან­ზე მიმ­დი­ნა­რე მოქ­მე­დე­ბე­ბის ცვა­ლე­ბა­დო­ბას AI-ის დახ­მა­რე­ბით აკ­ვირ­დე­ბა, შემ­დეგ ის აა­ნა­ლი­ზებს თი­თო­ე­ულ სცე­ნას და ეკ­რან­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ქმნის დი­ნა­მი­ურ სტე­რეო ჟღე­რა­დო­ბას. სამი მხრი­დან მომ­დი­ნა­რე მძლავრ ჟღე­რა­დო­ბას გა­დაჰ­ყავ­ხართ ეკ­რან­ზე მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრში.

რა ხდე­ბა ამ დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში?

რა თქმა უნდა რთუ­ლია ჩა­მოთ­ვა­ლო ერთ პა­ტა­რა სტა­ტი­ა­ში ყვე­ლა ის ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე „ფი­ჩე­რი“ რო­მე­ლიც წარ­მოდ­გე­ნი­ლია სამ­სუნ­გის ახალ Neo QLED ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბის ხაზ­ში. თუმ­ცა და­ნამ­დვი­ლე­ბით შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო უერ­თდე­ბა მსოფ­ლი­ოს იმ ქვეყ­ნე­ბის სიას, სა­დაც Neo QLED ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბი გა­ი­ყი­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა Neo QLED ხა­ზის შემ­დე­გი მო­დე­ლე­ბი: 55QN85, 65QN800, 65QN85, 65QN900, 75QN85. პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნა სამ­სუნ­გის ოფი­ცი­ა­ლურ პარტნი­ო­რე­ბის სა­ვაჭ­რო ქსელ­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, ხოლო გა­ყიდ­ვე­ბის და­წყე­ბის თა­რი­ღად 2021 წლის მა­ი­სის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი სა­ხელ­დე­ბა.

R

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

Neo QLED - კიდევ ერთი ევოლუციური ტექნოლოგია სამსუნგისგან

Neo QLED - კიდევ ერთი ევოლუციური ტექნოლოგია სამსუნგისგან

იმის გააზრებამ, რომ მსოფლიოში არსებული მოწყობილობების უმრავლესობაში სამსუნგის მიერ დამზადებული ეკრანებია განთავსებული, შეიძლება დაგაფიქროს თუ რა ოდენობის დროს, ენერგიას და რაც მთავარია ბიუჯეტს ხარჯავს კორეელი გიგანტი ახალი ტექნოლოგიების კვლევისა და განვითარებისთვის, ეს ყველაფერი კი იმისათვის, რომ იყოს მოწინავე, ინოვაციური და რაც მთავარია „თანამედროვე“!

მოკლედ QLED ტექნოლოგიის შესახებ

ბოლო რამდენიმე წელიწადში Samsung-ის წყალობით ბაზარზე QLED ტექნოლოგია გამოჩნდა. Quantum dot LED ტელევიზორის ეკრანში გამოყენებული კვანტური წერტილები ძალიან პატარა ზომის კრისტალებია, რომლებსაც ასევე ნანო-კრისტალებს უწოდებენ. ისინი თვალისთვის უხილავია, თუმცა განსაკუთრებული ძალა აქვთ და როდესაც მათ შუქი ეცემა, ბზინვას იწყებენ. ამის ხარჯზე ეკრანზე მიიღება უფრო მკვეთრი ფერთა სპექტრი, იზრდება სიკაშკაშე, კონტრასტი, დინამიური დიაპაზონი და რაც მთავარია ფერთა სიზუსტე.

რა ხდება 2021-ში?

სამსუნგის QLED ტექნოლოგიამ ევოლუცია განიცადა და ახლა უკვე Neo QLED დასახელების ქვეშ მოგვევლინა. ახალი, უნიკალური ტექნოლოგიის წყალობით, შუქ-დიოდები სტანდარტულთან შედარებით 40-ჯერ შემცირდა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ფერთა ზუსტი გადაცემა, დინამიური დიაპაზონი და ხედვითი კუთხე, რაც მთავარია შესაძლებელი გახდა კიდევ უფრო თხელი პანელის მქონე ულტრათანამედროვე სმარტ ტელევიზორების წარმოება.

თუმცა Quantum Mini LED-ის სრული უპირატესობა ეს არ გახლავთ. ახალი ტექნოლოგიის საშუალებით სამსუნგმა შეძლო და ჩაანაცვლა Direct Full Array backlight ტექნოლოგია, რომელსაც პრემიალურ ტელევიზორების მატრიცებში იყენებდა. Quantum Matrix Technology Pro ტექნოლოგიის საშუალებით QLED პანელს პირდაპირი დანათების ნაცვლად (Mini LED backlight) მინი ლედ დანათება აქვს. წარმოიდგინეთ Neo QLED მატრიცა, რომლის სიკაშკაშისთვის ათი-ათასობით მინიატურული დიოდი ერთად მუშაობს. აღნიშნულის საშუალებით შესაძლებელი გახდა კონკრეტული პიქსელების არეალის განათება ან ჩაბნელება, რაც საბოლოო ჯამში უფრო ღრმა შავი ფერის ეფექტს იძლევა. ასევე გაზრდილია დინამიური დიაპაზონი და რაც მთავარია გამოსახულების სიმკვეთრე. Samsung-ი დისპლეის წარმოების საკუთარი ტექნოლოგიების დახმარებით, ახდენს Quantum Mini LED დიოდების ოპტიმიზაციას, ბნელ სცენებში მკვეთრი დეტალიზაციის ჩვენებით, მაქსიმალური კონტრასტულობის და დაჩრდილვის ზუსტი კონტროლით. შედეგად ვიღებთ საოცარ და რეალისტურ გამოსახულებას.

Neo Quantum Processor 8K ახალი პროცესორი

როგორც უკვე მიხვდებოდით Neo QLED ტექნოლოგიის სამართავად ახალი პროცესორის შექმნა გახდა საჭირო. სამსუნგის სმარტ ტელევიზორების ახალ ხაზში Neo Quantum Processor 8K პროცესორია განთავსებული, რომელიც ხელოვნური ინტელექტის და სიღრმისეული შესწავლის ტექნოლოგიაზე ბაზირებით, იდეალური გამოსახულების მისაღებად ავტომატურად აანალიზებს და აუმჯობესებს „კონტენტს“. აღნიშნული პროცესორი არის პასუხისმგებელი ეკრანზე გაშვებული გამოსახულების 8K რეზოლუციამდე გაფართოებაზე.

რა თქმა უნდა ულტრათანამედროვე სმარტ ტელევიზორის პანელს შესაბამისი აუდიო ტექნოლოგიური მხარდაჭერა ესაჭიროება, ამიტომაც სამსუნგმა Neo QLED ტელევიზორების ხაზში Object Tracking Sound Pro (OTS Pro) - უახლესი ტექნოლოგია გამოიყენა. ეკრანზე მიმდინარე მოქმედებების ცვალებადობას AI-ის დახმარებით აკვირდება, შემდეგ ის აანალიზებს თითოეულ სცენას და ეკრანზე განვითარებული მოვლენების პარალელურად ქმნის დინამიურ სტერეო ჟღერადობას. სამი მხრიდან მომდინარე მძლავრ ჟღერადობას გადაჰყავხართ ეკრანზე მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრში.

რა ხდება ამ დროს საქართველოში?

რა თქმა უნდა რთულია ჩამოთვალო ერთ პატარა სტატიაში ყველა ის ულტრათანამედროვე „ფიჩერი“ რომელიც წარმოდგენილია სამსუნგის ახალ Neo QLED ტელევიზორების ხაზში. თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო უერთდება მსოფლიოს იმ ქვეყნების სიას, სადაც Neo QLED ტელევიზორები გაიყიდება.

საქართველოში წარმოდგენილი იქნება Neo QLED ხაზის შემდეგი მოდელები: 55QN85, 65QN800, 65QN85, 65QN900, 75QN85. პროდუქციის შეძენა სამსუნგის ოფიციალურ პარტნიორების სავაჭრო ქსელში იქნება შესაძლებელი, ხოლო გაყიდვების დაწყების თარიღად 2021 წლის მაისის მეორე ნახევარი სახელდება.

R

როგორ მოვაწყოთ აივანი ბიუჯეტურად - 5 მარტივი ნაბიჯი

სიკეთის გაზიარება მნიშვნელოვანია

ახალი iPhone-ის წინასწარი გაყიდვები იწყება - ფლაგმანი მოდელი ახლა უკვე გაზაფხულის ფერში