დაბა აბასთუმანში სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია კიდევ ერთი პირი.
არსებული ინფორმაციით, კურცხანას ხეობაში ორი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც სანადირო თოფით ერთი მამაკაცი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს.
დაჭრილი მამაკაცი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.