მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მაქვს განწყობა, ვინმე დავსაჯო" - მეუფე სტეფანემ სასულიერო პირები, რომლებსაც მღვდელმსახურება აუკრძალა, ეკლესიიდან არ განკვეთა
"არ მაქვს განწყობა, ვინმე დავსაჯო" - მეუფე სტეფანემ სასულიერო პირები, რომლებსაც მღვდელმსახურება აუკრძალა, ეკლესიიდან არ განკვეთა

ჭყონ­დი­დის მიტ­რო­პო­ლიტ­მა მე­უ­ფე სტე­ფა­ნემ, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, რომ­ლებ­საც მღვდელმსა­ხუ­რე­ბა აუკ­რძა­ლა, ეკ­ლე­სი­ი­დან არ განკვე­თა.

მე­უ­ფის გან­ცხა­დე­ბით, ახლა ვინ­მეს დას­ჯის გან­წყო­ბა არ აქვს და მის­თვის მთა­ვა­რია, წირ­ვა-ლოც­ვის ჩა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დეს. ამის შე­სა­ხებ მან თა­მა­კონ­ში, მა­ცხოვ­რის ამაღ­ლე­ბის ტა­ძარ­ში წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ისა­უბ­რა.

"ჩემი გან­წყო­ბა არ არის ვინ­მეს დას­ჯა. თუ არ შე­ეც­დე­ბით, რომ რკი­ნის კვერ­თხი გა­მო­ვი­ყე­ნო, მე ამას არ ვი­ყე­ნებ. ჩემი ნება არ არის და არც ღვთის ნება არ არის, რომ მე გა­მო­ვი­ყე­ნო რკი­ნის კვერ­თხი განკვე­თის­თვის. თუ ვინ­მეს არ ექ­ნე­ბა სურ­ვი­ლი, რომ გა­მო­ვი­ყე­ნოს თა­ვის თავ­ზე, მა­შინ მე არ ვი­ყე­ნებ ამ კვერთხს. თუ მე აქ ვინ­მეს სი­ტყვას მივ­ცემ, მხო­ლოდ იმის­თვის, რომ შენ­დო­ბა ითხო­ვოს იმის გამო, რომ ღვთის წი­ნა­შე მისი საქ­ცი­ე­ლი წირ­ვე­ბის ჩაშ­ლა იყო მის­გან და­ნა­შა­უ­ლი და ბო­დიშს იხ­დის. სხვა სა­ლა­პა­რა­კოდ ამ­ბი­ონს მე არა­ვის მივ­ცემ!

არც ამ­ბი­ო­ნი­დან არც ქვე­მოთ, გა­რეთ კო­მენ­ტა­რებ­ში შე­გიძ­ლი­ათ ისა­უბ­როთ. არ მაქვს გან­წყო­ბა ვინ­მე დავ­სა­ჯო, არ მაქვს გან­წყო­ბა ვინ­მეს განკვე­თი­სა. შენ მღვდელ­მოქ­მე­დე­ბა აკ­რძა­ლუ­ლი გაქვს და არ გაქვს უფ­ლე­ბა იქა­და­გო. შენ­დო­ბა სთხო­ვე ხალ­ხს! აქ არის ტა­ძა­რი და არ გაძ­ლევთ [ქა­და­გე­ბის] უფ­ლე­ბას. შენ მე ტა­ძარ­ში საქ­მე­ე­ბი მირ­ჩიო, ამის უფ­ლე­ბას არ გაძ­ლევთ. თუ წირ­ვა-ლოც­ვას ხელი არ შე­ეშ­ლე­ბა, არ გვაქვს სა­ჭი­რო­ე­ბა, ვინ­მე განვკვე­თოთ", - მი­მარ­თა მე­უ­ფემ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს.

მე­უ­ფეს მის მიერ დას­ჯი­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი პა­სუხს სთხოვ­დნენ, იმა­ზე თუ რა­ტომ მო­უ­წო­და ხვა­ლინ­დელ წირ­ვა­ზე მის­ვლის­კენ სა­ქარ­თვე­ლოს მრევლს და არა ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ის მრევლს. რა­ზეც მე­უ­ფემ მა­მა­ო­ებს უპა­სუ­ხა, რომ მათ ტა­ძარ­ში სა­უბ­რის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ, რად­გამ მღვდელმსა­ხუ­რე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვთ. ასე­ვე, აღ­ნი­შა, რომ თუ წირ­ვა-ლოც­ვა­ში ხე­ლის­შეშ­ლა არ იქ­ნე­ბა, არა­ვის განკვე­თა არ მოხ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tsiko
117

ღვთის შეწევნა და წყალ9ბა მეფე სტეფანეს ყველა საქმეში. ამინ

****
97

კარგი მეუფეა. ამას როგორ უნდა ებრძოლო, გონებადაბინდულები...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"არ მაქვს განწყობა, ვინმე დავსაჯო" - მეუფე სტეფანემ სასულიერო პირები, რომლებსაც მღვდელმსახურება აუკრძალა, ეკლესიიდან არ განკვეთა

"არ მაქვს განწყობა, ვინმე დავსაჯო" - მეუფე სტეფანემ სასულიერო პირები, რომლებსაც მღვდელმსახურება აუკრძალა, ეკლესიიდან არ განკვეთა

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ, სასულიერო პირები, რომლებსაც მღვდელმსახურება აუკრძალა, ეკლესიიდან არ განკვეთა.

მეუფის განცხადებით, ახლა ვინმეს დასჯის განწყობა არ აქვს და მისთვის მთავარია, წირვა-ლოცვის ჩატარების საშუალება ჰქონდეს. ამის შესახებ მან თამაკონში, მაცხოვრის ამაღლების ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"ჩემი განწყობა არ არის ვინმეს დასჯა. თუ არ შეეცდებით, რომ რკინის კვერთხი გამოვიყენო, მე ამას არ ვიყენებ. ჩემი ნება არ არის და არც ღვთის ნება არ არის, რომ მე გამოვიყენო რკინის კვერთხი განკვეთისთვის. თუ ვინმეს არ ექნება სურვილი, რომ გამოვიყენოს თავის თავზე, მაშინ მე არ ვიყენებ ამ კვერთხს. თუ მე აქ ვინმეს სიტყვას მივცემ, მხოლოდ იმისთვის, რომ შენდობა ითხოვოს იმის გამო, რომ ღვთის წინაშე მისი საქციელი წირვების ჩაშლა იყო მისგან დანაშაული და ბოდიშს იხდის. სხვა სალაპარაკოდ ამბიონს მე არავის მივცემ!

არც ამბიონიდან არც ქვემოთ, გარეთ კომენტარებში შეგიძლიათ ისაუბროთ. არ მაქვს განწყობა ვინმე დავსაჯო, არ მაქვს განწყობა ვინმეს განკვეთისა. შენ მღვდელმოქმედება აკრძალული გაქვს და არ გაქვს უფლება იქადაგო. შენდობა სთხოვე ხალხს! აქ არის ტაძარი და არ გაძლევთ [ქადაგების] უფლებას. შენ მე ტაძარში საქმეები მირჩიო, ამის უფლებას არ გაძლევთ. თუ წირვა-ლოცვას ხელი არ შეეშლება, არ გვაქვს საჭიროება, ვინმე განვკვეთოთ", - მიმართა მეუფემ სასულიერო პირებს.

მეუფეს მის მიერ დასჯილი სასულიერო პირები პასუხს სთხოვდნენ, იმაზე თუ რატომ მოუწოდა ხვალინდელ წირვაზე მისვლისკენ საქართველოს მრევლს და არა ჭყონდიდის ეპარქიის მრევლს. რაზეც მეუფემ მამაოებს უპასუხა, რომ მათ ტაძარში საუბრის უფლება არ ჰქონდათ, რადგამ მღვდელმსახურება შეჩერებული აქვთ. ასევე, აღნიშა, რომ თუ წირვა-ლოცვაში ხელისშეშლა არ იქნება, არავის განკვეთა არ მოხდება.

"ჯერ აპარატზე არ იყო შეერთებული, როცა ბადრის გარდაცვალების ამბავი შეიტყო" - რას ჰყვებიან მოსამართლეზე, რომელიც მეუღლესთან ერთად კოვიდს ემსხვერპლა

მოსამართლე მაია ოშხარელი კორონავირუსით გარდაიცვალა

"სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით შეზღუდვები ბრწყინვალე "შვიდეულის პერიოდში" იქნება" - ამირან გამყრელიძე