სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა იმუნური სისტემის სტიმულირებით - იმუნოთერაპიული მკურნალობა თოდუას კლინიკაში
ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა იმუნური სისტემის სტიმულირებით - იმუნოთერაპიული მკურნალობა თოდუას კლინიკაში

იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა ჯან­მრთე­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს როლს ას­რუ­ლებს, იგი ერ­თგვა­რი დამ­ცა­ვი ბა­რი­ე­რია ,რო­მე­ლიც ადა­მი­ანს და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მომ­წვე­ვი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი­სა და სიმ­სივ­ნუ­რად გა­დაგ­ვა­რე­ბუ­ლი უჯრე­დე­ბის­გან იცავს.

იმუ­ნო­თე­რა­პია კი­ბოს­თან ბრძო­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დად ით­ვლე­ბა, თუმ­ცა იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის სტი­მუ­ლა­ცია ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნის და­სა­მარ­ცხებ­ლად ჯერ კი­დევ ქრის­ტეს­შო­ბამ­დე 2600 წლით ადრე არ­სე­ბობ­და. მა­გა­ლი­თად, ეგ­ვიპ­ტე­ლი ექი­მი იმჰო­ტე­პი სიმ­სივ­ნურ წარ­მო­ნაქ­მებს გა­მიზ­ნუ­ლად აინ­ფი­ცი­რებ­და, იწყე­ბო­და ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სი, რაც სიმ­სივ­ნის ზრდის შე­ჩე­რე­ბას და ხში­რად გაქ­რო­ბა­საც იწ­ვევ­და.

ეს მე­თო­დი XVIII-XIX სა­უ­კუ­ნე­შიც აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და - ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ ექი­მე­ბი ქი­რურ­გი­ულ ჭრი­ლო­ბას შეგ­ნე­ბუ­ლად არ ხუ­რავ­დნენ, შეჭ­რილ ინ­ფექ­ცი­ას­თან ბრძო­ლას კი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა იწყებ­და, რის შე­დე­გა­დაც, ხში­რად, სიმ­სივ­ნუ­რი უჯრე­დე­ბიც ნად­გურ­დე­ბოდ­ნენ.

თა­ნა­მედ­რო­ვე იმუ­ნო­თე­რა­პი­ის ფუ­ძემ­დებ­ლად ამე­რი­კე­ლი ონ­კო­ქი­რურ­გი უი­ლი­ამ კოლი ით­ვლე­ბა, რო­მელ­მაც ამ სა­კი­თხზე პირ­ვე­ლი ნაშ­რო­მი ჯერ კი­დევ 1891 წელს გა­მო­აქ­ვეყ­ნა. უი­ლი­ამ კოლ­მა ბაქ­ტე­რი­ე­ბის ნა­ზა­ვის­გან „კო­ლის ტოქ­სი­ნი“ შექ­მნა, რისი სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც სიმ­სივ­ნურ ქსო­ვი­ლებს ას­ნე­ბოვ­ნებ­და და ან­თე­ბით პრო­ცესს იწ­ვევ­და, იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის შემ­დეგ კი კი­ბოს რეგ­რე­სია იწყე­ბო­და. ამ მე­თო­დით, მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნი­სა, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იკურ­ნე­ბო­და. თუმ­ცა, იმა­ვე პე­რი­ოდ­ში ქი­მიო და სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ის გან­ვი­თა­რე­ბამ იმუ­ნო­თე­რა­პი­უ­ლი მიდ­გო­მა თით­ქოს დაჩ­რდი­ლა.

დღეს იმუ­ნო­თე­რა­პი­ის მე­თო­დე­ბი საკ­მა­ოდ და­იხ­ვე­წა და გან­ვი­თარ­და. ამ სა­კი­თხზე დაწ­ვრი­ლე­ბით ფრი­დონ თო­დუ­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ონ­კო­ლო­გი მაკა აბუ­ლა­ძე გვე­სა­უბ­რა.

– რა არის იმუ­ნო­თე­რა­პია და რო­გორ ხდე­ბა იმუ­ნოპ­რე­პა­რა­ტე­ბით ორ­გა­ნიზ­მის იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის კი­ბოს უჯრე­დებ­თან ბრძო­ლა­ზე მი­მარ­თვა?

თა­ნა­მედ­რო­ვე იმუ­ნო­თე­რა­პია - მკურ­ნა­ლო­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დია, რომ­ლის დრო­საც ხდე­ბა იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გაძ­ლი­ე­რე­ბა, რის შე­დე­გა­დაც, იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა უკეთ ამო­იც­ნობს და ებ­რძვის სიმ­სივ­ნურ უჯრე­დებს.

ცი­ტო­ტოქ­სი­უ­რი T ლიმ­ფო­ცი­ტი, ჩვე­ნი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ია­რა­ღია კი­ბოს­თან ბრძო­ლა­ში. მას სიმ­სივ­ნუ­რად გა­დაგ­ვა­რე­ბუ­ლი უჯრე­დე­ბის ამოც­ნო­ბა და გა­ნად­გუ­რე­ბა შე­უძ­ლია. ამ უნა­რის მი­უ­ხე­და­ვად, ხში­რად ლიმ­ფო­ცი­ტი სიმ­სივ­ნურ უჯრედს ვერ ცნობს და სიმ­სივ­ნე არ­სე­ბო­ბას აგ­რძე­ლებს. მი­ზე­ზე­ბის ძი­ე­ბა, თუ რა­ტომ ხდე­ბა ასე - მეც­ნი­ე­რე­ბის უწყვე­ტი კვლე­ვის სფე­როა.

2018 წელს , სიმ­სივ­ნის იმუ­ნო­თე­რა­პი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის ახა­ლი მე­თო­დის აღ­მო­ჩე­ნი­სათ­ვის მე­დი­ცი­ნი­სა და ფი­ზი­ო­ლო­გი­ის დარ­გში ნო­ბე­ლის პრე­მია მეც­ნი­ე­რებს -ჯე­იმს ელი­სონს და ტა­სუ­კუ ჰონ­ძი­ოს გა­და­ე­ცათ. მათ მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ­მა იმუ­ნურ­მა სა­კონ­ტრო­ლო წერ­ტი­ლო­ვან­მა თე­რა­პი­ამ (Immune checkpoint therapy) ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნის მკურ­ნა­ლო­ბა­ში ახა­ლი სი­ტყვა თქვა.

ტა­სუ­კუ ჰონ­ძი­ომ იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის უჯრე­დის — Т-ლიმ­ფო­ცი­ტის ზე­და­პირ­ზე — აღ­მო­ა­ჩი­ნა ცილა PD-1, ხოლო— სიმ­სივ­ნურ უჯრედ­ზე მისი მო­კავ­ში­რე ცილა — PD-L1 . ამ ორი ცი­ლის ურ­თი­ერ­თშე­კავ­ში­რე­ბა თრგუ­ნავს იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის პა­სუხს და სიმ­სივ­ნურ უჯრედს ზრდი­სა და გამ­რავ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა. ამ აღ­მო­ჩე­ნა­ზე დაყ­რდნო­ბით, შე­იქ­მნა სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბი (სა­კონ­ტრო­ლო წერ­ტი­ლო­ვა­ნი თე­რა­პია) - ეს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი PD-1-სა და PD-L1-ის კავ­შირს ბლო­კა­ვენ და ადა­მი­ა­ნის იმუ­ნურ სის­ტე­მას სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლე­ვენ სიმ­სივ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­ლოს.

მკურ­ნა­ლო­ბის ეს მიდ­გო­მა, რა თქმა უნდა, იმუ­ნო­თე­რა­პი­ის მხო­ლოდ ერთ-ერთი, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მე­თო­დია. სხვა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­დან ზო­გი­ერ­თი ეძებს და ანად­გუ­რებს იმ მე­ქა­ნიზ­მებს, რომ­ლე­ბიც T უჯრე­დე­ბის აქ­ტი­ვო­ბას ამ­ცი­რე­ბენ, ზოგი კი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის სტი­მუ­ლი­რე­ბას ახ­დენს.

– იმუ­ნო­თე­რა­პი­ის რა მე­თოდს იყე­ნებთ თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში და რო­გო­რია გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის სტა­ტის­ტი­კა?

– აკა­დე­მი­კოს ფრი­დონ თო­დუ­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში იმუ­ნო­თე­რა­პი­ის­თვის „ჩექ ფო­ინ­თე­ბის“ ინ­ჰი­ბი­ტო­რებს ვი­ყე­ნებთ, რომ­ლე­ბიც იმუ­ნურ სის­ტე­მის T უჯრე­დებს ააქ­ტი­უ­რე­ბენ, ორ­გა­ნიზმს სიმ­სივ­ნუ­რი უჯრე­დე­ბის ამოც­ნო­ბა­სა და და­მარ­ცხე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან. მრა­ვა­ლი იმუ­ნო­თე­რა­პი­უ­ლი პრე­პა­რა­ტი დღეს აქ­ტი­უ­რი კვლე­ვი­სა და შეს­წავ­ლის ფა­ზა­შია, სხვა­დას­ხვა სიმ­სივ­ნე­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. იმუ­ნო­თე­რა­პია ძი­რი­თა­დად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და­ა­ვა­დე­ბის შო­რე­უ­ლი გავ­რცე­ლე­ბის დროს, ამი­ტომ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა­ზე მე­ტად ჩვე­ნი მი­ზა­ნი სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბი­სა და ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაა, რაც ხში­რად მიღ­წე­ვა­დია.

– რა შემ­თხვე­ვებ­ში ნიშ­ნავთ იმუ­ნო­თე­რა­პი­ას და არის თუ არა მხო­ლოდ იმუ­ნოპ­რე­პა­რა­ტე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა ეფექ­ტუ­რი?

იმუ­ნო­თე­რა­პი­ის ეფექ­ტუ­რო­ბა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია ფილ­ტვის, შარ­დის ბუშ­ტის, მე­ლა­ნო­მას,ღვიძ­ლის, ძუ­ძუს , მსხვი­ლი და სწო­რი ნაწ­ლა­ვის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე­ე­ბის დროს.თუმ­ცა, რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა დღეს ონ­კო­ლო­გი­ა­ში ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რად შეს­წავ­ლა­დია, კვლე­ვე­ბი გრძელ­დე­ბა და ეს ჩა­მო­ნათ­ვა­ლი მო­მა­ვალ­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­იზ­რდე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­ი­ნიშ­ნოს რო­გორც მო­ნო­თე­რა­პი­ის , ასე­ვე კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი სა­ხით მკურ­ნა­ლო­ბის სხვა მე­თო­დებ­თან, ძი­რი­თა­დად ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას­თან ერ­თად.

– რამ­დე­ნად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და ხელ­მი­საწ­ვდო­მია იმუ­ნო­თე­რა­პია სა­ქარ­თვე­ლო­ში?

სა­ქარ­თვე­ლო­ში იმუ­ნო­თე­რა­პი­ის თით­ქმის ყვე­ლა პრე­პა­რა­ტი ფი­ზი­კუ­რად ხელ­მი­საწ­ვდო­მია , მო­თხოვ­ნა და სა­ჭი­რო­ე­ბაც ძა­ლი­ან დი­დია.

– რა გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი და უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბი აქვს ონ­კო­პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის იმუ­ნო­თე­რა­პი­ას?

– ონ­კო­პა­ცი­ენ­ტებ­ში იმუ­ნო­თე­რა­პი­ის გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბია: დაღ­ლი­ლო­ბა, სი­სუს­ტე, იშ­ვი­ა­თად ღე­ბი­ნე­ბა, ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა და ტკი­ვი­ლი. ამის მი­უ­ხე­და­ვად, უმე­ტეს­წი­ლად, პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა გა­ურ­თუ­ლებ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს და გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი არ ვლინ­დე­ბა.

იმუ­ნო­თე­რა­პი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა:

  • ორ­სუ­ლო­ბის დროს;
  • გარ­კვე­უ­ლი ასა­კის ჯგუ­ფებ­ში;
  • არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ას­თმის დროს;
  • აუ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს;
  • არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბის დროს;
  • ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბის დროს, თუმ­ცა ეს პა­ცი­ენ­ტე­ბის მხო­ლოდ 1%-ში გვხვდე­ბა.

– ექი­მის რა ინ­ტენ­სი­ვო­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას სა­ჭი­რო­ე­ბენ პა­ცი­ენ­ტე­ბი და რამ­დე­ნად ხან­გრძლი­ვია ამ მე­თო­დით მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი?

– თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში ონ­კო­პა­ცი­ენ­ტე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა გა­ნუ­წყვე­ტე­ლია. ექიმ­მა ყო­ველ­თვის უნდა იცო­დეს პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა. მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი იმის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, თუ რა წა­მალ­ზე გვაქვს სა­უ­ბა­რი და რო­გორ რე­გუ­ლირ­დე­ბა მისი მი­ღე­ბის სიხ­ში­რე. რად­გან იმუ­ნურ სის­ტე­მას ვა­აქ­ტი­უ­რებთ, იზ­რდე­ბა შან­სი, რომ აუ­ტო­ი­მუ­ნუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი და­ფიქ­სირ­დეს და ამას საკ­მა­ოდ დიდი ყუ­რა­დღე­ბით ვა­კონ­ტრო­ლებთ. ძი­რი­თა­დად, ვი­ზიტს თვე­ში ერთი-ორ­ჯერ ვნიშ­ნავთ, და­ნარ­ჩენ პე­რი­ოდ­ში კი პა­ცი­ენ­ტი ცხოვ­რე­ბას ჩვე­ულ რიტ­მში აგ­რძე­ლებს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა იმუნური სისტემის სტიმულირებით - იმუნოთერაპიული მკურნალობა თოდუას კლინიკაში

ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა იმუნური სისტემის სტიმულირებით - იმუნოთერაპიული მკურნალობა თოდუას კლინიკაში

იმუნური სისტემა ჯანმრთელობის შენარჩუნებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, იგი ერთგვარი დამცავი ბარიერია ,რომელიც ადამიანს დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმებისა და სიმსივნურად გადაგვარებული უჯრედებისგან იცავს.

იმუნოთერაპია კიბოსთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდად ითვლება, თუმცა იმუნური სისტემის სტიმულაცია ავთვისებიანი სიმსივნის დასამარცხებლად ჯერ კიდევ ქრისტესშობამდე 2600 წლით ადრე არსებობდა. მაგალითად, ეგვიპტელი ექიმი იმჰოტეპი სიმსივნურ წარმონაქმებს გამიზნულად აინფიცირებდა, იწყებოდა ანთებითი პროცესი, რაც სიმსივნის ზრდის შეჩერებას და ხშირად გაქრობასაც იწვევდა.

ეს მეთოდი XVIII-XIX საუკუნეშიც აქტიურად გამოიყენებოდა - ოპერაციის ჩატარების შემდეგ ექიმები ქირურგიულ ჭრილობას შეგნებულად არ ხურავდნენ, შეჭრილ ინფექციასთან ბრძოლას კი იმუნური სისტემა იწყებდა, რის შედეგადაც, ხშირად, სიმსივნური უჯრედებიც ნადგურდებოდნენ.

თანამედროვე იმუნოთერაპიის ფუძემდებლად ამერიკელი ონკოქირურგი უილიამ კოლი ითვლება, რომელმაც ამ საკითხზე პირველი ნაშრომი ჯერ კიდევ 1891 წელს გამოაქვეყნა. უილიამ კოლმა ბაქტერიების ნაზავისგან „კოლის ტოქსინი“ შექმნა, რისი საშუალებითაც სიმსივნურ ქსოვილებს ასნებოვნებდა და ანთებით პროცესს იწვევდა, იმუნური სისტემის გააქტიურების შემდეგ კი კიბოს რეგრესია იწყებოდა. ამ მეთოდით, მიუხედავად ბევრი გვერდითი მოვლენისა, უამრავი ადამიანი იკურნებოდა. თუმცა, იმავე პერიოდში ქიმიო და სხივური თერაპიის განვითარებამ იმუნოთერაპიული მიდგომა თითქოს დაჩრდილა.

დღეს იმუნოთერაპიის მეთოდები საკმაოდ დაიხვეწა და განვითარდა. ამ საკითხზე დაწვრილებით ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ონკოლოგი მაკა აბულაძე გვესაუბრა.

– რა არის იმუნოთერაპია და როგორ ხდება იმუნოპრეპარატებით ორგანიზმის იმუნური სისტემის კიბოს უჯრედებთან ბრძოლაზე მიმართვა?

თანამედროვე იმუნოთერაპია - მკურნალობის ინოვაციური მეთოდია, რომლის დროსაც ხდება იმუნური სისტემის გაძლიერება, რის შედეგადაც, იმუნური სისტემა უკეთ ამოიცნობს და ებრძვის სიმსივნურ უჯრედებს.

ციტოტოქსიური T ლიმფოციტი, ჩვენი იმუნური სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია კიბოსთან ბრძოლაში. მას სიმსივნურად გადაგვარებული უჯრედების ამოცნობა და განადგურება შეუძლია. ამ უნარის მიუხედავად, ხშირად ლიმფოციტი სიმსივნურ უჯრედს ვერ ცნობს და სიმსივნე არსებობას აგრძელებს. მიზეზების ძიება, თუ რატომ ხდება ასე - მეცნიერების უწყვეტი კვლევის სფეროა.

2018 წელს , სიმსივნის იმუნოთერაპიული მკურნალობის ახალი მეთოდის აღმოჩენისათვის მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში ნობელის პრემია მეცნიერებს -ჯეიმს ელისონს და ტასუკუ ჰონძიოს გადაეცათ. მათ მიერ შემუშავებულმა იმუნურმა საკონტროლო წერტილოვანმა თერაპიამ (Immune checkpoint therapy) ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობაში ახალი სიტყვა თქვა.

ტასუკუ ჰონძიომ იმუნური სისტემის უჯრედის — Т-ლიმფოციტის ზედაპირზე — აღმოაჩინა ცილა PD-1, ხოლო— სიმსივნურ უჯრედზე მისი მოკავშირე ცილა — PD-L1 . ამ ორი ცილის ურთიერთშეკავშირება თრგუნავს იმუნური სისტემის პასუხს და სიმსივნურ უჯრედს ზრდისა და გამრავლების საშუალება ეძლევა. ამ აღმოჩენაზე დაყრდნობით, შეიქმნა სამკურნალო პრეპარატები (საკონტროლო წერტილოვანი თერაპია) - ეს მედიკამენტები PD-1-სა და PD-L1-ის კავშირს ბლოკავენ და ადამიანის იმუნურ სისტემას საშუალებას აძლევენ სიმსივნის წინააღმდეგ იბრძოლოს.

მკურნალობის ეს მიდგომა, რა თქმა უნდა, იმუნოთერაპიის მხოლოდ ერთ-ერთი, მაგრამ ყველაზე წარმატებული მეთოდია. სხვა გავრცელებული საშუალებებიდან ზოგიერთი ეძებს და ანადგურებს იმ მექანიზმებს, რომლებიც T უჯრედების აქტივობას ამცირებენ, ზოგი კი იმუნური სისტემის სტიმულირებას ახდენს.

– იმუნოთერაპიის რა მეთოდს იყენებთ თოდუას კლინიკაში და როგორია გამოჯანმრთელების სტატისტიკა?

– აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრში იმუნოთერაპიისთვის „ჩექ ფოინთების“ ინჰიბიტორებს ვიყენებთ, რომლებიც იმუნურ სისტემის T უჯრედებს ააქტიურებენ, ორგანიზმს სიმსივნური უჯრედების ამოცნობასა და დამარცხებაში ეხმარებიან. მრავალი იმუნოთერაპიული პრეპარატი დღეს აქტიური კვლევისა და შესწავლის ფაზაშია, სხვადასხვა სიმსივნეების მიმართულებით. იმუნოთერაპია ძირითადად გამოიყენება დაავადების შორეული გავრცელების დროს, ამიტომ გამოჯანმრთელებაზე მეტად ჩვენი მიზანი სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა, რაც ხშირად მიღწევადია.

– რა შემთხვევებში ნიშნავთ იმუნოთერაპიას და არის თუ არა მხოლოდ იმუნოპრეპარატებით მკურნალობა ეფექტური?

იმუნოთერაპიის ეფექტურობა დადასტურებულია ფილტვის, შარდის ბუშტის, მელანომას,ღვიძლის, ძუძუს , მსხვილი და სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნეების დროს.თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ეს მიმართულება დღეს ონკოლოგიაში ყველაზე აქტიურად შესწავლადია, კვლევები გრძელდება და ეს ჩამონათვალი მომავალში აუცილებლად გაიზრდება.

აღნიშნული მედიკამენტები შეიძლება დაინიშნოს როგორც მონოთერაპიის , ასევე კომბინირებული სახით მკურნალობის სხვა მეთოდებთან, ძირითადად ქიმიოთერაპიასთან ერთად.

– რამდენად განვითარებული და ხელმისაწვდომია იმუნოთერაპია საქართველოში?

საქართველოში იმუნოთერაპიის თითქმის ყველა პრეპარატი ფიზიკურად ხელმისაწვდომია , მოთხოვნა და საჭიროებაც ძალიან დიდია.

– რა გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები აქვს ონკოპაციენტებისთვის იმუნოთერაპიას?

– ონკოპაციენტებში იმუნოთერაპიის გვერდითი მოვლენებია: დაღლილობა, სისუსტე, იშვიათად ღებინება, ტემპერატურის მატება და ტკივილი. ამის მიუხედავად, უმეტესწილად, პაციენტების მკურნალობა გაურთულებლად მიმდინარეობს და გვერდითი მოვლენები არ ვლინდება.

იმუნოთერაპიის გამოყენება არ შეიძლება:

  • ორსულობის დროს;
  • გარკვეული ასაკის ჯგუფებში;
  • არაკონტროლირებადი ასთმის დროს;
  • აუტოიმუნური დაავადებების დროს;
  • არაკონტროლირებადი გვერდითი მოვლენების დროს;
  • ალერგიული რეაქციების დროს, თუმცა ეს პაციენტების მხოლოდ 1%-ში გვხვდება.

– ექიმის რა ინტენსივობის ზედამხედველობას საჭიროებენ პაციენტები და რამდენად ხანგრძლივია ამ მეთოდით მკურნალობის პროცესი?

– თოდუას კლინიკაში ონკოპაციენტების ზედამხედველობა განუწყვეტელია. ექიმმა ყოველთვის უნდა იცოდეს პაციენტის მდგომარეობა. მკურნალობის პროცესი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა წამალზე გვაქვს საუბარი და როგორ რეგულირდება მისი მიღების სიხშირე. რადგან იმუნურ სისტემას ვააქტიურებთ, იზრდება შანსი, რომ აუტოიმუნური გამოვლინებები დაფიქსირდეს და ამას საკმაოდ დიდი ყურადღებით ვაკონტროლებთ. ძირითადად, ვიზიტს თვეში ერთი-ორჯერ ვნიშნავთ, დანარჩენ პერიოდში კი პაციენტი ცხოვრებას ჩვეულ რიტმში აგრძელებს.

NS

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და რომელი რეგიონი ლიდერობს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაციის პორტალი ამოქმედდა - რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა

სად სწავლობს ექსპრემიერ გახარიას ქალიშვილი - "ანნა სამშობლოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა"