სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არ არის კაცური საქციელი... მან კაცურად უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც არის გაწერილი შეთანხმებაში“- ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე
"ეს არ არის კაცური საქციელი... მან კაცურად უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც არის გაწერილი შეთანხმებაში“- ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე

"გი­რაო რომც მი­ი­ღოს მე­ლი­ამ, ის გა­მო­ვა წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბი­დან, მაგ­რამ თუ დად­გე­ბა მის მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი, ის შებ­რუნ­დე­ბა ცი­ხე­ში. ამი­ტომ, ამ­ნის­ტი­ის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა გი­რაო არ არის", - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს პარ­ლა­მენ­ტში გა­ნუ­ცხა­და.

კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნი არ არის სხვა რა­ღა­ცე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა.

"იყო სა­უ­ბა­რი გი­რა­ო­ზე, თავ­დე­ბო­ბა­ზე და ა.შ. ამ­ნის­ტია არის ერ­თა­დერ­თი ზომა, რო­მე­ლიც იცავს ბრალ­დე­ბულს შე­საძ­ლო გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის აღ­სრუ­ლე­ბის­გან, სხვა არც გი­რაო, არც თავ­დე­ბო­ბა და ა.შ. არ იცავს ბრალ­დე­ბულს. ერ­თა­დერ­თი, რაც იცავს ბრალ­დე­ბულს შე­საძ­ლო გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის აღ­სრუ­ლე­ბის­გან, არის სწო­რედ ამ­ნის­ტია, ამი­ტომ არ არის ამ­ნის­ტია არაფ­რის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა. რად­გან ამ­ნის­ტი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს შე­თან­ხმე­ბა, რო­მელ­საც ჩვენ ხელი მო­ვა­წე­რეთ.

ამ­ნის­ტია არ იყო ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა, მაგ­რამ ეს იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს დო­კუ­მენ­ტში აი­სა­ხა და ჩვენ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ვართ დო­კუ­მენ­ტის ეს ნა­წი­ლი აღ­სრულ­დეს. შე­სა­ბა­მი­სად, ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნი უნდა იყოს მი­ღე­ბუ­ლი.

ჩვენ­თვის არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ გი­რაო იყოს გა­დახ­დი­ლი და მე­ლი­ამ მი­ი­ღოს ეს გი­რაო, აღი­ა­როს. ეს არის ჩვენ­თვის პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. მაგ­რამ გი­რაო რომც მი­ი­ღოს მე­ლი­ამ, ის გა­მო­ვა წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბი­დან, მაგ­რამ თუ დად­გე­ბა მის მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი, ის შებ­რუნ­დე­ბა ცი­ხე­ში. ამი­ტომ ამ­ნის­ტი­ის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა გი­რაო არ არის.

კი­დევ ერთი აქ­ცენ­ტი - რო­დე­საც მე­ლია ამ­ბობს, რომ მზად არის ახლა უკვე გი­რაო აღი­ა­როს, გა­მო­ვი­დეს და ამ­ნის­ტია არ იყოს მი­ღე­ბუ­ლი, ეს თა­ვის­თა­ვად კარ­გია და ეს არის უკან და­ხე­ვა. როცა ის ამ­ბობს, რომ გი­რა­ოს გა­და­იხ­დის და გა­მო­ვა, მაგ­რამ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მის­გან იყ­ვნენ გაბ­რიყ­ვე­ბუ­ლი, უტევ­დნენ პარ­ლა­მენტს და უნდა შე­ვიდ­ნენ ცი­ხე­ში, ეს არ არის კა­ცუ­რი საქ­ცი­ე­ლი. მან კა­ცუ­რად უნდა მი­ი­ღოს ყვე­ლა­ფე­რი, რაც არის გა­წე­რი­ლი შე­თან­ხმე­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ამას­თან, კო­ბა­ხი­ძემ გან­მარ­ტა რა მუხ­ლებს არ შე­ე­ხე­ბა ამ­ნის­ტია და აღ­ნიშ­ნა, რომ შე­სა­ბა­მი­სი ჩა­ნა­წე­რი კა­ნონ­შიც იქ­ნე­ბა.

"ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტში არის ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ ეს ამ­ნის­ტია უნდა შე­ე­ხოს ყვე­ლას. თუმ­ცა, გა­მომ­დი­ნა­რე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ი­დან ვფიქ­რობთ, რომ უნდა და­კონ­კრეტ­დეს ერთი რამ - არის გარ­კვე­უ­ლი მუხ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც არ შე­იძ­ლე­ბა ამ­ნის­ტია შე­ე­ხოს, ეს არის მათ შო­რის სხე­უ­ლის გან­ზრახ, მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა, ეს არის წა­მე­ბა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა. შე­სა­ბა­მი­სი ჩა­ნა­წე­რი უნდა გა­კეთ­დეს კა­ნონ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ მუხ­ლებს, გა­გაც­ნობთ ყვე­ლა­ფერს. ის მო­ი­ცავს ყვე­ლა­ფერს, მაგ­რამ არ მო­ი­ცავს იმ მუხ­ლებს, რომ­ლე­ბიც კონვცენ­ცი­ას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
80

როცა ჭირდებათ კაცობას აწვებიან, როცა ჭირდებათ - ლეგალიზმს, როცა ჭირდებათ - გოთვერნობას და ა.შ. კობახა რომ ვინმეს კაცობას დააყვედრის ))) 

მარიამი
63

შენ ჩამოიყვანე ის უხსენებელი და შენ საუბრობ სხვის დანაშაულზე გრცხვენოდეს კობახიძე ყველაფერს აქვს ბოლოსდა ბოლოს საზღვარი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ეს არ არის კაცური საქციელი... მან კაცურად უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც არის გაწერილი შეთანხმებაში“- ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე

"ეს არ არის კაცური საქციელი... მან კაცურად უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც არის გაწერილი შეთანხმებაში“- ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე

"გირაო რომც მიიღოს მელიამ, ის გამოვა წინასწარი პატიმრობიდან, მაგრამ თუ დადგება მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, ის შებრუნდება ციხეში. ამიტომ, ამნისტიის ალტერნატივა გირაო არ არის", - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

კობახიძის განცხადებით, ამნისტიის კანონი არ არის სხვა რაღაცების ალტერნატივა.

"იყო საუბარი გირაოზე, თავდებობაზე და ა.შ. ამნისტია არის ერთადერთი ზომა, რომელიც იცავს ბრალდებულს შესაძლო გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულებისგან, სხვა არც გირაო, არც თავდებობა და ა.შ. არ იცავს ბრალდებულს. ერთადერთი, რაც იცავს ბრალდებულს შესაძლო გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულებისგან, არის სწორედ ამნისტია, ამიტომ არ არის ამნისტია არაფრის ალტერნატივა. რადგან ამნისტიას ითვალისწინებს შეთანხმება, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ.

ამნისტია არ იყო ჩვენი მოთხოვნა, მაგრამ ეს იყო საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივა და საბოლოო ჯამში, ეს დოკუმენტში აისახა და ჩვენ პასუხისმგებელი ვართ დოკუმენტის ეს ნაწილი აღსრულდეს. შესაბამისად, ამნისტიის კანონი უნდა იყოს მიღებული.

ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ გირაო იყოს გადახდილი და მელიამ მიიღოს ეს გირაო, აღიაროს. ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი. მაგრამ გირაო რომც მიიღოს მელიამ, ის გამოვა წინასწარი პატიმრობიდან, მაგრამ თუ დადგება მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, ის შებრუნდება ციხეში. ამიტომ ამნისტიის ალტერნატივა გირაო არ არის.

კიდევ ერთი აქცენტი - როდესაც მელია ამბობს, რომ მზად არის ახლა უკვე გირაო აღიაროს, გამოვიდეს და ამნისტია არ იყოს მიღებული, ეს თავისთავად კარგია და ეს არის უკან დახევა. როცა ის ამბობს, რომ გირაოს გადაიხდის და გამოვა, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც მისგან იყვნენ გაბრიყვებული, უტევდნენ პარლამენტს და უნდა შევიდნენ ციხეში, ეს არ არის კაცური საქციელი. მან კაცურად უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც არის გაწერილი შეთანხმებაში“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ განმარტა რა მუხლებს არ შეეხება ამნისტია და აღნიშნა, რომ შესაბამისი ჩანაწერი კანონშიც იქნება.

"ამნისტიის შესახებ დოკუმენტში არის ჩანაწერი, რომელიც აცხადებს, რომ ეს ამნისტია უნდა შეეხოს ყველას. თუმცა, გამომდინარე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან ვფიქრობთ, რომ უნდა დაკონკრეტდეს ერთი რამ - არის გარკვეული მუხლები, რომლებსაც არ შეიძლება ამნისტია შეეხოს, ეს არის მათ შორის სხეულის განზრახ, მძიმე დაზიანება, ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა. შესაბამისი ჩანაწერი უნდა გაკეთდეს კანონში. რაც შეეხება დანარჩენ მუხლებს, გაგაცნობთ ყველაფერს. ის მოიცავს ყველაფერს, მაგრამ არ მოიცავს იმ მუხლებს, რომლებიც კონვცენციას ეწინააღმდეგება“, - განაცხადა კობახიძემ.

"სასწრაფოდ შემოვიდნენ, გვაკლია, გვენატრება" - იაგო ხვიჩია "ნაცმოძრაობაზე"

"კახა კახიშვილს 2 კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ, თუმცა უარი თქვა - მასთან კონსულტაციები გვექნება" - ირაკლი კობახიძე

"ქართული დემოკრატიისთვის უკეთესიც იქნება, თუ "ნაცმოძრაობა" პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი" - ირაკლი კობახიძე